imedi /  17 მაისი 2019, 09:46 / სანდო წყარო

რა ჯარიმებია ტყეში უსაფრთხოების წესების დარღვევაზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო, ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას  მოუწოდებს დაიცვან ტყეში უსაფრთხოების წესები და დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომელიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობისას და კოცონის დანთებისას ვრცელდება.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ საქართველოს მასშტაბით, ხანძარსაშიშ უბნებსა და იმ ტერიტორიებზე, რომლებიც განსაკუთრებით დატვირთულია ტურისტულ სეზონზე, საინფორმაციო-გამაფრთხილებელი ნიშნები დაამატა.  

სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან  ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.

ტყის ფონდის დანარჩენ ტერიტორიაზე ხანძრის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას.

„ზაფხული მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკურებით ხანძარსაშიში პერიოდია. ამავდროულად, სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა, რამაც შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს“, - აცხადებს ეროვნული სატყეო სააგენტო.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად - გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე.

ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში,  კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე.

ყველა სიახლე

Instagram IGTV

24 მაისი 2019, 00:45

ტექნოლოგიები

Instagram-ის IGTV-ს ამიერიდან ჰორიზონტალური ვიდეოების მხარდაჭერა აქვს

Instagram-ის ექსპერიმენტი დასრულდა. ამიერიდან IGTV-ზე ვიდეოს ვერტიკალურად ყურება შესაძლებელი აღარ იქნება. Instagram-მა ხანგრძლივი ვიდეოს ატვირთვის პლატფორმა მომხმარებლებს 2018 წლის ივნისში შესთავაზა. IGTV-ზე 4k რეზოლუციისა და 60 წუთის ხანგრძლივობის ვიდეოს ატვირთვაა შესაძლებელი.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი

24 მაისი 2019, 00:29

საქართველო

თელ-ავივი-ბათუმის დაგვიანებული ავიარეისი ბათუმის აეროპორტში დაეშვა

თელ-ავივი-ბათუმის რეისის თვითმფრინავი დღისით, გამოფრენიდან მალევე კვლავ თელ-ავივში დაჯდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, იძულებითი დაშვების მიზეზი მარცხენა ძრავის გადახურება გახდა. თვითმფრინავის ბორტზე 180 ადამიანი იმყოფებოდა, მგზავრებს შორის საქართველოს მოქალაქე არ იყო.

დროშა

24 მაისი 2019, 00:14

საქართველო

აშშ-ის 2020 ფისკალური წლის თავდაცვის ბიუჯეტში საქართველოც ნახსენებია

კანონპროექტი აშშ-ის თავდაცვაზე 750 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. დოკუმენტი ჯერ სენატმა უნდა განიხილოს, შემდეგ კი მას ხელს პრეზიდენტი მოაწერს. დოკუმენტში საქართველოზეცაა ლაპარაკი.

Google-ის ასისტენტი

23 მაისი 2019, 23:58

ტექნოლოგიები

საკვების შეკვეთა მიმწოდებელი კომპანიის აპლიკაციის გარეშეც შესაძლებელია

Google-ის ინფორმაციით, საკვების შეკვეთა პირდაპირ საძიებო ველიდან, Google Maps-იდან ან Google-ის ხმოვანი ასისტენტიდან არის შესაძლებელი. Google-ის საძიებო ველსა და Google Maps-ში ფუნქცია ღილაკი Order Online-ის დახმარებით მუშაობს, რომელიც კონკრეტული საკვები ობიექტის ძიებისას გამოჩნდება ეკრანზე.

ჰასან როუჰანი

23 მაისი 2019, 23:45

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ირანი არ დაემორჩილება აშშ-ის ზეწოლას, თუნდაც დაბომბონ

ამ განცხადების ფონზე ირანის უზენაესი სამხედრო მეთაური, გენერალი მოჰამად ბაგერი ამბობს, რომ ნებისმიერი მტრის „ავანტიურას“ გამანადგურებელი პასუხს გასცემენ. ირანი აშშ-სთან მოლაპარაკებებს არ აპირებს. ტრამპი ირანთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში

23 მაისი 2019, 23:29

საქართველო

​საქართველოს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებს შორის შეხვედრისას ძირითადი ყურადღება ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს დაეთმობა. ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში დავით ზალკალიანს, სალომე ზურაბიშვილსა და მამუკა ბახტაძეს შეხვდება.

მოწყალების თხოვნა

23 მაისი 2019, 23:15

მსოფლიო

უგანდის დედაქალაქის ქუჩებში მიუსაფარი ბავშვების დახმარება აკრძალეს

ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, კამპალას ქუჩებში საშუალოდ 15 ათასი ბავშვი ცხოვრობს. მათი ასაკი 7-დან 17 წლამდე მერყეობს. კანონის დამრღვევს 6-თვემდე ვადით პატიმრობა ან $11-ის ოდენობის ჯარიმა ემუქრება. კანონი ფულის გარდა საკვები პროდუქტების დახმარებასაც კრძალავს.

თვითმფრინავი

23 მაისი 2019, 23:00

ეკონომიკა

ტექნიკური პრობლების მიუხედავად თელ-ავივი-ბათუმის ავიარეისი მაინც სრულდება

თელ-ავივი-ბათუმის რეისის თვითმფრინავი დღისით, გამოფრენიდან მალევე კვლავ თელ-ავივში დაჯდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, იძულებითი დაშვების მიზეზი მარცხენა ძრავის გადახურება გახდა. თვითმფრინავის ბორტზე 180 ადამიანი იმყოფებოდა.

ინტერპოლი

23 მაისი 2019, 22:44

მსოფლიო

პედოფილიის საერთაშორისო სქემის გამოძიებისას ინტერპოლმა 9 ადამიანი დააკავა

კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (Interpol) ცხრა ადამიანი ტაილანდში, ავსტრალიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში დააკავა. გამოძიება 2017 წელს დაიწყო და მსოფლიოს მასშტაბით დაფარული „შავი ვების“ 63 ათასზე მეტ მომხმარებელზე იყო ფოკუსირებული.

სალომე ზურაბიშვილი

23 მაისი 2019, 22:28

საქართველო

ზურაბიშვილი: პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხს

„თანამედროვე ევროპული საქართველო თავის მოსახლეობას ისეთ სამუშაო გარემოს უნდა უქმნიდეს, რომ ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და ჯანმრთელობა ეფექტურად იყოს დაცული“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი. ჭიათურაში მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ.

Wikipedia

23 მაისი 2019, 22:14

ტექნოლოგიები

Wikipedia თურქეთს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივის

მიზეზი თურქეთში ონლაინ ენციკლოპედიის წვდომაზე ორწლიანი შეზღუდვაა. Wikimedia-ს ფონდი აცხადებს, რომ საჩივარი სასამართლოში ქვეყანაში ონლაინ ენციკლოპედიის დაბლოკვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების დარღვევის გამო შეიტანეს. Wikipedia თურქეთში 2017 წელს დაიბლოკა.

ლევან იზორია

23 მაისი 2019, 22:00

ძალოვნები

იზორია საქართველოში ამერიკული ბაზების არსებობას მიესალმება

ასევე ძალოვანმა მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისგან თავი შეიკავა. ლაპარაკია იმ განცხადებაზე, რომელიც ზურაბიშვილმა რამდენიმე კვირის წინ, “ამერიკის ხმის” ჟურნალისტთან გააკეთა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

23 მაისი 2019, 21:45

სპორტი

ბასილაშვილი ლიონის ტურნირის ნახევარფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალში ანგარიშით 6:4, 6:4 ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა დაამარცხა და ლიონის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. ლიონის ტურნირი 19-25 მაისს იმართება. ტურნირის საპრიზო ფონდი 586,140 ევროა.

23 მაისი 2019, 21:30

კულტურა

„მზის გოგონების“ ჩვენება თბილისში სპეციალური კომისიისთვის გაიმართება

„მზის გოგონები“ საფრანგეთის, საქართველოს და ბელგიის კოპროდუქციაა, რომლის მსოფლიო პრემიერა 2018 წელს კანის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში შედგა. საქართველოს მხრიდან ფილმის პროდიუსერია ვლადიმერ კაჭარავა.

Facebook

23 მაისი 2019, 21:17

ტექნოლოგიები

Facebook-მა 3 მილიარდი ყალბი ანგარიში წაშალა

ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში Facebook-მა 3 მილიარდზე მეტი ყალბი ექაუნთი წაშალა. ეს იმაზე მეტია ვიდრე სოცქსელს აქამდე გაუკეთებია. ცნობილი გახდა, რომ 7 მილიონზე მეტი პოსტი „სიძულვილის ენას“ ემსახურებოდა. ანგარიში 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

პოლიცია

23 მაისი 2019, 20:53

ძალოვნები

პოლიციამ „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის გამო 2 ადამიანი დააკავა

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (ჯგუფურად ძალადობა) და სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის უკანონო ხელის შეშლა) მიმდინარეობს.

ჯონ უოლკერ ლინდი

23 მაისი 2019, 20:52

მსოფლიო

აშშ-ში „ამერიკელი თალიბანის“ სახელით ცნობილი დამნაშავე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ლინდმა ციხეში 17 წელი გაატარა. ავღანეთში, 2001 წელს დაკავებულს 20-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტთან კავშირშია ეჭვმიტანილი. მისმა ვადაზე ადრე გათავისუფლებამ უკმაყოფილება გამოიწვია. მათ შორის ერთ-ერთი იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

ძაღლი

23 მაისი 2019, 20:25

ტაბლოიდი

აშშ-ში ჯანმრთელი ძაღლი პატრონს საფლავში ჩააყოლეს

გამოცემის ინფორმაციით, მძიმე ავადმყოფმა, შინაური ცხოველის პატრონმა გარდაცვალებამდე ანდერძი დატოვა, რომ ძაღლი მასთან ერთად დაეკრძალათ. ქალის გარდაცვალებიდან 2 კვირაში ჯანმრთელი ძაღლი თავშესაფრიდან გამოიყვანეს, დააძინეს, კრემაცია ჩაუტარეს და პატრონის გვერდით დაკრძალეს.

პოლიცია

23 მაისი 2019, 20:16

ძალოვნები

წყალტუბოში „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ისინი 7 თვის ბავშვის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ოჯახში მივიდნენ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაკავებულის ახლობლებმა და მეზობლებმა "რუსთავი 2-ს" კომენტარზე უარი უთხრეს, ხოლო როდესაც ოპერატორი და ჟურნალისტი მანქანაში სხდებოდნენ, მათ რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

ფოტოგრაფია

23 მაისი 2019, 20:16

კულტურა

უკრაინა ქართული ფოტოგრაფიის დღეებს მასპინძლობს

25 ფოტოგრაფის 60 ექსპოზიცია ”სიყვარულით საქართველოდან” კიევში, ლვოვსა და როვნოში 23-30 მაისს გამოიფინება. „გვსურს, ამ გამოფენით განსხვავებული კუთხით გავაცნოთ საქართველო უკრაინელებს - არა ტრადიციული ეთნოგრაფიული პასაჟებით“, - განაცხადეს საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციაში.