imedi /  17 მაისი 2019, 10:57 / სანდო წყარო

ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქი აშენდება

ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.

განათლების და მეცნიერების ქალაქი უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს, რაც განათლების რეფორმის განხორციელების საფუძველი იქნება. მულტიფუნქციური კომპლექსი გააერთიანებს ე.წ. ,,კომაროვის სკოლას“, საერთო საცხოვრებელს 100 ბენეფიციარისთვის, პროფესიულ სასწავლებელს, ბიბლიოთეკას, ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, გარე სპორტულ მოედანს, რეკრეაციულ ზონას და ხელოვნების სკოლას, სადაც თავმოყრილი იქნება ფოლკლორის, საბალეტო, სამხატვრო, სამუსიკო სკოლები.

,,განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროცესის თანამედროვე და ტექნოლოგიურად გამართულ გარემოში წარმართვას. ამასთანავე, სწავლების ყველა ეტაპზე როგორც უახლეს ტექნოლოგიებთან წვდომის გაზრდას, ასევე მომავალ თაობაში პროფესიული უნარების განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.ახალი მულტიფუნქციური საგანამანათლებლო კომპლექსის მშენებლობა ბათუმში 7 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე დაიწყება.

ყველა სიახლე

ევროპის ლიგა

16 დეკემბერი 2019, 17:07

სპორტი

ევროპის ლიგის 1/16 ფინალის წყვილები დასახელდა

ამ ტურნირზე სამი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქვილითაია და დავით ხოჭოლავა გამოდის. ჩაკვეტაძისა და ქვილითაის „გენტის“ მეტოქე 1/16 ფინალში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი იტალიის "რომა" იქნება. "შახტარი" კი, სადაც ხოჭოლავა თამაშობს, პორტუგალიის „ბენფიკას“ დაუპირისპირდება.

გიგა ბოკერია

16 დეკემბერი 2019, 17:05

ძალოვნები

გიგა ბოკერია: აბსურდის გარდა არაფრის მოლოდინი მაქვს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა. დეპუტატს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხავენ. ბოკერიამ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა მოითხოვა.

თამარ ხულორდავა

16 დეკემბერი 2019, 17:02

საქართველო

თამარ ხულორდავა: ზოგი ოპოზიციონერის მიმართ სამართლებრივი პროცედურების ახლა დაწყება კითხვებს აჩენს

პარლამენტის წევრ თამარ ხულორდავას განცხადებით, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ სამართლებრივი პროცედურების ახლა დაწყება გარკვეულ კითხვებს აჩენს. ამის შესახებ დეპუტატმა გენერალურ პროკურატურაში გიგა ბოკერიას დაბარებასთან დაკავშირებით თქვა.

კონალტის მაღარო

16 დეკემბერი 2019, 16:52

მსოფლიო

აფრიკაში კობალტის მაღაროებში ბავშვების დაღუპვის გამო Apple-ს, Google-სა დაTesla-ს უჩივლეს

ვაშინგტონის სასამართლოს კონგოდან 14-მა ოჯახმა მიმართა, რომელთა შვილები დაიღუპნენ ან დასახიჩრდნენ მაღაროებში, რომლებიც ბრიტანულ Glencore-ს ეკუთვნის. საუბარია გარდაცვალების 5 ფაქტზე, დანარჩენ შემთხვევაში კი სერიოზულ ტრავმებზე.

გველი

16 დეკემბერი 2019, 16:45

ტაბლოიდი

ავსტრალიელ ქალს სახლში საშობაო ნაძვის ხეზე 10-მეტრიანი პითონი დახვდა

ლინ ჩეპმენი და მისი პარტნიორი კაცი ქუინსლენდში ცხოვრობენ, და როგორც ლინ ჩეპმენი ამბობს, სახლში დაბრუნებულმა ნაძვის ხეზე 10-მეტრიანი პითონი იპოვა. წყვილის ყურადღება აივანზე ახმაურებულმა ჩიტებმა მიიქცია. წყვილმა გველი სახლში მარტო დატოვა და წავიდა, გვიან ღამე დაბრუნებულს კი ის აღარ დახვდათ.

რომან ზოზულია

16 დეკემბერი 2019, 16:23

სპორტი

ესპანეთში უკრაინელი ფეხბურთელის შეურაცხყოფის გამო მატჩი ჩაიშალა

მეორე ტაიმის შემდეგ გულშემატკივრებმა უკრაინელი ფეხბურთელის შეურაცხყოფა გააგრძელეს, რის გამოც არბიტრმა თამაში 40 წუთით შეწყვიტა. საბოლოოდ „ალბასეტეს“ ფეხბურთელებმა თანაგუნდელს სოლიდარობა გამოუცხადეს და თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვეს.

ჩოგბურთი

16 დეკემბერი 2019, 16:20

სპორტი

მსოფლიოს 135 ჩოგბურთელი გარიგებულ მატჩებშია ეჭვმიტანილი

სულ მცირე მსოფლიოს 135 ჩოგბურთელი, გარიგებული მატჩების გამართვაშია ეჭვმიტანილი. ეს დასკვნა საერთაშორისო გამოძიების შედეგად მომზადდა, რომელშიც ბელგია, ესპანეთი, საფრანგეთი და აშშ მონაწილეობდა. ამ დროისთვის გამოძიება ისევ გრძელდება.

16 დეკემბერი 2019, 16:17

საქართველო

ციხეებში პატიმრების მონახულებაზე ოპოზიციის მოთხოვნას ბიუროზე კამათი მოჰყვა

არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას მოთხოვნას უპასუხა. ბოკუჩავამ დღეს განაცხადა, რომ არჩილ თალაკვაძე ოპოზიციონერ დეპუტატებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის უფლებას არ აძლევს, რათა აქციების დროს დაკავებულები მოინახულონ.

ჩემპიონთა ლიგა

16 დეკემბერი 2019, 15:47

სპორტი

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წყვილები ცნობილია

ტურნირის მოქმედი ჩემპიონი „ლივერპული“ მადრიდის „ატლეტიკოს“ შეხვდება. განსაკუთრებულ ინტერესს კი ჩემპიონთა ლიგის 13-გზის გამარჯვებულის, „რეალისა“ და ინგლისის ჩემპიონის, „მანჩესტერ სიტის“ შეხვედრა იწვევს. დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი ლონდონის „ჩელსისა“ და მიუნხენის „ბაიერნის“ თამაშში.

ვულკანი

16 დეკემბერი 2019, 15:32

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა პირველად აღბეჭდეს ოკეანეში ჩაღვრილი ვულკან ანაკ კრაკატაუს ნაშთები

სპეციალისტებმა ოკეანეში ანაკ კრაკატაუს ერთი ჩამონგრეული მხარის აღსაბეჭდად ჰიდროლოკატორის მოწყობილობა გამოიყენეს, ზოგიერთი ბლოკის სიმაღლე 70-90 მეტრია. წყალში მათი ჩაძირვის შედეგად უდიდესი ტალღები წარმოიქმნა, რომლებიც 2018 წლის 22 დეკემბერს სანაპიროებს თავს დაატყდა.

თეა წულუკიანი

16 დეკემბერი 2019, 14:46

საქართველო

წულუკიანი: პრეზიდენტის უფრო ყურადღებით მოსმენა უნდა ვისწავლოთ

„მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის უფრო ყურადღებით მოსმენა ვისწავლოთ და არ გადავაჭარბოთ ხოლმე უარყოფით შეფასებებში,“ - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. ინაუგურაციიდან ერთი წლის თავზე წულუკიანი სალომე ზურაბიშვილს წარმატებებს უსურვებს.

საოკუპაციო ხაზი

16 დეკემბერი 2019, 14:38

ძალოვნები

ოკუპანტებმა სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი, 96 წლის კაცი დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი დააკავეს. "იმედის" ჟურნალისტის ინფორმაციით,ოკუპანტებმა მოხუცი კაცი სასაფლაოს მიმდებარედ დააკავეს.

შობა ახალი წელი

16 დეკემბერი 2019, 14:28

კულტურა

Wham!-ის Last Christmas-ის ვიდეოს განახლებული ვერსია შექმნეს

35 წლის შემდეგ სტუდია Sony Music Entertainment-მა Wham!-ის სიმღერაზე განახლებული ვიდეორგოლი შექმნა - ახლა მისი ნახვა 4K გაფართოებით არის შესაძლებელი. როგორც The Verge-ი წერს, ვიდეოს გაუმჯობესებულ ვერსიაში იმდენად მკვეთრი გამოსახულებაა, თითქოს Sony-მ მსახიობები დაიქირავა.

გლდანის ცენტრი

16 დეკემბერი 2019, 14:13

საქართველო

გლდანის საზოგადოებრივი ცენტრი ახალ შენობაში გადავიდა

ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, გლდანის საზოგადოებრივი ცენტრი ახალ შენობაში − სავაჭრო ცენტრ „გლდანი პლაზაში“ − გახსნა. დღეიდან ის ახალ მისამართზე (ილია ვეკუას №14) განთავსდა. გლდანში საზოგადოებრივი ცენტრი 2017 წლის პირველ აგვისტოს გაიხსნა და სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“ ფუნქციონირებდა.

გიორგი ტყემალაძე

16 დეკემბერი 2019, 14:11

საქართველო

ერეკლე კუხიანიძის საკითხზე საკრებულოს უმრავლესობაში იმსჯელებენ

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, უმრავლესობის ხვალინდელ სხდომაზე საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის განცხადებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ და შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ საკითხზე.

თეა წულუკიანი

16 დეკემბერი 2019, 13:59

საქართველო

წულუკიანი: გაფრინდაშვილის საქმეზე ემოციური პოლიტიკური განცხადებები პატიმრის ინტერესებს აზიანებს

„ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე ემოციური პოლიტიკური განცხადებები პატიმრის ინტერესებს აზიანებს“- ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის ბოლო დროს გამოქვეყნებულ სტატუსებზე გააკეთა.

გიგა ბოკერია

16 დეკემბერი 2019, 13:55

ძალოვნები

გიგა ბოკერიას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხავენ

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ გიგა ბოკერიას დღეს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხავენ. დეპუტატი ჩვენებას თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზე მისცემს.გიგა ბოკერიას 15 დეკემბერს შეატყობინეს, რომ პროკურატურაში გამოკითხვაზე უნდა მისულიყო.

გოგი წულაია

16 დეკემბერი 2019, 13:44

საქართველო

გოგი წულაია: ქართულმა ოცნებამ თემიდა გააშიშვლა

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას პარტია "თავისუფალი საქართველო" პერფორმანსით გამოეხმაურა. პატიის წევრები ქუთაისში სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ და "თემიდას გაშიშვლება" განასახიერეს. პარლამენტმა უზენაესის მოსამართლედ 14 კანდიდატი 12 დეკემბერს დაამტკიცა.

16 დეკემბერი 2019, 13:44

ტაბლოიდი

მედია 61 წლის მადონას და 26 წლის მოცეკვავის რომანზე წერს

ამერიკელი მომღერალი და პოპვარსკვლავი მადონა მოცეკვავე აჰლამალიკ უილიამსთან რომანშია „ეჭმიტანილი“. The Sun-ის ცნობით, პაპარაცებმა 61 წლის მუსიკოსს 26 წლის მოცეკვავესთან ფოტო მაიამიში, ერთ-ერთ სასტუმროში ყოფნისას გადაუღეს. მომღერალი ახლა გასტროლებზე იმყოფება, ხოლო აჰლამალიკ უილიამსი მის კოლექტივში ცეკვავს.

ბოინგი

16 დეკემბერი 2019, 13:26

ეკონომიკა

Boeing-მა შესაძლოა 737 MAX-ის წარმოება შეაჩეროს

ამერიკული კორპორაცია Boeing-ი 737 MAX-ის თაობის თვითმფრინავების წარმოების შეჩერების საკითხს განიხილავს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, თვითმფრინავების წარმოების შემცირება გამოიწვევს სამუშაო ადგილების ლიკვიდაციას. 2019 წელს კომპანიამ მხოლოდ 15 136 Boeing-ი 737 MAX-ის მიწოდება დააკონტრაქტა.