imedi /  14 მაისი 2019, 16:01 / სანდო წყარო

მამუკა ბახტაძე: ჩემი ერი მზადაა წინ დიდი ნაბიჯებით იაროს

მამუკა ბახტაძე

ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებშიპრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე სიტყვით გამოვიდა. "უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის და ჩვენი დელეგაციისთვის დიდი პატივია აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილeს აღნიშვნა თქვენთან - საქართველოს მეგობრებთან - ერთად", - განაცხადა პრემიერმინისტრმა. 

პრემიერის თქმით, ეს ათი წელი "საოცარი მოგზაურობა" იყო. მისი განცხადებით, საქართველო ძალიან კარგი მაგალითია იმის, თუ როგორი ტრანსფორმაციული ძალა აქვს ევროკავშირს. 

"ჩვენი ქვეყნის წარმატება თქვენი წარმატებაცაა. ეს ერთობლივი მიღწევაა. ჩვენთვის ეს არის ძირითადი მისწრაფება და ყოველთვის ვცდილობ ხაზი გავუსვა, რომ ჩემი ერისთვის ევროპული მისწრაფება ცივილიზაციური არჩევანია. ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი, რადგან ჩვენი წარსული ევროპულია და ამიტომ მომავალიც ევროპულია. ეს მისწრაფება ძალიან ძვირი გვიჯდება პოლიტიკურად და ეკონომიკურად. როგორც მოგეხსენებათ, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას და ყოველთვის არსებობს ქართველი ხალხის მისწრაფებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა. თუმცა, ჩვენი მოსახლეობის 85 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს ამ გადაწყვეტილებას - ამ არჩევანს - რადგან ეს ცივილიზაციური არჩევანია. ეს 10 წელი საოცარი იყო ჩემი ქვეყნისთვის", - განაცხადა პრემიერმინისტრმა ბახტაძემ.

მისივე თქმით, გარდაქმნის პროცესი არ იყო იოლი და წლიდან წლამდე მიიწევდა საქართველო ყველა მიმართულებით: "ბიზნესის კეთების სიმარტივის, ანტიკორუფციული კანონმდებლობის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლეს დონეზე დაყენებით და ბევრი სხვა მიღწევით. ასოცირების შეთანხმება და მასში შემავალი ღრმა და ყოვლისმომცველი, თავისუფალი სავაჭრო სივრცე, ვიზალიბერალიზაციასთან ერთად ისტორიული მიღწევებია ჩემი ქვეყნისთვის. თუმცა, გვაქვს ამ წარმატებაზე მეტის მიღწევის სურვილი. საქართველო მოწინავე ქვეყნად მიიჩნევა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და ვფიქრობთ, მეტს ვიმსახურებთ. მეტი შესაძლებლობა გაგვაჩნია", - განაცხადა ბახტაძემ და დასძინა, რომ სწორედ ამიტომ, ევროპელ კოლეგებს ორი თვის წინ „ევროკავშირისკენ საქართველოს გზამკვლევი“ წარუდგინა.

„პრინციპში, იდეა იმაში მდგომარეობს, რომ გვქონდეს ევროპულ ინსტიტუტებში მეტი ინტეგრაციის შესაძლებლობა. ძირითადად აქცენტი კეთდება დარგობრივ ინტეგრაციაზე, იქნება ეს საერთო ციფრული ბაზარი, ეკონომიკა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, მეტი მობილურობა ჩვენი მოქალაქეებისთვის, მაგალითად ცირკულარული მიგრაცია და ბევრი სხვა. ჩვენ ასევე გვესმის, რომ გამოწვევები არსებობს თავად ევროკავშირში, როდესაც საქმე პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე მიდის, თუმცა მივიჩნევთ, რომ საქართველო მზადაა ბევრად მეტი გააკეთოს წინსვლის მხრივ. მიგვაჩნია, რომ ძალიან ხელშესახები წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება დარგობრივი ინტეგრაციის პროცესის დაწყება. 10 წლის წინ აღმოსავლეთ პარტნიორობა შესანიშნავი იდეა იყო. ვიტყოდი, რომ გაბედულიც იყო და შორს მომავალში ხედვას გულისხმობდა. ახლა სხვა დიადი იდეა გვჭირდება, რათა ყველა ერი დარწმუნდეს, რომ ხელშესახები სამიზნე ორიენტირი გააჩნიათ. რაც შეეხება საქართველოს, მიგვაჩნია, რომ შემდგომი ინტეგრაცია ერთადერთი სწორი არჩევანია და ასევე მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა საქართველოს წვლილზე, რადგან არ მინდა მომთხოვნის ტონალობაში ჟღერდეს ჩემი საუბარი. საქართველოსთან ერთად ევროპაც უფრო ძლიერია. ამ გზავნილის მიწოდებას ვცდილობთ წლებია. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე, ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების გარეშე, შეუძლებელია მდგრადი უსაფრთხოების ინფრასტრუქტურისა და სისტემის შექმნა ევროკავშირში. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთან ერთად ევროკავშირიც უფრო ძლიერი იქნება. ევროპული საწარმოები თავისუფლად შეძლებენ ჩვენს რეგიონში საქმიანობას . ეს მასშტაბი სცილდება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს და ამიტომ დღევანდელ დღეს ჩემი გზავნილი ასეთია: ჩვენი წარსული ევროპული იყო, მომავალიც ევროპული იქნება და ახლა უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს სხვა დიად იდეას მივცეთ დასაბამი - ისეთივეს, როგორიც აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნა იყო 10 წლის წინ. ახლა უფრო ამბიციური გეგმები გვჭირდება, რადგან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები და განსაკუთრებით ჩემი ერი მზადაა წინ დიდი ნაბიჯებით იაროს", - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა.

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით არის ჩასული, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ესწრება და შეხვედრებს მართავს. ის უკვე შეხვდა ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან-კლოდ იუნკერს, ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცეპრეზიდენტს ვაზილ ჰუდაკს

ყველა სიახლე

ბარსელონა

14 ოქტომბერი 2019, 21:40

მსოფლიო

ბარსელონაში პოლიციამ აქციის მონაწილეები დაშალა. არიან დაშავებულები

აეროპორტის რაიონში 8 000-მდე ადამიანი შეიკრიბა. პოლიციამ მათ დასაშლელად ხელკეტები და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ვრცელდება ინფორმაცია 13 დაშავებულის შესახებ, მათ შორის 1 ფრანგი ჟურნალისტია. ამასთან, ბარსელონის აეროპორტში 20 რეისი გაუქმდა.

გიფი

14 ოქტომბერი 2019, 21:10

ტექნოლოგიები

ციფრულ ჩარჩოებში ჩასმული გიფების კოლექცია შეიქმნა

კომპანია Infinite Objects-მა სერვის Giphy-სთან და დიზაინერილ სტუდია Planeta-სთან ერთად სპეციალურ ციფრულ ჩარჩოში ჩასმული ანიმაციების კოლექცია გამოუშვა. პირველი კოლექცია შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა, მისი ფასი კი 299 დოლარია.

ფატმა სერენ იაზგანი

14 ოქტომბერი 2019, 21:07

საქართველო

თურქეთის ელჩი: ქურთისტანის მუშათა პარტიასთან დაპირისპირებაში მარტო ვართ

თურქეთი ნატოს ერთადერთი სახელმწიფოა, რომლის სახმელეთო ჯარიც ისლამისტების წინააღმდეგ იბრძვის, თუმცა ქურთისტანის მუშათა პარტიასთან დაპირისპირებაში ჩვენ მარტო ვართ, განაცხადა თურქეთის ელჩმა საქართველოში ფატმა სერენ იაზგანმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.

ინგლისი

14 ოქტომბერი 2019, 20:48

მსოფლიო

ბულგარეთში საფეხბურთო მატჩისთვის ჩასული ინგლისელი გულშემატკივარი გარდაცვლილი იპოვეს

ბულგარეთში საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად ჩასული ინგლისელი გულშემატკივარი სოფიას ცენტრში გარდაცლილი იპოვეს. ბრიტანული მედიის ცნობით, პოლიცია 32 წლის ინგლისელის გარდაცვალების მიზეზს არკვევს. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის და პოლიცია 32 წლის ინგლისელის გარდაცვალების მიზეზს არკვევს.

14 ოქტომბერი 2019, 20:28

მსოფლიო

აშშ-ში ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი შეურაცხყვეს

როდ-აილენდის შტატის ქალაქ პროვიდენსში ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი შეურაცხყვეს. ვანდალებმა მას წითელი საღებავი შეასხეს და წარწერა „შეწყდეს გენოციდის ზეიმი“ დატოვეს. აშშ-ში ოქტომბრის მეორე ორშაბათს კოლუმბის დღე აღინიშნება, რომელიც იტალიელი მოგზაურის ამერიკაში ჩასვლას ეძღვნება.

„ლანჩხუთი“

14 ოქტომბერი 2019, 20:10

სპორტი

საქართველოს ქალთა ლიგის გამარჯვებული „ლანჩხუთი“ გახდა

საქართველოს ქალთა ლიგის ეგიდით გამართული 18 შეხვედრიდან „ლანჩხუთმა“ 17 მოიგო, მხოლოდ ერთხელ დამარცხდა და უშუალო კონკურენტს, თბილისის „ნიკეს“ ურთიერთშეხვედრების ხარჯზე აჯობა. ჩემპიონის სტატუსით „ლანჩუთი“ საქართველოს უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმოადგენს.

Eshvi Kids

14 ოქტომბერი 2019, 19:54

ეკონომიკა

საქართველოში შეკერილი საბავშვო ტანსაცმელი იაპონიაში ექსპორტზე გავიდა

Eshvi Kids-მა იაპონურ კომპანია Roherma-სთან ბიზნესკავშირები საერთაშორისო გამოფენა Pitti Bimbo-ზე დაამყარა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაღაზიაა არა მხოლოდ იაპონიის, არამედ აშშ-ს მასშტაბითაც. გამოფენა Pitti Bimbo ივნისში ქალაქ ფლორენციაში გაიმართა.

14 ოქტომბერი 2019, 19:52

თემა

რა არის ავტოკეფალია და რით განსხვავდება ის საეკლესიო ავტონომიისგან?

დღეისათვის 15 მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია არსებობს, აქედან 14 საყოველთაოდ არის აღიარებული. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 9 საპატრიარქო ეკლესიას შორისაა. ამერიკის მართლმადიდებელ ეკლესიას კი, რომლის ავტოკეფალიას მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი, მათ შორის საქართველოს საპატრიარქო აღიარებს, კონსტანტინეპოლი არ ცნობს. სამაგიეროდ, მსოფლიო პატრიარქი მხარს უჭერს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, რასაც მართლმადიდებელ სამყაროში დაპირისპირება მოჰყვა.

სევანის ტბა

14 ოქტომბერი 2019, 18:53

მსოფლიო

სომხეთი სევანის ტბიდან წყლის მოხმარების აკრძალვას გეგმავს

სომხეთში სევანის ტბიდან წლის მოხმარების სრულ აკრძალვას აპირებენ. დონის დაწევის გამო აღნიშნული ინიციატივა საპარლამენტო კომიტეტმა დააყენა. დეპუტატების განცხადებით, მოქმედი კანონი 170 მლნ კუბურ მეტრზე მეტი წყლის მოხმარებას კრძალავს, საკანონმდებლო ცვლილება კი წყლის მოხმარების სრულ აკრძალვას ითვალისწინებს.

ქვიშის თამაშები

14 ოქტომბერი 2019, 18:44

სპორტი

დოჰაში ქვიშის თამაშებში დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ჩაერთვებიან

ყატარის დედაქალაქ დოჰაში, სადაც მსოფლიოს პირველი ქვიშის თამაშები მიმდინარეობს, დღეს ასპარეზობაში ჩაერთვებიან საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების წევრები. დღევანდელ შეხვედრებში მედლებისთვის იბრძოლებენ ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ) და დავით მარსაგიშვილი (90 კგ).

გოგა ბითაძე

14 ოქტომბერი 2019, 18:35

სპორტი

გოგა ბითაძემ „ინდიანას“ ქომაგებისთვის იმღერა. ვიდეო

კალათბურთის მაღალ დონეზე თამაშის გარდა, გოგა ბითაძემ გულშემატკივარს თავი სხვა ამპლუაშიც გააცნო. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ახალი სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, „ინდიანას“ ახალწვეულებმა შოუ დადგეს და სხვადასხვა ჰიტები შეასრულეს.

კატალონია

14 ოქტომბერი 2019, 18:35

მსოფლიო

კატალონიელი ლიდერების განაჩენი ბარსელონაში აქციებით გააპროტესტეს

ბარსელონაში გამართულ აქციაზე ერთ-ერთ მონაწილეს ბანერი ეჭირა წარწერით: "მე არ ვარ დამოუკიდებლობის მომხრე, მაგრამ არც იდიოტი ვარ". ცენტრალურ ბარსელონაში სამანქანო მოძრაობა თითქმის შეუძლებელი იყო, რადგან აქციის მონაწილეები ქალაქის სხვადასხვა უბანში შეიკრიბნენ.

ჩინეთი

14 ოქტომბერი 2019, 18:30

მსოფლიო

ჩინეთში ბანკის შენობის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

ჩინეთში ბანკის შენობის ჩამონგრევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. შემთხვევა ძილინის პროვინციაში მოხდა. მაშველები ნანგრევებში მოყოლილ 4 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. გავრცელებული ცნობით, შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

თურქული ჯარი სირიაში

14 ოქტომბერი 2019, 18:19

მსოფლიო

ევროკავშირი თურქეთს სირიიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებს

შესაბამისი განცხადება ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა. „ევროკავშირი გმობს თურქეთის სამხედრო ოპერაციას, რომელიც რეგიონში სტაბილურობას საფრთხეს უქმნის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჰაგიბისი

14 ოქტომბერი 2019, 17:48

მსოფლიო

იაპონიაში სამაშველო ოპერაციის დროს ვერტმფრენიდან 77 წლის ქალი გადავარდა

იაპონიაში სამაშველო ოპერაციის დროს 70 წლის ქალი შემთხვევით ვერტმფრენიდან გადავარდა და დაიღუპა. ტოკიოს საგანგებო სამსახურმა მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ მაშველებს ქალისთვის სპეციალური დამცავი თასმის გაკეთება დაავიწყდათ.

მედლინ მუნი

14 ოქტომბერი 2019, 17:43

საქართველო

მედლინ მუნი: რუსეთი ცდილობს არალეგალურად დაყოს საქართველო

თავის გამოსვლაში რუსულ ოკუპაციაზე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მედლინ მუნმა ისაუბრა.მისი თქმით, რუსეთს სურს, გამყოფი ხაზი გახდეს დადგენილი საზღვარი და ცდილობს, არალეგალურად დაჰყოს საქართველო. მან ორი კვირის წინ საქართველოში ვიზიტი გაიხსენა.

დევნილები

14 ოქტომბერი 2019, 17:36

საქართველო

ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილების აქცია 1 თვეა გრძელდება

მათი განცხადებით, ბინების გადანაწილებისთვის, სამინისტროს მიერ შემოღებული ქულებისა და კრიტერიუმების სისტემა უსამართლოა. რამდენიმე დევნილმა პროტესტის უკიდურეს ფორმასაც მიმართა, ისინი შვიდი დღის განმავლობაში შიმშილობდნენ.

მორის ყვითელაშვილი

14 ოქტომბერი 2019, 17:29

სპორტი

მორის ყვითელაშვილი ყაზახეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

ყვითელაშვილმა 245 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ რუს მაკარ იგნატოვს 30 ქულით გაუსწრო. ტურნირი ყაზახი მოციგურავის, 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორის, დენის ტენის სახელობის იყო, რომელიც 2018 წელს ტრაგიკულად დაიღუპა.

ანაკლიის პორტი

14 ოქტომბერი 2019, 17:27

ეკონომიკა

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინვესტორების ვინაობა ხვალ გაირკვევა

ანაკლიის კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი კი ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე სამ ინვესტორზე საუბრობს. ერთი ინვესტორი აქამდეც იყო ცნობილი - "მერიდიანი", მეორე ინვესტორი - ჰოლანდიური "ვან ორდი" და მესამე ინვესტორი, როგორც გაირკვა ამერიკული საინვესტიციო ფონდია.

ტაიფუნი ჰაგიბისი

14 ოქტომბერი 2019, 17:20

მსოფლიო

იაპონიაში ტაიფუნ „ჰაგიბისს“ უკვე 55 ადამიანი ემსხვერპლა

იაპონიაში ტაიფუნ „ჰაგიბისს“ უკვე 55 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Kyodo ავრცელებს. კიდევ 16 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, დაშავებულთა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა.