imedi /  16 მაისი 2019, 15:55 / სანდო წყარო

ირაკლი ჩიქოვანი: ნაციონალური მოძრაობა დესტრუქციაზეა გადასული

ირაკლი ჩიქოვანი

ირაკლი ჩიქოვანი

"ნაციონალური მოძრაობა" გადასულია პირდაპირ დესტრუქციაზე, იმ პირობებში, როდესაც მათ იციან, რომ პირწმინდად აქვთ წაგებული არჩევნები", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანვა ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს სრული დისკრედიტაცია მოახდინოს საარჩევნო პროცესის.

"კიდევ ერთხელ მივმართავ საზოგადოებას და აბსოლუტურად ყველა უწყებას, მაქსიმალური მოთმინებით მოეკიდონ ყველა ამ პროვოკაციას, დარჩა მხოლოდ რამდენიმე დღე ჩვენს გამარჯვებამდე, რომ გავაფორმოთ დამაჯერებელი გამარჯვება გიორგი შენგელიასი და "ქართული ოცნების". აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან, გვაქვს უშუალო პირდაპირი კავშირი, როგორც აქედან, ასევე ცენტრალური შტაბიდან და მათ ვაწვდით აბსოლუტურად ყველა ინფორმაციას, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი ექსცესები. ყველა ნათლად ხედავს, რომ ყველა მოქმედება არის დესტრუქციული და "ნაციონალური მოძრაობა" არ მალავს, რომ ისინი გათვლას კი არ აკეთებენ ზუგდიდელებზე, არამედ იმ ადამიანებზე, რომლის ჩამოყვანასაც ისინი გეგმავენ. თვითონაც არ მალავენ, რომ რამდენიმე ათასი ადამიანის ჩამოყვანა სურთ ზუგდიდში", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ჩიქოვანმა ზუგდიდელებსაც მიმართა და მოუწოდა სიმშვიდის შენარჩუნებისკენ, ასევე მოუწოდა ყველა სამართალდარღვევასთან დაკავშირებით მიმართონ სამართალდამცველებს.

"სამართალდამცველები მზად არიან იმისთვის, რომ მოახდინონ მყისიერი რეაგირება ყველა დარღვევაზე და არა აქვს მნიშვნელობა ვინ ჩაიდენს და ვისი მომხრე იქნება ის. ჩვენი ინტერესია ზუგდიდში არჩევნები მშვიდად ჩატარდეს და ზუგდიდი არ იყოს საცდელი პოლიგონი და პოლიტიკური ბატალიების ეპიცენტრი, როგორსაც "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს წარმოაჩინოს", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ბრიფინგზე ჩიქოვანმა ყურადღება გაამახვილა საარჩევნო მზადებასთან დაკავშირებითაც და თქვა რომ ყველა წინასწარი მონაცემით, გიორგი შენგელია დამაჯერებლად იმარჯვებს. 

"19 მაისს ჩვენი აქტივისტები, ჩვენი მომხრეები იქნებიან მობილიზებული იმისთვის, რომ ყველა ჩვენი ამომრჩეველი, მათგან გვაქვს უკვე თანხმობა რომ მობრძანდებიან არჩევნებზე და მხარს დაგვიჭერენ, ისინი მოვლენ არჩევნებზე, მათ ექნებათ სპეციალური სიები, ეს სიები უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ ზუსტად შევძლოთ აღრიცხვა ყველა ჩვენი ამომრჩევლის, რომელიც მოვა ადგილზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, ასევე ჩვენ გვექნება ვიდეოჩაწერის საშუალებები, რათა თავიდან ავიცილოთ ყველა პროვოკაცია, რომელიც შესაძლოა უბნებზე მოხდეს. ასევე მივმართავ კომისიებში ჩვენს წევრებს, მიუხედავად დაძაბული ვითარებისა შიგნით კომისიის ფარგლებში, მათაც გამოიჩინონ მაქსიმალური სიმშვიდე გამოიყენონ ყველა პროცედურა და პროცედურის მიხედვით ჩაატარონ საარჩევნო დღე. ჩვენ მზად ვართ არჩევნებისთვის და დარწმუნებული ვართ რომ 19 მაისს ვიზეიმებთ გამარჯვებას", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღეს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმაური იყო. სხდომამდე კომისიის წევრებსა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება მოხდა. კომისიამ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, დღის წესრიგში შეეტანათ და განეხილათ მათი მოთხოვნა, სამაგიდო სიების და რეგისტრატორის ბეჭდების, მათივე მტკიცებით დაუცველ უბნებზე გადატანაზე პასუხისმგებელი პირების საკითხზე მსჯელობის, და ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში, მათ პასუხისგებაში მიცემის შესახებ. სხდომაზე  სპეციალური სიები მიიღეს.

კომისიაში განვითარებულ მოვლენებზე განცხადება გააკეთა ცესკომ და "ქართულმა ოცნებამ". 

ზუგდიდში დაძაბულობა გუშინაც იყო, როდესაც ნაციონალების ლიდერებმა ზუგდიდის საკრებულოს შენობაში შეჭრა სცადეს.

საქართველოში შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. 

ყველა სიახლე

Facebook

21 აგვისტო 2019, 12:33

ტექნოლოგიები

Facebook-ი მომხმარებლებს პირადი მონაცემების დაცვის ახალ ბერკეტს სთავაზობს

Facebook-ზე გამოჩნდება ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს აკონტროლონ ინფორმაცია, რომელსაც სოციალურ ქსელს სხვა ვებგვერდები და აპლიკაციები აწვდიან. ამ ფუნქციის ამოქმედება ეტაპობრივად მოხდება. დღეიდან სერვისით ირლანდიის, სამხრეთ კორეის და ესპანეთის მაცხოვრებლები ისარგებლებენ.

ტომაშ პეტრიჩეკი

21 აგვისტო 2019, 12:30

საქართველო

ჩეხი მინისტრი: საქართველოს ტერიტორიის არალეგალური დაყოფის პრაქტიკა განახლდა

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტომაშ პეტრიჩეკი სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის განახლებას გმობს. განცხადება აღნიშნულის შესახებ ტომაშ პეტრიჩეკმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა. „საქართველოს ტერიტორიის არალეგალური დაყოფის პრაქტიკა განახლდა და საქართველოს რამდენიმე მოქალაქე გაიტაცეს“.

ტრამპი

21 აგვისტო 2019, 12:29

ეკონომიკა

ტრამპი აშშ-ის ეკონომიკის გასაძლიერებლად საშემოსავლო გადასახადის შემცირებას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მიზნით საშემოსავლო გადასახადის დროებით შემცირებას განიხილავს. ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „სახელფასო გადასახადი არის ის საკითხი, რაზეც ვფიქრობთ და რაც ბევრს აინტერესებს“. ამერიკელები ხელფასიდან სახელმწიფოს გადასახადს უხდიან...

კახა კალაძე

21 აგვისტო 2019, 12:26

საქართველო

კალაძე: კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 60 ოჯახი ბინით დაკმაყოფილდება

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 60 ოჯახი ბინით დაკმაყოფილდება, ხოლო 15 ოჯახს ფართი დაუკანონდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, გამოვლინდა კომპანია, რომელიც ბინათმშენებლობით დაზარალებული ადამიანების ნაწილს საცხოვრებელი ფართებით დააკმაყოფილებს. ფართით 60 ოჯახი უნდა დაკმაყოფილდეს.

ადამიანი-ობობა Marvel

21 აგვისტო 2019, 12:18

კულტურა

ადამიანი-ობობა Marvel-ის კინოსამყაროს ტოვებს

სტუდიები Sony და Marvel-ი ადამიან-ობობაზე ერთად აღარ იმუშავებენ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. გავრცელებული ინფორმაციით სტუდიები საკითხის ფინანსურ მხარეზე ვერ შეთანხმდნენ. ამასთან Sony-მ მომხდარზე პასუხისმგებლობა Marvel-ის მფლობელ კორპორაცია Disney-ს დააკისრა.

გაერო გაეროს უშიშროების საბჭო

21 აგვისტო 2019, 12:12

მსოფლიო

რუსეთმა და ჩინეთმა აშშ-ში რაკეტის გამოცდის გამო გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია

რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომის ჩატარება მოითხოვა. ამის მიზეზი აშშ-ის მიერ ახალი ფრთოსანი რაკეტის გამოცდა გახდა. მოსკოვი და პეკინი მიიჩნევენ, რომ რაკეტის პარამეტრები საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის უკვე გაუქმებულ შეთანხმებას არღვევს.

„ჩონჩხების ტბა“ ჰიმელაიზე

21 აგვისტო 2019, 12:04

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ჰიმალაის „ჩონჩხების ტბის“ საიდუმლო ნაწილობრივ ამოხსნეს

საერთაშორისო მეცნიერების ჯგუფმა ჰიმალაიზე მდებარე „ჩონჩხების ტბის“ საიდუმლო ნაწილობრივ ამოხსნა. ტბა რუბკუნდი ზღვის დონიდან 5 ათას მეტრზე მდებარეობს. მეცნიერებმა ახალი კვლევთ, დაადგინეს, რომ ტბაზე აღმოჩენილი ჩონჩხები ადამიანების სამ განსხვავებულ ჯგუფს ეკუთვნის, რომლებიც ამ ადგილზე 1000 წლის წინ მივიდნენ. მეცნიერებმა 72 ჩონჩხის დნმ-ი შეისწავლეს.

კახა კალაძე

21 აგვისტო 2019, 11:50

ეკონომიკა

კალაძე: ვაკის პარკის რეაბილიტაციაზე კონკურსში ბრიტანულმა კომპანიამ გაიმარჯვა

კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ვაკის პარკის რეაბილიტაციის წინასაპროექტო კვლევის, ფუნქციური ზონირებისა და დენდროლოგიის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე მუშაობა ბრიტანულ კომპანია Chris Blandford Associates-ს მოუწევს. მისი თქმით, კომპანიასთან ხელშეკრულება გუშინ გაფორმდა.

ზონალური პარკირება

21 აგვისტო 2019, 11:39

საქართველო

კახა კალაძე: ცენტრალური უბნები ​ზონალურ-საათობრივ პარკირებაზე ეტაპობრივად გადავა

ცენტრალური უბნები ​ზონალურ-საათობრივ პარკირებაზე ეტაპობრივად გადავა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, კოტე აფხაზის ქუჩაზე ზონალური პარკირება დაახლოებით 20 დღეა რაც საპილოტე რეჟიმში ამოქმედდა და პროექტმა გაამართლა. „დაახლოებით 20 დღეა, რაც კოტე აფხაზის ქუჩაზე პარკირების სისტემა ამოქმედდა.

გაბრიაძის თეატრი

21 აგვისტო 2019, 11:28

კულტურა

გაბრიაძის თეატრის საათი ამერიკული გამოცემის რჩეულ მონუმენტურ საათებში მოხვდა

მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში, შეხვდებით ულამაზეს, მონუმენტურ საათს, რომელსაც საკუთარი ისტორია აქვს. ამერიკული გამოცემა Atlasobscura ასეთი საათებით დაინტერესდა და თავის მკითხველს ფორუმზე საყვარელი მონუმენტური საათების შესახებ გამოკითხა. პასუხები მრავალფეროვანი აღმოჩნდა და სტატიაში სათაურით - „17 მონუმენტური საათი,

21 აგვისტო 2019, 11:21

საქართველო

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გადაცემა ეთერში არ გადის

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გადაცემა „კურიერი“ დღეს ეთერში არ გასულა. 9-საათიანი „კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა გუშინ სამსახური პირდაპირ ეთერში დატოვეს. ტელევიზიიდან წავიდა წამყვანი პაატა იაკობაშვილიც. ამ ფაქტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში გამოეხმაურა: „რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო, მაგრამ

ლაურა ღაჭავა

21 აგვისტო 2019, 11:08

ძალოვნები

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო

საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებითი ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნისა და ამ გზით სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

გარლიკი კლონირებული კატა

21 აგვისტო 2019, 10:52

ტექნოლოგიები

ჩინეთში კლონირებული კატა პირველად დაიბადა

ჩინური კორპორაცია Sinogene Biotechnology -ს მეცნიერებმა ქვეყანაში პირველად კატის წარმატებული კლონირება მოახერხეს. ბრიტანული ჯიშის კნუტი სახელად გარლიკი 21 ივლისს დაიბადა. ცხოველი აბსოლუტურად ჯანმრთელია. კნუტმა სახელი იმ კატის საპატივცემულოდ მიიღო, რომლის გენეტიკური მასალის გამოყენებით იყო შემქნილი.

მატრიცა

21 აგვისტო 2019, 10:36

კულტურა

სტუდია Warner-მა ახალ "მატრიცაზე" დაიწყო მუშაობა

ფილმის სცენარისტი, რეჟისორი და პროდიუსერი ორიგინალური ტრილოგიის თანაავტორი ლანა ვაჩოვსკი იქნება. კიანუ რივზი და კერი-ენ მოსი კი ნეოს და ტრინიტის როლებს დაუბრუნდებიან. ფრანშიზის პირველი ფილმი ეკრანებზე 1999 წელს გამოვიდა. ტრილოგიამ საერთაშორისო გაქირავებიდან 1.6 მილიარდი ფუნტი მიიღო.

ლარი კინგი

21 აგვისტო 2019, 10:31

ტაბლოიდი

ლარი კინგი მეშვიდე ცოლს გაშორდა

ამერიკელი ტელეწამყვანი ლარი კინგი მეშვიდე ცოლს გაშორდა, ამის შესახებ People წერს. 85 წლის წამყვანმა 59 ცოლთან ურთიერთობა ურთიერთობა 22 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაასრულა. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს. გამოცემის ცნობით მათ ლოს-ანჯელესის სამხარეო სასამართლოს უკვე მიმართეს.

ედგარს რინკევიჩსი

21 აგვისტო 2019, 09:50

საქართველო

რინკევიჩსი: გუგუტიანთკარში ბორდერიზაციის პროცესი საქართველოს სუვერენიტეტის მორიგი აშკარა დარღვევაა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი მხარს უჭერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ ეს არალეგალური ქმედება უნდა შეჩერდეს. „ბორდერიზაციის პროცესი, რომელიც გუგუტიანთკარში მიმდინარეობს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მოროგი აშკარა დარღვევაა“, - წერს რინკევიჩსი.

21 აგვისტო 2019, 09:20

საქართველო

ოკუპანტების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი ამ დროისათვის შეჩერებულია

ხელოვნური ბარიერის აღმართვა და გამყოფი ხაზის მოწყობის სამუშაოები გუშინ იქ 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილობრივთა საკარმიდამო ნაკვეთებში ოკუპანტებმა დაახლოებით 100 მეტრის სიგრძეზე საყრდენი ბოძები დაამონტაჟეს, რომელზეც მოგვიანებით სავარაუდოდ რკინის ღობეს დაამონტაჟებენ.

21 აგვისტო 2019, 09:07

საქართველო

ბახტაძემ სოფელ ახალუბანში ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულები მოინახულა

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოფელ ახალუბანში ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულები მოინახულა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ახალგაზრდებს თავიანთ ოჯახებში მშვიდობიანი დაბრუნება მიულოცა. დაკავებული მოქალაქეები გუშინ გაათავისუფლეს.

21 აგვისტო 2019, 08:52

მსოფლიო

ინდოელი თინეიჯერის მუცლიდან 1.5კგ-მდე თმა ამოიღეს

პაციენტი ტკივილით და ღებინების სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 14 წლის გოგო თავს იმდენად სუსტად გრძნობდა, რომ დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო. დაავადების მიზეზის დასადგენად პაციენტს გაოკვლევები ჩაუტარდება.პაციენტი ტკივილით და ღებინების სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

21 აგვისტო 2019, 08:42

ძალოვნები

ბათუმში ღამის კლუბიდან საავადმყოფოში გადაყვანილი ახალგაზრდებიდან ერთი ბიჭი გარდაიცვალა

ბათუმში 22 წლის ბიჭის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. ექიმის ინფორმაციით, ახალგაზრდა სავაურაუდოდ დაუზუსტებელი სუბსტანციის ტოქსიური ეფექტის დიაგნოზით დაიღუპა. ბათუმში ღამის კლუბიდან საავადმყოფოში რამდენიმე ახალგაზრდა ერთნაირი სიპტომებით მოხვდა, მათგან ერთი 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა.