Imedi /  17 მაისი 2019, 10:21 / სანდო წყარო

შსს დისკრიმინაციასთან ბრძოლის შედეგებს აქვეყნებს

შინაგან საქმეთ სამინისტრო

შინაგან საქმეთ სამინისტრო

2018 წელს დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 2017 წელთან შედარებით 3-ჯერ მეტი პირია მიცემული.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დისკრიმინაციასთან ბრძოლის შედეგებს აქვეყნებს. შსს-ს ინფორმაციით, დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით 2018-2019 წლებში მთელი რიგი ღონისძიებები გატარდა.

კერძოდ, გადამზადდნენ გამომძიებელები და პოლიციის მენეჯერები დისკრიმინაციული მოტივის გამოვლენისა და მსხვერპლთან ეფექტიანი კომუნიკაციის საკითხებზე;

შეიქმნა სახელმძღვანელო და შესაბამისი ინსტრუქციები დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების მოტივის იდენტიფიცირებისა და დანაშაულის კვალიფიკაციის საკითხებზე;

ეუთოს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ადამიანის უფლებათა ოფისთან (ODIHR) მჭიდრო თანამშრომლობით დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე დაინერგა ტრენინგ-პროგრამა, რაც სამართალდამცავ უწყებას სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე მყისიერ რეაგირებასა და გამოძიების ეფექტურად ჩატარებაში დაეხმარება. 

გამკაცრდა პასუხისმგებლობა დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე. აგრეთვე, სისხლის სამართლის კოდექსის ცალკეულ მუხლებში დამამძიმებელი გარემოების სახით განისაზღვრა დანაშაულის ჩადენა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით. 

ამჟამად, ევროსაბჭოსთან თანამშრომლობით, მიმდინარეობს მუშაობა დისკრიმინაციულ დანაშაულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კანონმდებლობის კიდევ უფრო დახვეწის მიზნით;

გაუმჯობესდა სტატისტიკური მონაცემების შეგროვების პროცესი. ამ მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოების მიზნით, შსს აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესების შედეგად, 2018 წელს საგრძნობლად გაიზარდა სისხლის სამართლის საქმეებში დისკრიმინაციული მოტივის იდენტიფიცირების შემთხვევები.

2018 წელს დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 3-ჯერ მეტი პირია მიცემული (2017 წელთან შედარებით).

დაზარალებულისა და მოწმის ინტერესების დასაცავად, მსხვერპლის ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან ასარიდებლად, შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური. კოორდინატორი პრიორიტეტულად განიხილავს დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლთან კომუნიკაციის საკითხს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებული რეფორმები და დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირების გაზრდილი მაჩვენებელი დადებითად იქნა შეფასებული საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მიერ.

აღნიშნული უწყების მიერ მიღებულ რეზოლუციაში პოზიტიურად არის შეფასებული 2018 წელს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მიღწეული შედეგები სიძულვილის, დისკრიმინაციის, გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართულებით.

ყველა სიახლე

ფრინველის ხორცი

17 ივლისი 2019, 10:47

საქართველო

გაყინული ფრინველის ხორცის გაყიდვის წესები იცვლება

ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, 2025 წლამდე გაყინული და სწრაფად გაყინული ქათმის მარკეტინგი შეიძლება განხორციელდეს თუ წყლის შემცველობა არ აღემატება 5%-ს, ხოლო 2025 წლის შემდეგ, ტექნიკური რეგლამენტი ადგენს გაციების მეთოდიდან გამომდინარე წყლის შემცველობის დასაშვებ სხვადასხვა ნორმას.

ლევან იზორია და ელიზაბეთ რუდი

17 ივლისი 2019, 10:23

ძალოვნები

აშშ-ის ელჩი ელიზაბეთ რუდი GDRP-ის შემაჯამებელ სწავლებას დაესწრო

ვაზიანის მე-9 სასროლეთზე სტუმრები 31-ე ბატალიონის „ალფა” ასეულის მართვის პრინციპით განხორციელებულ შეტევით ოპერაციას დაესწრნენ. ქვედანაყოფმა საცეცხლე მხარდამჭერ ელემენტებთან ერთად, საბრძოლო სროლებით პირობით ობიექტზე იერიში მიიტანა და მოწინააღმდეგე გაანეიტრალა.

გურამ ბოჭორიშვილი
ეთერ ილურიძე

17 ივლისი 2019, 10:16

საქართველო

ვინ არიან ადამიანები რომლებიც თბილისისთვის შრომობენ

მათ არა აქვთ თანამდებობები, შრომობენ შეუმჩნევლად, გვხვდებიან ყველგან- ქუჩებში, დაწესებულებში, საბავშვო ბაღებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, სკვერებში, სასწრაფო დახმარების ავტომანქანებში. თბილისის მერიამ მათ შესახებ ისტორიები შეაგროვა. გაიცანით თბილისზე მზრუნველი ადამიანები, რომლებიც მაჯას უსინჯავენ ქალაქს.

მამუკა ბახტაძე

17 ივლისი 2019, 09:48

საქართველო

ბახტაძემ ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

"სიხარულით ველოდები მასთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა უფრო მეტად წინ წავწიოთ და გავაძლიეროთ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები. ვისურვებდი მეტი მიზნის მიღწევას ჩვენს ურთიერთობებში!,“ - წერია ბახტაძის მილოცვაში. გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად აირჩიეს.

ენცო ზიდანი

17 ივლისი 2019, 09:36

სპორტი

ზიდანის შვილი პორტუგალიის „ავეშში“ გადავიდა

"რეალის" მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის შვილი, ნახევარმცველი ენცო ზიდანი პორტუგალიის "ავეშში" გადავიდა. ენცომ "ავეშთან" ორსეზონიანი კონტრაქტი გააფორმა. მანამდე 24 წლის ფეხბურთელს "ლოზანასთან" ხელშეკრულება დაუსრულდა და თავისუფალი იყო.

17 ივლისი 2019, 09:30

ძალოვნები

მშენებარე კორპუსში მუშის დაღუპვის საქმეზე გამოკითხვები გვიან ღამემდე გაგრძელდა

გარდაცვლილი მუშა არასრულწლოვანი იყო. შრომის უსაფრთხოების შესახებ არსებული ორგანული კანონის მიხედვით კი, დამსაქმებელი ვალდებულია, არ დაასაქმოს არასრულწლოვანი თავის ობიექტზე, მომატებული საფრთხის შემცველ და საშიშ პირობებიან სამუშაოებზე.

17 ივლისი 2019, 09:24

ძალოვნები

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული 4 მოქალაქის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდად დღეს იმსჯელებს

მათ ბრალი პროკურატურამ ოფიციალურად უკვე წარუდგინა. საგამოძიებო უწყება დაკავებულებს ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას ედავება, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

17 ივლისი 2019, 09:19

ვიდეო

#spendyoursummeringeorgia 🇬🇪 მიმართულება შემდეგი - კახეთი🚩

ალეხანდრო ტოლედო

17 ივლისი 2019, 09:18

მსოფლიო

პერუს ექსპრეზიდენტი აშშ-ში დააკავეს

როგორც პერუს პროკურატურაში განმარტეს დაკავება ექსტრადირებას უკავშირდება, რადგან მას სამშობლოში კორუფციაში ადანაშაულებენ. კერძოდ კი, ერთ-ერთი კომპანიისგან $20 მილიონის აღებას ედავებიან. პერუს ექსპრეზიდენტი ყველა ბრალდებას უარყოფს. ის აშშ-ში მიწვეული პროფესოროს სტატუსით სეტნფორდის უნივერსიტეტში მუშაობდა.

სემ სმითი

17 ივლისი 2019, 09:06

ტაბლოიდი

ინგლისელმა მომღერალმა სემ სმითმა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაიცვა. ფოტოები

გასულ წელს ინგლისელი მომღერალი სემ სმითი თავის სექსუალურ ორიენტაციაზე საჯაროდ ალაპარაკდა და განმარტა, რომ თავს ხანდახან ქალად გრძნობს და სქესის შეცვლაზეც ფიქრობს. "ხანდახან როგორც ქალი ისე ვფიქრობ და ვუსვამ კითხვას საკუთარ თავს: სქესი შევიცვალო?“, - განაცხადა მსახიობთან ინტერვიუში.

ავრილ ლავინი

17 ივლისი 2019, 09:00

კულტურა

ავრილ ლავინმა სიმღერაზე I Fell in Love with the Devil კლიპი გამოუშვა

კანადელი მომღერალი სიყვარულს ეშმაკს უხსნის. კადრებში მას ხელში ჯვარი უკავია და კუბოში წევს. ასევე რამდენიმე ლუქი აქვს მორგებული. I Fell in Love with the Devil ავრილ ლავინის მეექვსე სტუდიური ალბომის Head Above Water მეოთხე სინგლია.

კრიპტოვალუტა

17 ივლისი 2019, 08:48

ტექნოლოგიები

აშშ-ის სენატში Facebook-ს კრიპტოვალუტის პროექტის გამო აკრიტიკებენ

სენატორები ამბობენ, კომპანია რამდენიმე სკანდალის შემდეგ მათ ნდობას არ იმსახურებს. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ Facebook-ის ციფრული ვალუტა 2020 წლიდან გამოჩნდება ბაზარზე. მისი მეშვეობით ანგარიშსწორება Facebook-ის აპლიკაციებით, მათ შორის WhatsApp-ითაც იქნება შესაძლებელი.

რაშიდა ტლაიბი, აიანა პრესლი, ილჰან ომარი და ალექსანდრია ოკასიო-კორტესი

17 ივლისი 2019, 08:37

მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა კონგრესმენი ქალების მიმართ ტრამპის ქმედებებს გმობს

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ სიმბოლურად რეზოლუციაც მიიღო, რომელშიც პრეზიდენტის რასისტულ კომენტარებს აკრიტიკებენ. ტრამპს რასიზმსა და ქსენოფობიაში ღიად ადანაშაულებენ. თუმცა, ქვეყნის პირველი პირი ამ ბრალდებებს უარყოფს.

სერგეი ლავროვი

17 ივლისი 2019, 08:25

საქართველო

ლავროვი: თუ საქართველო საფრთხეებს აღკვეთს, რუსეთის ზომები გადაიხედება

"ისინი ნაკლებად ფიქრობენ იმ ზიანზე, რომელსაც თავიანთი ქმედებებით თავიანთ ქვეყანას აყენებენ. ბოლოს და ბოლოს, მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ იპოვოს იმის ძალა, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეკომპანიის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ სამარცხვინო გამოხტომა დაგმოს“, - განაცხადა ლავროვმა.

17 ივლისი 2019, 08:13

საქართველო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს დღეს მოუსმენენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარბაზში პროცესის დაკვირვების შესაძლებლობა ექნებათ ოდირის სადამკვირვებლო მისიას, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მოსმენის პროცესი 11:00 საათიდან დაიწყება.

იუსტიციის სახლი

17 ივლისი 2019, 08:06

ეკონომიკა

მეტეხის ხიდიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება შეზღუდულია

თბილისში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 16 ივლისს, 24:00 საათიდან, მეტეხის ხიდიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება შეზღუდულია.

ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი

17 ივლისი 2019, 01:03

მსოფლიო

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი იქნება

გერმანიის თავდაცვის მინისტრის პოსტზე ურსულა ფონ დერ ლაიენს „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარე ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი შეცვლის. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

17 ივლისი 2019, 00:54

მსოფლიო

დემოკრატი კონგრესმენი ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს

ელ გრინის მოსაზრებით, იმპიჩმენტის პროცედურა ტრამპის მიერ ქალი კონგრესმენების წინააღმდეგ გამოთქმული რასისტული მოსაზრებების გამო უნდა დაიწყოს. "ის აშკარად აკეთებს რასისტულ კომენტარებს და ჩნდება კითხვა, თუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ამასთან დაკავშირებით?", - ამბობს კონგრესმენი ელ გრინი.

მთვარის დაბნელება

17 ივლისი 2019, 00:38

ტექნოლოგიები

მსოფლიოში მთვარის დაბნელებას აკვირდებიან. LIVE

მთვარის დაბნელების ნახვა, კარგი ამინდის პირობებში, შესაძლებელია აფრიკის კონტინენტიდან, ევროპის გარკვეული და აზიის უდიდესი ნაწილიდან, ასევე სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილსა და ავსტრალიის დასავლეთ ნაწილში. მთვარის სრულ დაბნელების პროცესი უკვე დაწყებულია.

„ჰაერი-ჰაერის“ კლასის რაკეტა

17 ივლისი 2019, 00:32

მსოფლიო

სალვინი: პოლიციის მიერ ნაპოვნი რაკეტა ჩემი მკვლელობის მომზადებას უკავშირდება

იტალიის ვიცეპრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ნაციონალისტური პარტია „ლიგას“ ლიდერი მატეო სალვინი აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ ტურინში ამოღებული იარაღის არსენალი, მათ შორის „ჰაერი-ჰაერის“ კლასის რაკეტა უკრაინელთა ჯგუფის მიერ მისი მკვლელობის მომზადებას უკავშირდება.