imedi /  06 მაისი 2019, 17:02 / სანდო წყარო

ზალკალიანი „ვიშეგრადის ოთხეულისა“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების შეხვედრას დაესწრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო „ვიშეგრადის ოთხეულისა“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც ბრატისლავაში გაიმართა.  

საგარეო უწების ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ასევე „ვიშეგრადის ოთხეულის“, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ასევე, ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში, იოჰანეს ჰანმა და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალურმა მდივანმა ჰელგა შმიდმა.

შეხვედრაზე მინისტრებმა  იმსჯელეს ევროკავშირსა და ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის'' ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე, ისევე როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის შედეგებსა და მისი განვითარების შესაძლებლობებზე, რაც მონაწილეთა შეფასებით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს „აღმოსავლეთ პარტნიორობის’ 10 წლის იუბილეს გათვალისწინებით.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამომავლო პერსპექტივების გარდა, მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე,  როგორიც არის რეგიონული უსაფრთხოება; ეკონომიკური  განვითარება და სექტორული თანამშრომლობის გაღრმავება.

საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ფორმატში მონაწილე ქვეყნების, მათ შორის საქართველოსთვის და წარმოადგინა ხედვა 2020 წლის შემდგომ გეგმებთან დაკავშირებით.

მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებს და აღნიშნა მთავრობის სრული მზადყოფნა, გადადგას შემდგომი მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროკავშირთან მეტი დაახლოების მიზნით.

ამ კუთხით მან ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკაზე, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირთან თანამშრომლობის მექანიზმების, ასევე ასოცირების შეთანხმების მიღმა არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მომზადებას ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის.

მინისტრმა ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და ამ მხრივ  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების როლზე. დავით ზალკალიანმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური რეფორმების გეგმაზე, რაც მიზნად ისახავს თავისუფალ, სამართლიან და ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას და ორიენტირებულია თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის ზრდაზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე ენერგეტიკის, ტრანსპორტის და სატრანზიტო კავშირების განვითარებას, ამ მხრივ ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მნიშვნელოვან როლს, რაც აისახა კიდეც ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) ევროკავშირის მიერ დამტკიცებულ საინვესტიციო გეგმაში.

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს  სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის მნიშვნელობას და იმ ცალკეულ პროექტებს, რასაც საქართველო პარტნიორებთან ერთად ახორციელებს კასპიის ზღვა - შავი ზღვის დამაკავშირებელი სატრანზიტო ხაზის განვითარებისთვის.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე. ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან უსაფრთხოების უმაღლესი დონის დიალოგზე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე და  შავი ზღვის, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი რგოლის მნიშვნელობაზე.

მინისტერიალის მონაწილეებს დავით ზალკალიანმა ასევე ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში  არსებულ ვითარების, ადამიანის უფლებათა დარღვევის, მათ შორის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე.

აღნიშნა ევროკავშირის როლის მნიშვნელობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით ადგილზე ვითარების მონიტორინგის გზით.

„ვიშეგრადის ოთხეულისა“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იმართება წელიწადში ერთხელ, ვიშეგრადის ჯგუფის მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის ორგანიზებით.

ყველა სიახლე

ვოლოდომირ ზელენსკის ინაუგურაცია

20 მაისი 2019, 18:22

საქართველო

ზურაბიშვილი: ქართველი ხალხის სახელით უკრაინის ახალ პრეზიდენტს გულწრფელი მილოცვები გადავეცი

„ქართველი ხალხის სახელით უკრაინის ახალ პრეზიდენტს დღეს გულწრფელი მილოცვები გადავეცი. საქართველოსა და უკრაინას, ორივეს უწევთ ოკუპირებული ტერიტორიების ტრაგედიის დაძლევა, ამავე დროს, ისინი საერთო ევროპულ ბედს იზიარებენ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

დავით უსუფაშვილი

20 მაისი 2019, 18:08

საქართველო

დავით უსუფაშვილი: სააკაშვილთან ერთად რაიმე წარმატებაზე ფიქრი ფუჭი ოცნებაა

ბოლო აქცია, რომელშიც სააკაშვილთან ერთად მივიღე მონაწილეობა, ეს იყო 2003 წლის ნოემბერი, „ვარდების რევოლუცია“ რომ ერქვა. მას შემდეგ 15 წელია მასთან ერთად არანაირ აქციაში მონაწილეობა არ მიმიღია და არც ვგეგმავ“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

საპროტესტო აქცია სოხუმში

20 მაისი 2019, 18:06

საქართველო

სოხუმში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გადატანის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების გადატანის მოთხოვნით სოხუმში ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს. ამის შესახებ რუსულ მედიას სეპარატისტული რეჟიმის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა გარი არშბამ განუცხადა.

ნაიჯელ ფარაჯი

20 მაისი 2019, 17:53

მსოფლიო

ბრიტანელ პოლიტიკოსს მილქშეიკი შეასხეს. ვიდეო

როგორც The Guardian-ი წერს, "ბრექსიტის პარტიის" ლიდერს ნაიჯელ ფარაჯს ქალაქ ნიუკასლში გადაადგილებისას 32 წლის კაცმა მილქშეიკი შეასხა. გამოცემის ცნობით, უცნობი კაცი პოლიციამ დააკავა. ფარაჯი კი მომხდარს მოგვიანებით Twitter-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანიის ნორმალურად ჩატარება შეუძლებელი ხდება.

პენელოპა კრუზი, პედრო ალმოდოვარი და ანტონიო ბანდერასი

20 მაისი 2019, 17:52

კულტურა

კინოკრიტიკოსების რეიტინგში კანის კინოფესტივალზე პედრო ალმოდოვარის ფილმი ლიდერობს

კანის კინოფესტივალზე წარმოდგენილ ფილმებს შორის კინოკრიტიკოსების რეიტინგში ესპანელი რეჟისორის პედრო ალმოდოვარის ფილმი „ტკივილი და დიდება“ ლიდერობს. ამის შესახებ გამოცემა Screen Daily-ში გამოქვეყნებული რეიტინგები მეტყველებს.

51-ე სკოლა

20 მაისი 2019, 17:27

ძალოვნები

რას ჰყვებიან თვითმხილველები 51-ე სკოლის მოსწავლეების ჩხუბზე

„ქრონიკის“ ინფორმაციით, დღის პირველ ნახევარში მოზარდები ერთმანეთს 51-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაუპირისპირდნენ. თვითმხილველების განცხადებით, დაპირისპირება კამათს მოჰყვა. სკოლის მიმდებარე ეზოში რამდენიმე მოსწავლე ყვირილით შევარდა. პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს. სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

20 მაისი 2019, 17:22

მსოფლიო

რა ქონებას ფლობს საქართველოში უკრაინის ახალი პრეზიდენტი

20 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკსიმ 2018 წლის შემოსავლების შესახებ დეკლარაცია გამოაქვეყნა. როგორც უკრაინული მედია წერს, ზელენსკის დეკლარაციაში სხვა ქონებასთან ერთად მითითებულია სასტუმროს 5 ნომერი საქართველოში.

მამუკა მდინარაძე

20 მაისი 2019, 17:19

საქართველო

მამუკა მდინარაძე: სააკაშვილს და მის ოჯახს მოუწია აღიარება, რომ მაიამიში მრავალმილიონიანი ქონება მათ ეკუთვნით

მდინარაძის არით, რამდენიმე კვირიანი დუმილის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ახალი პიარ სტრატეგია მოიფიქრა, რათა საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რომ მაიამის ბინა მის ბიძას ეკუთვნის. "არსებობს უტყუარი დადასტურებული ფაქტი, რომ ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რამდენიმე მილიონიან ქონებას ფლობს მაიამიში და ეს ქონება რა გზით არის მოპოვებული არის მარტივი კითხვა, რომელზეც საზოგადოებას ექნება თავად პასუხი" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპროტესტო აქცია სასამართლოს შენობასთან

20 მაისი 2019, 17:10

მსოფლიო

სომხეთის სასამართლოებთან ფაშინიანის მომხრეების საპროტესტო აქციები დასრულდა

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მომხრეებმა ქვეყნის სასამართლოების შენობების შესასვლელების ბლოკირება დაასრულეს. ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე თავად ფაშინიანი წერს. მან ასევე ბოდიში მოუხადა სომხეთის ყველა მოქალაქეს, რომლებმაც დღეს სასამართლოებში საკუთარი საქმეების განხილვაზე დასწრება ვერ შეძლეს.

ალენ დელონი

20 მაისი 2019, 16:56

კულტურა

კანის ფესტივალზე ალენ დელონს საპატიო ოქროს პალმის რტო გადასცეს

კანის 72-ე კინოფესტივალზე საპატიო ოქროს პალმის რტო კინემატოგრაფიაში შეტანილი ღვაწლისთვის ალენ დელონს გადასცეს. 83 წლის ფრანგმა მსახიობმა ჯილდო საკუთარი შვილისგან, ანუშკასგან მიიღო, რომელიც ასევე მსახიობი. კარიერის განმავლობაში ალენ დელონი 90-ზე მეტ ფილმშია გადაღებული.

თამარ ჩუგოშვილი

20 მაისი 2019, 16:54

საქართველო

ჩუგოშვილი: ოპოზიციისა და საზოგადოების სურვილები ერთმანეთს სერიოზულად არის აცდენილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის სურვილები და საზოგადოების სურვილები ძალიან სერიოზულადაა ერთმანეთს აცდენილი. ჩუგოშვილის განცხადებას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

რეკლამა

20 მაისი 2019, 16:53

ეკონომიკა

მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 8%-ითაა გაზრდილი

"აღნიშნული მაჩვენებელი იმ არხებს ეხებათ, რომლებსაც 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, სხვა კომპანიებთან შედარებით, ყველაზე მეტი შემოსავალი დაუფიქსირდათ: იმედი, რუსთავი 2, GDS, სილქნეტი, ტელეკომპანია პირველი გასართობი,"- წერია განცხადებაში.

სან-ფრანსიცკო

20 მაისი 2019, 16:48

ეკონომიკა

ცნობილია ქალაქი სადაც ყველაზე მაღალი ხელფასებია

აშშ-ში ქალაქი სან-ფრანცისკო პირველ ადგილზე გავიდა ხელფასების მოცულობით. გამოცემა Bloomberg-ის გამოკითხვით, სან-ფრანცისკოში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხელფასებია. მეორე ადგილზეა შვეიცარიის ქალაქი ციურიხი, ხოლო მესამეზე ნიუ-იორკი. ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ქალაქების რეიტინგში შევიდა ბოსტონი, ჩიკაგო, სიდნეი, ოსლო, კოპენჰაგენი, მელბურნი და ლონდონი.

20 მაისი 2019, 16:46

ძალოვნები

კუს გადაგდების ამსახველ ვიდეოზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, რომელშიც ჩანს, რომ ბიჭი მაღალსართულიანი შენობიდან კუს აგდებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

რობერტ სმიტი

20 მაისი 2019, 16:32

ტაბლოიდი

ამერიკელი მილიარდერი სტუდენტებს ვალის გადახდაში დაეხმარება

ბიზნესმენი აშშ-ის ქალაქ ატლანტაში მდებარე ვაჟთა კოლეჯს ეწვია. სმიტის თმით, ის გახსნის ფონდს, რომელიც ისტორიულად აფროამერიკული კოლეჯის სტუდენტებს ვალს გადაუხდის. ჯერჯერობით უცნობია, რა თანხა დასჭირდება 396 ბოლოკურსელის ვალის გადახდას. სავარაუდოდ, მილიარდელს რამდენიმე მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს.

სტანისლავ კარჩევსკი

20 მაისი 2019, 16:26

საქართველო

საქართველოს დღეს პოლონეთის სენატის მარშალი ეწვევა

დაგეგმილია პოლონეთის სენატის მარშალის შეხვედრა საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. სტანისლავ კარჩევსკი, დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს და ლეხ კაჩინსკის მემორიალს გვირგვინებით შეამკობს.

20 მაისი 2019, 16:23

მსოფლიო

ირანის საგარეო მინისტრი ტრამპს: პატივი ეცით ისტორიას

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჯავად ზარიფმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „გენოციდის მაპროვოცირებელი“ ფრაზების გამოყენებისგან თავის შეკავება ურჩია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ტრამპმა Twitter-ზე დაწერა, რომ თუ ირანს ბრძოლა სურს, ეს ქვეყნისთვის ოფიციალური დასასრული იქნება.

შრი-ლანკის პოლიცია

20 მაისი 2019, 16:21

მსოფლიო

შრი-ლანკაზე ტერაქტების საქმეზე 89 ადამიანი დააკავეს

ამის შესახებ ადგილობრივი მედია პოლიციის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება. „მათგან 69-სთან მიმართებაში გამოძიებას სისხლის სამართლის დანაშაულის სამმართველო აწარმოებს, კიდევ 20-თან მიმართებაში კი ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველო მუშაობს“, - განაცხადა ადგილობრივი პოლიციის პრესმდივანმა რუვან გუნასეკარამ.

კურტ კობეინი

20 მაისი 2019, 16:15

ტაბლოიდი

კურტ კობეინის ჟაკეტი აუქციონზე $75 ათასად გაიყიდა

ჯგუფ „ნირვანას“ ვოკალისტის კურტ კობეინის ლურჯი ჯაკეტი (კარდაგანი), რომელიც მას ბოლო ფოტოსესიაზე 1993 წელს ეცვა აუქციონზე $75 ათასად გაიყიდა. ჟაკეტის საწყისი ფასი $10 ათასი იყო. ჟაკეტი კობეინის თვითმკვლელობიდან 25 წლის შემდეგ გაიყიდა. მომღერალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით, 1994 წლის 5 აპრილს დაასრულა. ის 27 წლის იყო.

თორნიკე ხაბაზი ავთანდილ ფირანიშვილი

20 მაისი 2019, 16:14

სპორტი

საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა ველოსპორტსმენებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირეს

შეჯიბრის გამარჯვებული საერთო ჩათვლაში თორნიკე ხაბაზი გახდა. მან პროლოგსა და ინდივიდუალურ რბოლაში პირველი ადგილი დაიკავა. მე-2 ადგილზე გავიდა ავთანდილ ფირანიშვილი. საერთაშორისო ტურნირში 7 ქვეყნის 22 გუნდი და 75 სპორტსმენი მონაწილეობდა.