imedi /  10 მაისი 2019, 13:22 / სანდო წყარო

აეროპორტებში მგზავრებს ქართველ მესაზღვრეებთან ერთად ფრანგებიც შეამოწმებენ

აეროპორტი

დღეს საქართველო-საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრების პრესკონფერენციაზე გაირკვა, რომ საქართველოს საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები საფრანგეთში იმ ქალაქებში იქნებიან წარმოდგენილები, სადაც საქართველოდან პირდაპირი რეისები არსებობს.

საქართველოს შს მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ეს ღონისძიება პრევენციული სახისაა.

"უვიზო მიმოსვლა საქართველოს ბოლო ათწლეულების ყველაზე დიდი მიღწევაა. მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს კოლეგებს, რომლებსაც ძალიან კარგად ესმით, რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის განვითრებისთვის ამ მიღწევის შენარჩუნება და რა თქმა უნდა, ეს მიღწევა არც ერთ შემთხვევაში არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, თუმცა ჩვენი მხრიდან გარკვეული კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს. ასეთი ნაბიჯები გადავდგით ჩვენით დამოუკიდებლად.

საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები როგორც საფრანგეთიდან იქნებიან საქართველოში წარმოდგენილები, ასევე ქართული საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები იქნებიან საფრანგეთში, იმ ქალაქებში, სადაც იქნება პირდაპირი ფრენები. იმისთვის, რომ ჩვენ წინასწარ მოვახერხოთ იმ რისკების შეფასება, რომელიც შეიძლება არსებობდეს შემდგომ თავშესაფრის მოთხოვნის კონტექსტში. ძირითადი ნაწილი აქ არის პრევენციაზე მუშაობა“, -აცხადებს შს მინისტრი.

საქართველოში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა განაცხადა, რომ ნორმალური არაა საქართველო ნომერ პირველი იყოს საფრანგეთში თავშესაფრის მომთხოვნთა შორის. ფრანგმა მინისტრმა ამ კუთხით ერთობლივი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ყველა სიახლე

26 მაისი 2019, 22:54

მსოფლიო

ევროპარლამენტის არჩევნების ეგზიტპოლების შედეგები ვრცელდება

ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, ავსტრიაში ევროპარლამენტის არჩევნებში ფედერალური კანცლერის სებასტიან კურცის „ავსტრიის სახალხო პარტია“ ლიდერობს. ორგანიზაციების SORA-ს და ARGE Wahlen-ის მონაცემებით, კურცის პარტია ხმათა 34,5%-ს მიიღებს. მეორე ადგილზე სოციალ-დემოკრატიული პარტია (23,5%), მესამეზე კი მემარჯვენე პოპულისტური „თავისუფლების პარტია“ (17,5%) გადის.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 მაისი 2019, 22:10

საქართველო

ღარიბაშვილი: სახელმწიფოს ინტერესებშია კონსტრუქციული ოპოზიციის დაბადება

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციის პოლიტიკურ გეგმებს ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს. პოლიტიკოსის თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი კანდიდატი სანდრა რულოვსი კანონის ფარგლებს გასცდება, პასუხი ადეკვატური იქნება.

საპატრულო პოლიცია

26 მაისი 2019, 21:12

ძალოვნები

ლაგოდეხში ექსკურსიაზე მყოფი მოსწავლე მდინარეში გადავარდა

ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ექსკურსიაზე მყოფი სკოლის მოსწავლეებიდან ერთ-ერთი მდინარეში ჩავარდა. „ადგილზე გამოცხადდნენ რეინჯერები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლაგოდეხისა და გურჯაანის სამაშველო ჯგუფები, რომლებიც საძიებო სამუშაოებში დაუყოვნებლივ ჩაერთნენ“.

ნენსი პელოსი

26 მაისი 2019, 20:40

ტექნოლოგიები

Facebook-ი ნენსი პელოსის დამონტაჟებულ ვიდეოს არ შლის

22 მაისს სოციალურ ქსელებში გავრცელდა დამონტაჟებული ვიდეოჩანაწერი, რომელზეც წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის საუბარი ისეა შეცვლილი, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ის მთვრალია. გვერდ Politics WatchDog-ზე გავრცელებულმა ვიდეომ 2,7 მილიონზე მეტი ნახვა და თითქმის 50 ათასი გაზიარება დააგროვა.

ევერესტი

26 მაისი 2019, 20:39

მსოფლიო

ნეპალის ხელისუფლება ევერესტზე მთამსვლელების დაღუპვის მიზეზს განმარტავს

ნეპალის ხელისუფლება უარყოფს ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ევერესტზე მთამსვლელების დაღუპვის ფაქტების გაზრდა მათ მიერ მთაზე ასასვლელად საჭირო რეკორდული ლიცენზიის გაცემას უკავშირდება. ბრიტანული მედიის ცნობით, ტურიზმის დეპარტამენტი სხვა ფაქტორებზე მიუთითებს.

პერუ

26 მაისი 2019, 20:05

მსოფლიო

პერუში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

პერუში მიწისძვრას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 11 დაშავდა, 50 სახლი კი განადგურდა. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების ცენტრის ინფორმაციით, ასევე დაზიანდა რამდენიმე სკოლა, ეკლესია და საავადმყოფო. პერუში 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, წერს Reuters-ი ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურზე დაყრდნობით.

ალბინოსი პანდა

26 მაისი 2019, 19:54

ტაბლოიდი

ჩინეთში ალბინოს პანდას ფოტო პირველად გადაუღეს

ჩინეთში, ვოლონგის ნაკრძალში ინფრაწითელმა კამერამ ალბინოსი პანდას ფოტო გადაიღო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „სინჰუა“ ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ფოტო მიმდინარე წლის აპრილში, ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე არის გადაღებული.

ამინდი

26 მაისი 2019, 19:45

საქართველო

ცნობილია რამდენ დღეს გაგრძელდება უამინდობა საქართველოში

დღეს თბილისში დროგამოშვებით იწვიმებს. საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგიერთ რაიონში ელჭექთან ერთად. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, 27 მაისს აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვაა მოსალოდნელი. საქართველოში 29 მაისიდან გამოიდარებს

ლუის ჰემილტონი

26 მაისი 2019, 19:36

სპორტი

ჰემილტონმა მონაკოს გრანპრი მოიგო

მეორე ადგილზე „რედ ბულის“ პილოტი მაქს ფერსტაპენი გავიდა, თუმცა მის დროს ფინიშზე პიტსტოპის შემდეგ ბოქსებიდან სახიფათო გასვლის გამო 5 წამი დაემატა, რის გამოც ფერსტაპენმა მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა, მეორე და მესამე ადგილებზე კი სებასტიან ფეტელი („ფერარი“) და ვალტერი ბოტასი („მერსედესი“) აღმოჩნდნენ.

ტორნადო ოკლაჰომაში

26 მაისი 2019, 19:23

მსოფლიო

ოკლაჰომაში ტორნადოს მსხვერპლი მოჰყვა

ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილოეთ ნაწილში ტორნადო რამდენიმე დღეა მძვინვარებს. ადგილობრივი მთავრობის განმარტებით, სტიქიამ სასტუმრო და სახლები დააზიანა. არიან დაშავებულებიც. რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს სამკურნალოდ.

რობოტი Digit -ი

26 მაისი 2019, 19:08

ტექნოლოგიები

Ford-მა ამანათების დამრიგებელი რობოტი შექმნა

ავტოგიგანტმა Ford-მა კომპანია Agility Robotics - თან ერთად შექმნა რობოტი Digit -ი, რომელიც 18 კილოგრამამდე წონის ამანათებს დაარიგებს. რობოტს შეუძლია გადაადგილება არასწორ ზედაპირზე, წინააღმდეგობის გადალახვა, კიბეზე ასვლა-ჩამოსვლა და ასევე გაუთვალისწინებელი შეჯახების დროს ვერტიკალური მდგომარეობის შენარჩუნება.

„მანეკენ პისი“

26 მაისი 2019, 19:05

საქართველო

ჩოხაში გამოწყობილ ბრიუსელის სიმბოლოს მრავალჟამიერი უმღერეს

ბელგიელებმა ჩოხაში გამოწყობილ ბელგიის სიმბოლოს „მანეკენ პისის“ სიმღერა, ანსამბლმა „მამულმა“ კი მრავალჟამიერი უმღერა. „მანეკენ პისი“ ბრიუსელში 1618 წელს განათავსეს და მას არაერთი ლეგენდა უკავშირდება.

26 მაისი 2019, 19:04

ვიდეო

✔ 1919 წელი. 26 მაისი. თბილისში დამოუკიდებლობის 1 წელი იზეიმეს

26 მაისი 2019, 19:01

ვიდეო

ჩოხაში გამოწყობილ ბრიუსელის სიმბოლოს მრავალჟამიერი უმღერეს

სალომე ზურაბიშვილი

26 მაისი 2019, 19:00

საქართველო

პრეზიდენტმა ნოდარ ნათაძე და გულნარა ჩაფიძე დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, რომელიც მიხედვითაც ყოველი წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრეზიდენტი დააჯილდოებს იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევიან.

მაღაროელების აქცია

26 მაისი 2019, 18:44

საქართველო

ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლებისა და მაღაროელების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

ჭიათურაში ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლებისა და გაფიცული მაღაროელების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ხელფასების გაზრდის საკითხს განიხილავდნენ, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. შეხვედრა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

მეგან მარკლი

26 მაისი 2019, 18:31

ტაბლოიდი

მეგან მარკლი ტრამპისადმი მიძღვნილ საპატიო მიღებას არ დაესწრება

სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი დიდ ბრიტანეთში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვიზიტის ფარგლებში თეთრი სახლის ლიდერის საპატივცემულოდ გამართულ მიღებას არ დაესწრება. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Express-ი წერს.

კატმანდუ

26 მაისი 2019, 18:04

მსოფლიო

კატმანდუში ორი აფეთქება მოხდა

აფეთქებები ქალაქის სხვადასხვა ნაწილებში მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, აფეთქებების უკან უკანონო კომუნისტური ორგანიზაცია დგას, რომელიც საკუთარი მხარდამჭერების დაკავებას აპროტესტებს. ერთ-ერთი აფეთქების ადგილზე სამართალდამცველებმა ორგანიზაციის ბუკლეტები და პროპაგანდისტული მასალები აღმოაჩინეს.

ლევან მატიაშვილი გიორგი პაპუნაშვილი

26 მაისი 2019, 17:48

სპორტი

ჩინეთის გრან პრიზე ქართველმა ძიუდოისტებმა 2 მედალი მოიპოვეს

გიორგი პაპუნაშვილი (-90კგ) და ლევან მატიაშვილი (+100კგ) ბრინჯაოს გრან პრის სპორტული ღონისძიების ბოლო დღეს დაეუფლნენ. ტურნირში 43 ქვეყნის 301 სპორტსმენმა მონაწილეობდა. ჩინეთის ქალაქ ჰუშში გამართულ შეჯიბრზე 6 ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა.

ასანოიამა
დონალდ ტრამპი

26 მაისი 2019, 17:48

სპორტი

სუმოს მაისის თასის გამაჯვებულს ჯილდო დონალდ ტრამპმა გადასცა

სუმოს მაისის ტურნირის, ნაცუ ბაშოს გამარჯვებულს თასი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრმპმა გადასცა. აშშ-სგან ჯილდო ასანოიამას გადაეცა. 25 წლის ასანოიამა სამი მარცხის მიუხედავად მაისის ბაშოს გამარჯვებული გახდა. მან გამარჯვება ვადაზე ადრე იზეიმა და იმპერატორის თასიც დაიმსახურა.