imedi /  13 მაისი 2019, 17:44 / სანდო წყარო

პედაგოგთა პროფკავშირი: ჩვენი გარკვეული მოთხოვნები დაკმაყოფილებულია

პედაგოგთა პროფკავშირი განათლების რეფორმის საკითხებზე მინისტრის განცხადებას ეხმაურება.

როგორც პროფკავშირებში აცხადებენ, მათი გარკვეული მოთხოვნები სამინისტროს მხრიდან დაკმაყოფილებულია და მთლიანობაში პრინციპებს ეთანხმებიან.

„ცხადია, მრავალ კითხვას გააჩენს და აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს პენსიონერ პედაგოგებთან დაკავშირებული მიდგომები. ალბათ იქნება ნეგატიური შეფასებებიც, რომ სახელმწიფო ზედმეტ ყურადღებას იჩენს პენსიონერი მასწავლებლებისადმი, სხვა სფეროს დასაქმებულ პენსიონრებთან შედარებით და სხვა.

შეგახსენებთ, რომ ათეული წლების განმავლობაში, მასწავლებლის საშუალო ხელფასი 2-ჯერ ნაკლებია საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასზე და იგი ბევრად ჩამორჩება ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს.

ალბათ, უნდა მივესალმოთ საქართველოს მთავრობის ჰუმანურ გადაწყვეტილებას, დაბალ ანაზღაურებაზე ათეულობით წლებით განმავლობაში მომუშავე ღვაწლმოსილი პედაგოგების ამგვარი დაფასებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ჯილდოს თანხა მინიმალურია.

რაც შეეხება მასწავლებელთა გამოცდებს: დადგა დრო ყველა პედაგოგმა დაადასტუროს კომპეტენცია და პედაგოგთა კორპუსი ამისათვის მზად არის. შემოთავაზებულ ცვლილებებში მასწავლებელთა შრომითი და სამართლებრივი უფლებები დაცულია. მასწავლებლებს აქვთ არჩევანის შესაძლებლობა, დარჩნენ პროფესიაში, თუ გავიდნენ პროფესიიდან. ახლა მთავარია შემუშავდეს ისეთი ნორმატიული აქტები, რაც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების ობიექტურ განხორციელებას პრაქტიკაში.

უმნიშვნელოვანესია, პროფესიაში არ შეიქმნას დეფიციტი და არ დაზარალდეს სასწავლო პროცესი. ბევრი მუშაობა მოგვიწევს მასწავლებლის პროფესიაში შემოსვლის და კარიერული წინსვლის პროცესებთან დაკავშირებული საკანონდებლო ბაზის სრულყოფაზე.

პედაგოგთა პროფკავშირის ძირითადი მოთხოვნაა ეტაპობრივად გაიზარდოს მასწავლებლის საბაზო ხელფასი, რასაც 2014 წლიდან ვითხოვთ. პრემიერ მინისტრისა და განათლების მინისტრის განხცადების საფუძველზე 2022 წლიდან მასწავლებლის ხელფასი იქნება 1500 ლარი და ზოგ შემთხვევაში უფრო მეტიც. ვერ დაველოდებით 2022 წელს, მიგვაჩნია რომ საბაზო ხელფასის და სტატუსის დანამატების ეტაპობრივი ზრდის პროცესი უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ"- ნათქვამია პედაგოგთა პროფკავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ 2019 წლის სექტემბრიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება. ასევე, საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია, ნებაყოფლობითი არჩევნის საფუძველზე, 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღონ.

ყველა სიახლე

ვინ დიზელი და ჯო უოტსი

23 ივლისი 2019, 19:18

კულტურა

„ფორსაჟი 9“-ის გადაღებებზე ვინ დიზელის დუბლიორი 9 მეტრის სიმაღლიდან დაეცა

ამერიკელი მსახიობის ვინ დიზელის დუბლიორი „ფორსაჟი 9“-ის გადაღებების დროს სერიოზულად დაშავდა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს. მისი ინფორმაციით, ვინ დიზელის დუბლიორი ჯო უოტსი აივნიდან ხტებოდა, როდესაც დამცავი თოკი გაწყდა და დაცემისას კასკადიორმა თავი დაარტყა.

კრის კრაფტი

23 ივლისი 2019, 18:58

ტექნოლოგიები

Apollo 11-ის მთავარი ხელმძღვანელი მთვარეზე წარმატებული მისიის იუბილეს მეორე დღეს გარდაიცვალა

კრის კრაფტმა NASA-ში მუშაობა 1958 წელს დაიწყო. მან ეკიპაჟის კოსმოსური ფრენებისთვის დაგეგმვისა და კონტროლის პროცესები შეიმუშავა. მან ორგანიზება გაუწია NASA-ს ფრენის კონტროლის ოპერაციებს მთვარეზე "აპოლოს" მისიის დროს. NASA-ს ხელმძღვანელის, ჯიმ ბრაიდენშტაინის განცხადებით, მისი მემკვიდრეობა შეუფასებელია.

ნუკრი ბენიძე

23 ივლისი 2019, 18:50

სპორტი

ბაქოში მიმდინარე ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველმა მოჭიდავეებმა კიდევ 2 მედალი მოიპოვეს

ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ანგარიშზე 8 მედალია. ქართველმა მოჭიდავეებმა ბაქოში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე კიდევ 2 მედლი მოიპოვეს. ბრინჯაოს პრიზიორი 65 კილოგრამ წონაში თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით ფაცინაშვილი გახდა.

ვირავან კედკესრი

23 ივლისი 2019, 18:36

ტაბლოიდი

ტაილანდში ორსული მოდელი ფეხის მასაჟის დროს კომაში ჩავარდა და 6 თვეში გარდაიცვალა

25 წლის მოცეკვავე და მოდელი ვირავან კედკესრი 11 იანვარს ფეხის მასაჟზე მივიდა, თუმცა სეანსის დროს გონება დაკარგა. მასაჟისტმა კოლეგებთან ერთად მისი დახმარება სცადეს, მოგვიანებით ადგილზე ექიმებიც მოვიდნენ და ვირავანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გზაში მოდელმა ინსულტი გადაიტანა, რის გამოც მას მუცელი მოეშალა. ექიმებმა ვირავანს ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია დაუდგინეს.

გაფიცვა

23 ივლისი 2019, 18:34

ეკონომიკა

ახალქალაქის რკინიგზის სადგურის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ

120 თანამშრომელი 4 თვის სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვს. მოძრაობა მაგისტრალზე პოლიციის ჩარევის შემდეგ განახლდა. როგორც ისინი ამბობენ, გაუსაძლისი სამუშაო პირობების, დარღვეული უსაფრთხოების ნორმებისა და ხელფასის დაგვიანების გამო კომპანია უკვე 10-მდე დასაქმებულმა დატოვა.

მოდელები

23 ივლისი 2019, 18:21

ტაბლოიდი

Oysho-ს სარეკლამო კამპანიამ მომხმარებლები აღაფრთოვანა

ფოტოებზე სამი მოდელია აღბეჭდილი. მათი სხეულის ფორმები საყოველთაოდ გავრცელებულ სტანდარტში არ ჯდება და არც ფოტოებია პროგრამებით დამუშავებული. ამ ფაქტმა მომხმარებელში კმაყოფილება გამოიწვია იმის გამო, რომ Oysho-მ აქცენტი მოდელების ბუნებრიობასა და ნატურალიზმს გაუსვა.

ანდრეს ინიესტა

23 ივლისი 2019, 18:16

სპორტი

ანდრეს ინიესტა ლა ლიგის ელჩი გახდა

„ბარსელონას“ ყოფილი ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა ლა ლიგის ელჩი გახდა. ტოკიოში გამართულ საზეიმო ცერემონიაში ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა და „ბარსელონას“ ყოფილმა ფორვარდმა სამუელ ეტო'ომ მიიღეს მონაწილეობა. ტოკიოში გამართულ საზეიმო ცერემონიაში ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა და „ბარსელონას“ ყოფილმა ფორვარდმა სამუელ ეტო'ომ მიიღეს მონაწილეობა.

ტერაქტი მალიში

23 ივლისი 2019, 18:11

მსოფლიო

მალიში ფრანგული სამხედრო ბაზის შესასვლელთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა

მალის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ქალაქ გაოში ფრანგული სამხედრო ბაზის შესასვლელთან აფეთქდა დანაღმული ავტომობილი, რომელშიც თვითმკვლელი ტერორისტები იმყოფებოდნენ. ფრანგული მედიის ინფორმაციით, სამხედრო ბაზაზე მალელი, ფრანგი და ესტონელი სამხედროები მსახურობენ.

მამუკა ბახტაძე

23 ივლისი 2019, 18:00

საქართველო

მამუკა ბახტაძე უკრაინელებს თავისუფალი არჩევნების ჩატარებას ულოცავს

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე უკრაინელებს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ულოცავს. როგორც პრემიერი Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, მას სჯერა, რომ ჯერა, რომ წარმატებული არჩევნები უკრაინაში ხელს შეუწყობს დემოკრატიის, რეფორმებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის წინსვლას.

შალვა თადუმაძე

23 ივლისი 2019, 17:44

საქართველო

შალვა თადუმაძე: ჩემს კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე განვიხილავ

გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე საკუთარ კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე განიხილავს. ეს განცხადება შალვა თადუმაძემ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების შემდეგ გააკეთა. როგორც თადუმაძემ თქვა, პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ რომ არ არის, ამას თავისი საქმიანობით დღესაც უზრუნველყოფს.

ესპანეთის პარლამენტი

23 ივლისი 2019, 17:30

მსოფლიო

ესპანეთის პარლამენტმა პედრო სანჩესი პრემიერის პოსტზე არ დაამტკიცა

კენჭისყრის პირველ რაუნდში პრემიერის პოსტზე ასარჩევად სანჩესს დეპუტატთა აბსოლუტური უმრავლესობის, 350-დეპუტატიდან სულ მცირე 176-ის მხარდაჭერა სჭირდებოდა. მის კანდიდატურას მხარი 124-მა დეპუტატმა დაუჭირა, 170 წინააღმდეგი წავიდა, 52-მა თავი შეიკავა, კიდევ 4 დეპუტატი სხდომას სხვადასხვა მიზეზის გამო არ ესწრებოდა.

ეკა ბესელია

23 ივლისი 2019, 17:26

საქართველო

ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს ეთიკის საბჭოში უჩივლებს

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ვანო ზარდიაშვილს ეთიკის საბჭოში უჩივლებს. საქმე ეხება ზარდიაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს, მათ შორის დღევანდელ განცხადებას, რომელშიც დეპუტატმა ეკა ბესელია "ვირთხას" შეადარა.

23 ივლისი 2019, 17:16

საქართველო

საქართველოს საელჩომ გერმანულ ტელეარხს აფხაზეთის შესახებ არასწორი სიუჟეტის გამო წერილი გაუგზავნა

21 ივლისს გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გავიდა სიუჟეტი "აფხაზეთი - თოკით დაშვება საბჭოთა ნანგრევებზე". სიუჟეტში, დამახინჯებული იყო ისტორიული ფაქტები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აფხაზეთში არსებული ვითარება არ იყო სათანადოდ წარმოჩენილი.

ლი პენი

23 ივლისი 2019, 17:03

მსოფლიო

ჩინეთის ყოფილი პრემიერი, „პეკინელი ყასაბი“ ლი პენი გარდაიცვალა

ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ყოფილი პრემიერმინისტრი ლი პენი, რომელიც „პეკინელი ყასაბის“ სახელით არის ცნობილი, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ლი პენი 1928 წლის 20 ოქტომბერს დაიბადა, ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის პოსტს კი 1988-1998 წლებში იკავებდა.

ქალი

23 ივლისი 2019, 16:55

მსოფლიო

ამერიკელი პოლიციელები კონგრესმენი ქალისთვის სროლის მოწოდების გამო სამსახურიდან გაუშვეს

სოციალურ ქსელ Facebook-ზე კონგრესმენ ალექსანდრია ოკასიო-კორტესისთვის სროლის მოწოდების გამო ლუიზიანაში (აშშ) ორი პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. გრეტნას პოლიციის ხელმძღვანელმა არტურ ლოუსონმა განაცხადა, რომ პოლიციელების ქმედება არაპროფესიულია და კონგრესმენმენ ქალზე ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდებაა.

ნიკოლას უზოკა

23 ივლისი 2019, 16:42

კულტურა

22 წლის ლონდონელმა 10000-სიტყვიანი დისერტაცია რეპ-ალბომის სახით დაწერა

სწავლასა და ლექსების წერასთან ერთად ნიკოლასი მუსიკასაც წერდა და დისერტაციის დაწყების მომენტამდე რამდენიმე სიმღერაც ჰქონდა ჩაწერილი. დისერტაციის თემაზე ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ ამ საკითხის გაშლას - „ქალებთან ურთიერთობის მეტაფორის საშუალებით ღმერთისადმი დამოკიდებულების განმარტება“- სიმღერაში უფრო კარგად შეძლებს.

აქსანა გატაულინა

23 ივლისი 2019, 16:27

ტაბლოიდი

რუსმა ჭოკით მხტომელმა საპატიო წრე დროშის ნაცვლად პლედით გაირბინა

რუსმა ჭოკით მხტომელმა აქსანა გატაულინამ შვედეთში გამართულ ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ საპატიო წრე დროშის ნაცვლად პლედით გაირბინა. შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. სპორტსმენს რუსეთის დროშის გამოყენება არ შეეძლო, ვინაიდან ჩემპიონატში ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობდა.

23 ივლისი 2019, 16:23

კულტურა

ათწლეულის საუკეთესო ფილმები დასახელდა

სიის ლიდერი ბარი ჯენკინსის ფილმი „მთვარის შუქი“ გახდა, რომელმაც ოსკარის 3 ნომინაციაში გაიმარჯვა. მეორე ადგილს ჯონათან გლეიზერის „კანის ქვეშ“ იკავებს, რომელშიც მთავარ როლს სკარლეტ იოჰანსონი ასრულებს. რეიტინგში მესამე ადგილზეა ირანელი რეჟისორის აბას კიაროსტამის ფილმი „დადასტურებული ასლი“.

კატები

23 ივლისი 2019, 16:20

ტაბლოიდი

იაპონელი 20 წელია კატებს ვიდეოებს უღებს, მაგრამ ვერცერთი მათგანი პოპულარული ვერ გახდა 😿

52 წლის იაპონელი კაძუტაკა ნიიამა ყოველ დღე ზრუნავს ქუჩის კატებზე: მათ აჭმევს, წყალს ასმევს და ართობს. ასევე ნიიამა უკვე 8 წელია კატებს ვიდეოებს უღებს და Youtube-ზე ტვირთავს, მას ამ დროისთვის თითქმის 20 ათას ვიდეომდე აქვს განთავსებული - თითქმის დღეში ერთი ვიდეო. მის არხზე ყურადღება The Outline-ის ჟურნალისტმა ჯო ვიქსმა გაამახვილა.

23 ივლისი 2019, 15:59

მსოფლიო

რუსეთში კარვების ბანაკში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდა

როგორც გაირკვა, ხანძრისას 10 წლის ბიჭი თანატოლებს კარვებიდან გამოსვლაში ეხმარებოდა. შედეგად მან სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ კომაში ჩავარდა. მანამდე ინფორმაცია 3 მსხვერპლის შესახებ გავრცელდა.