imedi /  08 მაისი 2019, 15:17 / სანდო წყარო

ოპოზიციის მტკიცებით საერთაშორისო თანამეგობრობა ხელისუფლებას საარჩევნო გარემოს გამო აკრიტიკებს

საარჩევნო გარემო

ოპოზიციის მტკიცებით, საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოში არსებულ საარჩევნო გარემოს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და ხელისუფლებას მის დაუყოვნებლივ გამოსწორებას სთხოვს.

"ნაციონალური  მოძრაობის" ინფორმაციით დოკუმენტში საუბარია ამომრჩევლის მოსყიდვასა და  დაშინებაზე. დოკუმენტი 2019 წლის 1 მაისით თარიღდება. დოკუმენტი სალომე სამადაშვილმა გაავრცელა. დეპუტატი ამტკიცებს, რომ პარტნიორი ქვეყნებისგან მიიღო რეკომენდაციები საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. 

საპასუხოდ, მმართველი გუნდი ოპონენტებს დეზინფორმაციის გავრცელების მორიგ მცდელობაში ადანაშაულებს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ახალი დოკუმენტი არ არსებობს და "ნაციონალური მოძრაობა" ეუთოს იმ რეკომენდაციებზე საუბრობს, რომელიც ორი თვის წინ გამოქვეყნდა.

ყველა სიახლე

ალექსანდრე გაბიშევი იაკუტელი შამანი

20 სექტემბერი 2019, 12:11

მსოფლიო

პუტინის „განსადევნად“ მიმავალი შამანი ფსიქიატრიულში მოათავსეს

იაკუტელი შამანი ალექსანდრე გაბიშევი, რომელიც მოსკოვში ვლადიმერ პუტინის კრემლიდან „განსადევნად“ ფეხით მიდიოდა, იაკუტიის რესპუბლიკურ ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში მოათავსეს. 19 სექტემბერს გაბიშევი ბურიატიის და ირკუტსკის ოლქის საზღვარზე დააკავეს.

გოგა ჩხეიძე

20 სექტემბერი 2019, 12:00

სპორტი

გოგა ჩხეიძემ აკვრაში ევროპის რეკორდი გააუმჯობესა

გოგა ჩხეიძემ აკვრაში ევროპის რეკორდი 1 კილოგრამით გააუმჯობესა. ტაილანდში მიმდინარე მესამე საშეჯიბრო დღეს ფიცარნაგზე 67 კგ. წონითი კატეგორიის ძალოსნები გამოვიდნენ, სადაც საქართველოს ნაკრებიდან „ბე“ ჯგუფში გოგა ჩხეიძემ იასპარეზა. ორჭიდის ჯამში მოგროვებული 307 კილოგრამით კი მეოთხე შედეგი აჩვენა.

იუსტიციის სამინისტრო

20 სექტემბერი 2019, 11:52

საქართველო

იუსტიციის სამინისტრო მე-11არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დახურვას აპირებს

ამის შესახებ თეა წულუკიანმა პენიტენციური სისტემის მუშაობის ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. იუსტიციის მინისტრის თქმით, აღნიშნული დაწესებულება წარმატებულია, მაგრამ სისტემა სხვა მიმართულებით უნდა განვითარდეს.

20 სექტემბერი 2019, 11:43

საქართველო

„სირცხვილიას“ წევრები პარლამენტის შესასვლელთან ოკუპაციას აპროტესტებენ

მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები პარლამენტის შესასვლელთან აქციას მართავენ. აქტივისტები საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას აპროტესტებენ. მათ ადგილზე ბორდერიზაციის ამსახველი ფოტოები აქვთ მიტანილი.

თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრი

20 სექტემბერი 2019, 11:38

საქართველო

წულუკიანმა პენიტენციური სისტემის მუშაობა შეაჯამა

წულუკიანის თქმით, ესკორტის თანამშრომლების ხელფასი საშუალოდ 270 ლარით გაიზარდა, ზოგ პოზიციაზე კი გაორმაგდა. შემცირდა ესკორტის თანამშრომლების დეფიციტი. თუ შარშან ნაკლებობა 270 პოზიციაზე იყო, ახლა არის 108. ეს ვაკანსიები ღია კონკურსის წესით შეივსება. წულუკიანმა ახალგაზრდებს კონკურსში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა.

რუსთავი 2

20 სექტემბერი 2019, 10:58

საქართველო

„რუსთავი 2“ მაუწყებლობას 23 სექტემბრიდან დაიწყებს

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ განახლებული ეთერით მაუწყებლობას 23 სექტემბრიდან დაიწყებს. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. როგორც ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი პაატა სალია აღნიშნავს, ორშაბათს "კურიერის" გარდა დილის გადაცემაც გავა.

Apple აიფონი

20 სექტემბერი 2019, 10:47

ტექნოლოგიები

Apple-მა iOS 13-ის ახალი ვერსია გამოუშვა

ახალ ვერსიაში ბნელი რეჟიმი მოქმედებს, რომელიც ყველა აპლიკაციას ინტერფეისს უცვლის. კომპანიამ ასევე სტანდარტული აპლიკაციებიც განაახლა და გააუმჯობესა. ამასთან, ამოქმედდა გამოწერა თამაშების სერვის Arcade-ზე, რომელშიც Apple-ის მიერ შერჩეული 100-ზე მეტი თამაშია წარმოდგენილი.

კანიე უესტი Forbes

20 სექტემბერი 2019, 10:20

კულტურა

ყველაზე მაღალანაზღაურებადი რეპერები დასახელდნენ

ამერიკელი რეპერი კანიე უესტი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი გახდა. ამის შესახებ Forbes-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, 2019 წელს მან ფეხსაცმლის კოლექცია Yeezy შექმნა, რამაც $150 მილიონი დოლარი მოუტანა.

რაგბი

20 სექტემბერი 2019, 10:00

სპორტი

დღეს რაგბის მსოფლიო თასი იწყება

დღეს იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. გახსნის ცერემონია 13:30 საათზეა დაგეგმილი. პირველი შეხვედრა კი 14:45 საათზე იაპონიასა და რუსეთს შორის გაიმართება. საქართველოს ნაკრები D ჯგუფში ავსტრალიის, უელსისსა და ფიჯის ნაკრებებთან მოხვდა.

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი

20 სექტემბერი 2019, 09:46

ტაბლოიდი

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი რომში მეგობრის ქორწილს დაესწრებიან

სამეფო წყვილი რომში მეგან მარკლის მეგობრის, დიზაინერ მიშა ნონოს ქორწილს დაესწრებიან. ამის შესახებ ტაბლოიდური გამოცემები წყაროზე დაყრდნობით წერენ და აღნიშნავენ, რომ წყვილმა იტალიაში გასამგზავრებლად კომერციული ფრენით ისარგებლა.

Huawei

20 სექტემბერი 2019, 09:17

ტექნოლოგიები

Huawei-ს ახალ სმარტფონებში სანქციების გამო Google-ის სერვისები აღარ არის

Huawei-მ გამოუშვა ახალი სმარტფონები, რომელშიც Google-ის აპლიკაციები არ იქნება. ჩინური კომპანიის სპიკერმა BBC- ს განუცხადა, რომ Facebook-ს, Instagram-ს და WhatsApp-ს ახალი სმარტფონების მფლობელები Huawei- ს საკუთარი მაღაზიის საშუალებით ჩამოტვირთავენ, მისი სახელწოდება კი Huawei App Gallery იქნება.

თორნიკე მამალაძე

20 სექტემბერი 2019, 08:57

საქართველო

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ პარლამენტთან კარავი გაშალა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა პროტესტს განაგრძობს. საპატრიარქოს შემდეგ თორნიკე მამალაძემ კარავი პარლამენტის წინ გაშალა. მისი თქმით, პროტესტი გაგრძელდება ვიდრე დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ გაათავისუფლებენ.

პარლამენტი

20 სექტემბერი 2019, 08:50

საქართველო

დღეს პარლამენტის შენობაში შესვლა შეიზღუდება

საქართველოს პარლამენტი „უსაფრთხოების დამატებითი ზომების“ შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ტექსტში წერია, რომ „აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“.

პარლამენტი

20 სექტემბერი 2019, 08:45

საქართველო

პარლამენტში ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ

პარლამენტი მინისტრის საათის ფორმატში დღეს სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენს. ოპოზიცია უწყების მუშაობით უკმაყოფილოა. „ქართულ ოცნებაში“, ოკუპაციის თემაზე აკეთებენ აქცენტს და ძირითადი შეკითხვები მინისტრთან, სწორედ ამ საკითხს შეეხება.

დაჭრა

20 სექტემბერი 2019, 08:16

ძალოვნები

თბილისში უცხოელი დაჭრეს

თბილისში მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე არაბი კაცი დაჭრეს. დაშავებული ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, პაციენტს მსუბუქი ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული, ის სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ სახლში გაწერეს.

ვაშინგტონი

20 სექტემბერი 2019, 08:15

მსოფლიო

ვაშინგტონში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ვაშინგტონში სროლისას ერთი ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. პოლიციისთვის შემთხვევის მოტივი უცნობია. ამ დროისთის არც სხვა დამატებითი დეტალები ვრცელდება. სროლა თეთრ სახლთან ახლოს, ერთ-ერთი ბინის ეზოში იყო. სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ.

20 სექტემბერი 2019, 00:58

ტექნოლოგიები

აშშ-სა და კანადაში ფრინველების პოპულაცია 3 მილიარდით შემცირდა

აშშ-სა და კანადაში ბოლო 50 წელია ფრინველების პოპულაცია 3 მილიარდით შემცირდა, წერს BBC ორ კვლევაზე დაყრდნობით. პირველი კვლევის თანახმად მეცნიერები აცხადებენ, რომ ტყვეობაში ფრინველების პოპულაცია მცირდება.

შარლ ჟერარი

20 სექტემბერი 2019, 00:27

კულტურა

მსახიობი შარლ ჟერარი გარდაიცვალა

პარიზში, ცნობილი ფრანგი მსახიობი შარლ ჟერარი 92 წლისა გარდაიცვალა, წერს Le Mond-ი. გამოცემის ცნობით, მსახიობი ავადმყოფობდა. ის პარიზის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს და სიცოცხლის ბოლო დღეები იქ გაატარა. შარლ ჟერარი მსახიობ ჟან-პოლ ბელმონდოსთან მეგობრობდა. ის რეჟისორ კლოდ ლელუშის საყვარელი მსახიობი იყო.

19 სექტემბერი 2019, 23:40

ძალოვნები

პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგო. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ.

ავტოავარია

19 სექტემბერი 2019, 23:07

ტექნოლოგიები

ცნობილია სიმღერები, რომლებიც ავტომობილის მართვისას ავარიის რისკს ზრდის

მძღოლები, რომლებსაც მუსიკა ხმამაღლა აქვთ ჩართული და აგრესიულ როკ-მუსიკას უსმენენ ხშირ შემთხვევაში ავტოავარიაში ხვდებიან. ეს ჩინეთში, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა.