imedi /  15 მაისი 2019, 18:03 / სანდო წყარო

აფხაზეთის მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცდა

აფხაზეთის მთავრობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. განახლებული შემადგენლობა უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ წარუდგინა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად კენჭი უყარა ახალ შემადგენლობას და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ანზორ მარგიანმა დაიკავა.

განათლებისა და კულტურის მინისტრად როლანდ ნიჟარაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ივანე დოლიძე, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრად დავით გვაძაბია, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარედ კონსტანტინე კუჭუხიძე, იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარედ იგორ კოპალიანი, ხოლო სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარედ ვალერი ბასარია დაინიშნა.

ყველა სიახლე

24 ივლისი 2019, 15:03

თემა

იცოდით, რომ პოსტსამშობიარო დეპრესია კაცებსაც აქვთ?

პოსტსამშობიაროდეპრესიასთან გამკლავება ბევრ ქალს უწევს. მართალია, შვილის გაჩენა სასიამოვნო მოვლენად ითვლება, მაგრამ ქალების დაახლოებით 80%-ს მშობიარობის შემდეგ ბედნიერების შეგრძნების ნაცვლად სევდიანი განწყობა, შფოთვა და აპათია ეუფლება. 2019 წლის გაზაფხულზე აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების კონტროლის ცენტრმა პირველადგასცა თანხმობა პრეპარატზე, რომელიც მშობიარობის შემდგომიდეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენება. რას ნიშნავს პოსტსამშობიაროდეპრესია? რა სიმპტომები ახასიათებს მას და როგორ იკურნება?

პორნო კარაოკე

24 ივლისი 2019, 00:39

ტაბლოიდი

გერმანიაში პირველი პორნო კარაოკე ბარი გაიხსნა

ბარის მფლობელი ცნობილი გერმანელი ტრანსვესტიტი ოლივია ჯონსია და იქ სიმღერის მღერა არც ისე მთავარი შეკვეთაა. ბარში მისულ სტუმრებს შეუძლიათ სცენაზე ავიდნენ, შეარჩიონ 1970-იანი და 1980-იანი წლების პორნოფილმებიდან სცენები და მათ ფონზე იკვნესონ. დღეის მდგომარეობით, ვიზიტორებს არჩევანის გაკეთება 30 ვიდეორგოლს შორის შეუძლიათ.

ელისაბედ მეორე

24 ივლისი 2019, 00:20

კულტურა

ელისაბედ მეორის საყვარელი სერიალები ცნობილია

როგორც ირკვევა, ყოველწლიურად თანაშემწეები დედოფლის საყვარელი შოუების ჩამონათვალს ტელეკომპანია BBC-ს აძლევენ, ისინი კი დედოფალს DVD-დისკებს უგზავნიან. გამოცემის წყაროს ცნობით, ფილმებისა და სერიალების ყურების ასეთი მეთოდი მოძველებულია, მაგრამ დედოფალს ციფრული ფორმატი არ მოსწონს.

მარკ ესპერი

24 ივლისი 2019, 00:18

მსოფლიო

აშშ-ის სენატმა პენტაგონის ხელმძღვანელად მაიკ ესპერის კანდიდატურა დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული მაიკ ესპერის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. მაიკ ესპერს სენატში 90 მხარდაჭერა მიიღო, რვამ კი წინააღმდეგ მისცა ხმა. მარკ ესპერამდე აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობას პატრიკ შანაჰანი ასრულებდა.

ტელევიზია

24 ივლისი 2019, 00:01

ტექნოლოგიები

სმარტფონის საშუალებით სატელევიზიო გადაცემებს გამოკითხულთა 52% უყურებს

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა ყველაზე დიდ ნაწილს ყოველდღიური წვდომა ტელევიზორზე აქვს (86%), მნიშვნელოვანი ნაწილი იყენებს ყოველდღე სმარტფონს (73%) და კომპიუტერსაც (68%). ტაბლეტს კი იგივე სიხშირით მხოლოდ 8% იყენებს. სმარტფონის საშუალებით სატელევიზიო გადაცემებს გამოკითხულთა 52% უყურებს.

ექიმები

23 ივლისი 2019, 23:40

საქართველო

საქართველოში ექთნების დეფიციტია. სტატისტიკა

საქართველოში დასაქმებული ექთნების 20%-მა 2014 წელს უკვე მიაღწია საპენსიო ასაკს. მიუხედავად იმისა, რომ ის მაჩვენებელი ბოლო წლების განმავლობაში ზრდის დინამიკით ხასიათდება და 2017 წელს 509.0 შეადგინა (100 000 მოსახლეზე). ამ მხრივ ის მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების მაჩვენებლებს.

კადრი ფილმიდან

23 ივლისი 2019, 23:39

კულტურა

ჰიტლერის შესახებ ახალი სატირული ფილმის ტრეილერი გამოქვეყნდა

რეჟისორმა ტაიკა ვაიტიტიმ გამოაქვეყნა ახალი ფილმის „ბოცვერი ჯოჯოს“ ტრეილერი. ეს არის ისტორია 10 წლის გერმანელ ბიჭზე, რომელიც უმამოდ იზრდება. თანატოლები მას დასცინიან და მშიშარა ბოცვერს ეძახიან. პრობლემების დასაძლევად ჯოჯო გამოიგონებს მეგობარს - ადოლფ ჰიტლერს, რომელიც ნამდვილ ფიურერს საერთოდ არ ჰგავს.

„საბურთალო“ - ზაგრების „დინამო“

23 ივლისი 2019, 23:29

სპორტი

„საბურთალო“ შინ ზაგრების „დინამოსთან“ დამარცხდა

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „საბურთალო“ შინ ზაგრების „დინამოსთან“ 0:2 დამარცხდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ანგარიში 67-ე წუთზე მისლავ ორსიჩმა გახსნა, მეორე გოლი თბილისური გუნდის კარში 78-ე წუთზე ბრუნო პეტკოვიჩმა 11-მეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა.

გემი „სახალინ-8“

23 ივლისი 2019, 23:18

მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეამ რუსული გემი დააკავა

ჩრდილოეთ კორეამ დააკავა რუსული თევზსაჭერი გემი, რომლის ბორტზეც 17 მეზღვაური იმყოფებოდა. ამის შესახებ გამოცემა „კომერსანტს“ გემის მფლობელი ჩრდილო-აღმოსავლური თევზსაჭერი კომპანიის დირექტორის მოადგილემ სერგეი სედლერმა განუცხადა.

ფეხბურთი

23 ივლისი 2019, 23:14

სპორტი

Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სპორტული კლუბების 2019 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა

ამერიკული ფეხბურთის ნაციონალური ლიგა (NFL) ისევ დომინირებს: 50 ყველაზე ღირებულ სპორტულ გუნდს შორის, ნახევარზე მეტი (26) სწორედ ამ ლიგიდანაა. მეორე ადგილზეა MLB (ბეისბოლის მეიჯორ ლიგა) – 9 გუნდი. ტოპ-50 ღირებულ გუნდში ასევე მოხვდა 8 საფეხბურთო და 7 საკალათბურთო კლუბი.

B.B. King

23 ივლისი 2019, 22:49

კულტურა

B.B. King-ის გიტარა „ლუსილი“ აუქციონზე გაიყიდება

ლეგენდარული მომღერლის B.B. King-ის გიტარა „ლუსილი“ აუქციონზე გაიყიდება. ინფორმაციას ამის შესხებ Associated Press-ი ავრცელებს. გიტარა და მუსიკოსის სხვა ნივთები აუქციონ Julien's-ზე 21 სექტემბერს გაიყიდება. გიტარის სავარაუდო ფასი 80-100 ათასი დოლარია. აუქციონზე ასევე გაიყიდება B.B. King-ის ავტომობილი, ძვირფასი ნაკეთობები და ტანსაცმელი. „გრემის“ 15 ჯილდოს მფლობელი B.B. King-ი 2015 წელს გარდაიცვალა.

გაფიცვა

23 ივლისი 2019, 22:47

ეკონომიკა

კომპანია: ახალქალაქის რკინიგზის სადგურის მშენებლობაზე დასაქმებულები ხელფასებს ხვალიდან მიიღებენ

ახალქალაქის რკინიგზის სადგურის მშენებლობაზე დასაქმებულების გაფიცვის შესახებ „აზერბაიჯანის რკინიგზის“ საქართველოს ფილიალმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ გაფიცულებთან შეთანხმება შედგა და ხვალიდან დაიწყება დაგროვილი სახელფასო დავალიანებების დაფარვა.

ირაკლი ოქრუაშვილი

23 ივლისი 2019, 22:28

საქართველო

ირაკლი ოქრუაშვილმა მიხეილ ქარელს ნაფტალინიანი ადამიანი უწოდა

ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მისი ყოფილი თანაგუნდელის, მიხეილ ქარელის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი რომ გააკეთოს "ოქრუაშვილი კი აღარ ვიქნები, გამოშტერებულიშვილი ვიქნები". ასე აფასებს ის ქარელის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ოქრუაშვილმა "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა გააყალბა.

დიჯეი

23 ივლისი 2019, 22:10

კულტურა

შაკილ ო'ნილმა ბელგიის ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ყველა „დაჩრდილა“

ბელგიაში ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფესტივალი Tomorrowland-ი მიმდინარეობს. ფესტივალზე სხვადასხვა მუსიკოსთან ერთად ასევე დაუკრა შაკილ ო'ნილმა, რომელიც ცნობილია როგორც დიჯეი Diesel-ი. ასევე ო'ნილი ელექტრონული მუსიკის დიდი მოყვარულია, ხოლო „მოშინგი“ ბევრი ასეთი კონცერტის განუყოფელი.

ვიაჩესლავ ვოლოდინი

23 ივლისი 2019, 22:01

საქართველო

რუსეთის დუმის სპიკერი: საქართველოს რუსეთისგან სიკეთის გარდა არაფერი უნახავს 😬

საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ეკონომიკური, ტურისტული და ისტორიული კავშირების გათვალისწინებით, რუსეთისადმი ოფიციალური თბილისის ნეგატიური დამოკიდებულება მიუღებელია, - ამის შესახებ რუსულ მედიასთან საუბარში სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

ქუთაისი

23 ივლისი 2019, 21:42

საქართველო

ქუთაისში საპირფარეშოების პრობლემის გამო მიწისქვეშა გადასასვლელებში ანტისანიტარიაა

ქუთაისის მიწისქვეშა გადასასვლელებში ანტისანიტარიაა. ამის მიზეზი კი ქალაქის მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტუალეტებია. ამ პრობლემის გარდა, სხვა საკითხებიც არსებობს, მაგალითად ქუთაისელი მძღოლები მოუწესრიგებელ საგზაო ინფრასტრუქტურაზე ჩივიან. ქუათაისის მერიაში კი განმარტავენ, რომ პრობლემებს ეტაპობრივად აგვარებენ.

ინტერნეტ მიმოწერა

23 ივლისი 2019, 21:35

ტაბლოიდი

კაცმა ქორწილის წინა დღეს ყოფილ შეყვარებულს მისწერა და ინტერნეტის ვარსკვლავი გახდა

ალექსას ყოფილმა შეყვარებული წერდა, რომ მომდევნო დღეს ქორწილი აქვს და ამ წერილს საცოლის ნებართვით წერს. ალექსას თქმით, მან არ იცოდა, რა პასუხი უნდა გაეცა ყოფილი შეყვარებულისთვის. მისმა პოსტმა 96 ათასი გაზიარება და 420 ათასი მოწონება დააგროვა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან Twitter-ის მომხმარებლებმა ახალგაზრდა კაცს გმირი უწოდეს.

მიხეილ ქარელი

23 ივლისი 2019, 21:28

საქართველო

მიხეილ ქარელის თქმით ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა გააყალბა

მიხეილ ქარელი "ქრონიკასთან" ინტერვიუში პარიზში მომხდარ ამბავს იხსენებს და ამბობს, რომ ხალვაშსა და ოქრუაშვილს შორის 2010 წელს გაფორმებულ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც ირაკლი ოქრუაშვილი "რუსთავი 2"-ის ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო, ხალვაშის გაყალბებული ხელმოწერაა დარტყმული.

კრისტოფერ ვრეი

23 ივლისი 2019, 21:07

მსოფლიო

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო რუსეთს არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს

აშშ-ის სენატის იურიდიულ კომიტეტში მოსმენისას გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი კრისტოფერ ვრეი აცხადებს, რომ რუსეთი აშშ-ის საარჩევნო პროცესებში ჩარევას განაგრძობს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. მისივე თქმით, რუსეთის მიზანს მესამე ქვეყნების საშუალებით აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენა წარმოადგენს.

მაქსიმ დადაშევი

23 ივლისი 2019, 20:53

სპორტი

რუსი მოკრივე რინგზე მიღებული ტრავმის შედეგად გარდაიცვალა

აშშ-ში რუსი მოკრივე მაქსიმ დადაშევი რინგზე დაპირისპირების შემდეგ საავადმყოფოში ტვინის შეშუპებით მოხვდა, დღეს კი გარდაიცვალა. რუსეთის ბოქსის ფედერაციაში ამბობენ, რომ მოკრივის გარდაცვალების გარემოებებს გამოიძიებს. 28 წლის მაქსიმ დადაშევი საავადმყოფოში პუერტორიკოელ სუბრიელემ მატიასთან რინგზე დაპირისპირების შემდეგ მოხვდა.