imedi /  07 მაისი 2019, 22:36 / სანდო წყარო

თბილისში სტუდენტური ფესტივალი გაიხსნა

თბილისში „სტუდენტური ფესტივალი 2019“ გაიხსნა, რომელიც 16 მაისამდე გაგრძელდება. 

თბილისის მერიის ცნობით, მასში მონაწილეობას საქართველოს საუნივერსიტეტო ქალაქებში მოქმედი 36 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და 50 000-მდე ქართველი და უცხოელი სტუდენტი მიიღებს. 

ღონისძიება საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნეს. 
როგორც კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ყველა პროექტი, რომელიც მერიის მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად ისახავს მომავალი თაობისთვის უკეთესი პირობების შექმნას. შესაბამისად, მათში სტუდენტების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.   

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის და ყველას გამარჯვება გისურვოთ. დარწმუნებულები იყავით, რომ ჩვენი მხრიდან ყოველთვის გექნებათ მხარდაჭერა და თანადგომა. ყველა პროექტი, რომელიც ხორციელდება, ყველა აგური, რომელიც იდება, მიმართულია იქეთ, რომ თქვენ, ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობებმა იცხოვროთ უკეთეს საქართველოში, უკეთეს თბილისში. ამ ყველაფერში თქვენი თანამონაწილეობა, თქვენი ჩართულობა პრინციპულად მნიშვნელოვანია. მომავალ კვირას ვგეგმავ, ჩემს თანამშრომლებთან ერთად წარმოვადგინო, თუ რა პროექტების განხორციელებას ვაპირებთ ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით დედაქალაქში. მინდა, გისურვოთ წარმატებები და დარწმუნებული ვარ, ეს 10 დღე იქნება ძალიან საინტერესო“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

10 დღის განმავლობაში, ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე მოწყობილ სტუდენტურ ქალაქში ჩატარდება 20-მდე მასობრივი ღონისძიება: სპორტული და კულტურულ-შემოქმედებითი აქტივობები, ასევე, დახურვის ცერემონია. 

ფესტივალი მოიცავს საკონკურსო და არასაკონკურსო აქტივობებს. საკონკურსო ნაწილი ითვალისწინებს შეჯიბრებებს უნივერსიტეტების სტუდენტურ გუნდებს შორის სპორტის 3 სახეობაში (ფეხბურთი; კალათბურთი; ფრენბურთი) და სტუდენტთა  შემოქმედებითი ჯგუფების  წარმოდგენებს 4 მიმართულებით (ქართული ცეკვა, თანამედროვე ცეკვა, ხალხური სიმღერა, საესტრადო სიმღერა).  

ფესტივალის ფარგლებში, ქართულ სტუდენტურ საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, არასაკონკურსო ჩვენებების სახით განხორციელდება არაერთი აქტივობა, რომელშიც ჩაერთვება საქართველოში მცხოვრები 60-ზე მეტი ქვეყნის 5000-მდე უცხოელი სტუდენტი, რაც ხელს შეუწყობს უცხოელი სტუდენტების კულტურული იდენტობის წარმოჩენას და გაცნობას ქართული აუდიტორიისთვის.

არასაკონკურსო აქტივობები ასევე ითვალისწინებს საქართველოს რეგიონების ტრადიციების წარმოჩენას იქ მცხოვრები სტუდენტების მიერ.

არასაკონკურსო მიმართულება მოიცავს შემდეგ აქტივობებს: ეთნოკულინარიული გამოფენა; სპორტული ღონისძიებები(კრიკეტი, ბადმინტონი); მეწარმე სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა. 

ფესტივალს ეყოლება გამარჯვებული უნივერსიტეტი, რომელიც  სხვადასხვა ნომინაციაში მოპოვებული გამარჯვებების ჯამური რაოდენობით გამოვლინდება. 

ფესტივალის მიზანია სტუდენტებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება, სტუდენტებს შორის ჯანსაღი კონკურენციის პრინციპების ჩამოყალიბება, სტუდენტების მოტივაციის ამაღლება და მათი ნიჭის რეალიზაციის ხელშეწყობა.

ფესტივალი თბილისის მერიის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით ტარდება.

ყველა სიახლე

პაციენტი გაყინეს

22 ნოემბერი 2019, 00:50

ტექნოლოგიები

აშშ-ში ქირურგიულ ჩარევამდე პაციენტი გაყინეს

გამოცემა New Scientist-მა დაწერა პირველ პაციენტზე, რომელიც ექიმებმა რეანიმაციაში ყოფნისას გაყინეს, კერძოდ ჰიპოთერმულ მდგომარეობაში გადაიყვანეს. ამ პროცედურის მიზანია დროის მოგება ქირურგიული ჩარევის დროს. ამ შემთხვევაში გულის გაჩერებისას არ ხდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქსოვილების დაზიანება. ოპერაცია აშშ-ში მერილენდის უნივერსიტეტში ჩატარდა. ამ პროცედურის მოლოდინშია მძიმედ ტრავმირებული კიდევ 10 პაციენტი.

ბექა ნაცვლიშვილი

22 ნოემბერი 2019, 00:43

საქართველო

ბექა ნაცვლიშვილი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით აქციას აანონსებს

დამოუკიდებელი დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილი 24 ნოემბერს, 15:00 საათზე თბილისში, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ აქციას - „უკეთესი ქვეყნისთვის პროპორციული არჩევნების მოთხოვნით“ აანონსებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ აქციის ორგანიზატორები არიან დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი, მშრომელთა გაერთიანება „სოლიდარობის ქსელი“ და მეტროს მშრომელთა გაერთიანება „ერთობა 2013“.

USAID

21 ნოემბერი 2019, 23:30

საქართველო

USAID-ის წარმომადგენელი: თბილისში ვიზიტისას პარლამენტის ხელმძღვანელობამ დამარწმუნა რომ საარჩევნო რეფორმა გავიდოდა

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორის მოადგილე საარჩევნო რეფორმას ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშნელოვნად მიიჩნევს. ბირმანმა Twitter-ზე დაწერა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია.

ვენეცია

21 ნოემბერი 2019, 23:23

კულტურა

ვენეციაში წყალდიდობას ვივალდის უნიკალური ხელნაწერი პარტიტურა გადაურჩა

ვენეციის გულისხმიერი მცხოვრებლების დახმარებით, წყალდიდობას ბენედეტო მარჩელოს სახელობის კონსერვატორიის არქივი და ვივალდის ხელნაწერი პარტიტურა გადარჩა. Le Figaro-ს ცნობით, წმინდა მარკის ტაძარში წყალდიდობის შედეგად 56 ათასი დოკუმენტი დაზიანდა. წყლის ქვეშ აღმოჩნდა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სონატების პირველი გამოცემები.

კერსტი კალიულაიდი არჩილ ყარაულაშვილი

21 ნოემბერი 2019, 22:33

საქართველო

საქართველოს ესტონეთში ახალი ელჩი ჰყავს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რწმუნებათა სიგელის გადაცემის შემდეგ, ესტონეთის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ესტონეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით. ასევე იმსჯელეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით.

თბილსიის მთავარი სამმართველო

21 ნოემბერი 2019, 22:13

ძალოვნები

„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციაზე დაკავებულები თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს

თბილისის მთავარ სამმართველოსთან „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციაზე დაკავებულების ახლობლები და მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები არიან შეკრებილები. აქციაზე დაკავებული ოთხი მოქალაქე თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. დაკავებულების უფლებებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი იცავს.

21 ნოემბერი 2019, 21:55

ეკონომიკა

მთავრობა და ბიზნესი ეროვნული ბანკის პოლიტიკას აკრიტიკებენ

საბანკო რეგულაციების გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის სხვა არასწორ გადაწყვეტილებებზეც მთავრობაშიც და ბიზნესშიც უკვე ღიად საუბრობენ. მარეგულირებელმა დღეს პრემიერმინისტრისგანაც მიიღო მითითება. პოლიტიკოსები და ექსპერტები ლარის გაუფასურებასა და ფასების ზრდაზე პასუხისმგებლობას ეროვნულ ბანკს აკისრებენ.

21 ნოემბერი 2019, 21:31

ეკონომიკა

ბიზნესსექტორი აცხადებს, რომ მკაცრი საბანკო რეგულაციების შედეგად ფინანსურად დაზარალდა

2019 წლის 1 იანვრიდან შემოღებული საბანკო რეგულაციების უკუეფექტზე სხვადასხვა ბიზნესების შემდეგ კომერციული ბანკებიც ალაპარაკდნენ. „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან თხელიძის განცხადებით, ეროვნული ბანკის ადეკვატური ნაბიჯების გარეშე ეკონომიკური ზრდის მიღწევა რთული იქნება.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

21 ნოემბერი 2019, 21:15

მსოფლიო

ისრაელის პრემიერმინისტრს ბრალი წაუყენეს

ისრაელის გენერალურმა პროკურატურამ პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრალი წაუყენა. უწყება მაღალჩინოსანს ქრთამის აღებისა და თაღლითობის საქმეებთან დაკავშირებით ედავება. საქმე სულ სამ საქმეს ეხება. მედიაში გავრცელებული ცნობით, ნეთანიაჰუ მდიდარი ბიზნესმენებისგან მიღებულ საჩუქრებს მხარდამჭერებს უნაწილებდა.

21 ნოემბერი 2019, 20:34

საქართველო

ინტენსიური თოვის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. ვიდეო

ვაზიანი - გომბორი- თელავის საავტომობილო გზაზე ავტომობილები გადაადგილებას ვერ ახერხებენ. Imedinews-ის ინფორმაციით, მიზეზი ლიპყინული და ინტენსიური თოვაა, რის გამოც მოძრაობა ამ ეტაპზე შეუძლებელია. ათობით მსუბუქი ავტომობილი გომბორის უღელტეხილზეა გაჩერებული.

იმედი

21 ნოემბერი 2019, 20:31

ძალოვნები

ზემო ფონიჭალაში „იმედის კვირის“ გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ზემო ფონიჭალაში „იმედის კვირის“ რეპორტაჟის მოსამზადებლად მისულ „იმედის“ გადამღებ ჯგუფს აგრესიით შეხვდნენ, მუშაობის შესაძლებლობა არ მისცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავებული ჟურნალისტი და ოპერატორი სასწრაფო დახმარების ექიმებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

შვედეთი, პოლიცია

21 ნოემბერი 2019, 20:16

ტაბლოიდი

შვედეთში გარდაცვლილი კაცის ცხედარი სამი წლის შემდეგ იპოვეს

შვედეთში, კუნძულ სედერმალმზე პოლიციამ საკუთარ სახლში სამი წლის წინ გარდაცვლილი კაცის ცხედარი იპოვა. გამოცემა The Local-ის ცნობით, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სამართალდამცველებს აცნობეს, რომ მეზობლის შესახებ დაახლოებით სამი წელი არაფერი სმენოდათ.

„ლელო“

21 ნოემბერი 2019, 20:10

საქართველო

„ლელომ“ სასამართლოსთან აქცია-პერფორმანსი მოაწყო

მოძრაობა „ლელოს“ წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სიმბოლურად ხელები ყელსახვევებით შეიკრეს. ამ ფორმით მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის წევრებმა 18 ნოემბერს, აქციის დაშლისას დაკავებულებს სოლიდარობა გამოუცხადეს. ათს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ერთი 1000 ლარით დაჯარიმდა, 25 დაკავებულის საქმის განხილვა კი გადაიდო.

რობი უილიამსი

21 ნოემბერი 2019, 19:18

კულტურა

რობი უილიამსმა საშობაო სიმღერაზე მუსიკალური ვიდეო გადაიღო

ბრიტანელმა მომღერალმა რობი უილიამსმა გერმანელ მუსიკოსთან ჰელენა ფიშერთან ერთად YouTube -ზე საშობაო სიმღერა Santa Baby-ს მიხედვით გადაღებული მუსიკალური ვიდეო წარადგინა. შემსრულებლები სტუდიაში არიან, ამიტომ მაყურებელს შეუძლია იხილოს, როგორ ხდება პროფესიონალურ დონეზე ხმის ჩაწერა. Santa Baby პირველად 1953 წელს ერტა კიტმა შეასრულა. სიმღერა რობი უილიამსის მე-12 ალბომში შევიდა.

თეა წულუკიანი

21 ნოემბერი 2019, 19:11

საქართველო

წულუკიანი: პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ ივანიშვილის იდეას თათბირზე დაპირისპირება მოჰყვა

იუსტიციის მინისტრის, ვიცეპრემიერის თეა წულუკიანის განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ წინადადება ბიძინა ივანიშვილის მიერ შეთავაზებული იდეა იყო და არა დაპირება, ეს კი პარტიაში ვიღაცებმა არ გაიზიარეს. წულუკიანმა თქვა, რომ დეპუტატი რომ ყოფილიყო, ამ იდეას მხარს არ დაუჭერდა.

21 ნოემბერი 2019, 18:45

საქართველო

პენსიონერი პედაგოგები ფულად ჯილდოს გამოცდის შედეგების შემდეგაც მიიღებენ

საპენსიო ასაკს მიღწეულ პრაქტიკოს პედაგოგებს, რომლებიც შემოდგომაზე ორგანიზებულ ტესტირებაზე გავიდნენ, გამოცდის შედეგები დეკემბრამდე არ ეცოდინებათ. სისტემიდან გასვლისთვის გათვალისწინებული ჯილდოს მეორე ეტაპზე რეგისტრაცია კი ნოემბრის 29-ში სრულდება.

თეა წულუკიანი

21 ნოემბერი 2019, 18:40

საქართველო

წულუკიანი: კოჰაბიტაცია უნდა დასრულდეს

„2020 წლის და შემდგომი არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ეს კონსტიტუციაში წერია“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, ვიცეპრემიერმა თეა წულუკიანმა „დღის ქრონიკის“ ეთერში. მინისტრის თქმით, ის არ იცნობს ქვეყანას, სადაც უბარიერო, პროპორციული მოდელი არსებობს, ოპოზიციას კი არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ ბოქლომებით ირბინოს.

კახა კალაძე

21 ნოემბერი 2019, 18:31

საქართველო

კახა კალაძე იტალიაში თბილისის საახალწლო ნაძვისხის დამზადების ბოლო ეტაპს დაესწრება

თბილისის მერიის პრესამსახურის ინფორმაციით, დედაქალაქის მერი სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკის ქალაქ რეჯიო ემილიას ეწვია. კახა კალაძე ამ ქალაქში მდებარე კომპანია IDO SRL-ის მიერ თბილისისთვის განკუთვნილი საახალწლო ილუმინაციებისა და ნაძვის ხის დამზადების ბოლო ეტაპს გაეცნობა.

ფლორიდა

21 ნოემბერი 2019, 18:28

მსოფლიო

ფლორიდაში სკოლის შენობის ქვეშ 145 ადამიანის საფლავი აღმოაჩინეს

აშშ-ში, კერძოდ ფლორიდის შტატში საშუალო სკოლის შენობის ქვეშ 145 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. BBC-ის ინფორმაციით, ადრე ამ ტერიტორიაზე მეოცე საუკუნის შუა პერიოდში აფროამერიკელების სასაფლაო იყო. სკოლაში საფლავებს სპეციალური რადარის საშუალებით მას შემდეგ მიაგნეს, რაც ცნობილი გახდა, სასაფლაოს არსებობის შესახებ.

Coldplay

21 ნოემბერი 2019, 18:25

კულტურა

Coldplay გარემოზე ზრუნვის მოტივით საკონცერტო ტურს აღარ გამართავს

ალბომი „Everyday Life“ 22 ნოემბერს გამოვა. ჯგუფი მას იორდანიაში წარადგენს, რამდენიმე კვირაში კი კიდევ ერთ კონცერტს გამართავს ლონდონის ბუნებისმცოდნეობის მუზეუმში საქველმოქმედო ორგანიზაციების წინაშე, რომლებიც გარემოს დაცვის სფეროში საქმიანობენ.