Imedi /  08 მაისი 2019, 22:35 / სანდო წყარო

ბათუმელებს ფეხბურთის სტადიონის სავარძლების ფერის შერჩევა შეუძლიათ. გამოკითხვა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მშენებარე სტადიონის სავარძლების ფერის შესარჩევად  Facebook-ზე გამოკითხვას ატარებს. 

მომხმარებელმა არჩევანი ორ ფერს – ცისფერსა და ლურჯს შორის უნდა გააკეთოს.

ამ დროისთვის 35% ცისფერს ირჩევს, 65% კი ლურჯს ფერს ანიჭებს უპირატესობას. გამოკითხვა ხვალ დასრულდება.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

21 მაისი 2019, 10:58

საქართველო

NDI: პოლიტიკური ლიდერების რეიტინგში კახა კალაძე ლიდერობს

ლიდერების საქმიანობის დადებით შეფასებაში თბილისის მერი ლიდერობს. კახა კალაძის საქმიანობას კარგად აფასებს გამოკითხულთა 33 %, ძალიან კარგად 10 % ცუდად 16, ხოლო ძალიან ცუდად 7 %. მეორე ადგილზეა სალომე ზურაბიშვილი, მის საქმიანობას გამოკითხულთა 19 კარგად აფასებს.

21 მაისი 2019, 10:50

საქართველო

NDI: საქართველოს მოსახლეობის 56% მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 36 % კი - დადებითად

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მოსახლეობის მხოლოდ 36 პროცენტი აფასებს მთავრობის საქმიანობას კარგად, ხოლო ცუდად 56%. პასუხი არ ვიცი გასცა 6%-მა, ხოლო უარი 1%-მა განაცხადა.

21 მაისი 2019, 10:47

ეკონომიკა

თბილისში 23 640 ლარის ღირებულების Massimo Dutti-ის ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული საქონელი გამოავლინეს

ინვენტარიზაციის პროცედურის დროს ობიექტში ფაქტობრივად აღირიცხა 23 640 ლარის ღირებულების საქონელი, რომელიც საქართველოში Massimo Dutti-ის წარმომადგენლის დასკვნის საფუძველზე, აღმოჩნდა სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული.

21 მაისი 2019, 10:30

საქართველო

საქართველოში უამინდობა რამდენიმე დღე გაგრძელდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით საქართველოში კვირის ბოლომდე, 26 მაისის ჩათვლით, არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კახეთში და თბილისში მოსალოდნელია წვიმები.

ანგელა მერკელი

21 მაისი 2019, 10:18

მსოფლიო

მერკელი: გერმანია თავდაცვის ხარჯების გაზრდას გეგმავს

„გერმანია თავდაცვის ხარჯების გაზრდას გეგმავს“- ეს განცხადება ანგელა მერკელმა მუნსტერში მდებარე სამხედრო ბაზაზე ვიზიტისას გააკეთა. კანცლერის თქმით, გერმანიის სამხედრო ბიუჯეტი წელს 47 მილიარდ 32 მილიონი დოლარია, თუმცა მომავალში ბიუჯეტი კიდევ 2 მილიონი დოლარით გაიზრდება და 94 მილიარდ 67 მილიონ დოლარს მიაღწევს.

21 მაისი 2019, 10:09

ტექნოლოგიები

აშშ-მ Huawei-ს დროებით მუშაობის უფლება მისცა

აშშ-ის მთავრობამ კორპორაცია Huawei-ს დროებითი ლიცენზია მისცა. საუბარია 3 თვეზე, რომლის განმავლობაში კომპანია აშშ-ში საქმიანობას შეძლებს. დროებითი ლიცენზია არა მხოლოდ Huawei-მ მიიღო, არამედ მასთან დაკავშირებულმა კიდევ 68 კომპანიამ.

დაკავება

21 მაისი 2019, 09:53

ძალოვნები

ქურდობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

ბრალდებულმა თბილისში, თაქთაქიშვილის ქუჩასა და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანებიდან პირადი ნივთები, ფული და პლასტიკური ბარათები მოიპარა, რის შემდეგაც მიიმალა. ასევე დადგინდა, რომ ზ.ტ.-მ ავტომანქანებიდან მოპარულ საბანკო ბარათებზე არსებული თანხა გაანაღდა.

21 მაისი 2019, 09:42

საქართველო

თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ცერემონიის რეპეტიცია გაიმართა

თავისუფლების მოედანზე სამხედრო ტექნიკა და შეიარაღებაც იქნება წარმოდგენილი. თბილისის გარდა, სამხედრო ტექნიკა საქართველოს 12 ქალაქში იქნება გამოფენილი: თელავი, მარნეული, რუსთავი, მცხეთა, გორი, ახალქალაქი, ქუთაისი, ამბროლაური, ოზურგეთი, ფოთი, ბათუმი, სენაკი.

დონალდ ტრამპი

21 მაისი 2019, 09:17

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ირანთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა

ჟურნალისტებთან შეხვედრისას, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკების ინიციატივას გამოთქვამს, ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის პრობლემური საკითხები დიალოგის გზით მოაგვაროს. მანამდე კი აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის წინააღმდეგ მუქარის შემცველი განცხადება გაავრცელა.

ანაკლიის პორტი

21 მაისი 2019, 08:56

ეკონომიკა

ანაკლიის პორტის დაფინანსების შესახებ მოლაპარაკებები იწყება

სახელმწიფოს, კონსორციუმსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის მოლაპარაკების მთავარი თემა ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსების საკითხია. რა კომპრომისზე შეიძლება წავიდეს მთავრობა და რას ითხოვენ დონორები დღეს გახდება ცნობილი. მხრეები მედიისთვის კომენტარს 11 საათზ გააკეთებენ.

ავსტრია

21 მაისი 2019, 08:36

მსოფლიო

ავსტრიაში „თავისუფლების პარტიის“ ყველა მინისტრი გადადგა

ავსტრიაში „თავისუფლების პარტიის“ ყველა მინისტრმა თანამდებობა დატოვა. ამის მიზეზი კორუფციული სკანდალი გახდა. მანამდე ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურცმა ქვეყნის პრეზიდენტს შინაგან საქმეთა მინისტრის, ასევე „თავისუფლების პარტიის“ წევრ ჰერბერტ კიკლის გათავისუფლების თხოვნით მიმართა.

ნიკი ლაუდა

21 მაისი 2019, 08:18

სპორტი

ფორმულა 1-ის სამგზის ჩემპიონი ნიკი ლაუდა გარდაიცვალა

ცნობილი ავსტრიელი ავტომრბოლელი ნიკი ლაუდა გარდაიცვალა. ის 70 წლის იყო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 2018 წელს დამძიმდა. სპორტსმენს გრიპის შემდეგ პნევმონია განუვითარდა, საბოლოოდ კი ფილტვების გადანერგვა დასჭირდა. ნიკი ლაუდა ფორმულა 1-ის სამგზის ჩემპიონია.

სკოლებში რეგისტრაცია

21 მაისი 2019, 08:01

საქართველო

დღეიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს 09:00 საათიდან დაიწყება. რეგისტრაციისთვის აუცილებელია შემდეგი პროცედურების გავლა: ბავშვის, შემდეგ მშობლის პირადი მონაცემების შესაბამის ბაზაში დაფიქსირება და სასურველი რაიონისა და სკოლის შერჩევა.

ნიკოლას მადურო

21 მაისი 2019, 00:49

მსოფლიო

მადურო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წინადადებით გამოდის

ვენესუელის დე ფაქტო პრეზიდენტი ნიკოლას მადურო 2020 წლის ბოლოსთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ვადამდე ჩატარების წინადადებით გამოდის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. წინა საპარლამენტო არჩევნები ვენესუელაში 2015 წელს ჩატარდა.

ჯულიან ასანჟი

21 მაისი 2019, 00:14

მსოფლიო

ეკვადორი ასანჟის ნივთებს აშშ-ს გადასცემს

ეკვადორმა აშშ-ის ხელისუფლებისთვის WikiLeaks-ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის პირადი ნივთების გადაცემა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ასანჟის ნივთებს შორისაა ხელნაწერები, ოფიციალური დოკუმენტები, სამედიცინო ჩანაწერები და ელექტრონული მოწყობილობები.

კრისტინ ლაგარდი
მამუკა ბახტაძე

20 მაისი 2019, 23:55

საქართველო

მამუკა ბახტაძემ კრისტინ ლაგარდს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

მთავრობის მეთაურმა კრისტინ ლაგარდს მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის ურთიერთობებში ახალი ეტაპი გახდება. პრემიერმინისტრმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა ფუნიკულიორით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს.

რაულ ხაჯიმბა

20 მაისი 2019, 23:30

საქართველო

სოხუმში ოპოზიცია რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მიტინგზე ოპოზიციამ ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომა მოითხოვა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. მოედანზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, დე ფაქტო შსს-ს სწრაფი რეაგირების სპეცრაზმი არის მობილიზებული.

20 მაისი 2019, 23:28

სპორტი

კატარში ზაჰა ჰადიდის პროექტით აშენებული სტადიონი გაიხსნა

კატარი 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. ტურნირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი Al Wakrah-ის სტადიონი გახდება, რომელიც ცნობილმა არქიტექტორმა ჰაზა ჰადიდმა პატრიკ შუმახერთან ერთად დააპროექტა. სტადიონის მშენებლობა ცოტა ხნის წინ დასრულდა, პირველი მატჩი კი იქ 16 მაისს გაიმართა.

ქსენია სობჩაკი

20 მაისი 2019, 22:33

მსოფლიო

ქსენია სობჩაკი ტელეკომპანია „სუპერის“ გენერალური პროდიუსერი გახდა

სობჩაკი არხის პროგრამების მიმართულებას უხელმძღვანელებს და აგრეთვე სხვადასხვა პროექტების განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი. გასული წლის ბოლოს სობჩაკმა ჟურნალ LʼOfficiel-ის რუსული ვერსიის მთავარი რედაქტორის პოსტი დატოვა. მაშინ ჟურნალისტმა თავისი გადაწყვეტილების მიზეზი არ დაასახელა. ის ჟურნალს 2014 წლის ოქტომბრიდან რედაქტორობდა.

„სამეფო კარის თამაშები“

20 მაისი 2019, 22:20

კულტურა

აშშ-თან სავაჭრო ომის გამო ჩინეთში GOT-ის ბოლო სერია არ აჩვენეს

ჩინეთში კომპანია Tencent-მა, რომელიც ტელეარხ HBO-ს გადაცემების ჩვენების უფლებას ფლობს, სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სერია არ აჩვენა. სერია პლატფორმა Tencent Video-ზე უნდა გამოსულიყო, თუმცა 20 მაისის დილით კომპანიამ განაცხადა, რომ ჩვენება „სიგნალთან დაკავშირებული პრობლემების გამო“ გადაიდო.