imedi /  17 მაისი 2019, 11:06 / სანდო წყარო

ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობოები მიმართვას ავრცელებენ

ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთვრობო ორგანიზაციები მიმართვას ავრცელებენ. 

„კოალიცია თანასწორობისთვის“ მოუწოდებს სახელმწიფოს, სიღრმისეულად გაიაზროს მისი როლი საზოგადოების ყველა წევრის ღირსების, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების დაცვაში.

„კოალიცია თანასწორობისთვის“ მოუწოდებს, საქართველოს მთავრობას - გაავრცელოს თანასწორობისა და ადამიანის უფლებების მხარდამჭერი საჯარო განცხადება, რომელიც დაგმობს ლგბტქი ჯგუფის მიმართ განხორციელებულ ძალადობას და ამ გზით ხელს შეუწყობს შესაძლო დანაშაულების პრევენციასა და დაუსჯელობის გარემოს აღმოფხვრას.

საქართველოს პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ ჰომო/ბი/ტრანსფობიური ენის გამოყენებისგან და დაგმონ ლგბტქი ადამიანების მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის პრაქტიკები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აიდაჰო დღემდე და შემდგომ პერიოდში მოახდინოს ძალადობის წახალისების/მოწოდების ნებისმიერი ფაქტის მონიტორინგი, სათანადოდ შეაფასოს ჰომო/ბი/ტრასფობიური დანაშაულების შესაძლო ესკალაციის რისკები და მოახდინოს შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ეფექტიანი პრევენცია;

მედიას - თავი შეიკავონ ლგბტქი ადამიანების მიმართ სტიგმის გაძლიერების წახალისებისგან, აღნიშნულისთვის, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მედიამ ხელი შეუწყოს ჟურნალისტებისთვის ეთიკის კოდექსებისა და ანტისიკრიმინაციული მიდგომების შესახებ ცნობიერებისა და სენსიტიურობის გაზრდას.

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები: ღია საზოგადოების ფონდი; ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); კონსტიტუციის 42-ე მუხლი; პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
კავშირი საფარი; ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG); ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); ადამიანის უფლებათა ცენტრი; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI).

„ეს დღე ადამიანის უფლებების ფართო შინაარსის იდეაზე დგას და ლგბტქი ადამიანების სტრუქტურული ჩაგვრისა და ცხოვრების ყველა სფეროდან სოციალური გარიყულობის აღიარებას მოითხოვს. თუმცა, აიდაჰო დღე ჩვენს რეალობაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის ბრძოლის დღედ მოინიშნა, რომელიც ლგბტქი ადამიანებისა და აქტივისტებისთვის, ფაქტობრივად, ჩამორთმეულ უფლებას წარმოადგენს.

საქართველოში ლგბტქი ადამიანებისა და აქტივისტებისთვის ფუნდამენტური უფლებები, ხოლო უფრო ხილვადად, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, ჩამორთმეულ უფლებას წარმოადგენს. 

2012 და 2013 წელს კლერიკალური და რადიკალური ჯგუფების მიერ აიდაჰო შეკრების ძალადობრივი დარბევის შემდეგ, ლგბტქი ადამიანები და აქტივისტები ვერ ახერხებენ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებით სრულყოფილ სარგებლობას. 2014 წლის შემდეგ ქალაქის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი სივრცეები 17 მაისს კლერიკალურ ჯგუფებს აქვთ დაკავებული, სადაც ისინი აიდაჰო დღის საწინააღმდეგოდ დაწესებული ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ.

საჯარო სივრცეებიდან კონკრეტული ჯგუფების გარიყვა აზიანებს დემოკრატიული, პლურალური პოლიტიკური გარემოსა და სამართლიანი საზოგადოების განვითარების პროცესს. 

მიუხედავად აღნიშნულისა, სამწუხაროდ, სახელმწიფო ხშირად არ აღიარებს ლგბტქი ადამიანების მიმართ ძალადობისა და უფლებების სისტემური დარღვევის პრაქტიკას, რაც არსებული ჰომოფობიური პოლიტიკური და სოციალური გარემოს გარდაქმნას ართულებს. 

მეტიც, არაეფექტიანი პოლიტიკით სახელმწიფო ირიბად ხელს უწყობს ძალადობისა და დისკრიმინაციის წახალისებას. 

აღნიშნულს თან ერთვის მედიაში ჰომო/ტრანსფობიური სიძულვილის ენის გამოყენება და ლგბტქი ადამიანებთან დაკავშირებული საკითხების არაეთიკური გაშუქების პრაქტიკა. 

ტრანსლირებული სიუჟეტები, რომელთა გადაცემაც უგულებელყოფს ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს, ხშირ შემთხვევაში, ხელს უწყობს ლგბტქი ადამიანების მარგინალიზებას და იწვევს ჯგუფის წევრების პირადი ცხოვრების უფლებაში შეუსაბამო ჩარევას.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლიანი მედიის როლი არსებითად დიდია საჯარო, სასულიერო თუ პოლიტიკური პირების/რესპოდენტების მხრიდან დისკრიმინაციულ, სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებზე ადეკვატური რეაგირების კუთხით, რათა მედიით გაჟღერებული გამონათქვამები არ გახდეს საზოგადოებაში არსებული სტიგმის გაძლიერების წყარო. 

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში სახელმწიფომ დისკრიმინაციის აკრძალვისა და დანაშაულის აღმოფხვრისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ღონისძიებები შეიმუშავა - ამოქმედდა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და მოხდა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის პროცესის ინსტიტუციონალიზება, მაგრამ იმის გამო, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა არ პასუხობს ჰომო/ტრანსფობიის სისტემურ მიზეზებს და განათლების,

სოციალური დაცვის, თანასწორობის, ჯანდაცვის პოლიტიკაში არსებული გამოწვევები კვლავ უცვლელი რჩება, ლგბტქი ადამიანების ყოველდღიურობა არსებითად არ იცვლება. 

შედეგად, ლგბტქი თემი საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ჯგუფად ყალიბდება.
2018 წლის 17 მაისისადმი მიძღვნილ კოლექტიურ განცხადებაში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტიტუციებმა (CoE, UN Independent Experts/Special Raporteurs, SPT, IACHR, ACHPR) მოუწოდეს სახელმწიფოებს ლგბტქი ადამიანთა დისკრიმინაციის დაგმობისა და მათი საზოგადოებაში ინკლუზიის უზრუნველყოფისკენ, „სახელმწიფოები ვალდებულები არიან მიიღონ ეფექტური ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ არავის მიატოვებენ უფლებებისთვის ბრძოლაში, ეფექტური ღონისძიებები უნდა იყოს მიღებული, რათა აღმოიფხვრას ის სისტემური ბარიერები, რომლებიც ლგბტ ჯგუფის გარიყვას/გამორიცხვას განაპირობებს...“[2] 

სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას რეალური პირობები უფლებებით სარგებლობისთვის, რაც დანაშაულების გამოძიებისა და აღკვეთის პოლიტიკასთან ერთად, გულისხმობს გრძელვადიან სტრუქტურულ ცვლილებებს, მათ შორის, ჯანდაცვის სისტემის სამართლიანობისა და სენსიტიურობის, განათლების სისტემის ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიურობის, ძალადობის პრევენციის პოლიტიკის სისტემურობის მიღწევას.

აღნიშნული მიმართულებებით სისტემური და ტრანსფორმაციული პოლიტიკის გარეშე არსებული სოციალური და პოლიტიკური გარემოს გარდაქმნა შეუძლებელია. სხვა შემთხვევაში, მუდმივად მოგვიწევს ძალადობის, დაპირისპირების და გაუცხოების მდგომარეობაში ცხოვრება“.

ყველა სიახლე

26 მაისი 2019, 10:47

ეკონომიკა

მედია: Fiat Chrysler-ი და Renault-ი გერთიანებას გეგმავენ

იტალიურ-ამერიკული ავტომწარმოებელი Fiat Chrysler-ი და ფრანგული კორპორაცია Renault-ი გაერთანებას გეგმავენ - წერს The Financial Times-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია. კომპანიების შესაძლო შერწყმაზე წერს Reuters-ი. გამოცემის ცნობით, საქმე ეხება ორი კომპანიის გლობალურ გაერთიანებას.

მამუკა ბახტაძე

26 მაისი 2019, 10:24

საქართველო

ბახტაძე: სამუშაოები აზერბაიჯანის ფაქტობრივად კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, თუმცა შეჩერდა

"იქ, სადაც მანამდეც არსებობდა ბილიკები, რომ არ შექმნილიყო აღქმა და არ გაჩენილიყო ის კითხვები, რომელიც თქვენ ახლა დასვით, უნდა მომხდარიყო სამუშაოების შეჩერება და ეს ასეც მოხდა. რაც შეეხება დავით გარეჯთან დაკავშირებულ სიტუაციას, ამის შესახებ მოგვიანებით კიდევ გავაკეთებთ კომენტარს“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

26 მაისი 2019, 10:21

მსოფლიო

ევროპარლამენტის არჩევნები დღეს ევროკავშირის 21 ქვეყანაში იმართება

ევროპარლამენტის არჩევნები დღეს ევროკავშირის 21 ქვეყანაში იმართება. 26 მაისი დასკვნითი დღეა. დეპუტატებს აირჩევენ საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ლიეტუვაში, პოლონეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში. საკმაოდ მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესი გერმანიასა და საფრანგეთში, რად ამ ქვეყნებს ევროპარლამენტში ყველაზე მეტი 96 და 74 მანდატი აქვთ. არჩევნები 23 მაისს დაიწყო და დღეს დასრულდება. პირველადი შედეგები, უკვე საღამოს იქნება ცნობილი.

მერაბ კოსტავა

26 მაისი 2019, 10:08

საქართველო

26 მაისს მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია დაწესდება

"ამასთან ერთად, 26 მაისს 80 წელი უსრულდება ჩვენს ეროვნულ გმირს მერაბ კოსტავას. ადამიანს, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული თავისუფლებისთვის ბრძოლა. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავაწესოთ მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია“, - განაცხადა პრემიერმა.

აშშ-ის საელჩო თბილისში

26 მაისი 2019, 09:44

საქართველო

აშშ-ის საელჩო თბილისში: გიხაროდენ დიდო ილიავ, შენი ოცნება აღსრულდა

"ილია ჭავჭავაძის საფლავთან ეს სიტყვები 1918 წლის 26 მაისს ვლასა მგელაძის თაოსნობით შეკრებილმა საზოგადოებამ წარმოთქვა. მათვე საქართველოს დამოუკიდებლობის საზეიმოდ მთაწმინდის სამრეკლოდან დიდების ზარები დარეკეს,"- წერს აშშ-ის საელჩო თბილისში.

ელისაბედ მეორე

26 მაისი 2019, 09:37

საქართველო

ელისაბედ მეორე საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ინფორმაციას თბილისში დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.

კარლ ჰარცელი

26 მაისი 2019, 09:28

საქართველო

ევროკავშირის ელჩმა საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ვიდეო

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი თბილისში იმ ადგილს ეწვია, სადაც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

26 მაისი

26 მაისი 2019, 09:23

საქართველო

ლატვიის საგარეო უწყება: გულწრფელად ვულოცავთ ჩვენს მეგობრებს საქართველოში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ულოცავს. ამის შესახებ უწყება სოციალურ ქსელში წერს. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება.

მამუკა ბახტაძე

26 მაისი 2019, 09:16

საქართველო

მამუკა ბახტაძემ მერაბ კოსტავას საფლავი ყვავილებით შეამკო

" მერაბ კოსტავა არის მაგალითი, თუ როგორ უნდა უყვარდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს თავისი სამშობლო და როგორ უნდა იბრძოდეს მისი ეროვნული ინტერესებისთვის. მინდა ქედი მოვიხარო მისი ნათელი ხსოვნის წინაშე“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბენუა პერი

26 მაისი 2019, 09:05

სპორტი

ლიონის ტურნირი ფრანგმა ბენუა პერიმ მოიგო

მისი მეტოქე კანადელი ფელიქს ოჟე-ალიასიმი იყო. ფრანგმა შეხვედრა ანგარიშით 6:4, 6:3 მოიგო. ტურნირზე ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილიც გამოდიოდა და მან ნახევარფინალური შეხვედრა კანადელი ფელიქს ოჟე-ალიასიმთან დათმო.

ძეგლი

26 მაისი 2019, 08:47

კულტურა

თბილისში საქართველოს პოლიტიკური ემიგრაციის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნება

დარეჯან ბერეკაშვილის მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლი ნიკოლოზ ბარათაშვილის მერანის მოტივზეა შექმნილი და საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების ხსოვნას ეძღვნება. ქანდაკება საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის ხელშეწყობით აღიმართა.

პოლიცია

26 მაისი 2019, 08:39

ძალოვნები

დღეს თბილისში ავტომანქანების მოძრაობა იზღუდება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მოძრაობის უსაფრთხოების და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით დაარეგულირებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს, საჭიროების შემთხვევაში პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას.

26 მაისი

26 მაისი 2019, 08:26

ეკონომიკა

დღეს რუსთაველზე სამეწარმეო ბაზრობა გაიმართება

"გამოფენა-გაყიდვაზე წარდგენილი იქნება საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა. ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვის გარდა, ღონისძიებაზე დაგხვდებათ საკვები ობიექტები, გასართობი სივრცეები, სხვადასხვა სახის ვორქშოფები და ა.შ“, - აცხადებენ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.

26 მაისი 2019, 08:16

მსოფლიო

ებრაელებს ურჩევენ გერმანიაში კიპა არ ატარონ

ამის მიზეზი კი ქვეყანაში გაზრდილი ანტისემიტური განწყობაა. მთავრობის წარმომადგენლის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ებრაელებზე თავდასხმის 90% მემარჯვენე ექსტრემისტების მიერ არის განხორციელებული. გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს ფაქტი სამარცხვინოა.

26 მაისი

26 მაისი 2019, 08:05

საქართველო

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა.

ბორდო

26 მაისი 2019, 00:37

მსოფლიო

ბორდოს ცენტრში რამდენიმე შენობა იწვის

საფრანგეთის ქალაქ ბორდოს ცენტრში რამდენიმე შენობა იწვის. ტელეარხ BFMTV-ის ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობაზე 100-ზე მეტი მეხანძრე მუშაობს.გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ერთ-ერთი შენობის მეორე სართულზე განჩდა და მიმდებარე შენობებზე გავრცელდა, სადაც ევაკუაცია გამოცხადდა.

დონალდ ტრამპი

25 მაისი 2019, 23:50

მსოფლიო

Twitter-მა დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგე ორი ძმა სამუდამოდ დაბლოკა

სოციალურ ქსელში დაასკვნეს, რომ ედ და ბრაიან კრასენშტეინები იყენებდნენ ყალბ ექაუნთებს, რათა ამერიკის ლიდერის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება უფრო ფართო მასშტაბებში წარმოეჩინათ. „Twitter-ის წესები ყველაზე ვრცელდება. რამდენიმე ყალბი ანგარიშის წარმოება მკაცრად აკრძალულია“, - განაცხადეს კომპანიაში.

25 მაისი 2019, 23:25

თემა

„ისტორიული არჩევნები“. როგორ არის მოწყობილი ევროპარლამენტი და რას წყვეტს ის?

25-26 მაისს ევროპარლამენტის არჩევნები ტარდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანოს უფლებამოსილებები დიდი არ არის, ამ კენჭისყრას უკვე უწოდეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ევროკავშირის ისტორიაში.

გადაღლილობა

25 მაისი 2019, 23:21

ტექნოლოგიები

გადაღლილობა დაავადებად აღიარეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD) მე-11 ვერსია დაამტკიცა. სიის ახალ რედაქციაში გადაღლილობა და ლუდომანია ფსიქოლოგიური აშლილობებად დასახელდა. გადაღლილობა, რომელიც ასევე „ემოციური გადაწვის სინდრომის“ სახელით არის ცნობილი, განმარტებულია როგორც „სამსახურთან დაკავშირებული ქრონიკული სტრესით გამოწვეული ფიზიკური და ფსიქიკური დაუძლურება“.

პონ ჯუნ ჰო

25 მაისი 2019, 22:51

კულტურა

კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის რტო“ სამხრეთკორეელმა პონ ჯუნ ჰომ მიიღო

Guardian-ის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება ფესტივალის ჟიურიმ გამარჯვებულთა გამოცხადების საზეიმო ცერემონიაზე გამოაცხადა. კანის კინოფესტივალის ჟიურიმ, რომელსაც მექსიკელი რეჟისორი ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ ხელმძღვანელობდა, კორეელი რეჟისორი ფილმ „პარაზიტებისთვის“ დააჯილდოვა.