imedi /  09 მაისი 2019, 12:37 / სანდო წყარო

ზუგდიდში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვება მიულოცეს

ფაშიზმი

ფაშიზმზე გამარჯვების დღე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ზუგდიდშიც მიულოცეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან" გიორგი შენგელიამ ვეტერანები მოინახულეს.

მათ მოისმინეს ვეტერანთა ისტორიები, მიულოცეს გამარჯვების დღე და გადასცეს სიმბოლური საჩუქრები. ზუგდიდში ამჟამად მეორე მსოფლიო ომის 8 ვეტერანი ცხოვრობს, მათ შორის 4 აფხაზეთიდან დევნილია. 

დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულა. 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

ყველა სიახლე

აქსანა გატაულინა

23 ივლისი 2019, 16:27

ტაბლოიდი

რუსმა ჭოკით მხტომელმა საპატიო წრე დროშის ნაცვლად პლედით გაირბინა

რუსმა ჭოკით მხტომელმა აქსანა გატაულინამ შვედეთში გამართულ ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ საპატიო წრე დროშის ნაცვლად პლედით გაირბინა. შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. სპორტსმენს რუსეთის დროშის გამოყენება არ შეეძლო, ვინაიდან ჩემპიონატში ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობდა.

23 ივლისი 2019, 16:23

კულტურა

ათწლეულის საუკეთესო ფილმები დასახელდა

სიის ლიდერი ბარი ჯენკინსის ფილმი „მთვარის შუქი“ გახდა, რომელმაც ოსკარის 3 ნომინაციაში გაიმარჯვა. მეორე ადგილს ჯონათან გლეიზერის „კანის ქვეშ“ იკავებს, რომელშიც მთავარ როლს სკარლეტ იოჰანსონი ასრულებს. რეიტინგში მესამე ადგილზეა ირანელი რეჟისორის აბას კიაროსტამის ფილმი „დადასტურებული ასლი“.

კატები

23 ივლისი 2019, 16:20

ტაბლოიდი

იაპონელი 20 წელია კატებს ვიდეოებს უღებს, მაგრამ ვერცერთი მათგანი პოპულარული ვერ გახდა 😿

52 წლის იაპონელი კაძუტაკა ნიიამა ყოველ დღე ზრუნავს ქუჩის კატებზე: მათ აჭმევს, წყალს ასმევს და ართობს. ასევე ნიიამა უკვე 8 წელია კატებს ვიდეოებს უღებს და Youtube-ზე ტვირთავს, მას ამ დროისთვის თითქმის 20 ათას ვიდეომდე აქვს განთავსებული - თითქმის დღეში ერთი ვიდეო. მის არხზე ყურადღება The Outline-ის ჟურნალისტმა ჯო ვიქსმა გაამახვილა.

23 ივლისი 2019, 15:59

მსოფლიო

რუსეთში კარვების ბანაკში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდა

როგორც გაირკვა, ხანძრისას 10 წლის ბიჭი თანატოლებს კარვებიდან გამოსვლაში ეხმარებოდა. შედეგად მან სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ კომაში ჩავარდა. მანამდე ინფორმაცია 3 მსხვერპლის შესახებ გავრცელდა.

23 ივლისი 2019, 15:58

საქართველო

რას ურჩევს ცნობილი ექიმი და ტელეწამყვანი ოთარ ტატიშვილი წნევიანებს ძლიერი სიცხის დროს

ცნობილმა ექიმმა და ტელეწამყვანმა ოთარ ტატიშვილმა „იმედის“ დილის რუბრიკაში „60+“ ამჯერად არტერიულ ჰიპერტენზიაზე ისაუბრა, რომელიც ხანდაზმულთა 80 პროცენტს აწუხებს. ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელიც სხვადასხვა სიმპტომით მთელი წლის განმავლობაში ვლინდება.

ვანო ზარდიაშვილი

23 ივლისი 2019, 15:45

საქართველო

ვანო ზარდიაშვილი: ეკა ბესელიას უმრავლესობის სხდომებიდან ინფორმაცია გაჰქონდა

ქართული ოცნების წევრი, ვანო ზარდიაშვილი აცხადებს, რომ ეკა ბესელიას უმრავლესობის სხდომებიდან ინფორმაცია გაჰქონდა და მას ნოდარ მელაძეს აწვდიდა. ამის შესახებ ზარდიაშვილმა რუსთავი 2-ს განუცხადა და ბესელია "ე.წ ვირთხად" მოიხსენია. დეპუტატის თქმით, "რუსთავი 2"-მა იცოდა უმრავლესობაში მიმდინარე შიდა პროცესები.

პაატა სალია

23 ივლისი 2019, 15:44

საქართველო

სალია ყველას სთხოვს, „რუსთავი 2“-ის ინტერესების დამაზიანებელი განცხადებებისგან თავი შეიკავონ

სალიას განმარტებით, სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა დროებითი ღონისძიების გაუქმების შესახებ, რაც ერთადერთი დამაბრკოლებელი გარემოება იყო კომპანიის მესაკუთრედ ქიბარ ხალვაშის აღრიცხვასთან დაკავშირებით. ტელეკომპანიის დირექტორი ყველას სთხოვს, თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი და ისეთი განცხადებების გაკეთებისაგან, რომელმაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს არხის ინტერესებს.

ნიკოლოზ ბასილაშილი

23 ივლისი 2019, 15:29

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირის პირველი ბარიერი მოიგო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირის პირველი ბარიერი მარტივად დაძლია. ტურნირის მოქმედი ქართველი ჩემპიონი ბოლივიელ უგო დელიენის დაუპირისპირდა. ბასილაშვილი ATP-ის ოფიციალურ რეიტინგში მე-16 ადგილს იკავებს, მისი მეტოქე კი მსოფლიოს 87-ე ჩოგანია.

Queen

23 ივლისი 2019, 15:23

კულტურა

Queen-ის „ბოჰემური რაფსოდია“ ძველ სიმღერებს შორის ერთადერთია, რომელსაც YouTube-ზე მილიარდზე მეტი ნახვა აქვს

ბრიტანული როკჯგუფის Queen-ის „ბოჰემური რაფსოდია“ ძველ სიმღერებს შორის ერთადერთია, რომელსაც YouTube-ზე მილიარდზე მეტი ნახვა აქვს. ეს სიმღერა ჯგუფის სოლისტმა ფრედი მერკურმა 1975 წელს დაწერა. თავდაპირველად ის სინგლის სახლით გამოვიდა, შემდეგ კი მასზე ვიდეორგოლი გადაიღეს. გამოსვლიდან პირველ კვირას ის ბრიტანული ჰიტაღლუმის ლიდერი გახდა.

23 ივლისი 2019, 15:17

კულტურა

Marvel-ის ფილმებში სმენადაქვეითებული, აზიელი დ გეი სუპერგმირები გამოჩნდებიან

BBC-ის ინფორმაციით, Marvel Studio-ს ახალ ფილმებში მეტი მრავალფეროვნება იქნება. როგორც ცნობილია, მაყურებლები სხვადასხვა ფილმში სმენადაქვეითებულ სუპერგმირს, პირველ აზიელ სუპერგმირსა და ღიად გეი სუპერგმირს იხილავენ. ცნობილია ისიც, რომ Marvel-ის ფილმებში ქალებიც უფრო მეტად გამოჩნდებიან.

ეკა ბესელია

23 ივლისი 2019, 15:16

საქართველო

ბესელია: რამდენიმე დღის წინ მითხრეს, რომ პასუხისგებაში მიცემული პირი არ იყო პირველწყარო

ახალი არაფერი მომისმენია. ვიცოდი ამ პატიმრის შესახებ და კიდევ ვსვამ კითხვას, ამდენი ხნის განმავლობაში მას ბრალი რატომ არ ჰქონდა წარდგენილი, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ეკა ბესელიამ შსს-ს ბრიფინგის შეფასებისას.

ბორის ჯონსონი

23 ივლისი 2019, 15:10

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი გახდა

კონსერვატიული პარტიის წევრებმა არჩევანი ბორის ჯონსონსა და ჯერემი ჰანტს შორის რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს. ჯონსონი ტერეზა მეის ჩაანაცვლებს და საქმიანობას 24 ივლისიდან შეუდგება.

ლაშა ჭელიძე ზურაბ ხორგუაშვილი, გიორგი ნემსაძე

23 ივლისი 2019, 14:52

სპორტი

გორის „დილას“ გიორგი ნემსაძე გაწვრთნის

გუნდის სპორტულმა დირექტორმა "დილის" უკვე ყოფილ უფროს მწვრთნელს გიორგი დეკანოსიძეს, რომელიც გუნდთან ბოლო 8 თვე იყო, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ მწვრთნელს კი წარმატებები უსურვა. ნემსაძის განცხადებით, პირველ ეტაპზე მთავარია გუნდი სარისკო ზონიდან გამოვიდეს და ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს.

ნინო ლომჯარია

23 ივლისი 2019, 14:45

საქართველო

ლომჯარიას აზრით, „რუსთავი 2“-ის ახალი მესაკუთრის მიერ აღსრულების მოთხოვნა კანონდარღვევა არ არის

კანონდარღვევა ვერ დავინახეთ იმაში, რომ რუსთავი2-ის ახალმა მესაკუთრემ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვა, განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გამოთქმულ შეფასებასთან დაკავშირებით.

მამუკა ჭელიძე

23 ივლისი 2019, 14:11

ძალოვნები

პასუხისგებაში მისცეს კაცი, რომელმაც დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტში პირველმა ატვირთა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოავლინა და პასუხისგებაში მისცა კაცი, რომელმაც დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა და გაავრცელა. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

საქალაქო სასამართლო

23 ივლისი 2019, 13:49

ძალოვნები

დედა-შვილ კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

გუშინ 9 ნაფიცმა მსაჯულმა 3-ის წინააღმდეგ ბრალდებულს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. ყუფარაძე ნაფიცებმა ყველა წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ცნეს. გამოძიება მას ორი ადამიანის განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებასა და შენახვას ედავებოდა.

არჩილ თალაკვაძე

23 ივლისი 2019, 13:31

საქართველო

თალაკვაძე: ჩემთვის უფრო მეტად შემაშფოთებელია ნიკა გვარამიას ნათქვამი, რომ „რუსთავი 2“ და მედია მის ხელში იარაღი იყო

როდესაც შუალედური, დროებითი ზომა მიიღო “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ ადრე, ის იმ წუთასვე გახდა შესრულების საგანი და მისი გასაჩივრება არ მომხდარა- ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, მისი გასაჩივრება არ მოხდება და არ ხდება ახლაც. რაც შეეხება კონვენციურ უფლებებს, ამას არანაირი გადაწყვეტილების ჩამოსვლა, როგორც გვარამიამ თქვა, არ სჭირდება სტრასბურგიდან.

23 ივლისი 2019, 13:22

მსოფლიო

სამხრეთ კორეა რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

BBC სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევა იაპონიის ზღვის თავზე, ტოკტოს (ტაკესიმას) კუნძულებთან მოხდა, რომელიც სეული საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, თუმცა მასზე ტოკიოც დაობს. სეული აცხადებს, რომ რუსეთმა სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცე ორჯერ დაარღვია. უცხოური მედია აღნიშნავს, რომ სამხრეთ კორეასა და რუსეთს შორის ეს ასეთი სახის პირველი ინციდენტია.

გია ვოლსკი

23 ივლისი 2019, 13:06

საქართველო

გია ვოლსკი: ოქრუაშვილი მსოფლიო რევოლუციის გარდა ყველაფერში მონაწილეობდა

„რბილად რომ ვთქვათ, ცოტა უცნაური განცხადებებია და არ ვფიქრობ, რომ ამ საკითხს მხოლოდ იმ ირონიით უნდა მივუდგეთ, რაც საზოგადოებაში ამ განცხადებებმა დაიმკვიდრა. სამართლებრივი ნაწილი მას გააჩნია და რა თქმა უნდა, სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს. ასეთი თვითაღიარება და ლუსტრაციის მაგალითები ჩვენს უახლოეს ისტორიაში არ მოიპოვება”, - აცხადებს ვოლსკი.

23 ივლისი 2019, 12:21

საქართველო

იუსტიციის სახლის ფილიალებში ახალი სერვისი დაინერგა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით, სერვისის დანერგვისთვის საჭირო ყველა პროცესი დასრულებულია და მომხმარებელს სერვისი შეუფერხებლად, იუსტიციის სახლისთვის ჩვეული მაღალი ხარისხით მიეწოდება. აღნიშნული ცნობა შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისებს შორის, რიგით მეორე ყველაზე მოთხოვნადი დოკუმენტია.