imedi /  03 მაისი 2019, 17:06 / სანდო წყარო

თბილისში ტურისტების გადაყვანის ნორმების დარღვევაზე შესაძლოა ჯარიმები დაწესდეს

ავტობუსი

დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტურისტების გადაყვანის ნორმების დარღვევაზე ჯარიმები წესდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) მიერ დედაქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტის დარღვევაზე ჯარიმა 100 ლარი იქნება.

ამასთან, პროექტით, სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) დედაქალაქის მთავრობასთან შეუთანხმებლად, ან დედაქალაქის მთავრობასთან შეთანხმებული მოძრაობის მარშრუტის დარღვევა გამოიწვევს 100 ლარიან ჯარიმას.

ცვლილებების ავტორები უმრავლესობის წევრები გოგა გულორდავა და ზაზა გაბუნია არიან.

ყველა სიახლე

ვლადიმერ გროისმანი

20 მაისი 2019, 19:19

მსოფლიო

უკრაინის პრემიერმინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა

უკრაინის პრემიერმინისტრი ვლადიმირ გროისმანი 22 მაისს გადადგება. უკრაინული მედიის ცნობით, გროისმანმა ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დღეს გამართულ ინაგურაციაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ მინისტრთა კაბინეტი ვერაფერს გააკეთებს, სჯობს გადადგეს.

რობერტ ქოჩარიანი

20 მაისი 2019, 19:18

მსოფლიო

სომხეთის სასამართლომ ქოჩარიანის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში გადაგზავნა

ერევნის სასამართლომ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის საქმეზე წარმოება შეწყვიტა და საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში გადაგზავნა. ამის შესახებ ადგილობრივ მედიას ქოჩარიანის ადვოკატთა ჯგუფის პრესმდივანმა ელენ არაქელიანმა განუცხადა.

ჩადი

20 მაისი 2019, 19:16

მსოფლიო

ჩადში ეთნიკურ ნიადაგზე შეტაკებებს 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

შეტაკებები სილას პროვინციის 3 დასახლებულ პუნქტში მოხდა, ერთმანეთს კი ადგილობრივი მოსახლეობა და არაბული ტომები დაუპირისპირდნენ. წესრიგის დასამყარებლად იქ ხელისუფლებამ სამხედროები გაგზავნა. გასულ კვირას მეზობელ პროვინციაში შეიარაღებულ თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა.

სოხუმი

20 მაისი 2019, 19:02

საქართველო

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ე.წ. არჩევნების გადატანაზე უარი განაცხადა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გადატანაზე უარი განაცხადა და კენჭისყრის ჩატარების თარიღად კვლავ 21 ივლისი დატოვა. რუსული მედიის ინფორმაციით, ე.წ. არჩევნების გადატანას მხარი 14-მა „დეპუტატმა“ დაუჭირა, გადაწყვეტილების მისაღებად კი სულ მცირე 24 ხმა იყო საჭირო. სხდომას 35-დან 32 ე.წ. დეპუტატი ესწრებოდა.

Huawei

20 მაისი 2019, 18:59

ტექნოლოგიები

მედია: ჩიპების მწარმოებელმა კომპანიებმა Huawei-ს მომარაგება შეწყვიტეს

გადაწყვეტილება Qualcomm-მა, Intel-მა, Xilinx-მა, Broadcom-მა მას შემდეგ მიიღეს, რაც Google-მა Huawei-ს Android-ის ლიცენზია შეუჩერა. ამერიკული კომპანიის საპასუხოდ ოფიციალური განცხადება გაავრცელა Huawei-მ. აშშ-მა ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის ქმედებებში ეჭვი ჯერ კიდევ 2018 წელს შეიტანა.

20 მაისი 2019, 18:46

ეკონომიკა

Total-მა და Eni-მ რუს ნავთობიმპორტიორებს გადარიცხვები შეუჩერეს

ფრანგულმა ნავთობკომპანია Total-მა და იტალიურმა Eni-მ რუს ნავთობიმპორტიორებს მათ შორის „როსნეფტს“ და „სურგუნეფტგაზს“ გადარიცხვები შეუჩერეს. ამის მიზეზია ნავთობსადენ „დრუჟბაში“ ნედლეულის დაბინძურება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეიფელის კოშკი

20 მაისი 2019, 18:39

მსოფლიო

ეიფელის კოშკიდან ევაკუაცია განხორციელდა

პარიზში ეიფელის კოშკიდან ევაკუაცია განხორციელდა, მას შემდეგ რაც ლითონის კონტრუქციაზე გარედან ადამიანი ავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო AFP ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ეიფელის კოშკის მიმდებარე ტერიტორია პოლიციას აქვს შემოსაზღვრული.

ვოლოდომირ ზელენსკის ინაუგურაცია

20 მაისი 2019, 18:22

საქართველო

ზურაბიშვილი: ქართველი ხალხის სახელით უკრაინის ახალ პრეზიდენტს გულწრფელი მილოცვები გადავეცი

„ქართველი ხალხის სახელით უკრაინის ახალ პრეზიდენტს დღეს გულწრფელი მილოცვები გადავეცი. საქართველოსა და უკრაინას, ორივეს უწევთ ოკუპირებული ტერიტორიების ტრაგედიის დაძლევა, ამავე დროს, ისინი საერთო ევროპულ ბედს იზიარებენ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

დავით უსუფაშვილი

20 მაისი 2019, 18:08

საქართველო

დავით უსუფაშვილი: სააკაშვილთან ერთად რაიმე წარმატებაზე ფიქრი ფუჭი ოცნებაა

ბოლო აქცია, რომელშიც სააკაშვილთან ერთად მივიღე მონაწილეობა, ეს იყო 2003 წლის ნოემბერი, „ვარდების რევოლუცია“ რომ ერქვა. მას შემდეგ 15 წელია მასთან ერთად არანაირ აქციაში მონაწილეობა არ მიმიღია და არც ვგეგმავ“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

საპროტესტო აქცია სოხუმში

20 მაისი 2019, 18:06

საქართველო

სოხუმში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გადატანას საპროტესტო აქციით ითხოვენ

ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების გადატანის მოთხოვნით სოხუმში ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს. ამის შესახებ რუსულ მედიას სეპარატისტული რეჟიმის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა გარი არშბამ განუცხადა.

ნაიჯელ ფარაჯი

20 მაისი 2019, 17:53

მსოფლიო

ბრიტანელ პოლიტიკოსს მილქშეიკი შეასხეს. ვიდეო

როგორც The Guardian-ი წერს, "ბრექსიტის პარტიის" ლიდერს ნაიჯელ ფარაჯს ქალაქ ნიუკასლში გადაადგილებისას 32 წლის კაცმა მილქშეიკი შეასხა. გამოცემის ცნობით, უცნობი კაცი პოლიციამ დააკავა. ფარაჯი კი მომხდარს მოგვიანებით Twitter-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანიის ნორმალურად ჩატარება შეუძლებელი ხდება.

პენელოპა კრუზი, პედრო ალმოდოვარი და ანტონიო ბანდერასი

20 მაისი 2019, 17:52

კულტურა

კინოკრიტიკოსების რეიტინგში კანის ფესტივალზე პედრო ალმოდოვარის ფილმი ლიდერობს

კანის კინოფესტივალზე წარმოდგენილ ფილმებს შორის კინოკრიტიკოსების რეიტინგში ესპანელი რეჟისორის პედრო ალმოდოვარის ფილმი „ტკივილი და დიდება“ ლიდერობს. ამის შესახებ გამოცემა Screen Daily-ში გამოქვეყნებული რეიტინგები მეტყველებს.

51-ე სკოლა

20 მაისი 2019, 17:27

ძალოვნები

რას ჰყვებიან თვითმხილველები 51-ე სკოლის მოსწავლეების ჩხუბზე

„ქრონიკის“ ინფორმაციით, დღის პირველ ნახევარში მოზარდები ერთმანეთს 51-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაუპირისპირდნენ. თვითმხილველების განცხადებით, დაპირისპირება კამათს მოჰყვა. სკოლის მიმდებარე ეზოში რამდენიმე მოსწავლე ყვირილით შევარდა. პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს. სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

20 მაისი 2019, 17:22

მსოფლიო

რა ქონებას ფლობს საქართველოში უკრაინის ახალი პრეზიდენტი

20 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკსიმ 2018 წლის შემოსავლების შესახებ დეკლარაცია გამოაქვეყნა. როგორც უკრაინული მედია წერს, ზელენსკის დეკლარაციაში სხვა ქონებასთან ერთად მითითებულია სასტუმროს 5 ნომერი საქართველოში.

მამუკა მდინარაძე

20 მაისი 2019, 17:19

საქართველო

მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის ოჯახმა აღიარა რომ მაიამიში მრავალმილიონიანი ქონება აქვს

მდინარაძის არით, რამდენიმე კვირიანი დუმილის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ახალი პიარ სტრატეგია მოიფიქრა, რათა საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რომ მაიამის ბინა მის ბიძას ეკუთვნის. "არსებობს უტყუარი დადასტურებული ფაქტი, რომ ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რამდენიმე მილიონიან ქონებას ფლობს მაიამიში და ეს ქონება რა გზით არის მოპოვებული არის მარტივი კითხვა, რომელზეც საზოგადოებას ექნება თავად პასუხი" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპროტესტო აქცია სასამართლოს შენობასთან

20 მაისი 2019, 17:10

მსოფლიო

სომხეთის სასამართლოებთან ფაშინიანის მომხრეების საპროტესტო აქციები დასრულდა

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მომხრეებმა ქვეყნის სასამართლოების შენობების შესასვლელების ბლოკირება დაასრულეს. ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე თავად ფაშინიანი წერს. მან ასევე ბოდიში მოუხადა სომხეთის ყველა მოქალაქეს, რომლებმაც დღეს სასამართლოებში საკუთარი საქმეების განხილვაზე დასწრება ვერ შეძლეს.

ალენ დელონი

20 მაისი 2019, 16:56

კულტურა

კანის ფესტივალზე ალენ დელონს საპატიო ოქროს პალმის რტო გადასცეს

კანის 72-ე კინოფესტივალზე საპატიო ოქროს პალმის რტო კინემატოგრაფიაში შეტანილი ღვაწლისთვის ალენ დელონს გადასცეს. 83 წლის ფრანგმა მსახიობმა ჯილდო საკუთარი შვილისგან, ანუშკასგან მიიღო, რომელიც ასევე მსახიობი. კარიერის განმავლობაში ალენ დელონი 90-ზე მეტ ფილმშია გადაღებული.

თამარ ჩუგოშვილი

20 მაისი 2019, 16:54

საქართველო

ჩუგოშვილი: ოპოზიციისა და საზოგადოების სურვილები ერთმანეთს აცდენილია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის სურვილები და საზოგადოების სურვილები ძალიან სერიოზულადაა ერთმანეთს აცდენილი. ჩუგოშვილის განცხადებას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

რეკლამა

20 მაისი 2019, 16:53

ეკონომიკა

მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 8%-ითაა გაზრდილი

"აღნიშნული მაჩვენებელი იმ არხებს ეხებათ, რომლებსაც 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, სხვა კომპანიებთან შედარებით, ყველაზე მეტი შემოსავალი დაუფიქსირდათ: იმედი, რუსთავი 2, GDS, სილქნეტი, ტელეკომპანია პირველი გასართობი,"- წერია განცხადებაში.

სან-ფრანსიცკო

20 მაისი 2019, 16:48

ეკონომიკა

ცნობილია ქალაქი სადაც ყველაზე მაღალი ხელფასებია

აშშ-ში ქალაქი სან-ფრანცისკო პირველ ადგილზე გავიდა ხელფასების მოცულობით. გამოცემა Bloomberg-ის გამოკითხვით, სან-ფრანცისკოში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხელფასებია. მეორე ადგილზეა შვეიცარიის ქალაქი ციურიხი, ხოლო მესამეზე ნიუ-იორკი. ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ქალაქების რეიტინგში შევიდა ბოსტონი, ჩიკაგო, სიდნეი, ოსლო, კოპენჰაგენი, მელბურნი და ლონდონი.