imedi /  09 მაისი 2019, 10:36 / სანდო წყარო

ვაკის პარკთან ორი სხვადასხვა აქციის მონაწილეები ერთმანეთის პირისპირ დგანან. ვიდეო

აქცია

ვაკის პარკთან ორი სხვადასხვა აქციის მონაწილეები ერთმანეთის პირისპირ დგანან. ერთ მხარეს "არ ვიზეიმებთ გენოციდს" აქციის მონაწილეები არიან, მეორე მხარეს კი "უკვდავთა პოლკის" მხარდამჭერები.

ცოტა ხნის წინ ვაკის პარკთან საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების გამო ერთი ადამიანი პოლიციის განყოფილებაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლის საფუძველზე გადაიყვანეს.

 

დღეს "უკვდავი პოლკის" მსვლელობის წინააღმდეგ კიდევ ერთი კონტრაქცია უნდა გაიმართოს, სახელწოდებით "რუსეთი ოკუპანტია". 

"9 მაისს ჩვენი ქვეყნის მთავარი მტერი, ვლადიმერ პუტინი, საქართველოს ტერიტორიაზე აღლუმებს გამართავს არა მხოლოდ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, არამედ ბათუმში, გორში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. “არა პუტინის მარშს!” აქციის მიზანი არ არის “უკვდავი პოლკის” მსვლელობის ჩაშლა, არამედ საპირისპირო, პროევროპული და პროამერიკული აზრის მშვიდობიანად გაჟღერება", - ამბობენ აქციის ორგანიზატორები. 

დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. ეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულა. 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

ყველა სიახლე

21 აგვისტო 2019, 08:11

ტექნოლოგიები

HMD Global-ი განახლებულ Nokia 2720-ს გამოუშვებს

ორიგინალი Nokia 2720-ს 1.3 მეგაპიქსელი კამერით და მხოლოდ 9 მეგაბაიტი მეხსიერებით არის აღჭურვილი. ახალი ტელეფონის ფასი 100 ევრო იქნება. გასული წლის განმავლობაში HMD Global-მა Nokia 8110, Nokia 6-ის, 7 Plus-ის და 1-ის განახლებული ვერსიები წარადგინა.

დონალდ ტრამპი

21 აგვისტო 2019, 07:59

მსოფლიო

ტრამპმა დანიაში ვიზიტი გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დანიაში დაგაგემილი ვიზიტი გააუქმა, იტყობინება BBC. პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება დანიის პრემიერმინისტრის განცხადებით ახსნა, როდესაც მეტე ფრედერიქსენმა გრენლანდიის გაყიდვის იდეას აბსურდული უწოდა.

ვარდისფერი ლეოპარდი

21 აგვისტო 2019, 00:27

ტექნოლოგიები

სამხრეთ აფრიკაში ფარულმა კამერამ იშვიათი ვარდისფერი ლეოპარდი გადაიღო

ფოტოები ნაკრძალის მფლობელს, 45 წლის ალან უოტსონს და მის 41 წლის მეუღლეს ლინსი უოტსონს ეკუთვნის. კადრებზე აღბეჭდილი ველური ლეოპარდი მკვდარ ჟირაფს ჭამს. ლეოპარდის ტყავის ასეთი იშვიათი ფერი ერითრიზმით (გადაჭარბებული წითელი პიგმენტაცია) არის გამოწვეული.

პოლ მაკარტნი

21 აგვისტო 2019, 00:15

ტაბლოიდი

პოლ მაკარტნი მედიატორს ლიანდაგებზე გასწორებული მონეტებით ამზადებს

პაპარაცებმა პოლ მაკარტნი მატარებლის ლიანდაგებზე მონეტების დაწყობისას დააფიქსირეს. როგორც აღმოჩნდა, ამგვარად ლეგენდარული მუსიკოსი გიტარისთვის მედიატორებს ამზადებს. მედიატორების დამზადების ასეთი მეთოდისთვის არაერთ დამწყებ მუსიკოსს მიუმართავს, თუმცა, როგორც ახლა გაირკვა, ამ მეთოდზე უარს არც პოლ მაკარტნი ამბობს.

ჯონ სალივანი

21 აგვისტო 2019, 00:03

მსოფლიო

რუსეთში აშშ-ის ელჩად შესაძლოა პომპეოს მოადგილე დაინიშნოს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთში ელჩის თანამდებობაზე სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მოადგილის ჯონ სალივანის დანიშვნა სურს. ამის შესახებ თეთრ სახლში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა The New York Times-ი წერს. სალივანის კანდიდატურის დასახელების შემთხვევაში ის ელჩად სენატმა უნდა დაამტკიცოს.

დონალდ ტრამპი

20 აგვისტო 2019, 23:41

მსოფლიო

ტრამპი „დიდ რვიანში“ რუსეთის დაბრუნების მომხრეა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, „დიდი რვიანის“ შემადგენლობაში რუსეთის დაბრუნება მიზანშეწონილია. CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ვაშინგტონში, რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან შეხვედრაზე განუცხადა.

ეგვიპტე სამხედრო

20 აგვისტო 2019, 23:09

მსოფლიო

ეგვიპტელმა ძალოვნებმა სინას ნახევარკუნძულზე 11 ტერორისტი მოკლეს

ეგვიპტელმა ძალოვნებმა სინას ნახევარკუნძულზე 11 ტერორისტი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს. მისი ინფორმაციით, რადიკალები თავს ქალაქ ელ-არიშის მახლობლად ერთ-ერთ ტყეს აფარებდნენ, სადაც საიდუმლო ბაზა ჰქონდათ მოწყობილი.

ნიკა გვარამია

20 აგვისტო 2019, 22:40

საქართველო

გვარამია: 2013 წელს შუბლაძე ხელისუფლებას „რუსთავი 2“-ის განადგურებაზე უთანხმდებოდა

ნინო შუბლაძე 2013 წელს „რუსთავი 2“-დან იმიტომ წავიდა, რომ მას ვანახე ვიდეო, სადაც ის მთავრობის წარმომადგენელს „რუსთავი 2“-ის განადგურებაზე უთანხმდება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ონლაინგადაცემის „სირცხვილია“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ასტროლოგი

20 აგვისტო 2019, 22:03

მსოფლიო

რუმინეთის ტელეარხებზე პოლიტოლოგები ასტროლოგებმა ჩაანაცვლეს

რუმინეთში პროფესიონალური მედიასაშუალებების მიმართ ნდობის დაცემის ფონზე ტელესივრცეში პოლიტიკური ექსპერტები ასტროლოგებმა ჩაანაცვლეს. Politico-ს ინფორმაციით, ტელეგადაცემებს, სადაც ასტროლოგები არჩევნების შედეგებზე პროგნოზებს აკეთებენ, ყველაზე მაღალი რეიტინგები აქვთ.

დენიელ კრეიგი

20 აგვისტო 2019, 21:39

კულტურა

ჯეიმს ბონდის შესახებ ახალი ფილმის სახელი ცნობილია

ჯეიმს ბონდის შესახებ ახალი ფილმის სახელი ცნობილია. ფილმის მსოფლიო პრემიერა 2020 წლის 2 აპრილს გაიმართება. მისი რეჟისორი კერი ფუკუნაგა იქნება. კრეიგის გარდა ფილმში კრისტოფ ვალცი, რამი მალექი, ლეა სეიდუ, ანა დე არმასი და რეიფ ფაინსი მონაწილეობენ.

დიანა ჯოჯუა და მიშა სესიაშვილი

20 აგვისტო 2019, 21:13

საქართველო

9 საათიანი „კურიერის“ წამყვანებმა სამსახური პირდაპირ ეთერში დატოვეს

9 საათიანი „კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა სამსახური პირდაპირ ეთერში დატოვეს. „მე გემშვიდობებით, შევხვდებით სხვა სივრცეში და სხვა არხზე. ქვეყნის გადარჩენისთვის ომი გრძელდება“, - ამ სიტყვებით დაემშვიდობა "კურიერის" წამყვანი დიანა ჯოჯუა ტელემაყურებელს.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე

20 აგვისტო 2019, 20:38

ძალოვნები

ხაზარაძე: ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დაყადაღებულია

„ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნესპროექტის, მათ შორის ანაკლიის საბოლოოდ გაჩერება. ვერ შეგვაშინებთ!! ბრძოლას ვაგრძელებთ!!“ - წერს ხაზარაძე.

ნინო შუბლაძე

20 აგვისტო 2019, 20:35

საქართველო

ნინო შუბლაძე „რუსთავი 2“-ზე დაბრუნდა

Imedinews-ის ინფორმაციით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ნინო შუბლაძე უხელმძღვანელებს. მანამდე ტელეკომპანიის რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ესენი არიან ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია და გიორგი ლაფერაშვილი.

ქეთევან ციხელაშვილი

20 აგვისტო 2019, 20:31

საქართველო

ციხელაშვილი სოფელ აიბღაზე: ოკუპანტებისთვის ადგილობრივების ინტერესს მნიშვნელობა არ აქვს

ეს რეგისტრაცია რუსეთის საკადასტრო მონაცემთა ბაზაში ისეთივე უკანონოა, როგორც 2009 წელს იყო, როცა ასეთი ჩანაწერი გაკეთდა, - ამის შესახებ ქეთევან ციხელაშვილმა აფხაზეთის მთიანი სოფლის, აიბღას რუსეთის რეესტრის ბაზაში შეიყვანასთან დაკავშირებით განაცხადა.

ელექტროსიგარეტი

20 აგვისტო 2019, 20:23

ტექნოლოგიები

აშშ-ში ელექტროსიგარეტსა და ფილტვის მძიმე დაავადებებს შორის კავშირს ეძებენ

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები და აშშ-ის სახელმწიფო ჯანდაცვის ოფიციალური პირები ელექტროსიგარეტსა და ფილტვების მძიმე დაავადებებს შორის კავშირს ეძებენ. სულ ცოტა 15 შტატში ფილტვის მძიმე დაავადებათა 120 შემთხვევა დაფიქსირდა.

ერგნეთი

20 აგვისტო 2019, 19:45

ძალოვნები

ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს რვა მოქალაქე გათავისუფლებულია

ერგნეთის საგუშაგოსთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს რვა მოქალაქე გათავისუფლებულია. საგუშაგოსთან მათ შიდა ქართლის გუბერნატორი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე დახვდათ. ვაჟა სირაძის განმარტებით, დაკავებულებმა ჯარიმა გადაიხადეს, რის შემდეგაც გათავისუფლდნენ.

20 აგვისტო 2019, 19:23

საქართველო

ევროკავშირი გუგუტიანთკარის მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

რუსეთის მესაზღვრეების მხარდაჭერით სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლების მიერ ღობეების აღმართვა აბრკოლებს გადაადგილების თავისუფლებას და ადგილობრივი ტერიტორიის მოსახლეობისთვის ხეხილის ბაღებისა და აგრეთვე წყლის რესურსების ხელმისაწვდომობას აღკვეთავს, წერია ევროკავშირის განცხადებაში.

ოკუპაცია

20 აგვისტო 2019, 19:22

საქართველო

ცხინვალის რეჟიმი: დაკავებულები ქართულ მხარეს გადავეცით

17 აგვისტოს საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიიდან სოფელ ახალუბნის მკვიდრი 7 მოქალაქე მაშინ გაიტაცეს, როდესაც ისინი სასაფლაოდან ტაძრის მოსალოცად მიდიოდნენ. მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ერთი დაკავებულის შესახებ. ის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრია.

იგი პოპი

20 აგვისტო 2019, 19:06

ტაბლოიდი

იგი პოპის თუთიყუში პატრონის ახალ სიმღერაზე აცეკვდა. ვიდეო

რამდენიმე დღის წინ როკერმა იგი პოპმა ახალ სიმღერაზე James Bond-ზე კლიპი გამოუშვა. კლიპის გამოსვლის შემდეგ თაყვანისმცემლები მუსიკოსს ვიდეოს კიდევ ერთი ვერსიის გადაღება სთხოვეს, ამჯერად მისი თუთიყუშის მონაწილეობით.

სალომე ზურაბიშვილი

20 აგვისტო 2019, 18:50

საქართველო

საქართველოს პრეზიდენტს ახალი მრჩეველი ჰყავს

საქართველოს პრეზიდენტს ახალი მრჩეველი ჰყავს. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დიმიტრი ლეჟავას დანიშვნისას პრეზიდენტის ადმინსიტრაციამ მისი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე იხელმძღვანელა. „დიმიტრი ლეჟავა არის საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლი თავდაცისა და უსაფრთხოების საკითხებში.