imedi /  02 მაისი 2019, 16:38 / სანდო წყარო

გიორგი გახარია პრეზიდენტის განცხადებაზე: აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში მოსმენისას  ამერიკულ სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„მე არ შევაფასებ პრეზიდენტის გამონათქვამს. მე გეტყვით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ეს არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე, როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, მისი უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის ჭრილში, ძირითადი და სტრატეგიული მხარდამჭერი და აშშ-სთან ორმხრივი ურთიერთობა, როგორც უსაფრთხოების, ასევე თავდაცვის ნაწილში, არის ამ ქვეყნის პრიორიტეტი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება რეკომენდებული არ არის. ამის შესახებ მან "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის სამხედრო თანამშრომლობა უნდა გაიზარდოს.

ყველა სიახლე

18 ივლისი 2019, 20:19

მსოფლიო

ერაყში თურქი დიპლომატი მოკლეს

ერაყში, ერბილში თურქი დიპლომატი მოკლეს. სულ სამი ადამიანია დაღუპული. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამივე გარდაცვლილი დიპლომატი იყო, თუმცა ეს ცნობა არ დადასტურდა. თავდასხმა მოხდა ერთ-ერთ რესტორანში, სადაც სამი ადამიანი სადილისთვის შევიდა.

18 ივლისი 2019, 00:12

ეკონომიკა

შვეიცარიაში 9 სახლი მხოლოდ 1 ფრანკად იყიდება

საუბარია ქვის სახლებზე, რომლებიც ნაწილობრივ ან მთლიანად განადგურებულია. მათ ახალ მფლობელებს მხოლოდ სახლების რესტავრაცია ევალებათ. ადგილობრივი მთავრობა იმედოვნებს, რომ ამ აქციით შესაძლოა ხალხი სოფელში დაბრუნდეს. გარდა ამისა, ახალ მოსახლეობას მეთევზის, ფერმერის, მშენებლისა და მცხობელის ვაკანსიებს შესთავაზებენ.

17 ივლისი 2019, 23:56

საქართველო

IRI: კვლევის შედეგები არ გაგვისაჯაროებია

ორგანიზაციას ამ დროისთვის არ გაუსაჯაროვებია კვლევის შედეგები, ამიტომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მედიისთვის იქნა მიწოდებული, განხორციელებულია ორგანიზაციის თანხმობის გარეშე- ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტი IRI ინფორმაციას Facebook-ზე ავრცელებს.

ბილ გეითსი

17 ივლისი 2019, 23:31

ეკონომიკა

მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში გეითსმა მეორე ადგილი დათმო

გეითსმა მეორე ადგილი კომპანია LVMH-ს მფლობელს ბერნარ არნოს დაუთმო. მილიარდერი კოლეგას 1 მილიარდით ჩამორჩა. 2019 წელს ის $39 მილიარდით გამდიდრდა, რაც მთლიანად მილიარდერთა სიაში შესულ 500 ადამიანს შორის ყველაზე დიდი მიღწევაა.

 შტეფან ჰაბერმანი

17 ივლისი 2019, 23:20

სპორტი

გერმანელი ფეხბურთელი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა

გერმანული საფეხბურთო კლუბის „დესაუერის“ ფეხბურთელი შტეფან ჰაბერმანი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ვებგვერდზე გავრცელდა. სპორტსმენი სტადიონზე გახდა ცუდად, მისი გადარჩენა კი ვერ მოხერხდა. გარდაცვალების მიზეზი არ კონკრეტდება. ჰებერმანი 30 წლის იყო.

17 ივლისი 2019, 23:00

თემა

რისი აღქმა შეუძლია ჩვენს თვალს და რისი - არა?

გარესამყაროს ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ფოტონების დამსახურებით აღვიქვამთ. ეს არის სინათლის ნაწილაკი, რომელსაც ობიექტი ირეკლავს და ის შემდეგ ადამიანის თვალის ბადურას ეცემა. თითოეული ჩვენგანის თვალის ბადურაზე კი განლაგებულია სინათლისადმი მგრძნობიარე დაახლოებით 126 მილიონი რეცეპტორი. მათგან მიღებულ ინფორმაციას ტვინი შიფრავს და ირგვლივ არსებულ საგნების მრავალფეროვან ფორმებად თუ ფერებად აქცევს. თუმცა ადამიანის მხედველობა აბსოლუტური სულაც არ არის. მას გარკვეული ზღვარი აქვს. მაგალითა, ჩვენ არ შეგვიძლია ელექტრონული მოწყობილობების მიერ გამოსხივებული რადიოტალღები შევამჩნიოთ ან შეუიარაღებელი თვალით მცირე ბაქტერიები აღვიქვათ, - წერს BBC.

17 ივლისი 2019, 22:42

მსოფლიო

ებოლას ეპიდემიის გამო კონგოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. თუმცა ეპიდემიის გამო საზღვრის ჩაკეტვა ჯერჯერობით არ იგეგმება, რადგან ორგანიზაციის განმარტებით, რეგიონს გარეთ დაავადების გავრცელების რისკი მაღალი არ არის.

17 ივლისი 2019, 22:23

სპორტი

„ჩიხურა“ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს

საჩხერის „ჩიხურა“ ევროპა ლიგის მომდევნო ეტაპზე გადავიდა. პირველი ეტაპის განმეორებითი მატჩი დინამო არენაზე გაიმართა და „ჩიხურამ“ ლუქსემბურგის „ფოლა“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ორი მატჩის ჯამში საჩხერლებმა 4:2 მოიგეს და შემდეგ ეტაპზე ითამაშებენ.

17 ივლისი 2019, 22:12

თემა

საშიშია თუ არა შიზოფრენიით დაავადებული ადამიანი გარეშემომყოფთათვის?

მსოფლიოში შიზოფრენიის დიაგნოზით21 მილიონზე მეტი ადამიანიცხოვრობს. შიზოფრენია -მწვავე ფსიქიკური აშლილობაა, რომელიც არღვევს როგორც გარესამყაროს აღქმას, ისე თვითშეფასებას. კვლევების თანახმად, ადამიანების 70%-ს შიზოფრენიის სიმპტომებზე მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა აქვს, 20%-ს კი - მსგავსი აშლილობით ნათესავი ან ნაცნობი მაინც ჰყავს. მიუხედავად ამისა, შიზოფრენიაზე ბევრი მითი არსებობს. მაგალითად, ბევრს ჰგონია, რომ შიზოფრენიის დიაგნოზის მქონე ადამიანები გარშემომყოფთათვის საშიშები არიან. რა სიმპტომები ახასიათებს ამ დაავადებას? იკურნება თუ არა ის და როგორ უნდა მოვიქცეთშიზოფრენიით დაავადებულადამიანებთან?

17 ივლისი 2019, 22:07

ძალოვნები

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით დაკავებული აქციის მონაწილის მ.ფ-ს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე გირაოს სახით 2 000 ლარის შეფარდებას ითხოვდა. პროკურორ გიორგი მუკბანიანის განცხადებით, ბრალდებულის მიმალვის და ახალი დანაშაულის საფრთხე არსებობდა.

2Pac

17 ივლისი 2019, 22:07

ტაბლოიდი

ამერიკელი ჩინოსანი 4300 კოლეგისთვის 2Pac-ის სიმღერის გაგზავნისთვის სამსახურიდან გაათავისუფლეს

ივნისში ფოქსოვენმა წერილი დაწერა, რომელშიც ის ამბობდა, რომ მალე 2Pac-ის დაბადების დღეა და ყველას მისი სიმღერის მოსმენა შესთავაზა. ამის შემდეგ მან წერილი ელექტრონული ფოსტით 4300 თანამაშრომელს გაუგზავნა. მეორე დღეს ის სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ვლადიმერ კონსტანტინიდი

17 ივლისი 2019, 21:52

საქართველო

საგარეო უწყება ლავროვს პასუხობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებს საქართველოს საგარეო უწყებაში უპასუხეს. სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, საქართველოში სრულად არის უზრუნველყოფილი უცხო ქვეყნების, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეებისა და ტურისტების უსაფრთხოება.

17 ივლისი 2019, 21:38

საქართველო

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი: მაღალჩინოსნის შვილის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამომიტანია

საბჭოს წევრებს ხუთი კანდიდატისთვის უნდა დაესვათ კითხვები, თუმცა გასაუბრება მხოლოდ ორ მათგანთან მოესწრო. განსაკუთრებით ხმაურიანი ზურაბ აზნაურაშვილის მოსმენა გამოდგა. არამოსამართლე წევრები ამ კანდიდატისა და საბჭოს ერთ-ერთი წევრის ნათესაურ კავშირზე საუბრობდნენ, თუმცა ბრალდების ადრესატები ამ ინფორმაციას უარყოფენ.

17 ივლისი 2019, 21:18

საქართველო

სტრასბურგის სასამართლო „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს

მხარეები პროგნოზისაგან თავს იკავებენ. წინასწარ შეფასებებს ქიბარ ხალვაშის წარმომადგენელიც ერიდება. „რუსთავი 2“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 4 მუხლით დავობს. მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის გამოც ჩივის.

ნინო ლომჯარია

17 ივლისი 2019, 20:58

საქართველო

20-21 ივნისის მოვლენები სახალხო დამცველის ოფისში განიხილეს

20-21 ივნისის მოვლენები სახალხო დამცველის ოფისშიც განიხილეს. მომხდარს ომბუდსმენის აპარატიც იკვლევს და პროკურატურასთან თანამშრომლობს. როგორ მიმდინარეობს პროცესი, ამის შესახებ ნინო ლომჯარია საკონსულტაციო საბჭოს წევრებს ესაუბრა. შეხვედრა მესამე სექტორის წარმომადგენლებთან ორ საათს გაგრძელდა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

17 ივლისი 2019, 20:50

მსოფლიო

დიპლომატის მკვლელობის გამო თურქეთი საპასუხო ზომებით იმუქრება

თურქეთი მისი დიპლომატის მკვლელობისთვის საპასუხო ზომებით იმუქრება. შესაბამისი ტექსტი პრეზიდენტის პრესსპიკერმა გამოაქვეყნა. ამავე მიკრობლოგში მომხდარს პოსტი მიუძღვნა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რომელმაც საკონსულოს თანამშრომელზე თავდასხმა დაგმო.

17 ივლისი 2019, 20:25

კულტურა

ლონდონში რეივისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

ამ მოძრაობამ პოპულარობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში 80-იან და 90-იან წლებში მოიპოვა. გამოფენაზე წარმოდგენილია მულტიმედიური ინსტალაციები, ფოტოები, პროექტების აუდიოვიზუალური ჩანაწერები და არტისტების გამოსვლებიც.

17 ივლისი 2019, 20:06

მსოფლიო

Boeing 737 MAX-ი ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ოჯახებისთვის $50 მილიონს გამოყოფს

კომპანიამ განაცხადა, რომ ფინანსური დახმარების ფონდიდან ამ რაოდენობის თანხას ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად გამოიყენებს. ამერიკულმა ავიახაზებმა Boeing 737 Max-ის ფრენების აკრძალვა სამ ნოემბრამდე გაახანგრძლივა.

ვლადიმერ პუტინი

17 ივლისი 2019, 19:27

მსოფლიო

პუტინმა დონბასის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება გაამარტივა

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც უკრაინაში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მცხოვრები მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივებას ეხება. ბრძანება ეხება მხოლოდ მათ, ვინც ამ ტერიტორიაზე 2014 წლის აპრილამდე ცხოვრობდა.

ირაკლი ოქრუაშვილი

17 ივლისი 2019, 19:05

ძალოვნები

ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი დააკავეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი დააკავეს. კ.კ-ს 236-ე მუხლის მიხედვით, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან. პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელმა კოტე კემულარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოქრუაშვილის დაცვის წევრს ეს იარაღი არასდროს უტარებია.