imedi /  11 მაისი 2019, 21:20 / სანდო წყარო

წულუკიანი: სახალხო დამცველმა მამალაძესთან დაკავშირებით რეკომენდაცია მოხსნა

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით საფუძველს არის მოკლებული.

მისი თქმით, სახალხო დამცველმა გამოსცა რეკომენდაცია იუსტიციის სამინისტროს სახელზე, რომ მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული საჭირო სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს და ის სამოქალაქო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ.

„ეს რეკომენდაცია ომბუდსმენმა იუსტიციის სამინისტროს სახელზე გამოსცა. ჩვენ ის მივიღეთ, გავეცანით. გადაეცა პენიტენციურ სამსახურს და სახალხო დამცველს გაეგზავნა მტკიცებულებები, რომელიც ჩვენს სისტემას აფიქრებინებდა, რომ ეს რეკომენდაცია უსაფუძვლოა. ამის შემდეგ სახალხო დამცველმა ეს რეკომენდაცია მოხსნა და ის დღეს აღარ არის ძალაში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.  

იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, სახალხო დამცველმა თავისი წარმომადგენელი ფსიქიატრი შეუშვა მე-18 დაწესებულებაში.

„ფსიქიატრმა პრაქტიკულად ორი საათის განმავლობაში ჩაატარა ინტერვიუ ბატონ მამალაძესთან. ექიმს არ ჰქონდა ის მტკიცებულებები, რაც ჩვენ შემდეგ წარვადგინეთ, შესაბამისად, ახალი დოკუმენტაციის და მტკიცებულებების საფუძველზე სახალხო დამცველმა ჩათვალა, რომ ეს რეკომენდაცია, მისივე გამოცემული დოკუმენტაცია აღარ იყო ვალიდური“, - განაცხადა წულუკიანმა.   

რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს, წულუკიანმა აღნიშნა, რომ ეს მისი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება.

„არ ვიცი, ვერ გეტყვით, ჩემ უფლებამოსილებას სცილდება შეწყალების საკითხები. ამიტომ არ მაქვს ინფორმაცია. ერთადერთი ვიცი ის, რომ როგორც ყველა პატიმარს, მამალაძესაც აქვს დიდი სურვილი, რომ შეიწყალონ, ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ რატომ არის პრობლემატური, ამის შესახებ არ ვფლობ ინფორმაციას“, - განაცხადა წულუკიანმა. 

2019 წლის 8 მაისს საქართველოს საპატრიარქომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, გიორგი პატარიძეს და სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართა. წერილს ხელს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე აწერს.

7 მარტს საქართველოს საპატრიარქომ უზენაეს სასამართლოს დეკანოზ მამალაძის საქმის მასალების გასაჯაროება სთხოვა

საპატრიარქომ დეკანოზ მამალაძის საქმის მასალების გასაჯაროებას 26 თებერვალსაცითხოვა, თუმცა მთავარმა პროკურატურამ ამაზე უარი თქვა.

2 თებერვალს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა.

2017 წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ ძალაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა. უზენაესმა სასამართლომ კი საქმე წარმოებაში საერთოდ არ მიიღო.

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. 

ყველა სიახლე

შრი-ლანკის პოლიცია

20 მაისი 2019, 16:21

მსოფლიო

შრი-ლანკაზე ტერაქტების საქმეზე 89 ადამიანი დააკავეს

ამის შესახებ ადგილობრივი მედია პოლიციის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება. „მათგან 69-სთან მიმართებაში გამოძიებას სისხლის სამართლის დანაშაულის სამმართველო აწარმოებს, კიდევ 20-თან მიმართებაში კი ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველო მუშაობს“, - განაცხადა ადგილობრივი პოლიციის პრესმდივანმა რუვან გუნასეკარამ.

კურტ კობეინი

20 მაისი 2019, 16:15

ტაბლოიდი

კურტ კობეინის ჟაკეტი აუქციონზე $75 ათასად გაიყიდა

ჯგუფ „ნირვანას“ ვოკალისტის კურტ კობეინის ლურჯი ჯაკეტი (კარდაგანი), რომელიც მას ბოლო ფოტოსესიაზე 1993 წელს ეცვა აუქციონზე $75 ათასად გაიყიდა. ჟაკეტის საწყისი ფასი $10 ათასი იყო. ჟაკეტი კობეინის თვითმკვლელობიდან 25 წლის შემდეგ გაიყიდა. მომღერალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით, 1994 წლის 5 აპრილს დაასრულა. ის 27 წლის იყო.

თორნიკე ხაბაზი ავთანდილ ფირანიშვილი

20 მაისი 2019, 16:14

სპორტი

საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა ველოსპორტსმენებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირეს

შეჯიბრის გამარჯვებული საერთო ჩათვლაში თორნიკე ხაბაზი გახდა. მან პროლოგსა და ინდივიდუალურ რბოლაში პირველი ადგილი დაიკავა. მე-2 ადგილზე გავიდა ავთანდილ ფირანიშვილი. საერთაშორისო ტურნირში 7 ქვეყნის 22 გუნდი და 75 სპორტსმენი მონაწილეობდა.

Huawei Play Store

20 მაისი 2019, 16:05

ტექნოლოგიები

რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ Huawei-ს მფლობელებს

რა ხდება სინამდვილეში: Google-მა განმარტა, რომ Huawei-ს სმარტფონების ამჟამინდელი მფლობელებს პრობლემა არ შეექმებათ. კერძოდ, ისინი Google Play-ზე წვდომას შეინარჩუნებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ კვლავ შეძლებენ აპლიკაციების განახლებას.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

20 მაისი 2019, 16:00

ეკონომიკა

გორის, ქობულეთისა და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა 22 მაისიდან დროებით შეიზღუდება

საავტომობილო გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე. ხოლო ბათუმი-ქობულეთის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში - გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე.

20 მაისი 2019, 15:48

ეკონომიკა

ვინ მოამარაგებს საკვებით საბავშვო ბაღებს

თბილისის ბაგა-ბაღებს საკვები პროდუქტების შეძენა ჯერჯერობით თავად მოუწევთ, - ამის შესახებ imedinews-ს თბილისის მერიაში განუცხადეს. მათი განმარტებით, მერია რამდენიმე ახალ კომპანიასთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

51-ე სკოლა

20 მაისი 2019, 15:33

ძალოვნები

51-ე სკოლასთან მოზარდებს შორის დაპირისპირება მოხდა

ამ ეტაპზე დაჭრილებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე „ბოლო ზარის“ ღონისძიება მიმდინარეობდა.

ბრაზილია

20 მაისი 2019, 15:33

მსოფლიო

ბრაზილიაში ბარზე თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა

შეიარაღებული პირები ნიღბებით, ბრაზილიის ქალაქ ბელემში გუამას რაიონში ბარს დაესხნენ და 11 ადამიანი მოკლეს. თვითმხილველების ცნობით, თავდასხმის დროს 5 ქალი და 6 კაცი მოკლეს. გასროლა არ ყოფილა მიზანმიმართული. გუამა ბელემში ყველაზე სასტიკ და საშიშ რაიონად ითვლება. გაზრდილი კრიმინალის ფონზე ბრაზილიის ხელისუფლებამ ქვეყანაში იარაღის იმპორტი გაამარტივა.

20 მაისი 2019, 15:31

მსოფლიო

ფილიპინებში შესაძლოა სამუშაო კვირის დღეები შემცირდეს

კანონპროექტის თანახმად, სამუშაო საათების ლიმიტი კვირაში 48 საათია. "შემცირებული სამუშაო კვირა არამარტო სამუშაო ტრანზიტის ხარჯებს შეამცირებს, არამედ დასაქმებულებს საშუალებას მისცემს მეტი დრო დაუთმონ თავიანთ პირად და სოციალურ ვალდებულებებს და დააბალანსონ სამუშაო და პირადი ცხოვრება", - აღნიშნულია კანონპროექტის დოკუმენტში.

20 მაისი 2019, 15:17

საქართველო

თბილისის მერიამ ბაგა-ბაღების მომმარაგებელ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა

დედაქალაქის მერია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის სურსათის მიმწოდებელ კომპანია „ნილს“ ბოლო გაფრთხილებას აძლევს. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

20 მაისი 2019, 15:14

კულტურა

Westworld-ის მესამე სეზონის ტრეილერი გამოქვეყნდა

ტელეკომპანია HBO-მ სერიალ Westworld-ის მესამე სეზონის ტრეილერი გამოაქვეყნა, რომელიც 2020 წელს გამოვა ეკრანებზე. ტრეილერის მთავარი გმირი ახალი პერსონაჟია, რომლის როლსაც მსახიობი აარონ პოლი ასრულებს. მესამე სეზონში ასევე გამოჩნდება ვინსანსტ კასელი და ლინა უეითი.

Huawei

20 მაისი 2019, 15:01

ტექნოლოგიები

Huawei Android-ის ლიცენზიის შეჩერებას გამოეხმაურა

„Huawei განაგრძობს უსაფრთხოების სისტემის და გაყიდული სერვისების განახლებას, როგორც არსებულ Huawei-სა და Honor-ის სმარტფონებზე, ისე ტაბლეტებზე. განვაგრძობთ უსაფრთხო და მდგრადი პროგრამული ეკოსისტემის შენებას, რათა მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო გამოცდილებით უზრუნველვყოთ ყველა მომხმარებელი“, - აცხადებს Huawei.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

20 მაისი 2019, 14:58

სპორტი

გარიგებული მატჩების საქმეზე ფეხბურთის ფედერაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

სუსმა გარიგებული მატჩების საქმეზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა. ბრალდების მიხედვით, მატჩების წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით დასრულებისათვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა 93 500 ლარი.

ბანგლადეში

20 მაისი 2019, 14:55

მსოფლიო

ბანგლადეშმა სანაპიროზე თევზაობა დროებით აკრძალა

ბანგლადეშის ხელისუფლებამ ქვეყნის სანაპიროზე თევზაობის დროებით აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. აკრძალვა 65 დღეს გაგრძელდება. ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება თევზის რაოდენობის შემცირების გამო მიიღო. მეთევზეები საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ. ისინი აცხადებენ, რომ საარსებო წყაროს გარეშე დარჩებიან. აკრძალვა ძალაში 20 მაისიდან შევიდა და 23 ივლისს დასრულდება.

სანდრა რულოვსი

20 მაისი 2019, 14:46

საქართველო

„ნაციონალური მოძრაობის“ სამომავლო გეგმები ცნობილია

ამასთან, ჟურნალისტებმა სანდრა რულოვსს ნიკა მელიას განცხადებაზეც ჰკითხეს, რომლის მიხედვითაც მელია საუბრობდა, რომ სამომავლო სტრატეგიაზე ერთიანი შეთანხმება უნდა არსებობს და მუდმივად რევოლუციაზე საუბარი არ უნდა იყოს. როგორც სანდრა რულოვსმა აღნიშნა, ყველას აქვს თავისი არჩევანი.

20 მაისი 2019, 14:43

მსოფლიო

ავსტრალიაში კაცმა მეტალოდეტექტორით 1.4 კგ ოქროს ქვა იპოვა

BBC-ის ცნობით, ოქროს ქვის ფოტო ინტერნეტში ერთ-ერთმა ავსტრალიურმა მაღაზიამ გამოაქვეყნა. არსებული ინფორმაციით, კაცმა ოქროს ქვა მიწის ზედაპირიდან 45 სანტიმეტრის სიღრმეში იპოვა.

მიხეილ სააკაშვილი  თემურ ალასანია

20 მაისი 2019, 14:34

საქართველო

თემურ ალასანია: შემიძლია თავს უფლება მივცე მქონდეს ბინა იქ, სადაც მინდა

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა თემურ ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის ფარული ჩანაწერი, სადაც თემურ ალასანია სააკაშვილს ფლორიდაში, მისთვის ნაყიდი ბინის შესახებ დეტალებს აცნობს. ჩანაწერში საუბარია, ასევე, სანდრა რულოვსზეც, რომელიც თითქოს ბინის გასაღებს ითხოვს, რომლის მიცემის სურვილიც სააკაშვილის ოჯახის წევრებს არ აქვთ.

20 მაისი 2019, 14:28

ეკონომიკა

Ferrari ჩინეთში იმპორტირებული მანქანების მეოთხედს უკან გაიწვევს

ავტომწარმოებელი Ferrari ჩინეთიდან, უსაფრთხოების ბალიშების დეფექტის გამო, 2071 ავტომობილს გაიწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „სინჰუა“ ავრცელებს. მანქანები, რომლების გაწვევასაც გეგმავენ, 2013 წლიდან 2017-მდე აწარმოეს.

კრისტინ ლაგარდი და მამუკა ბახტაძე

20 მაისი 2019, 14:13

საქართველო

ბახტაძე: საქართველოს ტრანსფორმაციაში სავალუტო ფონდის წვლილი ძალიან მაღალია

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა კრისტინ ლაგარდმა და საქართველოს პრემიემინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგი გამართეს. კრისტინ ლაგარდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მე-11 მმართველი დირექტორის თანამდებობას 2011 წლიდან იკავებს. ლაგარდი საქართველოს სამუშაო ვიზიტით გუშინ ეწვია.

სანდრა რულოვსი

20 მაისი 2019, 14:08

საქართველო

სანდრა რულოვსი: საპროტესტო ტალღით უნდა დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი

"გაერთიანებული ოპოზიციის" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მხარდამჭერებს სიძლიერისკენ მოუწოდა."ჩვენ ძალიან მაგრად ვდგებით. არ დარჩება არც ერთი ქუჩა, არც ერთი სოფელი და ქალაქი, სადაც ჩვენ არ მივალთ და სადაც გავაგებინებთ ხალხს, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის გაძლიერება. საპროტესტო ტალღით უნდა დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი. როცა ის აღარ იქნება, მაშინ ისევ შესაძლებელია არჩევნებზე საუბარი",- აღნიშნა სანდრა რულოვსმა.