Imedi /  10 მაისი 2019, 16:09 / სანდო წყარო

გახარია პანკისზე: როგორც ჩანს არ იყო საკმარისი ანალიზი და სამწუხარო შედეგი მივიღეთ

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

შს მინისტრის განცხადებით, სხვადასხვა უწყების მიერ, მათ შორის, შსს-ს მხრიდანაც არ იყო საკმარისი ანალიზი და მიღებულია შედეგი, რომელიც არ უნდა მიგვეღო.  

ამის შესახებ გიორგი გახარიამ პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის საკითხის ირგვლივ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან თქვა.  

„როგორც ჩანს, სხვადასხვა უწყების მიერ, მათ შორის შსს-ს მხრიდანაც არ იყო საკმარისი ანალიზი და მივიღეთ ის შედეგი, რომელიც სამწუხაროა და რომელიც არ უნდა მიგვეღო.

რაც შეეხება ინვესტორის ინტერესებს, რა თქმა უნდა, ჩვენი პირველი ნაბიჯები განსაზღვრული და განპირობებული იყო ინვესტორის დაცვიდან გამომდინარე.

მოგეხსენებათ, მე არ წარმოვადგენ ეკონომიკის სამინისტროს და რა კრიტერიუმებით და რა პირობებში უნდა აშენდეს ჰესი არ არის ჩემი კომპეტენცია.

შსს-ს უფლებამოსილება გახლავთ ის, რომ იქ, სადაც არსებობს სახელმწიფოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა და მშენებელი იწყებს ფუნქციონირებას, შსს-მ დაიცვას მართლწესრიგი და უსაფრთხოება ამ ხალხის. ეს არის ჩვენი ამოცანა, რასაც პანკისში ვასრულებდით.

თუმცა პასუხისმგებლობა ყველას თავისი სეგმენტის ნაწილში აქვს და როგორც ჩანს, ჩვენს ნაწილშიც არასაკმარისი ანალიზი გაკეთდა. ჩვენ ვაანალიზებთ ყველაფერს, აქ არ არის საუბარი მხოლოდ ერთ დღეზე, საუბარია ყველაფერ იმაზე, რაც ამას უძღოდა წინ - ერთი თვე, ერთი წელი და შესაბამისად, ჩვენს დასკვნებს წარვუდგენთ საზოგადოებას“, - განაცხადა მინისტრმა.

21 აპრილს პანკისის ხეობაში მოქალაქეებმა ჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. პროტესტს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. 

ხეობაში მომხდარი დაპირისპირების გამო სამედიცინო დახმარება 55 ადამიანს გაეწია, მათ შორის 38 პოლიციელსა და 17 ადგილობრივს. შსს-მ პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ყველა სიახლე

გიფი

14 ოქტომბერი 2019, 21:10

ტექნოლოგიები

ციფრულ ჩარჩოებში ჩასმული გიფების კოლექცია შეიქმნა

კომპანია Infinite Objects-მა სერვის Giphy-სთან და დიზაინერილ სტუდია Planeta-სთან ერთად სპეციალურ ციფრულ ჩარჩოში ჩასმული ანიმაციების კოლექცია გამოუშვა. პირველი კოლექცია შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა, მისი ფასი კი 299 დოლარია.

ფატმა სერენ იაზგანი

14 ოქტომბერი 2019, 21:07

საქართველო

თურქეთის ელჩი: ქურთისტანის მუშათა პარტიასთან დაპირისპირებაში მარტო ვართ

თურქეთი ნატოს ერთადერთი სახელმწიფოა, რომლის სახმელეთო ჯარიც ისლამისტების წინააღმდეგ იბრძვის, თუმცა ქურთისტანის მუშათა პარტიასთან დაპირისპირებაში ჩვენ მარტო ვართ, განაცხადა თურქეთის ელჩმა საქართველოში ფატმა სერენ იაზგანმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.

ინგლისი

14 ოქტომბერი 2019, 20:48

მსოფლიო

ბულგარეთში საფეხბურთო მატჩისთვის ჩასული ინგლისელი გულშემატკივარი გარდაცვლილი იპოვეს

ბულგარეთში საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად ჩასული ინგლისელი გულშემატკივარი სოფიას ცენტრში გარდაცლილი იპოვეს. ბრიტანული მედიის ცნობით, პოლიცია 32 წლის ინგლისელის გარდაცვალების მიზეზს არკვევს. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის და პოლიცია 32 წლის ინგლისელის გარდაცვალების მიზეზს არკვევს.

14 ოქტომბერი 2019, 20:28

მსოფლიო

აშშ-ში ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი შეურაცხყვეს

როდ-აილენდის შტატის ქალაქ პროვიდენსში ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი შეურაცხყვეს. ვანდალებმა მას წითელი საღებავი შეასხეს და წარწერა „შეწყდეს გენოციდის ზეიმი“ დატოვეს. აშშ-ში ოქტომბრის მეორე ორშაბათს კოლუმბის დღე აღინიშნება, რომელიც იტალიელი მოგზაურის ამერიკაში ჩასვლას ეძღვნება.

„ლანჩხუთი“

14 ოქტომბერი 2019, 20:10

სპორტი

საქართველოს ქალთა ლიგის გამარჯვებული „ლანჩხუთი“ გახდა

საქართველოს ქალთა ლიგის ეგიდით გამართული 18 შეხვედრიდან „ლანჩხუთმა“ 17 მოიგო, მხოლოდ ერთხელ დამარცხდა და უშუალო კონკურენტს, თბილისის „ნიკეს“ ურთიერთშეხვედრების ხარჯზე აჯობა. ჩემპიონის სტატუსით „ლანჩუთი“ საქართველოს უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმოადგენს.

Eshvi Kids

14 ოქტომბერი 2019, 19:54

ეკონომიკა

საქართველოში შეკერილი საბავშვო ტანსაცმელი იაპონიაში ექსპორტზე გავიდა

Eshvi Kids-მა იაპონურ კომპანია Roherma-სთან ბიზნესკავშირები საერთაშორისო გამოფენა Pitti Bimbo-ზე დაამყარა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაღაზიაა არა მხოლოდ იაპონიის, არამედ აშშ-ს მასშტაბითაც. გამოფენა Pitti Bimbo ივნისში ქალაქ ფლორენციაში გაიმართა.

14 ოქტომბერი 2019, 19:52

თემა

რა არის ავტოკეფალია და რით განსხვავდება ის საეკლესიო ავტონომიისგან?

დღეისათვის 15 მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია არსებობს, აქედან 14 საყოველთაოდ არის აღიარებული. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 9 საპატრიარქო ეკლესიას შორისაა. ამერიკის მართლმადიდებელ ეკლესიას კი, რომლის ავტოკეფალიას მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი, მათ შორის საქართველოს საპატრიარქო აღიარებს, კონსტანტინეპოლი არ ცნობს. სამაგიეროდ, მსოფლიო პატრიარქი მხარს უჭერს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, რასაც მართლმადიდებელ სამყაროში დაპირისპირება მოჰყვა.

სევანის ტბა

14 ოქტომბერი 2019, 18:53

მსოფლიო

სომხეთი სევანის ტბიდან წყლის მოხმარების აკრძალვას გეგმავს

სომხეთში სევანის ტბიდან წლის მოხმარების სრულ აკრძალვას აპირებენ. დონის დაწევის გამო აღნიშნული ინიციატივა საპარლამენტო კომიტეტმა დააყენა. დეპუტატების განცხადებით, მოქმედი კანონი 170 მლნ კუბურ მეტრზე მეტი წყლის მოხმარებას კრძალავს, საკანონმდებლო ცვლილება კი წყლის მოხმარების სრულ აკრძალვას ითვალისწინებს.

ქვიშის თამაშები

14 ოქტომბერი 2019, 18:44

სპორტი

დოჰაში ქვიშის თამაშებში დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ჩაერთვებიან

ყატარის დედაქალაქ დოჰაში, სადაც მსოფლიოს პირველი ქვიშის თამაშები მიმდინარეობს, დღეს ასპარეზობაში ჩაერთვებიან საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების წევრები. დღევანდელ შეხვედრებში მედლებისთვის იბრძოლებენ ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ) და დავით მარსაგიშვილი (90 კგ).

კატალონია

14 ოქტომბერი 2019, 18:35

მსოფლიო

კატალონიელი ლიდერების განაჩენი ბარსელონაში აქციებით გააპროტესტეს

ბარსელონაში გამართულ აქციაზე ერთ-ერთ მონაწილეს ბანერი ეჭირა წარწერით: "მე არ ვარ დამოუკიდებლობის მომხრე, მაგრამ არც იდიოტი ვარ". ცენტრალურ ბარსელონაში სამანქანო მოძრაობა თითქმის შეუძლებელი იყო, რადგან აქციის მონაწილეები ქალაქის სხვადასხვა უბანში შეიკრიბნენ.

გოგა ბითაძე

14 ოქტომბერი 2019, 18:35

სპორტი

გოგა ბითაძემ „ინდიანას“ ქომაგებისთვის იმღერა. ვიდეო

კალათბურთის მაღალ დონეზე თამაშის გარდა, გოგა ბითაძემ გულშემატკივარს თავი სხვა ამპლუაშიც გააცნო. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ახალი სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, „ინდიანას“ ახალწვეულებმა შოუ დადგეს და სხვადასხვა ჰიტები შეასრულეს.

ჩინეთი

14 ოქტომბერი 2019, 18:30

მსოფლიო

ჩინეთში ბანკის შენობის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

ჩინეთში ბანკის შენობის ჩამონგრევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. შემთხვევა ძილინის პროვინციაში მოხდა. მაშველები ნანგრევებში მოყოლილ 4 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. გავრცელებული ცნობით, შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

თურქული ჯარი სირიაში

14 ოქტომბერი 2019, 18:19

მსოფლიო

ევროკავშირი თურქეთს სირიიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებს

შესაბამისი განცხადება ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა. „ევროკავშირი გმობს თურქეთის სამხედრო ოპერაციას, რომელიც რეგიონში სტაბილურობას საფრთხეს უქმნის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჰაგიბისი

14 ოქტომბერი 2019, 17:48

მსოფლიო

იაპონიაში სამაშველო ოპერაციის დროს ვერტმფრენიდან 77 წლის ქალი გადავარდა

იაპონიაში სამაშველო ოპერაციის დროს 70 წლის ქალი შემთხვევით ვერტმფრენიდან გადავარდა და დაიღუპა. ტოკიოს საგანგებო სამსახურმა მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ მაშველებს ქალისთვის სპეციალური დამცავი თასმის გაკეთება დაავიწყდათ.

მედლინ მუნი

14 ოქტომბერი 2019, 17:43

საქართველო

მედლინ მუნი: რუსეთი ცდილობს არალეგალურად დაყოს საქართველო

თავის გამოსვლაში რუსულ ოკუპაციაზე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მედლინ მუნმა ისაუბრა.მისი თქმით, რუსეთს სურს, გამყოფი ხაზი გახდეს დადგენილი საზღვარი და ცდილობს, არალეგალურად დაჰყოს საქართველო. მან ორი კვირის წინ საქართველოში ვიზიტი გაიხსენა.

დევნილები

14 ოქტომბერი 2019, 17:36

საქართველო

ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილების აქცია 1 თვეა გრძელდება

მათი განცხადებით, ბინების გადანაწილებისთვის, სამინისტროს მიერ შემოღებული ქულებისა და კრიტერიუმების სისტემა უსამართლოა. რამდენიმე დევნილმა პროტესტის უკიდურეს ფორმასაც მიმართა, ისინი შვიდი დღის განმავლობაში შიმშილობდნენ.

მორის ყვითელაშვილი

14 ოქტომბერი 2019, 17:29

სპორტი

მორის ყვითელაშვილი ყაზახეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

ყვითელაშვილმა 245 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ რუს მაკარ იგნატოვს 30 ქულით გაუსწრო. ტურნირი ყაზახი მოციგურავის, 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორის, დენის ტენის სახელობის იყო, რომელიც 2018 წელს ტრაგიკულად დაიღუპა.

ანაკლიის პორტი

14 ოქტომბერი 2019, 17:27

ეკონომიკა

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინვესტორების ვინაობა ხვალ გაირკვევა

ანაკლიის კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი კი ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე სამ ინვესტორზე საუბრობს. ერთი ინვესტორი აქამდეც იყო ცნობილი - "მერიდიანი", მეორე ინვესტორი - ჰოლანდიური "ვან ორდი" და მესამე ინვესტორი, როგორც გაირკვა ამერიკული საინვესტიციო ფონდია.

ტაიფუნი ჰაგიბისი

14 ოქტომბერი 2019, 17:20

მსოფლიო

იაპონიაში ტაიფუნ „ჰაგიბისს“ უკვე 55 ადამიანი ემსხვერპლა

იაპონიაში ტაიფუნ „ჰაგიბისს“ უკვე 55 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Kyodo ავრცელებს. კიდევ 16 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, დაშავებულთა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა.

ოპერაცია

14 ოქტომბერი 2019, 17:12

ტაბლოიდი

აშშ-ში კაცს შარდის ბუშტიდან ტყვია 18 წლის შემდეგ ამოუღეს

2001 წელს კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლს. მას ტყვია შარდის ბუშტში მოხვდა, თუმცა მაშინ ქირურგებმა ჩათვალეს, რომ ოპერაციის ჩატარება საკმაოდ საშიში იყო. ექიმებმა მას კათეტერი ჩაუდგეს, 2 კვირის შემდეგ კი მას ტკივილები აღარ აწუხებდა.