imedi /  13 მაისი 2019, 13:42 / სანდო წყარო

მამა გიორგი ზვიადაძე: პრემიერს არც ერთი წვეთი ღვინო არ მიუღია

მამუკა ბახტაძე

მამა გიორგი ზვიადაძე

მამა გიორგი ზვიადაძის განცხადებით, სამარცხვინოა იმის მცდელობა, რომ ტექნიკური ხარვეზი პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის არაფხიზელ მდგომარეობას დაუკავშირონ. მისი თქმით, პრემიერს "არც ერთი წვეთი ღვინო არ მიუღია". ამის შესახებ ზვიადაძემ "ინტერპრესნიუსს" უთხრა.

"ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი ტყუილი და სიცრუე. მცდელობა იმისა, რომ ტექნიკური ხარვეზი როგორღაც დაუკავშირონ პრემიერის თითქოსდა არაფხიზელ მდგომარეობას, ძალიან სამარცხვინოა. მისი სიტყვით გამოსვლის დროს იყო ტექნიკური ხარვეზი, რამაც გამოიწვია ის, რომ პრემიერის სიტყვები ისმოდა გაგრძელებულად, რასაც ჩემთვის აბსოლუტურად არ შეუქმნია ეს შთაბეჭდილება, მაგრამ გარკვეულ ადამიანებს აფიქრებინა, რომ პრემიერი თითქოს იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, რაც არის სრული სიცრუე. ტრანსლაცია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და ყველას შეუძლია, დარწმუნდეს, რომ მთელი დღის განმავლობაში, დილის 10 საათიდან პრემიერი წირვაზე იდგა, ყველა ერთად ვიყავით. მას იქ არც ერთი წვეთი ღვინო არც წირვის მსვლელობის დროს და არც წირვის შემდეგ არ მიუღია“, - განაცხადა მამა გიორგიმ.

დღეს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით. პრემიერის თქმით, ის თითოეულ დეტალში თავად გაერკვევა და შესაბამისი რეაქციაც ექნება. 

"როდესაც დასრულდება მოკვლევა - მოკვლევა მიმდინარეობს - მე გარწმუნებთ, რომ თითოეულ დეტალში პირადად გავერკვევი და შესაბამისი რეაქციაც მექნება", - თქვა ბახტაძემ.

12 მაისს მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გახსნისას, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მისი სიტყვები შენელებულ რეჟიმში და შეყოვნებით გადაიცემოდა. მოგვიანებით ტექნიკური ხარვეზის გამო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბოდიში მოიხადა. ამასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა ბახტაძემაც. 

ყველა სიახლე

პეტრონასის კოშკები

22 ივლისი 2019, 00:55

მსოფლიო

საკულტო ნაგებობების არქიტექტორი სეზარ პელი გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებული შტატებიდან მალაიზიის ჩათვლით სეზარ პელის მემკვიდრეობას შორის არის ისეთი ნაგებობები როგორიცაა: დასავლეთ ჰოლივუდში მდებარე მრავალფუნქციური ცენტრი Pacific Design Center; პეტრონასის კოშკები კუალალუმპურში, რომელმაც ცეზარ პელის Aga Khan Award-ის ჯილდო მოუტანა.

ბოსნია

22 ივლისი 2019, 00:40

მსოფლიო

ბოსნია და ჰერცოგოვინაში 1992 წელს მოკლული 86 ადამიანის ნეშტი დაკრძალეს

მათთვის პატივის მისაგებად მემორიალზე ასობით ადამიანი შეიკრიბა. ქალაქ კორიჩანში კაცებისა და მოზარდების მასობრივი სამარხი 2017 წელს აღმოაჩინეს. 1992 წელს 200-მდე ბოსნიელი მუსლიმი სერბმა პოლიციელებმა ჩაცხრილეს. მათგან დღემდე მხოლოდ 181 ადამიანის ნეშტის პოვნა მოხერხდა.

22 ივლისი 2019, 00:39

მსოფლიო

სირიაში ავიაიერიშს ჟურნალისტი ემსხვერპლა

ფოტორეპორტიორი ანას ალ-დიაბი „ფრანს პრესთან“ (AFP) თანამშრომლობდა. მაშველებისა და ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ინფორმაციით, ჟურნალისტი რუსეთის ავიადარტყმას ემსხვერპლა. იდლიბის რეგიონში საჰაერო თავდასხმის დროს სულ 18 ადამიანი დაიღუპა.

მიგრანტები

22 ივლისი 2019, 00:15

მსოფლიო

საკრუიზო გემმა ხმელთაშუა ზღვაში 111 მიგრანტი გადაარჩინა

მიგრანტების გემი იტალიისკენ მიემართებოდა, თუმცა საბერძნეთის კუნძულ პელოპონესიდან 40 საზღვაო მილის დაშორებით ჩაძირვა დაიწყო. არ კონკრეტდება თუ რომელი ქვეყნის მიგრანტები იმყოფებოდნენ გემზე. ყველა გადარჩენილი მიგრანტი ქალაქ კალამატის პორტში გადმოსვეს. მიგრანტებს შორის 33 არასრულწლოვანია.

ერაყი

21 ივლისი 2019, 23:53

საქართველო

ქართველი დედის ისტორია, რომელსაც ერაყში შვილი წაართვეს და ქვეყნიდან გააძევეს

საქართველო ოფიციალურ ბაღდადთან ორი წელია მოლაპარაკებებს აწარმოებს 4 წლის მოქალაქის დაბრუნებასთან დაკავშირებით. საქმე ეხება დედა-შვილის ისტორიას, რომელსაც შვილი წაართვეს და ერაყიდან გააძევეს. ამის შესახებ სიუჟეტი "იმედის კვირამ" მოამზადა.

სანდრა ოუ

21 ივლისი 2019, 23:22

ტაბლოიდი

გრეის ანატომიის მსახიობი ფასანაურს სტუმრობდა

ABC-ის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ სერიალს მსოფლიო მასშტაბით რამდენიმე მილიონიანი აუდიტორია ჰყავს და ტელეკომპანიის ისტორიაში ის ყველაზე რეიტინგულ სერიალად ითვლება. 14 წელია, რაც სერიალი სატელევიზიო ეთერში გადის. მსახიობის საქართველოში ყოფნის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა კომპანიამ გაავრცელა.

21 ივლისი 2019, 22:51

მსოფლიო

ალკოჰოლურმა ინტოქსიკაციამ კოსტა-რიკაში 19 ადამიანი იმსხვერპლა

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, 32-დან 72 წლამდე ასაკის 14 კაცი და 5 ქალი დაიღუპა ქვეყნის მასშტაბით, რაც ივნისის დასაწყისიდან პერიოდს მოიცავს. მთავრობამ დაახლოებით 30 000 ბოთლის კონფისკაცია განახორციელა იმ ეჭვით, რომ სასმელი მოწამლულია. 14 კაცი და 5 ქალი დაიღუპა ქვეყნის მასშტაბით, რაც ივნისის დასაწყისიდან პერიოდს მოიცავს.

გერმანია

21 ივლისი 2019, 22:46

მსოფლიო

გერმანიაში Open Beatz-ის ფესტივალზე კაცი ეშმაკის ბორბლიდან გადავარდა და დაიღუპა

ბავარიაში (გერმანია) Open Beatz Festival-ზე 31 წლის კაცი ეშმაკის ბორბლიდან გადავარდა. პოლიცია მომხდარის მიზეზებს იძიებს. კაცი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მიღებული დაზიანებების გამო მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

სალომე ზურაბიშვილი

21 ივლისი 2019, 22:10

საქართველო

​პრეზიდენტის ადმინისტრაცია უცხოეთში სასწავლებლად წასული სტუდენტების ერთიან ბაზას ქმნის

პრეზიდენტის ადმინისტრაცია უცხოეთში სასწავლებლად წასული სტუდენტების ერთიან ბაზას ქმნის. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურბიშვილმა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის 30 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაზე განაცხადა.

პერუ, უბინას ვულკანი

21 ივლისი 2019, 22:01

მსოფლიო

პერუში უბინას ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ფერფლმა დასახლებული პუნქტები დაფარა. ფოტო

საგანგებო სიტუაციების ცენტრის თანახმად (COEN), ვულკანის ფერლმა ანდების სახელმწიფოთა სამხრეთ რეგიონში 617 სკოლა და 20 სამედიცინო პუნქტი დაფარა. ვულკანი გასულ ხუთშაბათს ამოიფრქვა, შედეგად კი ფერფლის მასის სიმაღლემ ხუთ კილომეტრს მიაღწია, რომელიც შემდეგ ქარმა გაფანტა.

მიხეილ სააკაშვილი

21 ივლისი 2019, 21:36

მსოფლიო

ეგზიტპოლი: სააკაშვილის პარტიამ უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 0,4% მიიღო

უკრაინის რადის ვადამდელ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის პარტიამ "ახალ ძალთა მოძრაობამ" საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა. ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, სააკაშვილის პარტიამ ხმათა 0.4% მიიღო. ვადამდელ არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა - 40%-ზე მეტი ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიამ მოიპოვა.

რივალდო

21 ივლისი 2019, 21:34

სპორტი

რივალდო საქართველოში ჩამოვიდა

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რივალდო საქართველოშია. აჭარაბეთის ინფორმაციით, რივალდო ფილმში „არენა“ მიიღებს მონაწილეობას. გადაღებები წყალტუბოში გაიმართება. რივალდოსთან ერთად ფილმში სხვა ცნობილი ადამიანებიც მიიღებენ მონაწილეობას. „საინტერესო გამოცდილებაა და ქართველ ვარსკვლავებთან ერთად მასში მონაწილეობა დიდი პატივია“.

ვოლოდიმირ ზელენსკი

21 ივლისი 2019, 21:17

მსოფლიო

უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში ზელენსკის პარტია იმარჯვებს. მთავარი

უკრაინის უმაღლესი რადის ვადამდელ არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა - 40%-ზე მეტი ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიამ „ხალხის მსახურმა“ მოიპოვა. ასეთია ეგზიტპოლის შედეგები, რომელიც საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოქვეყნდა.

შინზო აბე

21 ივლისი 2019, 21:12

მსოფლიო

იაპონიის პრემიერის პარტია ზედა პალატის არჩევნებში ლიდერობს

იაპონიის პრემიერმინისტრის შინზო აბეს ლიბერალური დემოკრატიული პარტია და მისი უმცროსი პარტნიორი კომეიტო იაპონიის მრჩეველთა პალატის არჩევნებში 124 ადგილიდან სულ ცოტა 68 სკამს მოიპოვებს. ასეთია ეგზიტპოლის წინასაწრი შედეგები, რომელიც იაპონიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა NHK-მა გამოაქვეყნა.

ნიკა გვარამია

21 ივლისი 2019, 21:06

საქართველო

ნიკა გვარამია ახალ იარაღს ქმნის

რუსთავი2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ტელეკომპანიიდან წასვლის შემდეგ ვიდეომიმართვა პირველად გაავრცელა. ნიკა გვარამიამ ახალი „იარაღის შექმნა“ დააანონსა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. „რუსთავი 2“ იყო მხოლოდ ირაღი ჩვენ ხელში, იარაღი ქვეყნის დასაცავად. როცა გვართმევენ ერთ იარაღს უნდა მოვიმარჯვოთ მეორე“.

იულია სუსლიაკი

21 ივლისი 2019, 20:42

ძალოვნები

საქართველოს გენერალური პროკურატურა ​იულია სუსლიაკის საქმეზე განმარტებას აკეთებს

ენერალური პროკურატურა იულია სუსლიაკის საქმესთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. როგორც პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა განაცხადა, უწყებას საქართველოში სუსლიაკის შემოსვლის აკრძალვაზე მოთხოვნა არ ჰქონია.

21 ივლისი 2019, 20:36

მსოფლიო

კაიროში ფრენების შეჩერების გამო ეგვიპტე British Airways-ს აკრიტიკებს

კაირო შეშფოთებულია ბრიტანეთის ავიახაზების ცალმხრივი გადაწყვეტილებით, რომელიც ეგვიპტეში ერთი კვირით ფრენების შეჩერებას გულისხმობს. იუნის ალ-მასრის თქმით, ხელისუფლებას არანაირი მითითება არ გაუცია ფრენების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

თურქმენეთი

21 ივლისი 2019, 19:53

მსოფლიო

მოსკოვში თურქმენეთის საელჩო პრეზიდენტის გარდაცვალებას არ ადასტურებს

თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის გარდაცვალების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მოსკოვში მდებარე თურქმენეთის საელჩოში ტყუილი უწოდეს. ამის შესახებ რუსული მედიასაშუალება ТАСС-ი იუწყება.

21 ივლისი 2019, 19:35

მსოფლიო

ექსტრადიციის კანონის მოწინააღმდეგეთა აქციაზე ჰონგ-კონგის პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა

ჰონგ-კონგში ათასობით ადამიანი ექსტრადიციის კანონპროექტის გასაპროტესტებლად ჩინეთის წარმომადგენლობასთან შეიკრიბა. მედიის ცნობით, დემონსტრანტებმა ჩინეთის სამეკავშირეო ოფისს კვერცხები დაუშინეს. პოლიციამ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

აბორტი

21 ივლისი 2019, 19:32

მსოფლიო

არკანზასში გაუპატიურებული ქალი აბორტის გაკეთებას მოძალადის უნებართვოდ ვეღარ შეძლებს

კანონი ძალაში იქნება გაუპატიურებისა და ინცესტის შედეგად დაორსულების შემთხვევებზეც. თუ ქალი მოძალადეს არ იცნობს, მისი მოძებნა მოუწევს, რათა ნაყოფის სამომავლო ბედზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვას. თუ კაცი უარს იტყვის, მაშინ ქალი აბორტს ვეღარ გაიკეთებს. ასეთია მარტში მიღებული კანონის შედეგი.