Imedi /  03 მაისი 2019, 14:34 / სანდო წყარო

თბილისელებს ახალი ავტობუსების ფერის შერჩევა შეუძლიათ. გამოკითხვა

ავტობუსები

დედაქალაქის მერმა თბილისის მცხოვრებლებს ახალი 8-მეტრიანი ავტობუსების ფერის შესარჩევად გამოკითხვაში ჩართვა სთხოვა. გამოკითხვაში მონაწილეობა შეგიძლიათ ამ ბმულზე.

მორიგ Facebook LIVE-ში კახა კალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლზე და მის განვითარებაზე ილაპარაკა. მისი თქმით, თბილისის მერიამ 90 ავტობუსი უკვე შეიძინა. აქედან 50 ერთეული თბილისშია და უახლოეს მომავალში სხვადასხვა ხაზზე გაეშვება. კალაძის განმარტებით, 90-ვე ავტობუსი თბილისში სავარაუდოდ მაისის ბოლოსკენ იქნება.

თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტს წლის ბოლომდე კიდევ 220 ახალი ავტობუსი დაემატება. კალაძის თქმით, ტენდერი უკვე დასრულდა.

ყველა სიახლე

23 ივლისი 2019, 09:28

საქართველო

3 სტუდენტი საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით ევროპაში მოგზაურობას იწყებს

საბოლოო ჯამში, 2 ქართველი და 1 უკრაინელი სტუდენტი გერმანიას, ჩეხეთს, ავსტრიას, უნგრეთს, სერბეთს, ბულგარეთსა და თურქეთს ეწვევა. ისინი მოგზაურობას სპეციალურად ამ პროექტისათვის შექმნილი დიზაინის ავტომობილით მიუნსტერიდან დაიწყებენ.

ვენესუელ

23 ივლისი 2019, 09:10

მსოფლიო

ვენესუელის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ქვეყნის ენერგეტიკულ კომპლექსზე „თავდასხმაში“ თავის მოწინააღმდეგეებს ადანაშაულებს, კომუნიკაციისა და ინფორმაციის მინისტრის თქმით, კი ელექტროენერგიის გამორთვის მიზეზი შესაძალოა „ელექტრომაგნიტური თავდასხმა“ გახდა.

23 ივლისი 2019, 08:48

მსოფლიო

რუსეთში კარვების ბანაკში ხანძარს ერთი ბავშვი ემსხვერპლა

რუსეთში, ხაბაროვსკის ოლქში, კარვების საბავშვო ბანაკში ხანძარი გაჩნდა. შედეგად 1 ბავშვი დაიღუპა, 9 კი ჰოსპიტალიზებულია. დაშავებულთა შორის 4 ბავშვია. ხანძრის შედეგად 26 კარვიდან 20 დაიწვა. იქ სულ 189 ბავშვი იყო.

მარტვილი ფესტივალი

23 ივლისი 2019, 08:21

კულტურა

მარტვილში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

გახსნის ცერემონიაზე ანსამბლებმა საკუთარი ქვეყნის ფოლკლორული ნომრები წარმოადგინეს. ფესტივალის ფარგლებში კონცერტები მარტვილის გარდა ფოთში, აბაშასა და ხონში გაიმართება. ფესტივალის საზეიმო დახურვა 25 ივლისს, მარტვილში შედგება.

გიორგი ყუფარაძე

23 ივლისი 2019, 08:12

ძალოვნები

დედა-შვილ კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებულს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს

ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასჯელის ზომაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას შემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავს. საბერძნეთიდან საქართველოში, გიორგი ყუფარაძის ექსტრადირება 2018 წელს განხორციელდა.

ირაკლი ოქრუაშვილი

23 ივლისი 2019, 08:03

ძალოვნები

დღეს 20-21 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს გამოკითხავენ

ყოფილი თავდაცვის მინისტრი სამართალდამცველების შეკითხვებს, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დასმულ შეკითხვებს უპასუხებს, რომელზეც გამოძიება 2 მუხლით სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და 315-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

დევიდ ჰედისონი

23 ივლისი 2019, 00:50

კულტურა

მსახიობი დევიდ ჰედისონი 92 წლისა გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი დევიდ ჰედისონი 92 წლისა გარადაიცვალა, - წერს BBC. მსახიობმა ფილმ „ჯეიმს ბონდში“ ფელიქს ლეიტერის როლი შეასრულა, სადაც მისი პარტნიორი ბონდის როლში სერ როჯერ მური იყო. „ჯეიმს ბონდში“ მსახიობმა იგივე როლი 16 წლის შემდეგ შეასრულა, სადაც ბონდს ტიმატი დალტონი თამაშობდა.

„დალას კოვბოისი“

23 ივლისი 2019, 00:37

სპორტი

Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სპორტული კლუბები დაასახელა

სიის ლიდერი ნაციონალური საფეხბურთო ლიგის (NFL) კლუბი „დალას კოვბოისი“ გახდა, რომლის ღირებულება 5 მილიარდი დოლარია. რეიტინგში მეორე ადგილს 4,6 მილიარდი დოლარით ბეისბოლის მთავარი ლიგის გუნდი „ნიუ-იორკ იანკისი“ იკავებს, მესამე ადგილზე კი 4,24 მილიარდი დოლარით საფეხბურთო კლუბი „რეალია“.

კრიშტიანუ რონალდუ

23 ივლისი 2019, 00:14

სპორტი

რონალდუს „გაუპატიურების საქმეზე“ ბრალს არ წარუდგენენ

აშშ-ის პროკურატურის განცხადებით, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავ კრიშტიანუ რონალდუს გაუპატიურების საქმეზე ბრალს აღარ წარუდგენენ, - წერს BBC. ლას-ვეგასის პროკურატურამ განაცხადა, რომ რონალდუს მიმართ არსებულ პრეტენზიებს მტკიცებულებები არ აქვს.

ელენა გრიგორიევა

23 ივლისი 2019, 00:12

მსოფლიო

სანქტ-პეტერბურგში სამოქალაქო აქტივისტი ელენა გრიგორიევა მოკლეს

სანქტ-პეტერბურგში სამოქალაქო აქტივისტი ელენა გრიგორიევა მოკლეს. ამის შესახებ უფლებადამცველი დინარ იდრისოვი წერს. მისი თქმით, გრიგორიევას ბოლო დროს მკვლელობით ხშირად ემუქრებოდნენ. რუსული მედიის ცნობით, ქალის ცხედარი 21 ივლისს მისი სახლთან ახლოს იპოვეს. მას დანით 8 ჭრილობა მიაყენეს.

22 ივლისი 2019, 23:38

ტაბლოიდი

შოტლანდიაში კატამ პატრონს ნარკოტიკი მიუტანა

შოტლანდიაში კატამ სახლში ნარკოტიკი მიიტანა. სეირნობიდან დაბრუნებული ცხოველი ქალს დივანზე მიუწვა, შემდეგ კი კანაფის შეკვრა გამოაჩინა. ქალმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და ხუმრობით კანაფის მფლობელს ბოდიში მოუხადა.

მოჭიდავე ნიკა ბროლაძე (60 კგ)

22 ივლისი 2019, 23:30

სპორტი

ბაქოში მე-15 ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველმა მოჭიდავეებმა კიდევ 4 მედალი მოიპოვეს

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ევროპის რიგით XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე დღეს ქართველმა მოჭიდავეებმა ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ტატუ

22 ივლისი 2019, 23:08

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა შექმნეს „ტატუ“ რომელიც სისხლში გლუკოზის დონეს ადგენს

მიუნხენის უნივერსიტეტის მეცნიერების ჯგუფმა „ტატუს“ ხატვის ახალი ტექნოლოგია შეიმუშავა. რის შედეგადაც სხეულზე დახატული „ტატუ“ სისხლის ქიმიური მდგომარეობის შესაბამისად ფერს იცვლის. „ტატუს“ მეშვეობით შესაძლებელია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის და ალბუმინის დონის დადგენა

22 ივლისი 2019, 22:24

ტაბლოიდი

აუქციონზე „ტიტანიკის“ მგზავრის ხელჯოხი $50 ათასად გაიყიდა

ხელჯოხი, რომლითაც „ტიტანიკის“ გადარჩენილი მგზავრი ელა ვაითი სარგებლობდა აშშ-ში Guernsey's აუქციონზე $50 ათასად გაიყიდა. ხელჯოხს აქვს ელექტრო ნათურა. სწორედ ამიტომ გემის ჩაძირვის დროს ქალმა ის ორიენტაციისთვის გამოიყენა. როგორც ელა ვაითი იხსენებდა ის ხელჯოხს იქნევდა და ამით ბევრ ადამიანს დაეხმარა.

22 ივლისი 2019, 22:14

საქართველო

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

თბილისის დროით 22:00 საათზე საქართველოში 4.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრი ონთან იყო.

22 ივლისი 2019, 22:06

კულტურა

გამოქვეყნდა ფილმის ტრეილერი, რომელშიც ტომ ჰენქსი ტელეწამყვანს თამაშობს

ბიოგრაფიულ დრამაში ტომ ჰენქსი საბავშო ტელეგადაცემის წამყვანი ფრედ როჯერსიაა, რომელსაც მთელი ამერიკა პატივს სცემს. ფილმის მსოფლიო პრემიერა, რომლის რეჟისორი მარიელ ჰალერია, 22 სექტემბერს გაიმართება.

22 ივლისი 2019, 21:37

საქართველო

პარლამენტთან აქცია ახალი ფორმატით განახლდა

სიახლეა ის, რომ რუსთაველზე არსებული ვითარების ე.წ. ლაივ სტრიმის საშუალებით გადაცემა იგეგმება. უფრო კონკრეტულად, აქციიდან ყოველდღე, 20:20 საათზე სოციალური ქსელის მეშვეობით ერთსაათიანი გადაცემა გავა, რომელშიც მონაწილეობას აქციაზე მისული მოქალაქეები მიიღებენ.

რუნი მარა 
ჯოაკინ ფენიქსი

22 ივლისი 2019, 21:37

ტაბლოიდი

რუნი მარა და ხოაკინ ფენიქსი დაქორწინდნენ

ამერიკელი მსახიობები რუნი მარა და ხოაკინ ფენიქსი დაქორწინდნენ. გამოცემა Us Weekly-ის ცნობით, მარა ნიშნობის ბეჭდით საზოგადოებაში პირველად ორი თვის წინ გამოჩნდა. ვარსკვლავური წყვილის სასიყვარულო ისტორია 3 წლის წინ დაიწყო. წყვილი ერთად პირველად კანის ფესტივალზე ნახეს.

22 ივლისი 2019, 21:26

საქართველო

ვაშლიჯვარში მდებარე შენობაში 60-მდე ოჯახი შეიჭრა

ვაშლიჯვარში მდებარე ერთ-ერთ შენობაში 60-მდე ოჯახი შეიჭრა. უმეტესობა სოციალურად დაუცველია, ნაწილი დევნილია და რამდენიმე ოჯახი კი, ეკომიგრანტი.158-ე სკოლასთან მდებარე ნაგებობასთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. დღის განმავლობაში ადგილზე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი იმყოფებოდა, თუმცა შეთანხმება ჯერ ვერ შედგა.

პიტერ მაკნამარა

22 ივლისი 2019, 20:58

სპორტი

ჩოგბურთელი პიტერ მაკნამარა გარდაიცვალა

მსოფლიოს ყოფილი მეშვიდე ჩოგანი, ვეტერანი ჩოგბურთელი პიტერ მაკნამარა 64 წლისა კიბოთი გარდაიცვალა. ავსტრალიელი ჩოგბურთელი ბოლოს ჩინელ ჩოგბურთელ ვან ციანს წვრთნიდა, რომელიც WTA-ს სიაში მე-14 ადგილზეა.