imedi /  03 მაისი 2019, 10:21 / სანდო წყარო

თამარაშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

ქუჩა

ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე, თამარაშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ Imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

3 მაისს, ღამით ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე, თამარაშვილის ქუჩაზე კლდიდან ქვები ჩამოიშალა. ქვათაცვენის შედეგად არავინ დაშავებულა.

გეოლოგები ადგილის შესწავლას სავარაუდოდ, დღეს დაიწყებენ.

ყველა სიახლე

13 დეკემბერი 2019, 11:25

საქართველო

სარფში 49 ტონა კარტოფილში მავნე ორგანიზმები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, თურქეთის მხრიდან 49 ტონა სასურსათო კარტოფილი შემოვიდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის ფარგლებში, აღნიშნული საქონელი, საკარანტინო მავნე ორგანიზმებზე ლაბორატორიულ კვლევას დაექვემდებარა. ამ ტვირთს, უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში დააბრუნებენ.

მღვდელმონაზონი ანდრია სარია

13 დეკემბერი 2019, 11:22

საქართველო

მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან გაათავისუფლეს

მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან გაათავისუფლეს. ეს გადაწყვეტილება მას ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა გააცნო. სასულიერო პირის თქმით, მას მხოლოდ ის განუმარტეს, რომ ეპარქიაში მღვდელმსახურება შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობის გამო შეუწყვიტეს.

ირაკლი ღარიბაშვილი

13 დეკემბერი 2019, 11:16

საქართველო

ღარიბაშვილი: აშშ-სთან სამაგალითო ურთიერთობა ძლიერი ალიანსის მყარ საფუძველს უზრუნველყოფს

საქართველოსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან პარტნიორობის 25 წლისთავი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში” აღინიშნა. იუბილესთან დაკავშირებით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაური, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი იმყოფებოდა.

ნაომი კემპბელი

13 დეკემბერი 2019, 11:15

ტაბლოიდი

ნაომი კემპბელი Yves Saint Laurent-ის ახალი კოლექციის რეკლამაში გადაიღეს

ფოტოები როგორც თავად კემპბელის, ასევე ბრენდის Instagram-გვერდზე გავრცელდა. ქალებისთვის შექმნილი სმოკინგების კოლექციის რეკლამაში 49 წლის მოდელი ცნობილმა ბელგიელმა ფოტოგრაფმა, ენტონი ვაკარელომ გადაიღო, რომელიც Yves Saint Laurent-თან მანამდეც თანამშრომლობდა.

თურქეთი საგარეო

13 დეკემბერი 2019, 10:56

მსოფლიო

ანკარა: აშშ-ის სენატის რეზოლუცია სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია

აშშ-ის სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია სომეხთა გენოციდის შესახებ მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და თურქულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარების შეფერხებას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

აშშ ჩინეთი

13 დეკემბერი 2019, 10:21

ეკონომიკა

Bloomberg: აშშ და ჩინეთი სავაჭრო შეთანხმების პირველ ნაწილზე შეთანხმდნენ

​​​​​​​​აშშ და ჩინეთი სავაჭრო შეთანხმების პირველ ნაწილზე შეჯერდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg-ი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ახლა ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა შეთანხმების პირობები ქვეყნის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უნდა გააცნონ.

გიორგი ჩაკვეტაძე

13 დეკემბერი 2019, 10:03

სპორტი

ქვილითაიას და ჩაკვეტაძის „გენტი“ ევროპის ლიგის პლეიოფში მოხვდა

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „გენტი“ შინ უკრაინულ „ოლექსანდრიას“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელებმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყეს და თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთნენ. ჩაკვეტაძე მოედანზე 73-ე, ქვილითაია კი 90-ე წუთზე გამოჩნდა.

ახალი ზელანდია ვულკანი

13 დეკემბერი 2019, 09:42

მსოფლიო

ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევისას დაღუპულთა ცხედრები იპოვეს

კუნძულ უაიტ-აილენდზე, ქალაქ ოკლენდიდან 270 კილომეტრში, ვულკანი 8 დეკემბერს ამოიფრქვა. პოლიციის ინფორმაციით, ამოფრქვევის დროს კუნძულზე 47 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ავსტრალიელი, ბრიტანელი, ამერიკელი, ჩინელი და მალაიზიელი ტურისტები.

დამასკოს ვარდი

13 დეკემბერი 2019, 09:25

კულტურა

იუნესკომ დამასკოს ვარდი არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიყვანა

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (იუნესკო) დამასკოს ვარდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიყვანა. ინფორმაცია ამის შესახებ ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

Facebook შეფერხება

13 დეკემბერი 2019, 09:08

ტექნოლოგიები

Facebook-ის მუშაობაში გლობალური შეფერხებაა

სოციალური ქსელი Facebook-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს. ამის შესახებ სერვისი Downdetector-ი წერს. ყველაზე მეტად პრობლემები მომხმარებლებს აშშ-ში, ევროპის გარკვეულ ქვეყნებსა და ლათინურ ამერიკაში შეექმნათ.

ვაჟა გაფრინდაშვილი

13 დეკემბერი 2019, 08:53

ძალოვნები

ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლო დღეს განიხილავს. ე.წ. სასამართლო პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული. ეს ინფორმაცია ექიმის შვილ ირინა გაფრინდაშვილს ვლადიკავკაზელმა ადვოკატმა რამდენიმე დღის წინ მიაწოდა.

ჯონ სალივანი

13 დეკემბერი 2019, 08:23

მსოფლიო

აშშ-ის სენატმა რუსეთში ელჩის თანამდებობაზე ჯონ სალივანი დაამტკიცა

ამერიკის სენატმა რუსეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯონ სალივანის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს. კენჭისყრაზე სალივანის კანდიდატურას მხარი 70-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა 22-მა მისცა.

დიდი ბრიტანეთი არჩევნები

13 დეკემბერი 2019, 08:17

მსოფლიო

ეგზითპოლი: ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიული პარტია იმარჯვებს

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ბორის ჯონსონის კონსერვატიული პარტია იმარჯვებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. წინასწარი მონაცემებით, კონსერვატორები 650-ადგილიან თემთა პალატაში 365 ადგილს მიიღებენ.

სამეფო კარის თამაშები

13 დეკემბერი 2019, 00:50

კულტურა

IMDb-მ წლის საუკეთესო ფილმები და სერიალები დაასახელა

საუკეთესო კინოფილმის წოდება რეჯიშორ ტოდ ფილიპსის „ჯოკერს“ ერგო. საუკეთესო სერიალების კატეგორიაში პირველობა „სამეფო კარის თამაშებმა“ მოიპოვა. IMDb-მ საუკეთესოები ვებგვერდზე ძიების შედეგების საფუძველზე გამოავლინა. ყოველთვიურად პორტალზე 200 მილიონზე მეტი მომხმარებელი შედის.

სომეხთა გენოციდი

13 დეკემბერი 2019, 00:40

მსოფლიო

აშშ-ის სენატმა სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუცია მიიღო

აშშ-ის სენატმა დღეს მიღებულ რეზოლუციაში ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915 წელს ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების მასობრივი ხოცვა გენოციდად აღიარა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. ეს რეზოლუცია სენატში რესპუბლიკელმა სენატორებმა რამდენჯერმე დაბლოკეს.

პოლ მაკარტნი

13 დეკემბერი 2019, 00:27

კულტურა

პოლ მაკარტნიმ საშობაო ალბომი ჩაწერა, რომელსაც მხოლოდ მისი ოჯახი უსმენს

სერ პოლ მაკარტნიმ თავისი ოჯახისთვის საიდუმლო საშობაო ალბომი ჩაწერა, რომელსაც მისი ახლობლები წელიწადში მხოლოდ ერთხელ უსმენენ. მისი თქმით, საზოგადოება მის შემოქმედებას არასოდეს წარუდგენს, თუმცა მის შვილებს და შვილიშვილებს ალბომი მოსწონთ. მაკარტნის 5 შვილი და 8 შვილიშვილი ჰყავს.

გურამ ვეკუა

13 დეკემბერი 2019, 00:10

სპორტი

გურამ ვეკუა ჭაბუკ ძალოსანთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა

გურამ ვეკუა ჭაბუკ ძალოსანთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა. ისრაელის ქალაქ ეილათში ვეკუამ ატაცში 126, აკვრაში კი 151 კილოგრამი დაიმორჩილა და ისევე როგორც ორივე დისციპლინაში, ორჭიდის ჯამშიც საუკეთესო შედეგი აჩვენა. რეკორდი გააუმჯობესა და კარიერაში მსგავს შედეგს პირველად მიაღწია.

მყინვარი

12 დეკემბერი 2019, 23:50

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ანტარქტიკაში ხმელეთის ყველაზე დაბალი წერტილი იპოვეს

ყინულით სავსე კანიონის სიღრმე 3.5 კილომეტრია. ამ დონეზე დაბლა მხოლოდ ოკეანეების ღარეებია. დედამიწის ყველზე დაბალი ხილვადი წერტილი კი მკვდარი ზღვის სანაპიროაა და ის ზღვის დონეზე მხოლოდ 413 მეტრით დაბლაა განლაგებული. აღმოჩენა მეცნიერებს პოლარული სამხრეთის მომავალი ცვლილებების უკეთ გაგებაში დაეხმარება.

12 დეკემბერი 2019, 23:31

მსოფლიო

ნიგერიაში ჯარისკაცების მკვლელობაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

მალის საზღვართან მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ Reueters-ი რეგიონში დაჯგუფების დანაყოფის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, 30 სამხედრო დაკარგულად ითვლება.

ევო მორალესი

12 დეკემბერი 2019, 23:11

მსოფლიო

ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტი არგენტინაში თავშესაფრის მისაღებად ჩავიდა

ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტი არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად ჩავიდა. ამის შესახებ მედია არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. მორალესი თანამდებობიდან 11 ნოემბერს გადადგა.