imedi /  07 მაისი 2019, 12:40 / სანდო წყარო

თბილისი-ლაგოდეხის გზაზე ავტომობილების მოძრაობა განახლდა

წყალდიდობა

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო გზის ამ მონაკვეთზე მდ. ალაზანზე წყლის დონემ დაიკლო და ავტომობილების გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი.

სტიქიისგან მიყენებულ მუნიციპალიტეტებში კი სპციალური კომისიები ზარალს ამ დრომდე ითვლიან.

რაც შეეხება ღვარფოცისგან დატბორილ ვენახებს. კახეთის გუბერნატორი ფიქრობს, რომ აუცილებელია დაზღევის სისტემა გადაიხედოს და სასოფლო - სამეურნეო ნაკვეთების დაზღვევა არა მაისის შუარიცხვებიდან , არამედ მაისის დასაწყისიდან დაიწყოს. ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები მევენახეებისთვის გარანტია იქნება, რომ დაზღვეული მოსავალი აუცილებლად აუნაზღაურდებათ.

"ბუნევრივია, ჩვენ მოსახლეობაზე ვზურნავთ და ვიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს. აღნიშნულ საკითხს აუცილებლად დავაყენებ. რაც შეეხება ბანკებთან შუამდგომლობას. ჩვენ შევეცდებით კრედიტის გადახდის თარიღებში გარკვეული კორექტირებები შევიდეს"- აღნიშნავს რეგიონის გუბერნატორი.

5 მაისის ღამეს გადაუღებელი წვიმის შედეგად კახეთში მდინარეები ადიდდა. დაიტბორა ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების სოფლები. მდინარე ალაზანი კალაპოტიდან გადავიდა და ახმეტის მიმდებარედ არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა. წინასწარი ინფორმაციით, სტიქიამ 1000 ჰექტარზე მეტი სასოფლო მეურნეობა გაანადგურა, მათ შორის ვენახები და ერთწლიანი ნარგავები. 

ყველა სიახლე

აშშ ჩინეთი

23 აგვისტო 2019, 18:07

ეკონომიკა

ჩინეთი აშშ-ის $75 მილიარდის პროდუქციაზე ტარიფებს 1 სექტემბრიდან დაუწესებს

ჩინეთმა განაცხადა, რომ აშშ-ის $75 მილიარდის პროდუქციაზე ტარიფებს დაუწესებს, - ამის შესახებ france24-ი წერს. საჯარიმო ტარიფები 5-დან 10%-მდე აშშ-დან იმპორტირებულ 5 078 დასახელების პროდუქტზე დაწესდება. გამოცემის ცნობით, ახალო ტარიფების ნაწილი 2019 წლის 1 სექტემბერს, ნაწილი კი 15 დეკემბერს შევა ძალაში.

23 აგვისტო 2019, 17:59

მსოფლიო

ალჟირში კონცერტზე ჭყლეტას მსხვერპლი მოჰყვა

ალჟირის დედაქალაქში რეპ კონცერტზე მომხდარ ჭყლეტას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტი კი დაშავდა. რეპერ Soolking-ის კონცერტი სტადიონზე გაიმართა. მომხდარის მიუხედავად, მუსიკოსმა გამოსვლა გააგრძელდა. სხვა დეტალები უცნობია.

ხანძარი

23 აგვისტო 2019, 17:55

ძალოვნები

ნაფეტვრების ტყეში ხანძარია. ვიდეო

ნაფეტვრების ტყეში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ცეცხლი ეკალ-ბარდს უკიდია. ადგილზე 3 სახანაძრო ჯგუფი მუშაობს და დამატებით ძალას ელიან. უწყების ინფორმაციით, ცეცხლს უწყვეტ რეჟიმში აქრობენ.

დევიდ კოხი

23 აგვისტო 2019, 17:41

მსოფლიო

რესპუბლიკელების მილიარდერი დონორი დევიდ კოხი გარდაიცვალა

ამერიკელი ბიზნესმენი და მილიარდერი, მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი დევიდ კოხი გარდაიცვალა. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი მაგნატის ოჯახზე დაყრდნობით წერს. მილიარდერი გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ის 79 წლის იყო.

უნგრეთი, ბუდაპეშტი.

23 აგვისტო 2019, 17:36

ეკონომიკა

Euronews-ი: უნგრეთი სიღარიბის ზღვარზეა

უნგრეთში სიღარიბის ზღვარი 256 ევროა. მაგრამ ღარიბი მოსახლეობის შემოსავალი ამ მაჩვენებელზე 25%-ით მცირეა, - ამის შესახებ Euronews-ი წერს. მოსახლეობის სიღარიბის მედიანა ევროკავშირში ყველაზე მარალი 2017 წელს რუმინეთში იყო, ყველაზე დაბალი კი ფინეთში. 2017 წლიდან სიღარიბის მაჩვენებელმა ზრდა უნგრეთში დაიწყო.

მოჰამედ ჯავად ზარიფი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

23 აგვისტო 2019, 17:17

მსოფლიო

მოჰამედ ზარიფი ირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმების გადახედვის წინააღმდეგია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი ირანის ბირთვული შეთანხმების გადახედვის წინააღმდეგია. ამის შესახებ მან საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ზარიფმა შეხვედრას პროდუქტიული უწოდა, თუმცა დასძინა, რომ შეთანხმების გადახედვა შეუძლებელია.

ჟირაფები

23 აგვისტო 2019, 17:12

ტექნოლოგიები

მეცნიერები: დედამიწაზე ჟირაფები ქრებიან

ჟენევაში, მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში, რომელიც ცხოველების იშვიათი ჯიშების დაცვას ეხება, გადაწყდა, რომ ველურ ბუნებაში ჟირაფები დაიცვან. გადაწყდა, რომ ჟირაფის ხორცის, ძვლის და ტყავის გაყიდვაზე შეზღუდვები დაწესდეს. საბოლოო ვერდიქტი ამ საკითხზე მომავალ კვირას გახდება ცნობილი, რის შემდეგაც გაეროს კონვენციაში ცვლილება შევა.

საღეჭი რეზინი

23 აგვისტო 2019, 17:10

ტაბლოიდი

ინდოელი ცოლს საღეჭი რეზინის გამო გაშორდა

ქალმა იურისთან კონსულტაცია მას შემდეგ გაიარა, რაც ქმარმა მას საღეჭი რეზინი შესთავაზა. უარის თქმამ კაცი წყობიდან გამოიყვანა, მან 3-ჯერ წამოიძახა სიტყვა „ტალაკი“, რაც განქორწინებას ნიშნავს და ისლამური კანონების თანახმად იმას ნიშნავს, რომ ის ცოლს გაშორდა, რომელზეც 2004 წელს იქორწინა.

მარნეულის სასურსათო ქარხანა

23 აგვისტო 2019, 17:07

ეკონომიკა

მარნეულის ქარხანამ წითელი ტყემალი შემოწმებისთვის გერმანიის ლაბორატორიაში გააგზავნა

მარნეულის სასურსათო ქარხანამ თავისი წარმოების წითელი ტყემალი შემოწმებისთვის გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიაში გააგზავნა. მარნეულის სასურსათო ქარხანამ წითელი ტყემლის ნიმუშები აიღო და გერმანიის ლაბორატორიაში გააგზავნა. შემოწმდება წითელი ტყემალი და წიწაკა.

კობა გვენეტაძე 
Global Finance Magazine-ის
დაჯილდოებაზე

23 აგვისტო 2019, 17:00

ეკონომიკა

ექსპერტები და პოლიტიკოსები ეროვნულ ბანკს 50-მილიონიანი ოფისის მშენებლობის გამო აკრიტიკებენ

ეკონომკური სირთულეებისა და ლარის კურსის ისტორიული გაუფასურების ფონზე სებ-ის გადაწყვეტილებას საზოგადოების დიდი ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძისადმი ბოლოდროინდელი პრეტენზიების გრძელ სიას ახალი ოფისის მიზანშეუწონლობის თემაც დაემატა.

ვიქტორ სანიკიძე

23 აგვისტო 2019, 16:59

სპორტი

ვიქტორ სანიკიძემ შესაძლოა „არისში“ იმუშავოს

ვიქტორ სანიკიძე შესაძლოა საბერძნეთის საკალათბურთო კლუბის, „არისის“ ტექნიკურ დირექტორად დაინიშნოს. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული ვებ-გვერდი, „სპორტ ეფემი“ ავრცელებს. „არისი“ სერიოზულ ფინანსურ კრიზისში იმყოფება და კლუბის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სანიკიძე გუნდს რთული ვითარებიდან გამოიყვანს.

მანაკორის სასაფლაო

23 აგვისტო 2019, 16:52

მსოფლიო

ესპანეთში ერთ-ერთ სასაფლაოზე ჩაკეტილ ოთახებში ასობით ცხედარი იპოვეს

ესპანეთში, კუნძულ მაიორკაზე, ქალაქ მანაკორში, ერთ-ერთ სასაფლაოზე ჩაკეტილ ოთახებში ასობით დაუმარხავი ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა სასაფლაოს შემოვლისას ჩაკეტილი ოთახები აღმოაჩინეს. სასაფლაოს პერსონალს ოთახების გასაღები არ ჰქონდა, ამიტომ ინსპექტორებს კარების გატეხვა მოუხდათ.

მურას ტომი

23 აგვისტო 2019, 16:42

მსოფლიო

ამაზონის ტყეში მცხოვრები მურას ტომი თავისი მიწის დატოვებას არ აპირებს

ამაზონის ტროპიკულ ტყეში მცხოვრები მურას ტომის წარმომადგენლები თავიანთ მიწას სიცოცხლის ფასადაც არ დატოვებენ. ამის შესახებ მათ სააგენტო Reuter's-თან საუბარში განაცხადეს. დედამიწის ფილტვებად“ წოდებულ ამაზონის ტყეში ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე ძლიერი ხანძარი უკვე მე-17 დღეა მძვინვარებს.

23 აგვისტო 2019, 16:42

ტექნოლოგიები

ჩინეთში კაცს 30 წელი თავში 10 სანტიმეტრიანი ჭია ჰყავდა

ჩინეთში კაცმა 30 წლის განმავლობაში თავში იცხოვრა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა ვიდრე ექიმმა კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება არ დაუნიშნა. კაცს თავის ტკივილები სტანჯავდა, შემდეგ კი ეპილეფსიის შეტევა დაემართა და პერიოდულად გონებას კარგავდა.

ბირთვული ელექტროსადგური

23 აგვისტო 2019, 16:40

მსოფლიო

რუსეთმა მცურავი ბირთვული ელექტროსადგურიც შექმნა

რუსეთმა მსოფლიოში პირველი მცურავი ბირთვული ელექტროსადგური შექმნა, - ინფორმაციას BBC რუსეთის ბირთვულ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. კერძოდ, მცურავი ბირთვული ელექტროსადგური მურმანსკის არქტიკული პორტიდან შორეულ აღმოსავლეთში - ჩუკოტკამდე იმოძრავებს. ეს მანძილი 5000 კილომეტრს მოიცავს. იდეა ელექტროენერგიის მიწოდებას ეფუძნება.

ტურისტი

23 აგვისტო 2019, 16:25

ეკონომიკა

საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 6 თვეში 617.5 მილიონი ლარი დახარჯეს

საქსტატი გამყვანი ტურიზმის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის თანახმად 2019 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 1 780.1 ათასი გასვლა საზღვარგარეთ. ქვეყნიდან გასვლების უდიდესი ნაწილი, 45.3%, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.

23 აგვისტო 2019, 16:09

საქართველო

დაავადებათა კონტროლის ცენტრი სიცხეში ქცევის რეკომენდაციებს ავრცელებს

მეტეოროლოგიის საერთაშორისო ორგანიზაციის WMO Climate Watch Advisory-ს და გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით, აგვისტოს ბოლო დეკადაში პროგნოზირებულია ცხელი ამინდით განპირობებული თბური ტალღები, რომელიც სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიას, ასევე აღმოსავლეთ ბალკანეთს და მათ შორის საქართველოს მოიცავს.

პოლიცია

23 აგვისტო 2019, 15:55

მსოფლიო

ბერლინში ველოსიპედისტმა გამვლელი მოკლა

ბერლინში მოაბიტის რაიონში სროლის შედეგად ერთი კაცი დაიღუპა. ამის შესახებ გერმანიის დედაქალაქის პოლიციაზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია იუწყება. ინციდენტი ადგილობრივით დროით 12:00 საათზე მოხდა. ველოსიპედისტმა ცეცხლი გამვლელს გაუხსნა. მომხდარის მოტივები და მსროლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

მეხი მეხის დაცემა

23 აგვისტო 2019, 15:35

მსოფლიო

პოლონეთში მეხის დაცემის გამო 4 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა

პოლონეთში ქალაქ ზაკოპანეს მახლობლად ტატრების მთის მასივში შტორმის დროს 4 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით ინციდენტი გევონტის მწვერვალის რაიონში მოხდა. მეხი ტურისტების ჯგუფს დაეცა. დაღუპულთა შორის 2 მცირეწლოვანია.

23 აგვისტო 2019, 15:16

ძალოვნები

ოკუპანტების მიერ არცევთან დაკავებული ახალგაზრდა გაათავისუფლეს

„უკანონო დაკავებისთანავე დაუყოვნებლივ ავამოქმედეთ ცხელი ხაზი, ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აღნიშნული პირი უკანონო პატიმრობიდან უკვე გათავისუფლდა და იმყოფება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, – აცხადებენ სუს-ში.