imedi /  15 მაისი 2019, 15:35 / სანდო წყარო

„ქართული ოცნება“: ზუგდიდში ოპოზიცია ესკალაციას გეგმავს

თამარ ჩუგოშვილი

თამარ ჩუგოშვილი

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ზუგდიდში ოპოზიცია ესკალაციისთვის ემზადება. ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამ პროცესის ნაწილია ასევე ოპოზიციის განცხადება, რომ ხდება 5000 აქტივისტის მობილიზება სხვადასხვა რეგიონიდან ქალაქ ზუგდიდში, რაც იმის მანიშნებელია, რომ ვითარების ესკალაცია სწორედ ამ ადგილას იგეგმება.

"გუშინდელ დღემდე საარჩევნო პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. გუშინ ცხადი გახდა, რომ დაძაბულობის ცენტრი გახდება ზუგდიდი, სავარაუდოდ. გუშინ ვიხილეთ აჟიოტაჟი საარჩევნო კომისიასთან. როგორც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, საარჩევნო ინვენტარის და დოკუმენტაციის გადაცემის პროცესში არ ყოფილა არანაირი კანონდარღვევა. საოლქო საარჩევნო კომისია კანონის მოთხოვნების სრული დაცვით, სრულიად საჯაროდ და გამჭვირვალედ მოქმედებდა. ჩვენთვის ეს იმის დასტურია, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატს ზუგდიდში აქვს ძლიერი პოზიციები და არჩევნებში იმარჯვებს, ხოლო ოპოზიციის კანდიდატი მარცხდება. ამიტომ ვხედავთ მცდელობას, რომ სტაბილური საარჩევნო პროცესი დაძაბულობაში გადაიზარდოს", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, ნებისმიერ კანონდარღვევას, ძალადობასა და პროვოკაციას, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს ადგილი ან ექნება, სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი, კანონისმიერი რეაგირება მოჰყვება.

„გვინდა გამოვიყენოთ შესაძლებლობა და მივმართოთ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, როგორც საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრონ სწორედ ზუგდიდს, რადგან ყველანაირი ნიშანია იმისთვის, რომ შესაძლებელია ვითარება სწორედ ამ ადგილას დაიძაბოს. ჩვენი ამოცანაა, არჩევნებმა ჩაიაროს თავისუფალ, სამართლიან გარემოში, მშვიდ გარემოში და ამისთვის მომართულია ყველა სახელმწიფო უწყება.

სადამკვირვებლო ორგანიზაციებს აქვთ მნიშვნელოვანი როლი იმისათვის, რომ პრევენცია მოხდეს სავარაუდო დაძაბულობის და დარღვევების. ჩვენ ვაპირებთ მათთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობას. ახლაც გვაქვს კომუნიკაცია და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება ზუგდიდზე გაამახვილონ", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

14 მაისს, გვიან ღამე ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ მისულები. ისინი ამბობდნენ, რომ ზუგდიდის სოფლებში სამაგიდო სიები არჩევნებიდან ხუთი დღით ადრე გაატანეს, რაც მათი თქმით, კანონდარღვევაა და არჩევნების გაყალბების მცდელობას წარმოადგენს.

67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი კი ამტკიცებდა, რომ მათ კანონი არ დაურღვევიათ და ყველა პროცედურა კანონის დაცვით მიმდინარეობს. 

საქართველოში შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. 

ყველა სიახლე

აქცია რუსთაველზე

17 ნოემბერი 2019, 13:20

საქართველო

რუსთაველის გამზირზე აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან

თბილისში დაგეგმილ აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კახეთიდან უერთდებიან. პარტიამ აქტივი სოფელ ჩალაუბნში შეკრიბა. აქციის მონაწილეები დედაქალაქისკენ უკვე გაემგზავრნენ. თბილისში აქციაზე დასასწრებად ,,ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები და მხარდამჭერებიც ემზადებიან. ისინი გორიდან თბილისისკენ უკვე გაემგზავრნენ.

მიხეილ გაჩეჩილაძე

17 ნოემბერი 2019, 13:00

სპორტი

რუსეთის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი მორაგბე დასახელდა

რუსეთის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი მორაგბე დასახელდა. მიხეილ გაჩეჩილაძე „ენისეისთან“ ერთად ქვეყნის ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა და წლის საუკეთესო მორაგბისთვის დაწესებული პრიზი სრულიად დამსახურებულად მიიღო.

Saudi Aramco

17 ნოემბერი 2019, 12:51

ეკონომიკა

Saudi Aramco ბაზარზე აქციების 1,5%-ს გაიტანს

საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-მ აქციების პირველადი განთავსებისთვის ინვესტორთა განაცხადების მიღება დაიწყო და განთავსების ფასის დიაპაზონი - 30-32 რიალი (8-8,5 დოლარი) დაასახელა. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

თავდაცვის სამინისტრო

17 ნოემბერი 2019, 12:40

საქართველო

ღარიბაშვილის უწყება: თავდაცვის ძალებში საკვები პროდუქტები განსაკუთრებულად მოწმდება

რაც შეეხება ბოლო პერიოდში აღმოჩენილ ხარისხის პრობლემებს, სამინისტრო ელოდება ექსპერტიზის პასუხს გადაგზავნილი პროდუქციის ნიმუშებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც, სამინისტრო გამოიყენებს ხელშეკრულებით მინიჭებულ ყველა უფლებას“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

გოტაბაია რაჯაპაქსა

17 ნოემბერი 2019, 12:33

მსოფლიო

შრი-ლანკის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა

შრი-ლანკის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური „სახალხო ფრონტის“ კანდიდატმა, გოტაბაია რაჯაპაქსამ გაიმარჯვა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი NDTV ავრცელებს. რაჯაპაქსას მთავარმა კონკურენტმა, მმართველი „გაერთიანებული ეროვნული პარტიის“ კანდიდატმა საჯიტ პრემადასამ უკვე აღიარა მარცხი და განაცხადა, რომ ხალხის გადაწყვეტილებას პატივს სცემს.

გეოგლიფები

17 ნოემბერი 2019, 12:15

მსოფლიო

პერუს უდაბნოში მეცნიერებმა 143 გიგანტური გეოგლიფი აღმოაჩინეს

იამაგატას უნივერსიტეტის მეცნიერებმა პერუში, ნასკას უდაბნოში 143 გიგანტური გეოგლიფი აღმოაჩინეს. იაპონელი მეცნიერების აღმოჩენის შესახებ უნივერსიტეტის ვებგვერდი წერს. პლატოზე გამოსახულია ცხოველები, გაურკვეველი დანიშნულების ხაზები და მითიური არსებები. 143 გეოგლიფი მეცნიერებმა საველე სამუშაოების შედეგად აღმოაჩინეს.

საპატრიარქო

17 ნოემბერი 2019, 12:10

საქართველო

საქართველოში მოქმედმა რელიგიათა ხელმძღვანელებმა პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს

საპატრიარქოს ინფორმაციით, სტუმართა შორის იყვნენ: ებრაელთა თემის, მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის, ლათინ-კათოლიკეთა, იეზიდთა სასულიერო კრების, ევანგელურ-ლუთერული და სახარების რწმენის ეკლესიის ხელმძღვანელები და მათი თანხმლები პირები.

17 ნოემბერი 2019, 11:48

საქართველო

ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის შვილი: გვეუბნებიან რომ მამა სახლში მალე დაბრუნდება

ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის შვილს თათა გაფრინდაშვილს დაკავებულის მალე გათავისუფლების მოლოდინი აქვს. ამის შესახებ ვაჟა გაფრინდაშვილის შვილმა „ქრონიკას“ განუცხადა. 15 ნოემბერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის დარღვევას ედავებიან.

რუსთაველის გამზირი აქცია

17 ნოემბერი 2019, 11:22

საქართველო

ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან

ოპოზიცია სამოქალაქო სექტორთან ერთად მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადება. აქციის მონაწილეები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას, ცესკოს შემადგენლობის შეცვლასა და დროებითი ტექნიკური მთავრობის შექმნას ითხოვენ.

როდნი რიდი

17 ნოემბერი 2019, 10:42

მსოფლიო

ტეხასის სასამართლომ მკვლელობისთვის მსჯავრდებულის სიკვდილით დასჯა გადადო

ტეხასის სასამართლომ მკვლელობისთვის მსჯავრდებულის როდნი რიდის სიკვდილით დასჯა გადადო, მას შემდეგ რაც საქმეს საზოგადოების მხრიდან რეზონანსი მოყვა და მსჯავრდებულს ცნობილმა ადამიანებმა დაუჭირეს მხარი. ამის შესახებ BBC წერს. სიკვდილით დასჯა როდნი რიდს 1996 წელს 19 წლის სტეისი სტაიტსის მკვლელობისთვის მიუსაჯეს.

Huawei Mate X 5G

17 ნოემბერი 2019, 10:17

ტექნოლოგიები

Huawei-ის დასაკეცი სმარტფონების პირველი პარტია 2 წუთში გაიყიდა

Huawei-ის ონლაინმაღაზიაში დასაკეცი სმარტფონის Huawei Mate X 5G-ის პირველი პარტია გაიყიდა. ამის შესახებ BBC წერს. კომპანიამ გასაყიდად ახალი სმარტფონის მცირე პარტია გაიტანა, თუმცა საკმაოდ მაღალი ფასის მიუხედავად, მარაგი 2 წუთში ამოიწურა.

გოგა ბითაძე

17 ნოემბერი 2019, 10:03

სპორტი

გოგა ბითაძის „ინდიანამ“ ზედიზედ მეორე მატჩი წააგო

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) „ინდიანა პეისერსმა“, რომლის ღირსებასაც გოგა ბითაძე იცავს, შინ „მილუოკი ბაქსი“ მიიღო და 83:102 დამარცხდა. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 18:20 წუთი გაატარა და თავის აქტივში 7 ქულა და 1 მოხსნა ჩაიწერა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

17 ნოემბერი 2019, 10:00

საქართველო

ფეხბურთის ფედერაცია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მხარდაჭერას უცხადებს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა საზოგადოების პრეზიდენტს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც რამდენიმე დღეა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყვეობაში იმყოფება, - ამის შესახებ ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს განცხადებაშია ნათქვამი.

საპროტესტო აქცია

17 ნოემბერი 2019, 09:24

საქართველო

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად „თეთრი ხალათების“ აქცია გაიმართება

„ორშაბათს 18 ნოემბერს 12:00 საათზე, ჩვენი სამუშაო ადგილების, სამედიცინო დაწესებულებების წინ (საფეხმავლო ნაწილზე) გამოვუცხადოთ მხარდაჭერა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და გავაპროტესტოთ მისი უკანონო დაკავების ფაქტი. დავდგეთ ერთად თეთრი ხალათებით და 5 წუთის განმავლობაში მდუმარე აქციით გამოვხატოთ პროტესტი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ხულიო სესარ განდარილია

17 ნოემბერი 2019, 09:17

მსოფლიო

აშშ-მა კუბის შინაგან საქმეთა მინისტრს სანქციები დაუწესა

აშშ-მა კუბის შინაგან საქმეთა მინისტრს ხულიო სესარ განდარილიას სანქციები დაუწესა. ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებაშია ნათქვამი. სანქციები ასევე ეხება ხულიო სესარ განდარილიას ორ შვილს. მათ აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ.

ფილმი ჯოკერი

17 ნოემბერი 2019, 09:08

კულტურა

„ჯოკერის“ შემოსავალმა 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

„ჯოკერის“ შემოსავალმა 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Forbes-ი ავრცელებს. ფილმმა, რომლის პრემიერაც აშშ-ში 28 სექტემბერს გაიმართა, შიდა ბაზარზე გაქირავებიდან 316 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო, მსოფლიოს მასშტაბით კი მილიარდს გადააჭარბა.

მინსკი

17 ნოემბერი 2019, 08:45

მსოფლიო

ბელარუსში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ბელარუსში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამომრჩეველთა სიაში დაახლოებით 6,8 მილიონი ადამიანია. წარმომადგენელთა პალატის 110 მანდატისთვის 513 კანდიდატი იბრძვის, მათგან 32 კი მოქმედი მოწვევის პარლამენტის წევრია.

აშშ ჩინეთი

17 ნოემბერი 2019, 08:35

ეკონომიკა

ჩინეთმა და აშშ-მა სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს

„ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცეპრემიერმა ლიუ ჰემ ამერიკული მხარის ინიციატივით გამართა სატელეფონო საუბარი სავაჭრო მოლაპარაკებებშ აშშ-ის წარმომადგენელ რობერტ ლაიტჰაიზერთან და აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინთან“, - აცხადებენ ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროში.

ესპანეთი ქალი ფეხბურთელები

17 ნოემბერი 2019, 08:24

სპორტი

ესპანეთში ქალი ფეხბურთელები გაიფიცნენ

ესპანეთში თითქმის ერთწლიანი წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ 16 კლუბის 200-მდე ქალი ფეხბურთელი გაიფიცა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. გაფიცულები ითხოვენ პროფესიულ შეთანხმებას, რომელიც მინიმალურ სამუშაო პირობებს, მინიმალური ხელფასის ზღვარს და ორსულობის პერიოდში ანაზღაურების შენარჩუნებას დაარეგულირებდა.

სან-დიეგო სროლა

17 ნოემბერი 2019, 08:12

მსოფლიო

სან-დიეგოში სროლას 5-სულიანი ოჯახი ემსხვერპლა

Associated Press-ის ცნობით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. კერძოდ, მოკლულები არიან 3, 5 და 9 წლის ბავშვები. სამართალდამცველებმა სახლში ასევე აღმოაჩინეს 29 წლის ქალისა და 31 წლის კაცის ცხედრები. კიდევ ერთი დაჭრილი, 11 წლის ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია.