imedi /  11 მაისი 2019, 22:03 / სანდო წყარო

წულუკიანი მაჩალიკაშვილის საქმეზე: სუს-მა პრაქტიკულად დანაშაული აღკვეთა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გადაცემა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმის მასალებს არ იცნობს, თუმცა მიიჩნევს, რომ სუს-მა პრაქტიკულად დანაშაული აღკვეთა. 

„მე საქმის მასალებს არ ვიცნობ. მე ვიცნობ მხოლოდ ჩანაწერს როგორც ყველანი. არც იმ ენას არ ვფლობ, რომელიც სხვათაშორის ძალიან ლამაზია. პირველ მოვუსმინე ასე ვრცლად, თარგმანი ვნახე მხოლოდ. ვიცნობ მხოლოდ ზეპირ განცხადებებს, ორი მხარე რასაც ამბობს. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, კიდე ერთხელ მადლობა ვუთხრა სუს-ის თანამშრომლებს, ვინც პრაქტიკულად ეს დანაშაული აღკვეთეს“ - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

იუსტიციის მინისტრმა დანაშაულის კვალიფიკაციაზეც ისაუბრა: „კვალიფიკაციას რაც შეეხება, იყო ეს შურისძიების მოტივით ჩადენილი ან მომზადება დანაშაულის შურისძიების მიზნით, ჯდება ეს ტერორიზმის შესაბამის მუხლებში, ეს მე არ ვიცი და არ უნდა ვიცოდე. იმიტომ რომ ეს საქმის მასალებიდან არის გამომდინარე. რომც იყოს საწყისი კვალიფიკაცია მხოლოდ იმ მტკიცებულებებიდან გამომდინარე რაც სუს-ს დღეს ხელთ აქვს, თუ ახალი მტკიცებულებები გაჩნდება, შეიძლება ან კვალიფიკაცია შეიცვალოს ან დარჩეს იგივე“ განაცხადა წულუკიანმა. 

იუსტიციის მინისტრის შეფასებით, ნაადრევი შეფასებების გაკეთება მაჩალიკაშვილის საქმეზე დღეს არის წმინდა წყლის სპეკულაცია: „მთავარია ის რომ დანაშაულის პრევენცია მოხდა. მინდა წარმატება ვუსურვო სუს-ს, რადგან სტაბილურობა და დაცულობის განცდა ჩვენს საზოგადოებაში არის ფუნდამენტი განვითარების“.

2019 წლის 10 მაისს სუს-ში მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვა დასრულდა.  

როგორც მაჩალიკაშვილის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დაკითხვა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. მისივე განმარტებით, ექსპერტიზისთვის მალხაზ მაჩალიკაშვილის ხმის ნიმუში აიღეს.

7 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფარული აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელშიც გამოძიების მტკიცებით, მალახაზ მაჩალიკაშვილი თავის ძმისშვილს ტერორისტული აქტის მომზადებას ავალებს. ამ საქმეზე მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი დაკითხეს, თავად მაჩალიკაშვილი კი ჩანაწერს ფაბრიკაციას უწოდებს.

2017 წელს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ერთი ადამიანი - შუაიფ ბორზიევი, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი აჰმედ ჩატაევია. ამ სპეცოპერაციიდან თითქმის 1 თვეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე სპეცოპერაცია ამჯერად პანკისის ხეობაში ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, რამდენიმე პირი კი დააკავეს. 

თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში 10 იანვარს გარდაიცვალა.  

სუსი აცხადებდა, რომ დეკემბრის სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე. მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აჰმედ ჩატაევსა და თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირზე მასალა გამოაქვეყნა,რომელშიც  ჩანს თუ როგორ გადაადგილდებიან თბილისში აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმატოვი თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად. 

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს და პანკისის უხუცესებს აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილის კავშირს არ სჯერათ. მათ არაერთხელ გამართეს საპროტესტო აქცია.

ყველა სიახლე

აქცია

21 ნოემბერი 2019, 12:11

ეკონომიკა

„თბილავიამშენის“ ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ

თბილავიამშენის ქარხნის ტერიტორიაზე აქცია მიმდინარეობს, სადაც კომპანიის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი პროფკავშირებთან ერთად შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ხშირია ხელფასების დაგვიანების ფაქტები,

თეა წულუკიანი

21 ნოემბერი 2019, 11:59

საქართველო

თეა წულუკიანი: კარგია, რომ ნულოვანი ბარიერით პროპორციული მოდელი არ შემოვიდა

ძალიან კარგია, რომ ნულოვანი ბარიერით პროპორციული მოდელი არ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში- ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არის ის, რაც ხალხს სჭირდება და ეს შენარჩუნებული უნდა იყოს.

კომიტეტები

21 ნოემბერი 2019, 11:52

საქართველო

ქრონიკამ გაარკვია, ვინ გახდება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის გამართვამდე „ქრონიკისთვის“ კიდევ რამდენიმე დეტალი გახდა ცნობილი: საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე გურამ მაჭარაშვილი განიხილება, ხოლო განათლების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას გენადი მარგველაშვილი დაიკავებს.

თამბაქო

21 ნოემბერი 2019, 11:34

ეკონომიკა

სპორტულ მოედნებზე თამბაქოს მოწევის აკრძალვა იგეგმება

2020 წლის პირველი იანვრიდან სპორტულ მოედნებზე თამბაქოს მოწევის აკრძალვა იგეგმება. ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში კონტროლის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას მოითხოვენ. „არ გამართლდა არც ერთი უარყოფითი პროგნოზი,

21 ნოემბერი 2019, 11:32

საქართველო

ოპოზიციის მცდელობას, მთავრობის ჭიშკარზე ბოქლომი დაედოთ, პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა

როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, მათ აქვთ უფლება, რომ კანცელარიის ჯიშჭკარს ბოქლომი დაადონ. აქციაზე იმყოფებიან გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, ზაალ უდუმაშვილი, გიორგი ვაშაძე და მათი მხარდამჭერები.

ლებრონ ჯეიმსი

21 ნოემბერი 2019, 11:22

სპორტი

ლებრონ ჯეიმსმა კიდევ ერთი ტიტული მოიპოვა

ცნობილმა სპორტსმენმა ლებრონ ჯეიმსმა მიმდინარე სეზონზე მეხუთედ სამმაგი დუბლი შეასრულა და ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა ვინც, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ყველა გუნდის წინააღმდეგ სამმაგი დუბლი შეასრულა . აქამდე ლებრონს NBA-ის ყველა გუნდის წინააღმდეგ ჰქონდა სამმაგი დუბლი შესრულებული, „ოკლაჰომას“ გარდა,

აქცია

21 ნოემბერი 2019, 11:16

საქართველო

მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია იმართება

მთავრობის ადმინისტრაციის ცენტრალურ შესასვლელთან ამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. დემონსტრანტები ამჯერად მთავრობის ადმინისტრაციის ბლოკირებას და შესასვლელის ბოქლომით ჩაკეტვას გეგმავენ.

გიორგი გახარია

21 ნოემბერი 2019, 11:09

ეკონომიკა

გახარია: ჩვენთვის პრიორიტეტია სამართლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური საგადასახადო სისტემა

„ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და საერთოდ, სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის, ამიტომ, შემოსავლების სამსახურს და ფისკალურ პოლიტიკას დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება“, -განაცხადა გიორგი გახარიამ.

კარლ ჰარცელი

21 ნოემბერი 2019, 11:02

საქართველო

ჰარცელი: ვაჟა გაფრინდაშვილს განვიხილავთ, როგორც გამყოფი ხაზის გასწვრივ შექმნილი რთული სიტუაციის მსხვერპლს

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობის შესახებ განცხადება გააკეთა. ელჩის თქმით, ევროკავშირი ჩართულია მოლაპარაკებებში, რომლებიც მიზნად ისახავს ექიმის სწრაფ გათავისუფლებას.

ბიონსე

21 ნოემბერი 2019, 10:53

ტაბლოიდი

ბიონსესა და ჯეი ზის ქალიშვილმა პირველი მუსიკალური ჯილდო მიიღო

ლას ვეგასში მუსიკალური დაჯილდოება Soul Train Awards გაიმართა. წლის ჩანაწერის კატეგორიაში პოპვარსკვლავ ბიონსეს კურატორობით შექმნილ ალბომში The Lion King: The Gift შესულმა კომპოზიციამ Brown Skin Girl გაიმარჯვა, რომლის ერთ-ერთი ავტორი და შემსრულებელი მისი და რეპერ Jay-Z-ის უფროსი ქალიშვილი, ბლუ აივი კარტერია.

21 ნოემბერი 2019, 10:49

საქართველო

მთავრობის ადმინისტრაციასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული

მთავრობის სხდომის პარარელურად, ინგოროყვას ქუჩაზე, მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე პერიმეტრზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან 11:00 საათზე ოპოზიციის აქციაა დაანონსებული. ამის გამო, მთავრობის კანცელარიასთან უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.

გიორგი გახარია

21 ნოემბერი 2019, 10:44

საქართველო

პრემიერი: დესტაბილიზაცია გავლენას ახდენს ქვეყნის განვითარებაზე

უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები არ ითვალისწინებენ იმას, რომ დესტაბილიზაცია გავლენას ახდენს ქვეყნის განვითარებაზე და გამოწვევებზე, რომელიც არის ეკონომიკური ზრდა და სამუშაო ადგილები- ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

შემოსავლების სამსახური

21 ნოემბერი 2019, 10:35

ძალოვნები

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, შვიდი პირი პასუხისგებაში მისცეს, დანაშაულის ჩადენის უშუალო ორგანიზატორი - ორი პირი კი დააკავეს.

ირაკლი ჩიქოვანი

21 ნოემბერი 2019, 10:30

საქართველო

ირაკლი ჩიქოვანი პრემიერის პრესსპიკერად დაინიშნა

მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხარისხის ასამაღლებლად პრემიერის აპარატში პრესსპიკერის პოზიცია გაჩნდება, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. გიორგი გახარიას განმარტებით, პრესსპიკერის თანამდებობას შეთავსებით საერთაშორისო საკითხებში პრემიერის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებს.

გიორგი გახარია

21 ნოემბერი 2019, 10:26

საქართველო

გახარია: ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად მთავრობა ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს იყენებს

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოები, მთავრობა, შესაბამისი უწყებები აქტიურად მოქმედებენ 24 საათიან რეჟიმში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარია

21 ნოემბერი 2019, 10:17

ეკონომიკა

პრემიერმა ეროვნულ ბანკს ფასების სტაბილურობისთვის ყველა ინსტრუმენტის გამოყენებისკენ მოუწოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი აქტიურად გამოიყენოს. ამ საკითხზე პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

წლის სიტყვა

21 ნოემბერი 2019, 10:03

მსოფლიო

ოქსფორდის ლექსიკონმა 2019 წლის სიტყვა დაასახელა

ოქსფორდის ლექსიკონმა 2019 წლის სიტყვას climate emergency (საგანგებო კლიმატური სიტუაცია) დასახელა. განსაზღვრების თანახმად, ეს არის სიტუაცია, როდესაც კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად სასწრაფო ზომებია მისაღები.

ტელევიზიის დღე

21 ნოემბერი 2019, 09:41

მსოფლიო

21 ნოემბერი ტელევიზიის საერთაშორისო დღეა

21 ნოემბერს მსოფლიო ტელევიზიის საერთაშორისო დღე აღინიშნება. გადაწყვეტილება 1996 წლის ნოემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ მსოფლიო სატელევიზიო ფორუმზე მიიღეს. ამავე წლის 17 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გადაწყვეტილება რეზოლუციით დაამტკიცა.

პოლიტიკური რეკლამა

21 ნოემბერი 2019, 09:28

მსოფლიო

Google-მა პოლიტიკური რეკლამისთვის ახალი შეზღუდვები დააწესა

Google გააკონტროლებს, რომ პოლიტიკური რეკლამა არ შეიცავდეს ცრუ ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციას. ამასთან, კომპანია რეკლამაში იშვიათ შემთხვევებში ჩაერევა. ამით კომპანია განსხვავდება Facebook-სგან, რომელმაც განაცხადა, რომ შეამოწმებს პოლიტიკურ რეკლამებს ნამდვილობაზე, რათა პოლიტიკაში ჩარევა თავიდან აიცილოს.

ჯო ბაიდენი

21 ნოემბერი 2019, 09:04

მსოფლიო

გაპრეზიდენტების შემთხვევაში ბაიდენი ტრამპის სამართლებრივ დევნას არ აპირებს

„მე არ ჩავერევი პროკურორის საქმეებში. დაე მათ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება. თუ ისინი დაადგენენ, რომ ტრამპი დამნაშავე იყო, დაე ასე იყოს, მაგრამ მე მათ მითითებებს არ მივცემ. ვფიქრობ, მუდმივი მოწოდებები იმის შესახებ, რომ ტრამპი ციხეში უნდა მოხვდეს, კარგი იდეა არაა,“-აღნიშნა ბაიდენმა.