imedi /  06 მაისი 2019, 08:56 / სანდო წყარო

ფატუ ბენსუდას წარმომადგენლები თბილისს დღეს ეწვევიან

ფატუ ბენსუდა

ფატუ ბენსუდა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და პროკურორ ფატუ ბენსუდას ოფისის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით თბილისს დღეს ეწვევიან.

ვიზიტის მიზანი ქვეყანაში არსებული სიტუაციის გაცნობა და არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაა.

უცხოელი სპეციალისტები 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ მედიის კითხვებსაც უპასუხებენ.

ფატუ ბენსუდა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გენერალური პროკურორის მოადგილედ 2004 წლის 8 აგვისტოს აირჩიეს. 2012 წელს კი, მან გენერალური პროკურორის თანამდებობა დაიკავა. საქართველოდან გაგზავნილი საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, ფატუ ბენსუდამ ჰააგის სასამართლოს მოსამართლეებს საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების ნებართვა სთხოვა. ბენსუდა საქმის შესასწავლად საქართველოს 2015 და 2018 წლებშიც სტუმრობდა.

ყველა სიახლე

კენდალ დივიში კნუტები გადარჩენა

25 იანვარი 2020, 12:01

ტაბლოიდი

კანადელმა მიწაზე მიყინული კნუტები ყავის მეშვეობით გადაარჩინა. ვიდეო

შემთხვევა ალბერტაში მოხდა. ნავთობობიექტების ინსპექტორი კენდალ დივიში მონიტორინგს ახორციელებდა, როცა 3 კნუტი დაინახა. დივიშმა კნუტები ერთ-ერთ ადგილობრივ ოჯახს მიაბარა, რომელიც მათთვის პატრონებს იპოვის. ჯერჯერობით უცნობია როგორ მოხვდნენ კნუტები ნავთობობიექტის ტერიტორიაზე.

თურქეთი პროტესტი

25 იანვარი 2020, 11:36

მსოფლიო

თურქეთში არასრულწლოვნებზე მოძალადეებისთვის სასჯელის გაუქმებაზე მსჯელობენ

თურქეთის მმართველმა ძალამ, „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ წარუდგინა პარლამენტს კანონპროექტი, რომელიც არასრულწლოვნებთან კავშირში ბრალდებულ პირებს დაქორწინების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

კორონავირუსი

25 იანვარი 2020, 11:16

მსოფლიო

ავსტრალიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

დაავადებული 50 წელს გადაცილებული ჩინეთის მოქალაქეა, რომელიც ქალაქ უხანიდან ავსტრალიაში 19 იანვარს ჩაფრინდა. ახლა ის მელბურნის საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ავსტრალიის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ განგაშის საბაბი არ არსებობს.

ვლადისლავ სურკოვი

25 იანვარი 2020, 10:57

მსოფლიო

კრემლში ცხინვალისა და სოხუმის მიმართულების კურატორმა საჯარო სამსახური დატოვა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვმა საჯარო სამსახური დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ სურკოვთან დაახლოებული პირებზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს. 2013 წელს ვლადისლავ სურკოვი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დსთ-სთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის სამმართველოს კურატორად დაინიშნა.

აშშ-ის ბაზა ერაყში

25 იანვარი 2020, 10:49

მსოფლიო

ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად 34-მა ამერიკელმა სამხედრომ ქალა-ტვინის ტრავმა მიიღო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ იერიშის შედეგად არცერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ დაშავებულა. ეს ერთ-ერთი იყო იმ ფაქტორებისგან, რითაც პრეზიდენტმა თეირანზე საპასუხო დარტყმის განხორციელებისგან თავი შეიკავა.

საქართველო თურქეთი

25 იანვარი 2020, 10:31

საქართველო

საქართველოს საგარეო უწყება თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება

„საქართველო უცხადებს სრულ სოლიდარობას თავის მოკავშირესა და მეგობარს. ჩვენ ვიზიარებთ თურქი ხალხის, განსაკუთრებით კი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების მწუხარებას და დაზარალებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - აღნიშნულია სამინისტროს მიმართვაში.

თურქეთი მიწისძვრა

25 იანვარი 2020, 10:10

მსოფლიო

რა ხდებოდა თურქეთში ძლიერი მიწისძვრის მომენტში. ვიდეო

ინტერნეტში თურქეთში, ელაზიღის პროვინციაში მომხდარი 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის დროს გადაღებული ვიდეოები ვრცელდება. თურქეთის აღმოსავლეთში, ელაზიღის პროვინციაში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 24 იანვარს მოხდა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას 18 ადამიანი ემსხვერპლა.

ბანანი

25 იანვარი 2020, 09:52

მსოფლიო

საფრანგეთში ბანანების ყუთში ნახევარი ტონა კოკაინი იპოვეს

საფრანგეთში, პარიზის ერთ-ერთ ბაზარში ბანანების ყუთში ნახევარი ტონა კოკაინი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Le Parisien-ი ავრცელებს. კოლუმბიური ბანანების ყუთში ნარკოტიკები ხილ-ბოსტნეულის გამყიდველმა იპოვა. მან ადგილზე პოლიცია გამოიძახა, ექსპერტიზამ კი დაადასტურა, რომ ყუთში ნაპოვნი თეთრი ფხვნილი ნამდვილად კოკაინია.

ალექსანდრე ლუკაშენკო

25 იანვარი 2020, 09:36

ტექნოლოგიები

ლუკაშენკო: მობილური ტელეფონი არ მაქვს და არც მჭირდება

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ მობილური ტელეფონით უსაფრთხოების გამო არ სარგებლობს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო БЕЛТА ავრცელებს.

თურქეთი მიწისძვრა

25 იანვარი 2020, 09:14

მსოფლიო

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა და 18-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ასობით დაშავებულის დასახმარებლად შემთხვევის ადგილზე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 400-ზე მეტი სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

ლორენ სანჩესი ჯეფ ბეზოსი

25 იანვარი 2020, 08:49

ტაბლოიდი

ცნობილია ვინ მიჰყიდა მედიას ჯეფ ბეზოსის ინტიმური ფოტოები

კომპანია Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ინტიმური ფოტოები გამოცემა The National Enquirer-ს მისი შეყვარებულის ძმამ, მაიკლ სანჩესმა მიჰყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს. მათი მტკიცებით, სანჩესმა The National Enquirer-ისგან 200 ათასი დოლარი მიიღო.

რეპერი YG

25 იანვარი 2020, 08:31

კულტურა

ამერიკელი რეპერი YG ძარცვის ბრალდებით დააკავეს

ამერიკელი რეპერი YG (ნამდვილი სახელი - კინონ დეიკუონ რეი ჯექსონი) ძარცვის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა TMZ ავრცელებს. პოლიცია ლოს-ანჯელესში, 29 წლის შემსრულებლის სახლში ჩხრეკის ორდერით მივიდა. ჩხრეკის დასრულების შემდეგ სამართალდამცველებმა რეპერი დააკავეს.

ჩინეთი ვირუსი

25 იანვარი 2020, 08:10

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსს კიდევ 15 ადამიანი ემსხვერპლა

ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხუბეის პროვინციაში კორონავირუსს კიდევ 15 ადამიანი ემსხვერპლა. საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსისგან დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა, ინფიცირებული კი 1287 ადამიანია.

25 იანვარი 2020, 00:53

მსოფლიო

გერმანიაში Tesla-ს ქარხნის მშენებლობის ადგილზე მიწა დანაღმული აღმოჩნდა

გერმანიაში, ის ადგილი სადაც ამერიკული ავტომწარმოებელი Tesla ევროპაში პირველი ქარხნის მშენებლობას გეგმავს, მიწა დანაღმული აღმოჩნდა. businessinsider-ის ცნობით, მშენებლობისთვის შერჩეული ადგილის დათვალიერების დროს სპეციალისტებმა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი 7 ნაღმი იპოვეს. თითოს წონა 50 კილოგრამია.

25 იანვარი 2020, 00:35

საქართველო

საგარეო უწყება: თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. თურქეთში ძლიერ მიწისძვრას ადგილობრივი მედიის ცნობით, სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.

კორონავირუსი

25 იანვარი 2020, 00:17

მსოფლიო

საფრანგეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა

საფრანგეთში კორონავირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა, ამის შეასახებ AFP წერს. ასევე ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ ანიეს ბიუზენზე დაყრდნობით ტელეარხი BFMTV ავრცელებს. კორონავირუსით დაავადებული პირველი პაციენტი მკურნალობას ბორდოში, მეორე კი პარიზში გადის.

მიწისძვრა

24 იანვარი 2020, 23:53

მსოფლიო

თურქეთში მიწისძვრას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრას ადგილობრივი მედიის ცნობით, სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროც ავრცელებს. თურქეთის აღმოსავლეთით, ელაზიღის პროვინციაში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დღეს მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 6.5 კილომეტრის სიღრმეზე ქალაქ სივრიჯესთან დაფიქსირდა.

ბორის ჯონსონი

24 იანვარი 2020, 23:22

მსოფლიო

ბორის ჯონსონმა Brexit-ის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა Brexsit-ის შესახებ კანონს ხელი საზეიმო ვითარებაში მოაწერა. BBC-ის ცნობით, პრემიერს ბრიტანეთის დროშის ფერებში ეცვა და დოკუმენტს ხელი Parker-ის კალმით მოაწერა. ბრიტანეთის პრემიერმა ხელშეკრულებას ისტორიული უწოდა და განაცხადა, რომ წლების განმავლობაში არსებული კამათი და უთანხმოება დასრულდება.

კახა კალაძე

24 იანვარი 2020, 23:04

საქართველო

კახა კალაძე: ოპონენტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება კატეგორიულად მიუღებელია

თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის საკრებულოს დეპუტატებს შორის მომხდარ ინციდენტს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში სტუმრობისას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ოპონენტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მიუღებელია.

კოსმოსი

24 იანვარი 2020, 22:37

ტაბლოიდი

ისტორიაში პირველად ასტრონავტებმა კოსმოსში ორცხობილა გამოაცხვეს

ასტრონავტები კრისტინა კოხი და ლუკა პარმიტანო ისტორიაში შევლენ როგორც პირველი ადამიანები, რომლებმაც კოსმოსში ორცხობილები გამოაცხვეს. გასული წლის ბოლოს, შობის დღესასწაულამდე კოხმა და პარმიტანომ 5 ორცხობილა მოამზადეს. ამასთან, მათ თავიანთი ნახელავი არ გაუსინჯავთ.