Imedi /  09 მაისი 2019, 12:27 / სანდო წყარო

როგორ დაიბრუნებენ აბიტურიენტები გამოცდებზე რეგისტრაციისას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილ თანხას

2019 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაციისას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადები 6 ივნისის 18:00 საათამდე მიიღება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თანხის დაბრუნების მსურველებმა განაცხადი თბილისში ე. მინდელის ქ. N9-ში, ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში უნდა წარადგინონ.

განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 
იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
განაცხადს აუცილებლად უნდა დაერთოს:
ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება.
განაცხადის ფორმა.

იმ შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციო საფასური გადახდილია:
საბანკო დაწესებულებაში ან ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით საფასური დაბრუნდება მხოლოდ გადამხდელის ანგარიშზე;
გადახდის შესაძლო სხვა საშუალებების გამოყენებით (თვითმომსახურების ტერმინალი, ვებგვერდის გამოყენებით) საფასური დაბრუნდება მხოლოდ აპლიკანტის ანგარიშზე.

საფასური სრულად ბრუნდება:
თუ პირი არ დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდაზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე ან საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში  ან  2019 წლის 7 მაისის 18:00 საათამდე უარი განაცხადა გამოცდებში მონაწილეობის მიღებაზე; თუ საფასური გადახდილია რეგისტრაციისათვის განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის;

თუ აბიტურიენტი ვერ მოიპოვებს ატესტატს (ამ შემთხვევაში განცხადებას მან თან უნდა დაურთოს დამადასტურებელი ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან).

თანხა აბიტურიენტების მიერ მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში. კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მინდობილობა და განცხადებაში უნდა შეავსოს, როგორც დაინტერესებული პირის, ისე კანონიერი წარმომადგენლის გრაფა და განცხადების ფორმას უნდა დაურთოს თავისი პირადობის მოწმობის ასლი.

ყველა სიახლე

ლევან იზორია და ელიზაბეთ რუდი

17 ივლისი 2019, 10:23

ძალოვნები

აშშ-ის ელჩი ელიზაბეთ რუდი GDRP-ის შემაჯამებელ სწავლებას დაესწრო

ვაზიანის მე-9 სასროლეთზე სტუმრები 31-ე ბატალიონის „ალფა” ასეულის მართვის პრინციპით განხორციელებულ შეტევით ოპერაციას დაესწრნენ. ქვედანაყოფმა საცეცხლე მხარდამჭერ ელემენტებთან ერთად, საბრძოლო სროლებით პირობით ობიექტზე იერიში მიიტანა და მოწინააღმდეგე გაანეიტრალა.

გურამ ბოჭორიშვილი
ეთერ ილურიძე

17 ივლისი 2019, 10:16

საქართველო

ვინ არიან ადამიანები რომლებიც თბილისისთვის შრომობენ

მათ არა აქვთ თანამდებობები, შრომობენ შეუმჩნევლად, გვხვდებიან ყველგან- ქუჩებში, დაწესებულებში, საბავშვო ბაღებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, სკვერებში, სასწრაფო დახმარების ავტომანქანებში. თბილისის მერიამ მათ შესახებ ისტორიები შეაგროვა. გაიცანით თბილისზე მზრუნველი ადამიანები, რომლებიც მაჯას უსინჯავენ ქალაქს.

მამუკა ბახტაძე

17 ივლისი 2019, 09:48

საქართველო

ბახტაძემ ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

"სიხარულით ველოდები მასთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა უფრო მეტად წინ წავწიოთ და გავაძლიეროთ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები. ვისურვებდი მეტი მიზნის მიღწევას ჩვენს ურთიერთობებში!,“ - წერია ბახტაძის მილოცვაში. გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად აირჩიეს.

ენცო ზიდანი

17 ივლისი 2019, 09:36

სპორტი

ზიდანის შვილი პორტუგალიის „ავეშში“ გადავიდა

"რეალის" მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის შვილი, ნახევარმცველი ენცო ზიდანი პორტუგალიის "ავეშში" გადავიდა. ენცომ "ავეშთან" ორსეზონიანი კონტრაქტი გააფორმა. მანამდე 24 წლის ფეხბურთელს "ლოზანასთან" ხელშეკრულება დაუსრულდა და თავისუფალი იყო.

17 ივლისი 2019, 09:30

ძალოვნები

მშენებარე კორპუსში მუშის დაღუპვის საქმეზე გამოკითხვები გვიან ღამემდე გაგრძელდა

გარდაცვლილი მუშა არასრულწლოვანი იყო. შრომის უსაფრთხოების შესახებ არსებული ორგანული კანონის მიხედვით კი, დამსაქმებელი ვალდებულია, არ დაასაქმოს არასრულწლოვანი თავის ობიექტზე, მომატებული საფრთხის შემცველ და საშიშ პირობებიან სამუშაოებზე.

17 ივლისი 2019, 09:24

ძალოვნები

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული 4 მოქალაქის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდად დღეს იმსჯელებს

მათ ბრალი პროკურატურამ ოფიციალურად უკვე წარუდგინა. საგამოძიებო უწყება დაკავებულებს ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას ედავება, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

17 ივლისი 2019, 09:19

ვიდეო

#spendyoursummeringeorgia 🇬🇪 მიმართულება შემდეგი - კახეთი🚩

ალეხანდრო ტოლედო

17 ივლისი 2019, 09:18

მსოფლიო

პერუს ექსპრეზიდენტი აშშ-ში დააკავეს

როგორც პერუს პროკურატურაში განმარტეს დაკავება ექსტრადირებას უკავშირდება, რადგან მას სამშობლოში კორუფციაში ადანაშაულებენ. კერძოდ კი, ერთ-ერთი კომპანიისგან $20 მილიონის აღებას ედავებიან. პერუს ექსპრეზიდენტი ყველა ბრალდებას უარყოფს. ის აშშ-ში მიწვეული პროფესოროს სტატუსით სეტნფორდის უნივერსიტეტში მუშაობდა.

სემ სმითი

17 ივლისი 2019, 09:06

ტაბლოიდი

ინგლისელმა მომღერალმა სემ სმითმა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაიცვა. ფოტოები

გასულ წელს ინგლისელი მომღერალი სემ სმითი თავის სექსუალურ ორიენტაციაზე საჯაროდ ალაპარაკდა და განმარტა, რომ თავს ხანდახან ქალად გრძნობს და სქესის შეცვლაზეც ფიქრობს. "ხანდახან როგორც ქალი ისე ვფიქრობ და ვუსვამ კითხვას საკუთარ თავს: სქესი შევიცვალო?“, - განაცხადა მსახიობთან ინტერვიუში.

ავრილ ლავინი

17 ივლისი 2019, 09:00

კულტურა

ავრილ ლავინმა სიმღერაზე I Fell in Love with the Devil კლიპი გამოუშვა

კანადელი მომღერალი სიყვარულს ეშმაკს უხსნის. კადრებში მას ხელში ჯვარი უკავია და კუბოში წევს. ასევე რამდენიმე ლუქი აქვს მორგებული. I Fell in Love with the Devil ავრილ ლავინის მეექვსე სტუდიური ალბომის Head Above Water მეოთხე სინგლია.

კრიპტოვალუტა

17 ივლისი 2019, 08:48

ტექნოლოგიები

აშშ-ის სენატში Facebook-ს კრიპტოვალუტის პროექტის გამო აკრიტიკებენ

სენატორები ამბობენ, კომპანია რამდენიმე სკანდალის შემდეგ მათ ნდობას არ იმსახურებს. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ Facebook-ის ციფრული ვალუტა 2020 წლიდან გამოჩნდება ბაზარზე. მისი მეშვეობით ანგარიშსწორება Facebook-ის აპლიკაციებით, მათ შორის WhatsApp-ითაც იქნება შესაძლებელი.

რაშიდა ტლაიბი, აიანა პრესლი, ილჰან ომარი და ალექსანდრია ოკასიო-კორტესი

17 ივლისი 2019, 08:37

მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა კონგრესმენი ქალების მიმართ ტრამპის ქმედებებს გმობს

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ სიმბოლურად რეზოლუციაც მიიღო, რომელშიც პრეზიდენტის რასისტულ კომენტარებს აკრიტიკებენ. ტრამპს რასიზმსა და ქსენოფობიაში ღიად ადანაშაულებენ. თუმცა, ქვეყნის პირველი პირი ამ ბრალდებებს უარყოფს.

სერგეი ლავროვი

17 ივლისი 2019, 08:25

საქართველო

ლავროვი: თუ საქართველო საფრთხეებს აღკვეთს, რუსეთის ზომები გადაიხედება

"ისინი ნაკლებად ფიქრობენ იმ ზიანზე, რომელსაც თავიანთი ქმედებებით თავიანთ ქვეყანას აყენებენ. ბოლოს და ბოლოს, მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ იპოვოს იმის ძალა, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეკომპანიის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ სამარცხვინო გამოხტომა დაგმოს“, - განაცხადა ლავროვმა.

17 ივლისი 2019, 08:13

საქართველო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს დღეს მოუსმენენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარბაზში პროცესის დაკვირვების შესაძლებლობა ექნებათ ოდირის სადამკვირვებლო მისიას, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მოსმენის პროცესი 11:00 საათიდან დაიწყება.

იუსტიციის სახლი

17 ივლისი 2019, 08:06

ეკონომიკა

მეტეხის ხიდიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება შეზღუდულია

თბილისში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 16 ივლისს, 24:00 საათიდან, მეტეხის ხიდიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება შეზღუდულია.

ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი

17 ივლისი 2019, 01:03

მსოფლიო

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი იქნება

გერმანიის თავდაცვის მინისტრის პოსტზე ურსულა ფონ დერ ლაიენს „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარე ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი შეცვლის. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

17 ივლისი 2019, 00:54

მსოფლიო

დემოკრატი კონგრესმენი ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს

ელ გრინის მოსაზრებით, იმპიჩმენტის პროცედურა ტრამპის მიერ ქალი კონგრესმენების წინააღმდეგ გამოთქმული რასისტული მოსაზრებების გამო უნდა დაიწყოს. "ის აშკარად აკეთებს რასისტულ კომენტარებს და ჩნდება კითხვა, თუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ამასთან დაკავშირებით?", - ამბობს კონგრესმენი ელ გრინი.

მთვარის დაბნელება

17 ივლისი 2019, 00:38

ტექნოლოგიები

მსოფლიოში მთვარის დაბნელებას აკვირდებიან. LIVE

მთვარის დაბნელების ნახვა, კარგი ამინდის პირობებში, შესაძლებელია აფრიკის კონტინენტიდან, ევროპის გარკვეული და აზიის უდიდესი ნაწილიდან, ასევე სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილსა და ავსტრალიის დასავლეთ ნაწილში. მთვარის სრულ დაბნელების პროცესი უკვე დაწყებულია.

„ჰაერი-ჰაერის“ კლასის რაკეტა

17 ივლისი 2019, 00:32

მსოფლიო

სალვინი: პოლიციის მიერ ნაპოვნი რაკეტა ჩემი მკვლელობის მომზადებას უკავშირდება

იტალიის ვიცეპრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ნაციონალისტური პარტია „ლიგას“ ლიდერი მატეო სალვინი აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ ტურინში ამოღებული იარაღის არსენალი, მათ შორის „ჰაერი-ჰაერის“ კლასის რაკეტა უკრაინელთა ჯგუფის მიერ მისი მკვლელობის მომზადებას უკავშირდება.

ჩაი

17 ივლისი 2019, 00:15

ტაბლოიდი

ბუკინგემის სასახლესთან 1 ფინჯანი იშვიათი სახეობის ჩაი 200 დოლარი ღირს

ჩაი შრი-ლანკის მაღალ მთებშია მოყვანილი. Golden Tips-ი ჩაის კრეფის სპეციალისტების მიერ ხელით არის შეგროვებული და ხავერდოვან ქსოვილზეა გამომშრალი. ძვირადღირებული ჩაი მხოლოდ სასტუმრო The Rubens-შია ხელმისაწვდომი. მისი დაგემოვნება ბუკინგემის სასახლის ხედებით ტკბობასთან ერთად არის შესაძლებელი.