imedi /  09 მაისი 2019, 20:39 / სანდო წყარო

მარნეულში საქონლის მასობრივად დაცემა დაფიქსირდა

ძროხები

მარნეულის მუნიციპალიტეტში პირუტყვის დაცემის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ სააგენტოს განცხადებაში წერია.

„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში დაახლოებით 54 სული მსხვილფეხა პირუტყვის ერთდროულად დაცემის ფაქტი აღინიშნა.

ინფორმაციის მიღებისთანავე სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლები ვითარებას გაეცნენ და ლაბორატორიული კვლევისთვის პათოლოგიური მასალის ნიმუშები აიღეს, რის შემდეგაც დადგინდება პირუტყვის დაცემის მიზეზი.

მიმდინარეობს მოკვლევა, რომლის შედეგებსაც სურსათის ეროვნული სააგენტო მიღებისთანავე გაასაჯაროვებს“ - წერია განცხადებაში.

მეპატრონემ ვეტერინარულ აფთიაქში სპეციალური პრეპარატი შეიძინა, რითაც საქონელი დაბანა. მისი თქმით, ძროხები სწორედ ამ ხსნარით დაბანის შემდეგ დაიხოცნენ. კადრები „მარნეულის ტელევიზიამ“ გაავრცელა.

ყველა სიახლე

მამუკა ბახტაძე

23 ივლისი 2019, 18:00

საქართველო

მამუკა ბახტაძე უკრაინელებს თავისუფალი არჩევნების ჩატარებას ულოცავს

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე უკრაინელებს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ულოცავს. როგორც პრემიერი Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, მას სჯერა, რომ ჯერა, რომ წარმატებული არჩევნები უკრაინაში ხელს შეუწყობს დემოკრატიის, რეფორმებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის წინსვლას.

შალვა თადუმაძე

23 ივლისი 2019, 17:44

საქართველო

შალვა თადუმაძე: ჩემს კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე განვიხილავ

გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე საკუთარ კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე განიხილავს. ეს განცხადება შალვა თადუმაძემ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების შემდეგ გააკეთა. როგორც თადუმაძემ თქვა, პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ რომ არ არის, ამას თავისი საქმიანობით დღესაც უზრუნველყოფს.

ესპანეთის პარლამენტი

23 ივლისი 2019, 17:30

მსოფლიო

ესპანეთის პარლამენტმა პედრო სანჩესი პრემიერის პოსტზე არ დაამტკიცა

კენჭისყრის პირველ რაუნდში პრემიერის პოსტზე ასარჩევად სანჩესს დეპუტატთა აბსოლუტური უმრავლესობის, 350-დეპუტატიდან სულ მცირე 176-ის მხარდაჭერა სჭირდებოდა. მის კანდიდატურას მხარი 124-მა დეპუტატმა დაუჭირა, 170 წინააღმდეგი წავიდა, 52-მა თავი შეიკავა, კიდევ 4 დეპუტატი სხდომას სხვადასხვა მიზეზის გამო არ ესწრებოდა.

ეკა ბესელია

23 ივლისი 2019, 17:26

საქართველო

ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს ეთიკის საბჭოში უჩივლებს

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ვანო ზარდიაშვილს ეთიკის საბჭოში უჩივლებს. საქმე ეხება ზარდიაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს, მათ შორის დღევანდელ განცხადებას, რომელშიც დეპუტატმა ეკა ბესელია "ვირთხას" შეადარა.

23 ივლისი 2019, 17:16

საქართველო

საქართველოს საელჩომ გერმანულ ტელეარხს აფხაზეთის შესახებ არასწორი სიუჟეტის გამო წერილი გაუგზავნა

21 ივლისს გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გავიდა სიუჟეტი "აფხაზეთი - თოკით დაშვება საბჭოთა ნანგრევებზე". სიუჟეტში, დამახინჯებული იყო ისტორიული ფაქტები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აფხაზეთში არსებული ვითარება არ იყო სათანადოდ წარმოჩენილი.

ლი პენი

23 ივლისი 2019, 17:03

მსოფლიო

ჩინეთის ყოფილი პრემიერი, „პეკინელი ყასაბი“ ლი პენი გარდაიცვალა

ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ყოფილი პრემიერმინისტრი ლი პენი, რომელიც „პეკინელი ყასაბის“ სახელით არის ცნობილი, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ლი პენი 1928 წლის 20 ოქტომბერს დაიბადა, ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის პოსტს კი 1988-1998 წლებში იკავებდა.

ქალი

23 ივლისი 2019, 16:55

მსოფლიო

ამერიკელი პოლიციელები კონგრესმენი ქალისთვის სროლის მოწოდების გამო სამსახურიდან გაუშვეს

სოციალურ ქსელ Facebook-ზე კონგრესმენ ალექსანდრია ოკასიო-კორტესისთვის სროლის მოწოდების გამო ლუიზიანაში (აშშ) ორი პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. გრეტნას პოლიციის ხელმძღვანელმა არტურ ლოუსონმა განაცხადა, რომ პოლიციელების ქმედება არაპროფესიულია და კონგრესმენმენ ქალზე ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდებაა.

ნიკოლას უზოკა

23 ივლისი 2019, 16:42

კულტურა

22 წლის ლონდონელმა 10000-სიტყვიანი დისერტაცია რეპ-ალბომის სახით დაწერა

სწავლასა და ლექსების წერასთან ერთად ნიკოლასი მუსიკასაც წერდა და დისერტაციის დაწყების მომენტამდე რამდენიმე სიმღერაც ჰქონდა ჩაწერილი. დისერტაციის თემაზე ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ ამ საკითხის გაშლას - „ქალებთან ურთიერთობის მეტაფორის საშუალებით ღმერთისადმი დამოკიდებულების განმარტება“- სიმღერაში უფრო კარგად შეძლებს.

აქსანა გატაულინა

23 ივლისი 2019, 16:27

ტაბლოიდი

რუსმა ჭოკით მხტომელმა საპატიო წრე დროშის ნაცვლად პლედით გაირბინა

რუსმა ჭოკით მხტომელმა აქსანა გატაულინამ შვედეთში გამართულ ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ საპატიო წრე დროშის ნაცვლად პლედით გაირბინა. შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. სპორტსმენს რუსეთის დროშის გამოყენება არ შეეძლო, ვინაიდან ჩემპიონატში ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობდა.

23 ივლისი 2019, 16:23

კულტურა

ათწლეულის საუკეთესო ფილმები დასახელდა

სიის ლიდერი ბარი ჯენკინსის ფილმი „მთვარის შუქი“ გახდა, რომელმაც ოსკარის 3 ნომინაციაში გაიმარჯვა. მეორე ადგილს ჯონათან გლეიზერის „კანის ქვეშ“ იკავებს, რომელშიც მთავარ როლს სკარლეტ იოჰანსონი ასრულებს. რეიტინგში მესამე ადგილზეა ირანელი რეჟისორის აბას კიაროსტამის ფილმი „დადასტურებული ასლი“.

კატები

23 ივლისი 2019, 16:20

ტაბლოიდი

იაპონელი 20 წელია კატებს ვიდეოებს უღებს, მაგრამ ვერცერთი მათგანი პოპულარული ვერ გახდა 😿

52 წლის იაპონელი კაძუტაკა ნიიამა ყოველ დღე ზრუნავს ქუჩის კატებზე: მათ აჭმევს, წყალს ასმევს და ართობს. ასევე ნიიამა უკვე 8 წელია კატებს ვიდეოებს უღებს და Youtube-ზე ტვირთავს, მას ამ დროისთვის თითქმის 20 ათას ვიდეომდე აქვს განთავსებული - თითქმის დღეში ერთი ვიდეო. მის არხზე ყურადღება The Outline-ის ჟურნალისტმა ჯო ვიქსმა გაამახვილა.

23 ივლისი 2019, 15:59

მსოფლიო

რუსეთში კარვების ბანაკში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდა

როგორც გაირკვა, ხანძრისას 10 წლის ბიჭი თანატოლებს კარვებიდან გამოსვლაში ეხმარებოდა. შედეგად მან სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ კომაში ჩავარდა. მანამდე ინფორმაცია 3 მსხვერპლის შესახებ გავრცელდა.

23 ივლისი 2019, 15:58

საქართველო

რას ურჩევს ცნობილი ექიმი და ტელეწამყვანი ოთარ ტატიშვილი წნევიანებს ძლიერი სიცხის დროს

ცნობილმა ექიმმა და ტელეწამყვანმა ოთარ ტატიშვილმა „იმედის“ დილის რუბრიკაში „60+“ ამჯერად არტერიულ ჰიპერტენზიაზე ისაუბრა, რომელიც ხანდაზმულთა 80 პროცენტს აწუხებს. ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელიც სხვადასხვა სიმპტომით მთელი წლის განმავლობაში ვლინდება.

ვანო ზარდიაშვილი

23 ივლისი 2019, 15:45

საქართველო

ვანო ზარდიაშვილი: ეკა ბესელიას უმრავლესობის სხდომებიდან ინფორმაცია გაჰქონდა

ქართული ოცნების წევრი, ვანო ზარდიაშვილი აცხადებს, რომ ეკა ბესელიას უმრავლესობის სხდომებიდან ინფორმაცია გაჰქონდა და მას ნოდარ მელაძეს აწვდიდა. ამის შესახებ ზარდიაშვილმა რუსთავი 2-ს განუცხადა და ბესელია "ე.წ ვირთხად" მოიხსენია. დეპუტატის თქმით, "რუსთავი 2"-მა იცოდა უმრავლესობაში მიმდინარე შიდა პროცესები.

პაატა სალია

23 ივლისი 2019, 15:44

საქართველო

სალია ყველას სთხოვს, „რუსთავი 2“-ის ინტერესების დამაზიანებელი განცხადებებისგან თავი შეიკავონ

სალიას განმარტებით, სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა დროებითი ღონისძიების გაუქმების შესახებ, რაც ერთადერთი დამაბრკოლებელი გარემოება იყო კომპანიის მესაკუთრედ ქიბარ ხალვაშის აღრიცხვასთან დაკავშირებით. ტელეკომპანიის დირექტორი ყველას სთხოვს, თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი და ისეთი განცხადებების გაკეთებისაგან, რომელმაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს არხის ინტერესებს.

ნიკოლოზ ბასილაშილი

23 ივლისი 2019, 15:29

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირის პირველი ბარიერი მოიგო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირის პირველი ბარიერი მარტივად დაძლია. ტურნირის მოქმედი ქართველი ჩემპიონი ბოლივიელ უგო დელიენის დაუპირისპირდა. ბასილაშვილი ATP-ის ოფიციალურ რეიტინგში მე-16 ადგილს იკავებს, მისი მეტოქე კი მსოფლიოს 87-ე ჩოგანია.

Queen

23 ივლისი 2019, 15:23

კულტურა

Queen-ის „ბოჰემური რაფსოდია“ ძველ სიმღერებს შორის ერთადერთია, რომელსაც YouTube-ზე მილიარდზე მეტი ნახვა აქვს

ბრიტანული როკჯგუფის Queen-ის „ბოჰემური რაფსოდია“ ძველ სიმღერებს შორის ერთადერთია, რომელსაც YouTube-ზე მილიარდზე მეტი ნახვა აქვს. ეს სიმღერა ჯგუფის სოლისტმა ფრედი მერკურმა 1975 წელს დაწერა. თავდაპირველად ის სინგლის სახლით გამოვიდა, შემდეგ კი მასზე ვიდეორგოლი გადაიღეს. გამოსვლიდან პირველ კვირას ის ბრიტანული ჰიტაღლუმის ლიდერი გახდა.

23 ივლისი 2019, 15:17

კულტურა

Marvel-ის ფილმებში სმენადაქვეითებული, აზიელი და გეი სუპერგმირები გამოჩნდებიან

BBC-ის ინფორმაციით, Marvel Studio-ს ახალ ფილმებში მეტი მრავალფეროვნება იქნება. როგორც ცნობილია, მაყურებლები სხვადასხვა ფილმში სმენადაქვეითებულ სუპერგმირს, პირველ აზიელ სუპერგმირსა და ღიად გეი სუპერგმირს იხილავენ. ცნობილია ისიც, რომ Marvel-ის ფილმებში ქალებიც უფრო მეტად გამოჩნდებიან.

ეკა ბესელია

23 ივლისი 2019, 15:16

საქართველო

ბესელია: რამდენიმე დღის წინ მითხრეს, რომ პასუხისგებაში მიცემული პირი არ იყო პირველწყარო

ახალი არაფერი მომისმენია. ვიცოდი ამ პატიმრის შესახებ და კიდევ ვსვამ კითხვას, ამდენი ხნის განმავლობაში მას ბრალი რატომ არ ჰქონდა წარდგენილი, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ეკა ბესელიამ შსს-ს ბრიფინგის შეფასებისას.

ბორის ჯონსონი

23 ივლისი 2019, 15:10

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი გახდა

კონსერვატიული პარტიის წევრებმა არჩევანი ბორის ჯონსონსა და ჯერემი ჰანტს შორის რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს. ჯონსონი ტერეზა მეის ჩაანაცვლებს და საქმიანობას 24 ივლისიდან შეუდგება.