Imedi /  14 მაისი 2019, 23:06 / სანდო წყარო

ზურაბიშვილი: სიხარულით დავიკავებთ ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის ადგილს

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მისი ქვეყანა სიამოვნებით დაიკავებდა ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის ადგილს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა Euronews-თან ინტერვიუში Brexit-ზე საუბრისას თქვა და აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის ქმედების არ ესმის. 

„ჩვენ ვართ იმ სამყაროში, სადაც უამრავი პრობლემაა. თუმცა ჩვენი პასუხი ამ გამოწვევებზე არის ის, რომ ვიყოთ უფრო ახლოს ევროპასთან. ამ გამოწვევებთან თითქმის ყველა ევროპულ სახელმწიფოზე ახლოს ვართ“,- თქვა პრეზიდენტმა.

„რუსეთთან 2008 წლის ომის დროს და მას შემდეგ, ყოველდღიური პროვოკაციების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა ამ გზაზე ერთიანია. 

საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი დღეს ირჩევს და გუშინ, ასევე, 18 წლის წინათაც ირჩევდა ევროპულ გზას“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველა სიახლე

თორნიკე ხაბაზი ავთანდილ ფირანიშვილი

20 მაისი 2019, 16:14

სპორტი

საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა ველოსპორტსმენებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირეს

შეჯიბრის გამარჯვებული საერთო ჩათვლაში თორნიკე ხაბაზი გახდა. მან პროლოგსა და ინდივიდუალურ რბოლაში პირველი ადგილი დაიკავა. მე-2 ადგილზე გავიდა ავთანდილ ფირანიშვილი. საერთაშორისო ტურნირში 7 ქვეყნის 22 გუნდი და 75 სპორტსმენი მონაწილეობდა.

Huawei Play Store

20 მაისი 2019, 16:05

ტექნოლოგიები

რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ Huawei-ს მფლობელებს

რა ხდება სინამდვილეში: Google-მა განმარტა, რომ Huawei-ს სმარტფონების ამჟამინდელი მფლობელებს პრობლემა არ შეექმებათ. კერძოდ, ისინი Google Play-ზე წვდომას შეინარჩუნებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ კვლავ შეძლებენ აპლიკაციების განახლებას.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

20 მაისი 2019, 16:00

ეკონომიკა

გორის, ქობულეთისა და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა 22 მაისიდან დროებით შეიზღუდება

საავტომობილო გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე. ხოლო ბათუმი-ქობულეთის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში - გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე.

51-ე სკოლა

20 მაისი 2019, 15:33

ძალოვნები

51-ე სკოლასთან მოზარდებს შორის დაპირისპირება მოხდა

ამ ეტაპზე დაჭრილებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე „ბოლო ზარის“ ღონისძიება მიმდინარეობდა.

ბრაზილია

20 მაისი 2019, 15:33

მსოფლიო

ბრაზილიაში ბარზე თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა

შეიარაღებული პირები ნიღბებით, ბრაზილიის ქალაქ ბელემში გუამას რაიონში ბარს დაესხნენ და 11 ადამიანი მოკლეს. თვითმხილველების ცნობით, თავდასხმის დროს 5 ქალი და 6 კაცი მოკლეს. გასროლა არ ყოფილა მიზანმიმართული. გუამა ბელემში ყველაზე სასტიკ და საშიშ რაიონად ითვლება. გაზრდილი კრიმინალის ფონზე ბრაზილიის ხელისუფლებამ ქვეყანაში იარაღის იმპორტი გაამარტივა.

20 მაისი 2019, 15:31

მსოფლიო

ფილიპინებში შესაძლოა სამუშაო კვირის დღეები შემცირდეს

კანონპროექტის თანახმად, სამუშაო საათების ლიმიტი კვირაში 48 საათია. "შემცირებული სამუშაო კვირა არამარტო სამუშაო ტრანზიტის ხარჯებს შეამცირებს, არამედ დასაქმებულებს საშუალებას მისცემს მეტი დრო დაუთმონ თავიანთ პირად და სოციალურ ვალდებულებებს და დააბალანსონ სამუშაო და პირადი ცხოვრება", - აღნიშნულია კანონპროექტის დოკუმენტში.

20 მაისი 2019, 15:17

საქართველო

თბილისის მერიამ ბაგა-ბაღების მომმარაგებელ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა

დედაქალაქის მერია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის სურსათის მიმწოდებელ კომპანია „ნილს“ ბოლო გაფრთხილებას აძლევს. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

20 მაისი 2019, 15:14

კულტურა

Westworld-ის მესამე სეზონის ტრეილერი გამოქვეყნდა

ტელეკომპანია HBO-მ სერიალ Westworld-ის მესამე სეზონის ტრეილერი გამოაქვეყნა, რომელიც 2020 წელს გამოვა ეკრანებზე. ტრეილერის მთავარი გმირი ახალი პერსონაჟია, რომლის როლსაც მსახიობი აარონ პოლი ასრულებს. მესამე სეზონში ასევე გამოჩნდება ვინსანსტ კასელი და ლინა უეითი.

Huawei

20 მაისი 2019, 15:01

ტექნოლოგიები

Huawei Android-ის ლიცენზიის შეჩერებას გამოეხმაურა

„Huawei განაგრძობს უსაფრთხოების სისტემის და გაყიდული სერვისების განახლებას, როგორც არსებულ Huawei-სა და Honor-ის სმარტფონებზე, ისე ტაბლეტებზე. განვაგრძობთ უსაფრთხო და მდგრადი პროგრამული ეკოსისტემის შენებას, რათა მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო გამოცდილებით უზრუნველვყოთ ყველა მომხმარებელი“, - აცხადებს Huawei.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

20 მაისი 2019, 14:58

სპორტი

გარიგებული მატჩების საქმეზე ფეხბურთის ფედერაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

სუსმა გარიგებული მატჩების საქმეზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა. ბრალდების მიხედვით, მატჩების წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით დასრულებისათვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა 93 500 ლარი.

ბანგლადეში

20 მაისი 2019, 14:55

მსოფლიო

ბანგლადეშმა სანაპიროზე თევზაობა დროებით აკრძალა

ბანგლადეშის ხელისუფლებამ ქვეყნის სანაპიროზე თევზაობის დროებით აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. აკრძალვა 65 დღეს გაგრძელდება. ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება თევზის რაოდენობის შემცირების გამო მიიღო. მეთევზეები საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ. ისინი აცხადებენ, რომ საარსებო წყაროს გარეშე დარჩებიან. აკრძალვა ძალაში 20 მაისიდან შევიდა და 23 ივლისს დასრულდება.

სანდრა რულოვსი

20 მაისი 2019, 14:46

საქართველო

„ნაციონალური მოძრაობის“ სამომავლო გეგმები ცნობილია

ამასთან, ჟურნალისტებმა სანდრა რულოვსს ნიკა მელიას განცხადებაზეც ჰკითხეს, რომლის მიხედვითაც მელია საუბრობდა, რომ სამომავლო სტრატეგიაზე ერთიანი შეთანხმება უნდა არსებობს და მუდმივად რევოლუციაზე საუბარი არ უნდა იყოს. როგორც სანდრა რულოვსმა აღნიშნა, ყველას აქვს თავისი არჩევანი.

20 მაისი 2019, 14:43

მსოფლიო

ავსტრალიაში კაცმა მეტალოდეტექტორით 1.4 კგ ოქროს ქვა იპოვა

BBC-ის ცნობით, ოქროს ქვის ფოტო ინტერნეტში ერთ-ერთმა ავსტრალიურმა მაღაზიამ გამოაქვეყნა. არსებული ინფორმაციით, კაცმა ოქროს ქვა მიწის ზედაპირიდან 45 სანტიმეტრის სიღრმეში იპოვა.

მიხეილ სააკაშვილი  თემურ ალასანია

20 მაისი 2019, 14:34

საქართველო

თემურ ალასანია: შემიძლია თავს უფლება მივცე მქონდეს ბინა იქ, სადაც მინდა

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა თემურ ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის ფარული ჩანაწერი, სადაც თემურ ალასანია სააკაშვილს ფლორიდაში, მისთვის ნაყიდი ბინის შესახებ დეტალებს აცნობს. ჩანაწერში საუბარია, ასევე, სანდრა რულოვსზეც, რომელიც თითქოს ბინის გასაღებს ითხოვს, რომლის მიცემის სურვილიც სააკაშვილის ოჯახის წევრებს არ აქვთ.

20 მაისი 2019, 14:28

ეკონომიკა

Ferrari ჩინეთში იმპორტირებული მანქანების მეოთხედს უკან გაიწვევს

ავტომწარმოებელი Ferrari ჩინეთიდან, უსაფრთხოების ბალიშების დეფექტის გამო, 2071 ავტომობილს გაიწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „სინჰუა“ ავრცელებს. მანქანები, რომლების გაწვევასაც გეგმავენ, 2013 წლიდან 2017-მდე აწარმოეს.

კრისტინ ლაგარდი და მამუკა ბახტაძე

20 მაისი 2019, 14:13

საქართველო

ბახტაძე: საქართველოს ტრანსფორმაციაში სავალუტო ფონდის წვლილი ძალიან მაღალია

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა კრისტინ ლაგარდმა და საქართველოს პრემიემინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგი გამართეს. კრისტინ ლაგარდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მე-11 მმართველი დირექტორის თანამდებობას 2011 წლიდან იკავებს. ლაგარდი საქართველოს სამუშაო ვიზიტით გუშინ ეწვია.

სანდრა რულოვსი

20 მაისი 2019, 14:08

საქართველო

სანდრა რულოვსი: საპროტესტო ტალღით უნდა დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი

"გაერთიანებული ოპოზიციის" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მხარდამჭერებს სიძლიერისკენ მოუწოდა."ჩვენ ძალიან მაგრად ვდგებით. არ დარჩება არც ერთი ქუჩა, არც ერთი სოფელი და ქალაქი, სადაც ჩვენ არ მივალთ და სადაც გავაგებინებთ ხალხს, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის გაძლიერება. საპროტესტო ტალღით უნდა დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი. როცა ის აღარ იქნება, მაშინ ისევ შესაძლებელია არჩევნებზე საუბარი",- აღნიშნა სანდრა რულოვსმა.

სუსი

20 მაისი 2019, 14:00

ძალოვნები

სუსმა გარიგებული მატჩების საქმეზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.ცნობა, რომ გარიგებული მატჩების საქმეზე ლანჩხუთის „გურიისა“და საფეხბურთო კლუბ „ვიტ-ჯორჯიას“ რამდენიმე მოთამაშე დააკავეს 19-20 მაისს გავრცელდა. ოფიციალური განცხადება ფეხბურთის ფედერაციას ან კლუბებს ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

ნიკოლ ფაშინიანი

20 მაისი 2019, 13:50

მსოფლიო

სომხეთში ფაშინიანის მომხრეებმა სასამართლოების შესასვლელები დაბლოკეს

სომხეთში პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მომხრეებმა ერევანში და სხვა ქალაქებში სასამართლოს შენობების შესასვლელები დაბლოკეს. პრემიერმინისტრმა საზოგადოებას, 20 მაისიდან სასამართლოს შენობების ბლოკირების შესახებ მოწოდება სოციალურ ქსელში გაავრცელა. მოწოდების მიზეზი ერევანის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც სომხეთის ექსპრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

ვლადიმერ პუტინი

20 მაისი 2019, 13:36

მსოფლიო

პუტინი ზელენსკის გაპრეზიდენტებას არ მიულოცავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტობას არ მიულოცავს. „პრეზიდენტი პუტინი, პრეზიდენტ ზელენსკის უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში კონფლიქტის დარეგულირების შემდეგ მიულოცავს და ასევე რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის ნორმალიზაციის შემდეგ“, - აცხადებს პესკოვი.