Imedi /  15 მაისი 2019, 11:47 / სანდო წყარო

გარემოს ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ მასშტაბის წვიმა ბოლოს 2006 წელს მოვიდა

სტიქია კახეთში

სტიქია კახეთში

მაისი აღმოსავლეთ საქართველოსთვის ხშირი ნალექით, ზოგან სეტყვით ხასიათდება. კლიმატურ მონაცემებზე დაყრდნობით, წლის განმავლობაში ნალექებისა და სეტყვის დიდი ოდენობა სწორედ მაისზე მოდის. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

სადამკვირვებლო ქსელიდან შემოსული მონაცემებით, გასული დღეების განმავლობაში კახეთის რეგიონში, კერძოდ, ქ. ლაგოდეხში 4-5 მაისს 24 საათში მოსული ნალექის რაოდენობამ 125 მმ. შეადგინა. მსგავსი სიძლიერის წვიმა 2006 წელს მოვიდა, როდესაც 24 საათში მოსული ნალექების რაოდენობამ 14 მაისს 128 მმ, 2011 წელს კი 100 მმ შეადგინა.

თელავში წელს პირველად დღე-ღამეში მოსული ნალექების რაოდენობამ 93 მმ. შეადგინა, რაც სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, თელავში მაისში არ დაფიქსირებულა.

1981 წლის 15 მაისს თელავში 62 მმ დაფიქსირდა, ხოლო 2005 წელს - 58 მმ. აღმოსავლეთ საქართველოში მოსული უხვი ნალექი კავკასიის ჩრდილოეთიდან გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებით არის განპირობებული. 

სტატისტიკური მონაცემებით, აღმოსავლეთ საქართველოში მაისში სეტყვის შემთხვევები ხშირია. ბოლო 5 წლის მონაცემებით, ძლიერი სეტყვის შემთხვევები სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის კახეთში დაფიქსირდა.

2016 წლის მაისში კახეთის 16 სოფელი, 2017 წელს 38, 2018 წელს კი 5 სოფელი დაისეტყვა. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში გამოიდარებს. მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

ჰაერის ტემპერატურა 16-18 მაისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +34, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს.

ყველა სიახლე

26 მაისი 2019, 19:01

ვიდეო

ჩოხაში გამოწყობილ ბრიუსელის სიმბოლოს მრავალჟამიერი უმღერეს

სალომე ზურაბიშვილი

26 მაისი 2019, 19:00

საქართველო

პრეზიდენტმა ნოდარ ნათაძე და გულნარა ჩაფიძე დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, რომელიც მიხედვითაც ყოველი წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრეზიდენტი დააჯილდოებს იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევიან.

მაღაროელების აქცია

26 მაისი 2019, 18:44

საქართველო

ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლებისა და მაღაროელების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

ჭიათურაში ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლებისა და გაფიცული მაღაროელების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ხელფასების გაზრდის საკითხს განიხილავდნენ, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. შეხვედრა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

მეგან მარკლი

26 მაისი 2019, 18:31

ტაბლოიდი

მეგან მარკლი ტრამპისადმი მიძღვნილ საპატიო მიღებას არ დაესწრება

სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი დიდ ბრიტანეთში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვიზიტის ფარგლებში თეთრი სახლის ლიდერის საპატივცემულოდ გამართულ მიღებას არ დაესწრება. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Express-ი წერს.

კატმანდუ

26 მაისი 2019, 18:04

მსოფლიო

კატმანდუში ორი აფეთქება მოხდა

აფეთქებები ქალაქის სხვადასხვა ნაწილებში მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, აფეთქებების უკან უკანონო კომუნისტური ორგანიზაცია დგას, რომელიც საკუთარი მხარდამჭერების დაკავებას აპროტესტებს. ერთ-ერთი აფეთქების ადგილზე სამართალდამცველებმა ორგანიზაციის ბუკლეტები და პროპაგანდისტული მასალები აღმოაჩინეს.

ლევან მატიაშვილი გიორგი პაპუნაშვილი

26 მაისი 2019, 17:48

სპორტი

ჩინეთის გრან პრიზე ქართველმა ძიუდოისტებმა 2 მედალი მოიპოვეს

გიორგი პაპუნაშვილი (-90კგ) და ლევან მატიაშვილი (+100კგ) ბრინჯაოს გრან პრის სპორტული ღონისძიების ბოლო დღეს დაეუფლნენ. ტურნირში 43 ქვეყნის 301 სპორტსმენმა მონაწილეობდა. ჩინეთის ქალაქ ჰუშში გამართულ შეჯიბრზე 6 ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა.

ასანოიამა
დონალდ ტრამპი

26 მაისი 2019, 17:48

სპორტი

სუმოს მაისის თასის გამაჯვებულს ჯილდო დონალდ ტრამპმა გადასცა

სუმოს მაისის ტურნირის, ნაცუ ბაშოს გამარჯვებულს თასი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრმპმა გადასცა. აშშ-სგან ჯილდო ასანოიამას გადაეცა. 25 წლის ასანოიამა სამი მარცხის მიუხედავად მაისის ბაშოს გამარჯვებული გახდა. მან გამარჯვება ვადაზე ადრე იზეიმა და იმპერატორის თასიც დაიმსახურა.

26 მაისი 2019, 17:44

საქართველო

ამინდის გაუარესების გამო რუსთაველის გამზირზე პავილიონები დაიხურა

თბილისში ამინდის გაუარესების გამო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში მოწყობილი პავილიონები დაიხურა. გარდა ამისა, გადაიდო სპორტული ღონისძიებების ჩატარებაც.

„ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერები

26 მაისი 2019, 17:26

მსოფლიო

ერაყის სასამართლომ ISIS-ის წევრ სამ ფრანგს სიკვდილი მიუსაჯა

ერაყის სასამართლომ საფრანგეთის სამ მოქალაქეს „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანებისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. კევინ გონოს, ლეონარდ ლოპესს და სალიმ მაჩუს განაჩენის გასაჩივრებისთვის 30 დღე აქვთ.

26 მაისი 2019, 17:22

ვიდეო

ხორუმი Abbey Road-ზე

დიდი ბრიტანეთი, Abbey Road-ი

26 მაისი 2019, 17:13

კულტურა

დამოუკიდებლობის დღეს Abbey Road-ი ხორუმის ცეკვით გადაკვეთეს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დიდ ბრიტანეთში Abbey Road-ი ხორუმით გადაკვეთეს. შესაბამის ვიდეოს ქართული ღვინის იმპორტიორი კომპანია „ტვიტერზე“ ავრცელებს. ვიდეოში ცნობილ Abbey Road ხორუმის ცეკვით კვეთენ.

იგორ კოლომოისკი

26 მაისი 2019, 16:50

მსოფლიო

მედია: კოლომოისკი ზელენსკის დეფოლტის გამოცხადებას ურჩევს

უკრაინელი ბიზნესმენი იგორ კოლომოისკი ქვეყნის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის დეფოლტის გამოცხადებას ურჩევს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მან ბრიტანულ გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე განცხადებით, თუ ზელენსკი ყველაფერში დასავლეთს დაუჯერებს, ადრე თუ გვიან, „პოროშენკოს ბედს გაიზიარებს“.

26 მაისი 2019, 16:46

სპორტი

შინდისში ქართულ ჭიდაობაში ტურნირი გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ შინდისში ქართულ ჭიდაობაში ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და შინდისის გმირების ხსოვნას მიეძღვნა. შეჯიბრში მონაწილეობა მოყვარულმა და პროფესიონალმა სპორტსმენებმა მიიღეს.

26 მაისი 2019, 16:33

მსოფლიო

ჰაკერებმა აშშ-ის ქალაქებში სახელმწიფო სერვისები დაბლოკეს

ჰაკერებმა აშშ-ში, ქალაქ ბალტიმორში და მერილენდში პროგრამა EternalBlue-ს გამოყენებით, სახელმწიფო სერვისები დაბლოკეს. The New York-ის ცნობით, შეტევა 7 მაისს დაიწყო. გასულ კვირებში ჰაკერებმა სახელმწიფო უწყებებში 1000-მდე კომპიუტერი გამოიყვანეს მწყობრიდან.

დონალდ ტრამპი

26 მაისი 2019, 16:25

მსოფლიო

ტრამპი: ჩრდილოეთ კორეამ „მცირე ზომის იარაღი“ გამოსცადა

იაპონიაში ვიზიტით მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის რაკეტები, რომლებიც ამ ბოლო პერიოდში გამოსცადეს, მცირე ზომის იარაღია. 25 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იაპონიას ეწვია.

სტენ ლი და კიია მორგანი

26 მაისი 2019, 16:18

კულტურა

სტენ ლის ყოფილი მენეჯერი მოხუცთან სასტიკი მოპყრობის ბრალდებით დააკავეს

არიზონაში Marvel-ის კომიქსების შემქმნელის სტენ ლის ყოფილი მენეჯერი კიია მორგანი მოხუც ადამიანთან სასტიკი მოპყრობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. სტენ ლის ყოფილ მენეჯერს ასევე ქურდობაში, თანხების გაფლანგვასა და სიყალბეში ადანაშაულებენ.

გიორგი გახარია

26 მაისი 2019, 16:11

საქართველო

გახარია გარეჯზე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შედეგი იყოს მისაღები

"რა თქმა უნდა, ჩვენ მონდომებული, მოწოდებული ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ კომისიის და ამ მოლაპარაკების შედეგი უნდა იყოს მისაღები და მისასალმებელი, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის“,- განაცხადა გახარიამ.

ქართველი სამხედროები ავღანეთში

26 მაისი 2019, 16:09

ძალოვნები

ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

სამხედრო მარში სამშვიდობო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალთან დასრულდა. ავღანეთში თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა და მე-3 ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

პრემ ტინსულანონი

26 მაისი 2019, 15:58

მსოფლიო

ტაილანდის ყოფილი პრემიერმინისტრი გარდაიცვალა

ტაილანდის თანამედროვე პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა და არმიის ყოფილი გენერალი ბანგკოკის საავადმყოფოში დღეს, 26 მაისს გარდაიცვალა. ის მეფე ფუმიფონ ადუნიადეტის მრჩეველი იყო. პრემ ტინსულანონი ტაილანდის პრემიერმინისტრის პოსტს 1980-1988 წლებში იკავებდა.

გიგა თაბაგარი

26 მაისი 2019, 15:46

საქართველო

ჭიათურაში მოშიმშილე მაღაროელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ექიმის ინფორმაციით, პაციენტს სისუსტე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილები და მდგრადობის დარღვევა აღენიშნებოდა.გიგა თაბაგარის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მოშიმშილეს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.