imedi /  08 მაისი 2019, 11:56 / სანდო წყარო

საპატრიარქო დეკანოზ მამალაძის შესახებ იუსტიციის სამინისტროს და ომბუდსმენს მიმართავს

დეკანოზი გიორგი მამალაძე

დეკანოზი გიორგი მამალაძე

საქართველოს საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, გიორგი პატარიძეს და სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართავს. წერილს ხელს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე აწერს.

როგორც ჯაღმაიძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის მიმართ გაგზავნილ წერილში წერს, სახალხო დამცველის ოფისმა დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტები ჩართო.

"მათ განაცხადეს, რომ მე-18 დაწესებულებაში პატიმარს არ უტარდება ის სამედიცინო დახმარება, რაც დიაგნოზიდან გამომდინარე მას სჭირდება. ეს დასკვნა და სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომ იგი გადაყვანილი ყოფილიყო სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, გადაეგზავნა სასჯელაღსრულების უწყებასაც. ვინაიდან დეკანოზი გიორგი მამალაძე დღემდე რჩება მე-18 დაწესებულებაში, გთხოვთ თქვენი მხრიდან გვაცნობოთ, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა", - მიმართავს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე იუსტიციის მინისტრის მოადგილეს.

სახალხო დამცველის მიმართ გაგზავნილ წერილში კი საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი წერს, რომ ომბუდსმენის რეკომენდაცია, გადაეყვანათ პატიმარი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, უწყებას არ შეუსრულებია. 

"ვინაიდან დეკანოზი გიორგი მამალაძე დღემდე რჩება მე-18 დაწესებულებაში, ხოლო მის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრს დაინტერესებული პირები მომართავენ კითხვით, გთხოვთ გვაცნობეთ, რა არის მიზეზი იმისა, რომ თვეზე მეტია გასული და ამ ხნის განმავლობაში სასჯელაღსრულების უწყებას არ შეუსრულებია თქვენი რეკომენდაცია", - წერია საპატრიარქოს მიერ ომბუდსმენისთვის გაგზავნილ წერილში.

საპატრიარქოს წერილს უკვე უპასუხა სახალხო დამცველის აპარატმა. 

"მსჯავრდებულ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2019 წლის 7 მარტს. გაცემული რეკომენდაციის საპასუხოდ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ეცნობა პასუხი იუსტიციის სამინისტროდან და მოგვეწოდა მათი მოსაზრებები ამ საკითხის გარშემო.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მოწოდებული მასალები საჭიროებენ დამატებით შესწავლასა და რეაგირებას. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს კომუნიკაციას იუსტიციის სამინისტროსთან, ასევე აკვირდება პენიტენციური სამსახურის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს და აღნიშნულის შემდგომ, საჭიროების შესაბამისად მიმართავს დამატებით ღონისძიებებს", - წერია სახალხო დამცველის საპასუხო წერილში.

2017 წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ ძალაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა. უზენაესმა სასამართლომ კი საქმე წარმოებაში საერთოდ არ მიიღო.

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. 

ყველა სიახლე

დუეინ ჯონსონი

21 აგვისტო 2019, 19:31

კულტურა

Forbes: დუეინ ჯონსონი წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი კაცი მსახიობია

Forbes-ი რეიტინგის შედგენისას, სამსახიობო ანაზღაურებასთან ერთად ბრენდებთან თანამშრომლობით გამომუშავებულ თანხასაც ითვლის. როკის შემოსავლებში მნიშვნელოვანი როლი სპორტული ტანსაცმელების ბრენდმა Under Armour-მა, "ფორსაჟსა" და სხვა ფილმებზე მუშაობამ შეასრულა.

სასტუმრო ჰილტონი

21 აგვისტო 2019, 19:22

საქართველო

ბათუმის „ჰილტონიდან“ სახანძრო სიგნალის გამო ევაკუაცია გამოცხადდა

ბათუმის „ჰილტონში“ სახანძრო სიგნალი ჩაირთო, რის გამოც ევაკუაცია გამოცხადდა. შენობაში მყოფ სტუმრებსა და პერსონალს ტერიტორია დაატოვებინეს. როგორც გაირკვა, სიგნალი მეოცე სართულზე მდებარე რესტორანში ორთქლის გაჟონვის გამო ჩაირთო. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ საფრთხე მოიხსნა.

ბორის ჯონსონი
კერი საიმონდსი

21 აგვისტო 2019, 18:55

მსოფლიო

ბორის ჯონსონის მეგობარ ქალს აშშ-ის ვიზა არ მისცეს

საიმონდსმა აშშ-ში სამუშაოდ წასვლის მიზნით ვიზის მისაღებად განაცხადი შეავსო, თუმცა მან უარყოფითი პასუხი მიიღო. ის საზღვარგარეთ უახლოეს დღეებში უნდა გამგზავრებულიყო.ვიზაზე უარი სავარაუდოდ იმ ფაქტს უკავშირდება, რომ 2018 წელს საიმონდსი აღმოსავლეთ აფრიკაში ჩავიდა და სომალილენდის არაღიარებულ სახელმწიფოს ეწვია.

ძიუდო

21 აგვისტო 2019, 18:48

სპორტი

ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამ წონით კატეგორიაში ქართველები ლიდერობენ

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ოთხი დღით ადრე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რეიტინგი გამოაქვეყნა. შვიდი წონითი კატეგორიიდან სამში ქართველი სპორტსმენები ლიდერობენ. სათავეში ვაჟა მარგველაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი და გურამ თუშიშვილი არიან.

კუბური ნიანგი

21 აგვისტო 2019, 18:46

ტაბლოიდი

ფიდელ კასტროს ნიანგმა კაცი დაკბინა

შვედეთში, სტოქჰოლმის აკვარიუმიდან 70 წლის კაცის ჰოსპიტალიზება მას შემდეგ გახდა საჭირო, როცა ის ნიანგმა დაკბინა. BBC-ის ცნობით, ნიანგს კუბის ყოფილი ლიდერი ფიდელ კასტრო ფლობდა. შემდეგ მან ორი კუბური ნიანგი სახელად კასტრო და ჰილარი კოსმონავტ ვლადიმერ შატალოვს 1978 წელს აჩუქა, რომელმაც ცხოველები სტოქოლმის აკვარიუმს 1981 წელს მიჰყიდა.

ნინო შუბლაძე

21 აგვისტო 2019, 18:22

საქართველო

ნინო შუბლაძე: საქმემან ჩემმან წარმომაჩინოს

ჟურნალისტი ნინო შუბლაძე, რომელიც „რუსთავი 2“-ის საინფორმაციოს ხელმძღვანელად მოიაზრება, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ის წერს, მან შეთავაზება მიიღო, თუმცა მედიაში, კერძოდ კი „რუსთავი 2-ში“ დაბრუნების გადაწყვეტილება არ მიუღია.

ტრევორ მალარდი

21 აგვისტო 2019, 18:21

ტაბლოიდი

ახალი ზელანდიის პარლამენტის სპიკერმა სხდომის დროს დეპუტატის ბავშვი გამოკვება

ახალი ზელანდიის პარლამენტის სპიკერმა ტრევორ მალარდმა წარმომადგენელთა პალატაში დებატების მიმდინარეობისას ერთ-ერთი დეპუტატის ბავშვი გამოკვება. მალარდმა პარლამენტში დეპუტატ ტამატი ქოფის შვილთან გადაღებული ფოტო Twitter-ზე გამოაქვეყნა.

21 აგვისტო 2019, 18:11

მსოფლიო

მექსიკაში შესაძლოა კოკაინის მოხმარება დაუშვან

მექსიკის სამართლის ისტორიაში პირველად, კოკაინის შეძენაზე, შენახვასა და მოხმარებაზე ორი ადამიანი სასჯელს გადაურჩა, ამის შესახებ BBC ადგილობრივ სამართალდამცველ ორგანოებზე დაყრდნობით წერს. ამ დრომდე ქვეყანაში მხოლოდ 0,5 გრამი კოკაინის ფლობა არ ისჯებოდა კანონით.

მეტ ფრედერიქსენი

21 აგვისტო 2019, 18:02

მსოფლიო

დანიის პრემიერმინისტრი არ ფიქრობს, რომ ტრამპის ვიზიტის გაუქმება ქვეყნებს შორის ურთიერთობას გააფუჭებს

ფრედერიქსენი აცხადებს, რომ ვიზიტის გაუქმება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე არ იმოქმედებს."ვიზიტის გაუქმება დანიასა და აშშ-ს შორის არსებულ კარგ ურთიერთობას არ შეცვლის", - განაცხადა დანიის პრემიერმინისტრმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გრენლანდია არ იყიდება.

Walmart

21 აგვისტო 2019, 17:55

ეკონომიკა

Walmart-ი Tesla-ს უჩივის

მაღაზიათა ქსელი Walmart-ი კომპანია Tesla-ს დაუდევრობის გამო უჩივის. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით 2012-2018 წლებში Walmart-ის მაღაზიების სახურავებზე დამონტაჟებულ მზის 7 პანელს ​ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად დაზიანდა მაღაზიები და მათში შენახული საქონელი, რამაც Walmart-ს მრავალმილიონიანი ზარალი მიაყენა.

კონტი ჯგუფი

21 აგვისტო 2019, 17:53

ეკონომიკა

თურნავა: ველოდებით, რომ კონსორციუმი „კონტი ჯგუფს“ ადეკვატური პარტნიორით ჩაანაცვლებს

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში საქართველოს ავიაბაზარზე დაბალბიუჯეტიანი Ryanair-ის შემოსვლასთან დაკავშირებით საუბრისას ანაკლიის პროექტზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ „კონტი-ჯგუფის“ გასვლა პროექტს აზარალებს.

გერმანია პოლიცია

21 აგვისტო 2019, 17:49

ტაბლოიდი

გერმანელმა ბიჭმა მშობლებისთვის მოპარული ავტომობილით საათში 140 კილომეტრი განავითარა

ბიჭი ქალაქ დორტმუნდისკენ მიმავალ ავტომაგისტრალზე იპოვეს. მოზარდმა სამართლადმაცველებს თავისი საქციელი იმით აუხსნა, რომ გასეირნება უნდოდა, თუმცა მას შემდეგ გაჩერდა, რაც თავი ცუდად იგრძნო. ბავშვის დედის თქმით, ის ავტომობილს დიდი ხანია მართავს.

21 აგვისტო 2019, 17:37

მსოფლიო

ინდოეთის მთავრობამ ქაშმირში 2300 ადამიანი დააკავა

ინდოეთის მთავრობამ ქაშმირის რეგიონში 2300 ადამიანი დააკავა.- ინფორმაციას უცხოური პრესა ავრცელებს. NBC News-ის ცნობით, დაკავების მიზეზი ანტი-ინდური კამპანიის წარმოება გახდა. ინდოეთის მთავრობა ცდილობს მაქსიმალურად შეავიწროვოს ის პირები, რომლებიც რეგიონისთვის ფართო ავტონომიური სტატუსის მინიჭებას და პაკისტანთან შეერთებას ითხოვენ.

ბადრი პატარკაციშვილი

21 აგვისტო 2019, 17:29

ძალოვნები

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები დაკითხეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდების მოწმეები - კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები დაიკითხნენ. საქმე ეხება აუდიო ჩანაწერს, რომელშიც ბიზნესმენის მკვლელობის მომზადებაზეა საუბარი.

21 აგვისტო 2019, 17:24

საქართველო

რიკოთის უღელტეხილის გზის რეაბილიტაციის ვიდეო გამოქვეყნდა

პროექტი ჩუმათელეთი-ხევის 11.6 კმ-იან მონაკვეთზე ოთხზოლიანი გზის, 22 ახალი ხიდისა და 3 გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს. მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, წყალგამტარი მილები, შესაბამისი სადრენაჟო სისტემები და გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები.

 ჯეკ პერკინსი

21 აგვისტო 2019, 17:19

მსოფლიო

ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი ჯეკ პერკინსი გარდაიცვალა

პერკინსი ყველაზე მეტად ცნობილი 1968 წელს რობერტ კენედის მკვლელობის გაშუქებისას გახდა. ის 36 საათის განმავლობაში მუშაობდა და ეთერში მომხდარის დეტალებს აღწერდა, მოგვიანებით კი სავარაუდო მკვლელს სირჰან სირჰანს 2-საათიანი ინტერვიუ ჩამოართვა.

21 აგვისტო 2019, 16:46

ეკონომიკა

ქართლში პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეალიზაციო 17 ობიექტი დააჯარიმეს

შემოწმებული 31 ობიექტიდან 17 დაჯარიმდა. უწყებამ 13 ბიზნესოპერატორი დაფასოების, მარკირების, რეალიზაციის წესების დარღვევის გამო დააჯარიმა, ხოლო 4 შემთხვევაში გამოვლინდა ვადაგასული პესტიციდების განთავსების ფაქტი.

მიანმარი დევნილები

21 აგვისტო 2019, 16:45

მსოფლიო

მიანმარში შეიარაღებულ დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა

19 ადამიანი დაიღუპა, 2000-ზე მეტს კი სახლების დატოვება მოუწია მიანმარში, შანის შტატში სახელმწიფოს ჯარსა და ამბოხებულებს შორის შეტაკებების შედეგად. ამის შესახებ Reuters-ი ქვეყნის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება. შეტაკებები ქვეყნის ჩრდილოეთით, 15 აგვისტოდან დაიწყო.

Facebook

21 აგვისტო 2019, 16:42

ტექნოლოგიები

Facebook-ი ახალი ამბების განყოფილებაში სამუშაოდ ჟურნალისტებს დაიქირავებს

Facebook-ი ახალი ამბებზე სამუშაოდ ჟურნალისტებს დაიქირავებს. საუბარია კომპანიის მობილური აპლიკაციის ახალ განყოფილებაზე, რომლის სახელწოდებაა News Tab-ი. ის უახლეს და ყველაზე აქტუალურ ახალ ამბებს გააშუქებს. ჟურნალისტები სწორედ ამ განყოფილებაში იმუშავებენ.

წნევა

21 აგვისტო 2019, 16:37

ტექნოლოგიები

30 წლის ასაკში დაფიქსირებულმა მაღალმა წნევამ ტვინს შესაძლოა მომავალში საფრთხე შეუქმნას

მაღალმა წნევამ, განსაკუთრებით 30-დან 40 წლამდე ასაკში, ტვინის ჯანმრთელობას შესაძლოა მომავალში საფრთხე შეუქმნას, - BBC ახალ კვლევებზე დაყრდნობით წერს. კრიტიკული პერიოდია 30-დან 40 წლამდე, რა დროსაც მაღალი წნევა ტვინის დაზიანებას აჩქარებს.