imedi /  12 მაისი 2019, 21:24 / სანდო წყარო

უმრავლესობა და „გირჩი“ ფიქრობს რომ საიას შუალედური ანგარიში რეალობას არის აცდენილი

სამება

სამების მშენებლობა 1995 წელს დაიწყო და 2004 წელს დასრულდა, სამების მოხატვა კი 2016 წლიდან დღემდე გრძელდება. ტაძრის მოხატვა, ერთ-ერთი ფაქტია, რომელიც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დასკვნაში მოხვდა, როგორც ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა. ამის შესახებ სიუჟეტი "იმედის კვირამ" მოამზადა. 

ანგარიში რომელიც 19 მაისის რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებს ეხება შუალედურია. საიას დასკვნაში ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 3 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან ორი "ქართულ ოცნებას", ერთი კი "გირჩს" ეხება.

"ჩვენ ვსაუბრობთ სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე. "ქართული ოცნების" მაგალითზე, როცა ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა ეკლესიის მოხატვაზე, სახლ-მუზეუმის მოწყობაზე. შესაძლოა ამან არაპირდაპირი გავლენა მოახდინოს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მით უმეტეს ეს შუქდება სოცქსელებში, მედიაში. ჩვენ არ ვამბობთ რომ ეს აკრძალულია და არ შეიძლება, მაგრამ საარჩევნო პერიოდში მსგავსი ტიპის მოქმედებები ერთგვარი მესიჯია რომ ამომრჩეველი ნების ფორმირება მოხდეს", - ამბობს საიას ხელმძღვანელი სულხან სალაძე.

საიას ვარაუდის საფუძველი ის საუბარია, რომელიც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქსა და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს შორის შედგა. 11 აპრილს გამართული აუდიენციის შესახებ ინფორმაცია მალევე საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. მასში ნათქვამია, რომ ილია მეორემ და ბიძინა ივანიშვილმა ხალხის პრობლემებზე, ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ასევე სამების საკათედრო ტაძრის მოხატვის პროცესზე ისაუბრეს. 

სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარე სამუშაოებიც ,,ქართუ ბანკიდან” ფინანსდება და ამ საქმიანობაში "ქართუ ბანკი" თითქმის 20 წელია ჩართულია. 2000- 2007 წლებში ფონდმა ტაძრის მშენებლობისთვის ათობით მილიონი ლარი გაიღო. ტაძრის მოსახატად კი, რომელიც 2016 წელს დაიწყო -  მილიონ ლარზე მეტი.

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ამ შეხვედრის ერთ-ერთი  მიზეზი სწორედ საკათედრო ტაძრის საკურთხევლის მოხატვის დასრულება იყო. 

გაზიფიცირებაც და წყლის საკითხიც დავუჩქაროთ. ბიუჯეტს არ ექნება. მე გავაკეთებ. პირველ რიგში, წყალი გავუკეთოთ სოფელს, გზა“- საიას ანგარიშში ბიძინა ივანიშვილის ეს ფრაზაც მოხვდა. ტელეფონით გადაღებული ეს ვიდეო საქართველოს პირველი პრეზიდენტის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით  29 მარტს ხიბულაში პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის სტუმრობას ასახავს.

სოფელში, ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა. საიაში აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ხიბულას მოსახლეობისთვის გაზის, წყლის და გზის დაპირება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა. თუმცა ხიბულა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელია და ხობში ამ ეტაპზე არც რიგგარეშე და არც შუალედური არჩევნები იმართება.

ამომრჩევლის მოსყიდვა, ამომრჩევლის რეგისტრაციით მანიპულირება და ფარულობის პრინციპის დარღვევა - ეს საიას ანგარიშში მოყვანილი მესამე ფაქტია, რომელიც ახალ პოლიტიკური ცენტრ "გირჩს" ეხება. 

ასევე დარღვევად მიიჩნიეს ის, რომ ზურაბ ჯაფარიძე საარჩევნო ბიულეტენის ფოტოს სანაცვლოდ, რომელზეც მათი პოლიტიკური გაერთიანება იქნება შემოხაზული, ამომრჩეველს სარგებელს დაჰპირდა. თავად გირჩელები საიას დასკვნის არცერთ ნაწილს არ ეთანხმებიან და ანგარიშს არასერიოზულს უწოდებენ. 

"ამ ორგანიზაციას აქვს გრანტი აღებული და რაღაცა უნდა დაწერონ და სასაცილოა. ფარულობის დარღვევა არ არის თუ გამოვედი და ჩემი ნებით ვთქვი ვის მივეცი ხმა, ამიტომ ნებისმიერი დაბალი კვალიფიკაციის სამართალმცოდნესაც უნდა ესმოდეს და ასეთ სისულელეებს ასეთი ორგანიზაცია არ უნდა წერდეს დასკვნაში", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე. 

საიაში ამბობენ, რომ  შესაძლო დარღვევის ფაქტები არ არის მასშტაბური და არ შეუძლია არსებითი გავლენის მოხდენა არჩევნებზე, რომელიც 19 მაისს გაიმართება.

ყველა სიახლე

ხანძარი

24 თებერვალი 2020, 21:38

ძალოვნები

კასპთან, სოფელ დოესში ბაღში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები კაცი ვენახში დაიწვა. შემთხვევა სოფელ დოესში მოხდა. არსებული ინფორმაციით, 60-წლამდე კაცი ბაღს ასუფთავებდა და შემდეგ ცეცხლი წაუკიდა. სავარაუდოდ ის ნასვამი იყო და დაეძინა. ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს ცეცხლი ჩამქრალი დახვდათ, თუმცა კაცის დახმარება ვეღარ შეძლეს.

ჰარვი ვაინშტეინი

24 თებერვალი 2020, 21:15

მსოფლიო

ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ჰარვი ვაინშტეინი სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ სცნეს

ნაფიცმა მსაჯულებმა ჰარვი ვაინშტეინი ბრალდების ხუთი პუნქტიდან ორი პუნქტით გაასამართლეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა იუწყება, ჰარვი ვაინშტეინს 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ნინო ბურჯანაძე

24 თებერვალი 2020, 21:08

საქართველო

ნინო ბურჯანაძე: რატომ უნდა დაჯდეს ვანო მერაბიშვილი მოლაპარაკების მაგიდასთან, ის არ არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ვარაუდობს, რომ ვანო მერაბიშვილი ოპოზიციის მოლაპარაკებების მაგიდასთან არ მივა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ნინო ბურჯანაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ანჯეი დუდა

24 თებერვალი 2020, 21:02

მსოფლიო

ანჯეი დუდა: რუსეთი მხარს უჭერს სეპარატისტებს და აგრესიას ავლენს სხვა ქვეყნების მიმართ

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ რუსეთი აგრესიაში და ყირიმისა და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის ოკუპაციაში დაადანაშაულა. ამის შესახებ wpolityce წერს. „რუსეთი მხარს უჭერს სეპარატისტებს და აგრესიას ავლენს სხვა ქვეყნების მიმართ. რუსეთი ძალის დემონსტრირებას მაშინაც კი ახდენს, როდესაც საჰაერო სივრცეს არღვევს“, - განაცხადა ანჯეი დუდამ.

დავით უსუფაშვილი

24 თებერვალი 2020, 21:00

საქართველო

დავით უსუფაშვილი: ვანო მერაბიშვილთან არც სალაპარაკო მაქვს რამე და არც მოსალაპარაკებელი

„შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ექსპრემიერ და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ, ვანო მერაბიშვილთან შესაძლო თანამშრომლობის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვანო მერაბიშვილთან არც სალაპარაკო აქვს რამე და არც მოსალაპარაკებელი.

24 თებერვალი 2020, 20:56

მსოფლიო

CNBC: თეთრი სახლი კორონავირუსთან საბრძოლველად კონგრესისგან 1 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს

წყაროს ცნობით, თეთრი სახლი კონგრესს აღნიშნული თხოვნით უკვე მიმდინ არე კვირაში მიმართავს. საუბარია 1 მილიარდამდე დოლარის ფინანსურ პაკეტზე, თუმცა ზუსტი თანხა ჯერ დადგენილი არ არის. CNBC-ის თეთრ სახლში განუცხადეს, რომ დონალდ ტრამპი მუდმივ რეჟიმში იღებს განახლებულ ინფორმაციას კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით.

დონალდ ტრამპი

24 თებერვალი 2020, 20:52

მსოფლიო

CNN: ტრამპი ადმინისტრაციის გაწმენდასა და მის მიმართ ლოიალურად განწყობილი პირების დატოვებას გეგმავს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავისი ადმინისტრაციის გაწმენდასა და მისადმი ლოიალურად განწყობილი პირების დატოვებას გეგმავს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. გასულ კვირას საინფორმაციო პორტალმა Axios-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ თეთრი სახლის წარმომადგენლები და აშშ-ს პრეზიდენტის მოკავშირეები ბოლო 18 თვის განმავლობაში ტრამპისადმი არალოიალურად განწყობილი თანამდებობის პირების სიებს ადგენდნენ

24 თებერვალი 2020, 20:49

მსოფლიო

კორონავირუსის ეპიდემიის გამო საფრანგეთში ტურისტთა რაოდენობა 30-40%-ით შემცირდა

„რა თქმა უნდა, საფრანგეთში ახლა ნაკლები ტურისტია, 30-40%-ით ნაკლებია, ვიდრე ველოდით. ეს სერიოზული დარტყმაა საფრანგეთის ეკონომიკისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა. ბრუნო ლე მერმა ასევე თქვა, რომ ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, კორონავირუსის გამო წელს საფრანგეთის ეკონომიკური ზრდა 0,1%-ით შემცირდება.

24 თებერვალი 2020, 20:39

საქართველო

ახალგაზრდების ჯგუფი „ევროპული საქართველოს“ ოფისთან აქციას მართავს

ახალგაზრდების ჯგუფი უკვე მეექვსე დღეა „ევროპული საქართველოს“ ოფისთან აქციას მართავს და ელენე ხოშტარიასგან ბოდიშის მოხდას და მანდატზე უარის თქმას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეები მას სირცხვილის კორიდორს მოუწყობენ.

24 თებერვალი 2020, 20:36

მსოფლიო

გერმანიაში უცნობი პირი ავტომობილით კარნავალის მონაწილეებს დაეჯახა, არიან დაშავებულები

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ავტომობილის მძღოლი დააკავა. „ამ ეტაპზე ჯერ არ ვიცით მიზანმიმართულად მოქმედებდა თუ არა დაკავებული“, - განაცხადეს პოლიციაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საკარნავალო ღონისძიებები გააუქმა.

24 თებერვალი 2020, 20:30

საქართველო

დავით ზალკალიანი გაეროს გენმდივანს შეხვდა

გაეროს გენერალურ მდივანთან საუბრის მთავარი თემა ოკუპირებული ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება იყო. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. გაერო აქტიურად არის ჩართული ჟენევის მოლაპარაკების პროცესში და გენერალური მდივნის ყურადღება გავამახვილე გაეროს მხრიდან კიდევ უფრო მეტ აქტიურობასა და ჩართულობაზე.

24 თებერვალი 2020, 20:28

მსოფლიო

ლონდონში ჯულიან ასანჟის სასამართლო პროცესი დაიწყო

აშშ-ის წარმომადგენელმა ჯეიმს ლიუისმა სასამართლოს განუცხადა, რომ ასანჟის ექსტრადირება აშშ-ში უნდა მოხდეს, რათა ის საიდუმლო მასალების გავრცელებისთვის გასამართლდეს. მისივე თქმით, საიდუმლო მასალების გავრცელებამ ერაყში, ირანსა და ავღანეთში ინფორმატორებისა და ჟურნალისტების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენა.

24 თებერვალი 2020, 20:22

საქართველო

აჭარის ტელევიზიასთან ჟურნალისტები აქციას მართავენ

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები აქციას მართავენ. ისინი ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებსა და დირექტორის დღევანდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც საინფორმაციო სამსახურში აღარ იქნება მაია მერკვილაძე. მათივე თქმით, საფრთხეშია საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა. ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ხვალიდან რადიკალურ ზომებსაც მიმართავენ.

სალომე ზურაბიშვილი

24 თებერვალი 2020, 20:12

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. „საქართველო თურქი ხალხის გვერდით დგას. ამ მძიმე ჟამს სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. ვუსურვებ სიძლიერეს სამაშველო სამსახურების თანამშრომლებს, რომლებიც ადგილზე მუშაობენ“,- დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.

24 თებერვალი 2020, 20:10

საქართველო

ჩინეთის მოქალაქეები თბილისი ცენტრალიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

ჩინეთის მოქალაქეები, რომელთაც დღეს თბილისი ცენტრალში მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდათ, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თბილისი ცენტრალში, საათნახევრის განმავლობაში თბილისი-ბათუმის რეისი შეფერხდა. ამის მიზეზი მატარებელში მყოფი ჩინეთის მოქალაქეები გახდნენ, რომლებსაც მგზავრებმა შეატყვეს, რომ შეუძლოდ იყვნენ.

მთები

24 თებერვალი 2020, 19:52

საქართველო

CNN: საქართველოს ყველაზე დიდი სიმდიდრე მისი თოვლიანი მთებია

გამოცემა CNN საქართველოზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. „საქართველოზე ფიქრისას პირველი რაც მოგზაურებს ახსენდებათ მეღვინეობის უძველესი ტრადიცია, ეპიკური ყველიანი პურები და ტრენდურლი ღამის კლუბებია. თუმცა, სინამდვილეში ქვეყნის ყველაზე დიდი სიმდიდრე მისი თოვლიანი მთებია“, - წერს გამოცემა.

თბილისი-ცენტრალი

24 თებერვალი 2020, 19:38

საქართველო

თბილისი-ბათუმის მატარებელი მოქალაქეებმა კორონავირუსის საფრთხის გამო საათნახევრით შეაფერხეს

თბილისი ცენტრალში, საათნახევრის განმავლობაში თბილისი-ბათუმის რეისი შეფერხდა. ამის მიზეზი მატარებელში მყოფი ჩინეთის მოქალაქეები გახდნენ, რომლებსაც მგზავრებმა შეატყვეს, რომ შეუძლოდ იყვნენ. მგზავრების განცხადებით, მათ კორონა ვირუსის შეეშინდათ და ადგილზე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა გამოიძახეს.

ცემის ფაქტი

24 თებერვალი 2020, 19:30

ძალოვნები

ქუთაისში სოციალური საცხოვრისის ბინადრებმა მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომელს სცემეს

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისის ბინადრებმა ქალაქის მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომელს სცემეს. ზურაბ ბურჯანაძეს ფიზიკურად იმ დროს გაუსწორდნენ, როდესაც ის საცხოვრისში მადლიერების სახლიდან წამოყვანილი, თავშესაფრის გარეშე მყოფი ასაკოვანი ქალბატონის დაბინავებას ცდილობდა.

24 თებერვალი 2020, 19:21

საქართველო

მილანის რეისით ჩამოსული მგზავრი ტემპერატურის გამო ქუთაისის საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს

მილანის რეისით ჩამოსულ ერთ მგზავრს ტემპერატურა დაუფიქსირდა, რომელიც ქუთაისის ერთ-ერთი საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, 20 წლის გოგოს აეროპორტში ტემპერატურა 37,8 დაუფიქსირდა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

24 თებერვალი 2020, 19:12

საქართველო

მაია მერკვილაძე: აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების რედაქციაში ჩემი ადგილი ვერ იპოვნეს

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურში მაია მერკვილაძე აღარ იქნება. მისი თქმით, დირექტორმა თოქ-შოუს ხელმძღვანელობა შესთავაზა და თუ არ დასთანხმდება რადიოში გადაყვანას უპირებს. მერკვილაძე აცხადებს, რომ მიზანმიმართულად ანგრევენ ახალი ამბების რედაქციას