Imedi /  09 მაისი 2019, 14:35 / სანდო წყარო

სამი ვეტერანის ისტორია. ვიდეო

9 მაისი

დღეს 9 მაისია-ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 74 წელი გავიდა.  

მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულა. 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

„იმედის დღემ“ ომის სამი ვეტერანის ისტორიები ჩაწერა. ისინი არიან 96 წლის იოსებ ტუხაშვილი, 97 წლის ტარას იჩქიტიძე და 100 წლის მერი მაღრაძე.

იოსებ ტუხაშვილმა ის სიძნელეები გაიხსენა, რომლებიც ომის დროს გამოიარა. „4 დღე პური არ მიჭამია. გვეუბნებოდნენ, რომ დაიბომბა და ვერ მოვა. ყველაზე რთული ქერჩის ოპერაცია იყო: იქ 76 000 ადამიანი დაიღუპა", - ამბობს ვეტერანი.

მისი თქმით, ომში 1941 წელს წავიდა და სამშობლოში 1947 წელს დაბრუნდა. „ძალიან ძნელია იმ ემოციის გადმოცემა, რომელსაც შეხვედრა ეწოდება: დედა ტირის, მამა ტირის".

პროფესიით სტომატოლოგი მერი მაღრაძე იხსენებს, რომ ომის დაწყების დროს ის 23 წლის იყო. მისი თქმით, იგი ცოტა ხნით უკრაინაში იყო, თუმცა მალე დააბრუნეს სამშობლოში და ომის დასრულებამდე მუშაობა ადგილობრივი დაცვის პოლკში გააგრძელა.

ტარას იჩქიტიძის თქმით, ომის დაწყებისთანავე მისი ორივე ძმა ფრონტზე წავიდა, რის შემდეგაც ომში ჩაბმა თავადაც გადაწყვიტა. „დედ-მამისთვის და სკოლისთვის არაფერი მითქვამს. კომისარიატში მითხრეს, რომ სნაიპერი უნდა ვყოფილიყავი", - იხსენებს ვეტერანი.

ტარას იჩქიტიძე ფრონტის წინა ხაზზე 3 თვე იბრძოდა, სადაც ფეხსა და ზურგში დაჭრეს. „როცა ჰოსპიტალში მოვხვდი, დედას წერილი მივწერე, რომ ცოცხალი ვარ და გერმანელების წინააღმდეგ ვიბრძვი სტალინგრადში. დედაჩემი თურმე გარეთ იყო გამოსული, 3 შვილი დაკარგული ჰყავდა და ახალი გარდაცვლილი იყო. დედაჩემს უთქვამს, შვილო, გელოდე, გელოდე და ამდენი ხანია აღარ შემიძლიაო, წაქცეულა და რამდენიმე დღეში გარდაცვლილა", - იხსენებს ტარას იჩქიტიძე.

მისივე თქმით, ომიდან მასთან ერთად, მისი ორივე ძმა დაბრუნდა, თუმცა მათ მშობლები ცოცხლები აღარ დახვდნენ.

ყველა სიახლე

ერთხელ ჰოლივუდში

24 ოქტომბერი 2019, 00:49

კულტურა

„ერთხელ ჰოლივუდში“ კინოთეატრებში ახალი სცენებით დაბრუნდება

25 ოქტომბრიდან ფილმის ახალ ვერსიას აშშ-ის და კანადის 1000 კინოთეატრში აჩვენებენ. დამატებითი სცენების გათვალისწინებით სურათის ქრონომეტრაჟი 10 წუთით გაიზრდება. „ერთხელ ჰოლივუდში“ ტარანტინოს მე-9 ფილმია.

მარტინი სკორსეზე

24 ოქტომბერი 2019, 00:23

კულტურა

სკორსეზემ რომის კინოფესტივალზე „ირლანდიელი“ წარადგინა

რომის კინოფესტივალზე რეჟისორ მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმის „ირლანდიელის“ ჩვენება შედგა. სურათი ჩარლზ ბრანდტის რომანის ეკრანიზაციაა, რომლის მთავარი გმირიც დაქირავებული მკვლელი ფრენკ შირანი, მეტსახელად ირლანდიელია. მის როლს რობერტ დე ნირო ასრულებს.

სელენა გომესი

24 ოქტომბერი 2019, 00:11

კულტურა

სელენა გომესმა ახალი ვიდეორგოლი გამოუშვა

ამის შესახებ BIllboard-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ვიდეორგოლი სიმღერაზე „Lose You to Love Me“ სოფი მიულერმა გადაიღო. რეჟისორმა ამისთვის iPhone 11 Pro გამოიყენა. სიმღერა გომესის ახალ ალბომში შევა, რომლის გამოსვლის თარიღიც ჯერჯერობით უცნობია.

ბენი განცი

23 ოქტომბერი 2019, 23:47

მსოფლიო

ისრაელის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირება ბენი განცს სთხოვა

ოპოზიციის ლიდერს ამისთვის 28 დღე ექნება. განცის წარუმატებლობის შემთხვევაში პრეზიდენტი პარლამენტს პრემიერმინისტრობის სხვა კანდიდატის შერჩევას სთხოვს. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ისრაელში 17 სექტემბერს გაიმართა.

მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი

23 ოქტომბერი 2019, 23:39

ეკონომიკა

მოსახლეობის მსყიდველუნარიანობით ევროპაში ლიხტენშტაინი ლიდერობს

ანალიტიკურმა კომპანია Growth from Knowledge-მ(GfK) წელიწადში მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის მიხედვით ევროპის ქვეყნების რეიტინგი შეადგინა. რეიტინგში 42 ქვეყანა მოხვდა. მონაცემები ორგანიზაციის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. რეიტინგში პირველ ადგილზეა ლიხტენშტაინი.

ავარია ზუგდიდი

23 ოქტომბერი 2019, 23:12

ძალოვნები

შსს ზუგდიდში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით კომენტარს ავრცელებს

უწყების ინფორმაციით, „ოპელის“ მარკის ავტომობილი, რომელიც რუხი-ნაწულუკუს ტერიტორიაზე „ფოლკსვაგენს“ შეეჯახა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ჯერ კიდევ ზუგდიდში შენიშნეს. შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა.

23 ოქტომბერი 2019, 22:59

საქართველო

სახალხო დამცველი თამთა თოდაძეს და მის ადვოკატს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, საგამონაკლისო წესით დაუშვან აპარატისთვის სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის საქმის მასალებზე წვდომა. საუბარია საქმეზე, რომელზეც საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანია ბრალდებული.

რუდი ჯულიანი ლევ პარნასი

23 ოქტომბერი 2019, 22:46

მსოფლიო

აშშ-ში ტრამპის საარჩევნო კამპანიის დონორების სასამართლო პროცესი დაიწყო

პროკურატურა საბჭოთა კავშირში დაბადებულ ბიზნესმენებს ლევ პარნასს და იგორ ფრუმანმას საარჩევნო კამპანიის უცხოური სახსრების გამოყენების დაფინანსებას ედავებიან. ისინი სექტემბერში აშშ-ის დატოვების მცდელობისას დააკავეს.

იტალია, რომი

23 ოქტომბერი 2019, 22:37

მსოფლიო

იტალიაში ბავშვთა სიღარიბე სამჯერ გაიზარდა

იტალიაში ბავშვთა სიღარიბე ბოლო 10 წელიწადში სამჯერ გაიზარდა.ქვეყანაში რთულ ეკონომიკურ პირობებში ბავშვების 2,5% ცხოვრობს. ათი წლის წინ ეს მაჩვენებელი 3,7%-ს შეადგენდა. იტალიის ნაციონალური ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს მიღმა სამი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის 8,4%-ია.

საჰარ ტაბარი

23 ოქტომბერი 2019, 22:14

მსოფლიო

ირანში დაკავებული Instagram-ის ვარსკვლავი ტელეეთერში გამოჩნდა

ინტერვიუში 22 წლის საჰარ ტაბარი ყვება, რომ პოპულარობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა და სასურველი მიზნის მისაღწევად პლასტიკურ ქირურგიას მიმართა, ახლა კი ყველაფერს ნანობს. ქალი ოქტომბრის დასაწყისში, მკრეხელობის ბრალდებით დააკავეს.

Moodyʼs

23 ოქტომბერი 2019, 22:05

ეკონომიკა

Moodyʼs-მა რუსეთის ბანკებს საკრედიტო რეიტინგი გაუუარესა

სარეიტინგო კომპანია Moodyʼs-მა რუსული ბანკების საკრედიტო რეიტინგი „პოზიტიურიდან“ „სტაბილურისკენ“ შეცვალა. სააგენტომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის ეკონომიკის სუსტი ზრდის ფონზე მიიღო, რაც უახლოესი 12-18 თვის მანძილზე ქვეყნის საბანკო სექტორის მდგომარეობის გაუმჯობესებას შეაფერხებს.

23 ოქტომბერი 2019, 21:42

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ცილა GDF11-ი სიბერეს ებრძვის

საფრანგეთში, პასტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ცილა GDF11-ი სიბერეს ებრძვის და ორგანიზმს სიმსივნის განვითარებისაგან იცავს. კვლევის შედეგები პორტალ MedicalXpress-ზე გამოქვეყნდა. მკვლევარების ჯგუფმა ჩაატარა ცდა თაგვებზე, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცილას შეუძლია დიეტის იმიტაცია რომელიც ეფექტურია გულის და ონკოლოგიური დაავადებების დროს.

მამუკა ხაზარაძე ლელო

23 ოქტომბერი 2019, 21:38

ეკონომიკა

მოძრაობა „ლელო“ პროგრესბანკის დოკუმენტაციის გასაჯაროებას მოითხოვს

მოძრაობა „ლელო“ პროგრეს ბანკთან დაკავშირებით კობა გვენეტაძის განცხადებას ეხმაურება და ეროვნული ბანკის არქივებიდან 3 წლის წინანდელი ტრანზაქციების ამოღებას და გასაჯაროებას. შესაბამისი განცხადება მოძრაობის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

ტაილანდის მეფე მაჰა ვაჟირალონგკორნი

23 ოქტომბერი 2019, 20:59

მსოფლიო

ტაილანდის მეფემ სასახლის თანამშრომლები „უაღრესად ბოროტი“ საქციელისთვის გაათავისუფლა

ამის მიზეზი მათ მიერ თანამდებობების საკუთარი თავების და ახლობლების სასარგებლოდ გამოყენება გახდა, რაც მეფემ „უაღრესად ბოროტ“ საქციელად შეაფასა. გათავისუფლებულებს შორის პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი და სამეფო დაცვის ორი თანამშრომელია.

23 ოქტომბერი 2019, 20:51

სპორტი

ბათუმი ჭადრაკში ევროპის გუნდურ ჩემპიონატს მასპინძლობს

ბათუმი ჭადრაკში ევროპის გუნდურ ჩემპიონატს მასპინძლობს. ჩემპიონატი ბათუმის დრამატულ თეატრში საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა. თამაშები 24 ოქტომბერს 15:00 საათიდან დაიწყება. ჩემპიონის ტიტულისთვის გუნდები ევროპის 39 ქვეყნიდან იბრძოლებენ. საქართველოდან ჩემპიონატში სამი ქალთა და ორი ვაჟთა გუნდი მონაწილეობს.

გაერო ჟენევა

23 ოქტომბერი 2019, 20:35

მსოფლიო

სირიელმა ქურთმა ჟენევაში გაეროს შენობის წინ თავის დაწვა სცადა

31 წლის კაცმა თავზე საწვავი გადაისხა და შენობაში შეჭრას აპირებდა. დაცვის თანამშრომლებმა ცეცხლის ჩაქრობა მოახერხეს. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. პოლიციაში აცხადებენ, რომ დაშავებულის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ამიტომ მისი მოტივები ამ ეტაპზე უცნობია.

ქრთამის აღება

23 ოქტომბერი 2019, 20:33

ძალოვნები

სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით ქარელის საკრებულოს წევრი და მერის წარმომადგენელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავა. უწყება ამ საკითხზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი 2019, 20:14

მსოფლიო

ტრამპმა თურქეთს სანქციები მოუხსნა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს სანქციები მოუხსნა. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. „ფინანსთა მინისტრს დავავალე, რომ თურქეთის წინააღმდეგ 14 ოქტომბერს ძალაში შესული ფინანსური სანქციები გაუქმდეს“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

მოქალაქეების დეპორტაცია

23 ოქტომბერი 2019, 19:47

მსოფლიო

გერმანიიდან რუსეთის მოქალაქეების დეპორტაციის მაჩვენებელი გაიზარდა

ინფორმაციას Der Tagesspiegel-ი ქვეყნის მიგრაციის და ლტოლვილთა ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყნიდან 2017 წელს რუსეთის 184 მოქალაქე გააძევეს, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 422-მდე გაიზარდა.

ელ კლასიკო ბარსელონა რეალი

23 ოქტომბერი 2019, 19:35

სპორტი

„ბარსელონა“ და „რეალი“ ერთმანეთს 18 დეკემბერს შეხვდებიან

მატჩის ახალ თარიღს „ლა ლიგის“ ხელმძღვანელობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რადგან ამ დღეს სამეფო თასის მატჩები უნდა გაიმართოს. შეხვედრა 26 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა მატჩი კატალონიაში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო გადაიდო.