imedi /  17 მაისი 2019, 12:06 / სანდო წყარო

ზაზა სარალიძე სასამართლოს მიმართავს

ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძე

2017 წელს  ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე სასამართლოს მიმართავს. მიმართვას მისი ადვოკატი ნესტან ლონდარიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

სარალიძის თქმით, შსს და პროკურატურა დანაშაულის მიმართ არ არიან ადეკვატურები და პროკურატურა მთელი ძალით ცდილობს გაიტანოს პირვანდელი ბრალდება სააპელაციო სასამართლოში. 

„ბატონო მოსამართლენო, მოგმართავთ განცხადებით, ვინაიდან სასამართლო პროცესზე არ ვარ ცნობილი მხარედ და არ მეძლევა სიტყვის თქმის უფლება. ძალიან ძნელია ჩემთვის, ვუსმინო როგორ ცდილობენ საქმის არასწორად წარმართვას და ხმა არ ამოვიღო. როგორ ცდილობენ საქმიდან უდანაშაულოდ გამოვიდეს ძირითადი დამნაშავე, უფრო მეტიც ძირითად სანდო მოწმედ წარმოაჩინონ.

როდესაც დაიწყო ჩემი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიება, აქტიურად ვხვდებოდი ინციდენტში მონაწილე პირებს, ვიღებდი მაქსიმალურ ინფორმაციას, რათა დამედგინა მომხდარის დეტალები. ასევე შეძლებისდაგვარად ვცდილობდი თვალი მედევნებინა გამოძიების მიმდინარეობისთვის. ვინაიდან გამაჩნდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, თავიდანვე აშკარად ჩანდა, რომ საგამოძიებო ორგანო ხელს აფარებდა დამნაშავებს, რომლებმაც, დანამდვილებით ვიცი, რომ უშუალოდ მიაყენეს ჭრილობები ჩემს შვილს. ჩემ მიერ თვითმხილველი პირებისგან მიღებული ინფორმაციები ძალიან განსხვავდებოდა ამ პირთა მიერ თავიდანვე, გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციისგან.

რა თქმა უნდა, ვინაიდან ვხედავდი, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდიოდა, მქონდა პროტესტი ბრალდების მხარის მიმართ, რასაც ხშირად ვაჟღერებდი ტელევიზიით. თუმცა არსებითი განხილვის დაწყებისთანავე, როდესაც უნდა მომხდარიყო სასამართლო პროცესზე ჩემი დაკითხვა, პროკურორებმა დამაიმედეს, რომ მოწმეები სასამართლო პროცესზე მაინც დაიწყებდნენ სიმართლის თქმას და პროცესის მიმდინარეობის დროს გაირკვეოდა სრული სიმართლე.

სამწუხაროდ, არსებითი განხილვის დროს არათუ გაღრმავდა ჩემი ეჭვები, არამედ 100%-ით დავრწმუნდი, რომ ბრალდების მხარეს ეს საქმე ისე აქვს გამოძიებული, რომ დაიფაროს სიმართლე და რეალური დამნაშავეები გადაურჩნენ სასჯელს. ბრალდების მხარე ცდილობს ყველაფერი გადააბრალოს ორ ადამიანს და მიჩქმალოს იმ პირთა დანაშაული, ვინც ასევე მათთან ერთად განახორციელა ჩემი შვილის მკვლელობა!

მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ იურისტი, ჩემი თვალით ვხედავ, როგორ ცვლიან მოწმეები ჩვენებებს, როგორ აძლევენ სასამართლოს ცრუ ჩვენებებს, როგორ დაუჯერებელ ვერსიებს იგონებენ. ჩემი თვალით ვხედავ როგორ ცდილობს პროკურატურა დაფაროს სიმართლე და ფაქტობრივად გამოუძიებელი საქმე წარმოგიჩინოთ კარგად გამოძიებულ საქმედ. ჩემი თვალით ვხედავ, რომ სასამართლოში დაკითხული მთავარი მოწმეების ჩვენებების დაჯერება ყველა ნორმალურ, საღად მოაზროვნე ადამიანისთვის სრულიად წარმოუდგენელია. პროკურორი კი, ამ ყველაფრის მიუხედავად, გამოდის და საზოგადოებას (რომელიც დახურული სხდომების მიმდინარეობას სამწუხაროდ, თვალს ვერ ადევნებს) ნაცარს აყრის სახეში და ატყუებს, თითქოს ბრალდების ვერსია მტკიცდება სასამართლოში.

ნაცვლად იმისა, რომ პროკურატურა ცდილობდეს სიმართლის დადგენასა და -დამნაშავეების გამოაშკარავებას, ცდილობს ორი ბრალდებულის დასჯით გადაფაროს სხვების მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაული - ჩემი შვილის სასტიკი მკვლელობა!

რაც შეეხება ბრალდებულებს (გ.ჯ.და გ.ბ) პროკურატურა ცდილობს სხვა პირების (რომლებიც არ არიან დასჯილი) ნამოქმედარიც მათ მიაწეროს. მეორე მხრივ, თავად ბრალდებულები ცდილობენ შეიმსუბუქონ მდგომარეობა და საქმე თავდაცვით გაამართლონ. არა ბატონო მოსამართლენო, ეს იყო განზრახ მკვლელობა, დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ჯგუფურად და ამ დანაშაულის ჩამდენი მხოლოდ ერთი პირია სასამართლოზე წარდგენილი (დავით სარალიძის ეპიზოდში). ჩემი მიზანია, ყველა პირი დაისაჯოს მათი ქმედების პროპორციულად.

მე არ მსურს, ჩემი გარდაცვლილი შვილის სული დავამძიმო პირის იმაზე მძიმედ დასჯით, ვიდრე ის იმსახურებს, მაგრამ არც იმას დავუშვებ, რომ დამნაშავეები, რომლებიც გარეთ თავისუფლად დადიან, დაუსჯელნი დარჩნენ!

სამწუხაროა, მაგრამ დღესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა არ არიან ადეკვატურები ამ უმძიმესი დანაშაულის მიმართ, პროკურატურა მთელი ძალით ცდილობს გაიტანოს პირვანდელი ბრალდება სააპელაციო სასამართლოში. მაქვს იმედი, რომ სასამართლო არ მოექცევა პროკურატურის ზემოქმედების ქვეშ. მაქვს იმედი, რომ თქვენი განაჩენით არ გაიზიარებთ პროკურორების მიერ გამოგონილ ვერსიებს და გადადგამთ ნაბიჯს სამართლიანობისკენ.

ვფიცავ ჩემი შვილის სულს, ბოლომდე ვიბრძოლებ და მივაღწევ იმას, რომ დაისაჯონ დანაშაულის ჩამდენი პირები, რომლებსაც დიდი მონდომებით მფარველობენ და რომლებიც დღეს გარეთ თავისუფლად დადიან!

გთხოვთ იყოთ პრინციპული, ობიექტური, მიუკერძოებლად შეაფასოთ ის მასალები და ჩვენებები, რომლებიც წარმოდგენილია საქმეში. გთხოვთ, როგორც მოსამართლემ, თქვენი განსაკუთრებული წვლილი შეიტანოთ ამ საქმეზე ყველა დამნაშავის გამოსააშკარავებლად და საბოლოოდ სიმართლის დასადგენად.

მე ბრძოლას საბოლოო მიზნის მიღწევამდე არ შევწყვეტ!“, - აცხადებს ზაზა სარალიძე.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

2 არასრულწლოვნის მიმართ საქმე სააპელაციო ინსტანციაშია. პირველმა ინსტანციამ მათ დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ბრალდება მოუხსნა - ერთს დანაშაული სარალიძის განზრახ სხეულის დაზიანებით დაუკვალიფიცირა, მეორე კი სარალიძის ნაწილში სრულად გაამართლა, მაგრამ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.

პარალელურ რეჟიმში იმართება პროცესი ხორავას საქმის გამოძიების ფარგლებში ჩადენილ კანონდარღვევებზე, მათ შორის იმ მოწმეების მიმართაც, რომლებმაც გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცეს.

მკვლელობის საქმის გამოძიება ამით არ ამოწურულა და კვლავაც გრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელსაც უშუალოდ მინისტრი ხელმძღვანელობს.

ყველა სიახლე

20 მაისი 2019, 18:46

ეკონომიკა

Total-მა და Eni-იმ რუს ნავთობიმპორტიორებს გადარიცხვები შეუჩერეს

ფრანგულმა ნავთობკომპანია Total-მა და იტალიურმა Eni-იმ რუს ნავთობიმპორტიორებს მათ შორის „როსნეფტს“ და „სურგუნეფტგაზს“ გადარიცხვები შეუჩერეს. ამის მიზეზია ნავთობსადენ „დრუჟბაში“ ნედლეულის დაბინძურება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეიფელის კოშკი

20 მაისი 2019, 18:39

მსოფლიო

ეიფელის კოშკიდან ევაკუაცია განხორციელდა

პარიზში ეიფელის კოშკიდან ევაკუაცია განხორციელდა, მას შემდეგ რაც ლითონის კონტრუქციაზე გარედან ადამიანი ავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო AFP ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ეიფელის კოშკის მიმდებარე ტერიტორია პოლიციას აქვს შემოსაზღვრული.

ვოლოდომირ ზელენსკის ინაუგურაცია

20 მაისი 2019, 18:22

საქართველო

ზურაბიშვილი: ქართველი ხალხის სახელით უკრაინის ახალ პრეზიდენტს გულწრფელი მილოცვები გადავეცი

„ქართველი ხალხის სახელით უკრაინის ახალ პრეზიდენტს დღეს გულწრფელი მილოცვები გადავეცი. საქართველოსა და უკრაინას, ორივეს უწევთ ოკუპირებული ტერიტორიების ტრაგედიის დაძლევა, ამავე დროს, ისინი საერთო ევროპულ ბედს იზიარებენ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

დავით უსუფაშვილი

20 მაისი 2019, 18:08

საქართველო

დავით უსუფაშვილი: სააკაშვილთან ერთად რაიმე წარმატებაზე ფიქრი ფუჭი ოცნებაა

ბოლო აქცია, რომელშიც სააკაშვილთან ერთად მივიღე მონაწილეობა, ეს იყო 2003 წლის ნოემბერი, „ვარდების რევოლუცია“ რომ ერქვა. მას შემდეგ 15 წელია მასთან ერთად არანაირ აქციაში მონაწილეობა არ მიმიღია და არც ვგეგმავ“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

საპროტესტო აქცია სოხუმში

20 მაისი 2019, 18:06

საქართველო

სოხუმში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გადატანის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება

ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების გადატანის მოთხოვნით სოხუმში ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს. ამის შესახებ რუსულ მედიას სეპარატისტული რეჟიმის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა გარი არშბამ განუცხადა.

ნაიჯელ ფარაჯი

20 მაისი 2019, 17:53

მსოფლიო

ბრიტანელ პოლიტიკოსს მილქშეიკი შეასხეს. ვიდეო

როგორც The Guardian-ი წერს, "ბრექსიტის პარტიის" ლიდერს ნაიჯელ ფარაჯს ქალაქ ნიუკასლში გადაადგილებისას 32 წლის კაცმა მილქშეიკი შეასხა. გამოცემის ცნობით, უცნობი კაცი პოლიციამ დააკავა. ფარაჯი კი მომხდარს მოგვიანებით Twitter-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანიის ნორმალურად ჩატარება შეუძლებელი ხდება.

პენელოპა კრუზი, პედრო ალმოდოვარი და ანტონიო ბანდერასი

20 მაისი 2019, 17:52

კულტურა

კინოკრიტიკოსების რეიტინგში კანის ფესტივალზე პედრო ალმოდოვარის ფილმი ლიდერობს

კანის კინოფესტივალზე წარმოდგენილ ფილმებს შორის კინოკრიტიკოსების რეიტინგში ესპანელი რეჟისორის პედრო ალმოდოვარის ფილმი „ტკივილი და დიდება“ ლიდერობს. ამის შესახებ გამოცემა Screen Daily-ში გამოქვეყნებული რეიტინგები მეტყველებს.

51-ე სკოლა

20 მაისი 2019, 17:27

ძალოვნები

რას ჰყვებიან თვითმხილველები 51-ე სკოლის მოსწავლეების ჩხუბზე

„ქრონიკის“ ინფორმაციით, დღის პირველ ნახევარში მოზარდები ერთმანეთს 51-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაუპირისპირდნენ. თვითმხილველების განცხადებით, დაპირისპირება კამათს მოჰყვა. სკოლის მიმდებარე ეზოში რამდენიმე მოსწავლე ყვირილით შევარდა. პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს. სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

20 მაისი 2019, 17:22

მსოფლიო

რა ქონებას ფლობს საქართველოში უკრაინის ახალი პრეზიდენტი

20 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკსიმ 2018 წლის შემოსავლების შესახებ დეკლარაცია გამოაქვეყნა. როგორც უკრაინული მედია წერს, ზელენსკის დეკლარაციაში სხვა ქონებასთან ერთად მითითებულია სასტუმროს 5 ნომერი საქართველოში.

მამუკა მდინარაძე

20 მაისი 2019, 17:19

საქართველო

მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის ოჯახმა აღიარა რომ მაიამიში მრავალმილიონიანი ქონება აქვს

მდინარაძის არით, რამდენიმე კვირიანი დუმილის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ახალი პიარ სტრატეგია მოიფიქრა, რათა საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რომ მაიამის ბინა მის ბიძას ეკუთვნის. "არსებობს უტყუარი დადასტურებული ფაქტი, რომ ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რამდენიმე მილიონიან ქონებას ფლობს მაიამიში და ეს ქონება რა გზით არის მოპოვებული არის მარტივი კითხვა, რომელზეც საზოგადოებას ექნება თავად პასუხი" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპროტესტო აქცია სასამართლოს შენობასთან

20 მაისი 2019, 17:10

მსოფლიო

სომხეთის სასამართლოებთან ფაშინიანის მომხრეების საპროტესტო აქციები დასრულდა

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მომხრეებმა ქვეყნის სასამართლოების შენობების შესასვლელების ბლოკირება დაასრულეს. ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე თავად ფაშინიანი წერს. მან ასევე ბოდიში მოუხადა სომხეთის ყველა მოქალაქეს, რომლებმაც დღეს სასამართლოებში საკუთარი საქმეების განხილვაზე დასწრება ვერ შეძლეს.

ალენ დელონი

20 მაისი 2019, 16:56

კულტურა

კანის ფესტივალზე ალენ დელონს საპატიო ოქროს პალმის რტო გადასცეს

კანის 72-ე კინოფესტივალზე საპატიო ოქროს პალმის რტო კინემატოგრაფიაში შეტანილი ღვაწლისთვის ალენ დელონს გადასცეს. 83 წლის ფრანგმა მსახიობმა ჯილდო საკუთარი შვილისგან, ანუშკასგან მიიღო, რომელიც ასევე მსახიობი. კარიერის განმავლობაში ალენ დელონი 90-ზე მეტ ფილმშია გადაღებული.

თამარ ჩუგოშვილი

20 მაისი 2019, 16:54

საქართველო

ჩუგოშვილი: ოპოზიციისა და საზოგადოების სურვილები ერთმანეთს სერიოზულად არის აცდენილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის სურვილები და საზოგადოების სურვილები ძალიან სერიოზულადაა ერთმანეთს აცდენილი. ჩუგოშვილის განცხადებას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

რეკლამა

20 მაისი 2019, 16:53

ეკონომიკა

მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 8%-ითაა გაზრდილი

"აღნიშნული მაჩვენებელი იმ არხებს ეხებათ, რომლებსაც 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, სხვა კომპანიებთან შედარებით, ყველაზე მეტი შემოსავალი დაუფიქსირდათ: იმედი, რუსთავი 2, GDS, სილქნეტი, ტელეკომპანია პირველი გასართობი,"- წერია განცხადებაში.

სან-ფრანსიცკო

20 მაისი 2019, 16:48

ეკონომიკა

ცნობილია ქალაქი სადაც ყველაზე მაღალი ხელფასებია

აშშ-ში ქალაქი სან-ფრანცისკო პირველ ადგილზე გავიდა ხელფასების მოცულობით. გამოცემა Bloomberg-ის გამოკითხვით, სან-ფრანცისკოში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხელფასებია. მეორე ადგილზეა შვეიცარიის ქალაქი ციურიხი, ხოლო მესამეზე ნიუ-იორკი. ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ქალაქების რეიტინგში შევიდა ბოსტონი, ჩიკაგო, სიდნეი, ოსლო, კოპენჰაგენი, მელბურნი და ლონდონი.

20 მაისი 2019, 16:46

ძალოვნები

კუს გადაგდების ამსახველ ვიდეოზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, რომელშიც ჩანს, რომ ბიჭი მაღალსართულიანი შენობიდან კუს აგდებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

რობერტ სმიტი

20 მაისი 2019, 16:32

ტაბლოიდი

ამერიკელი მილიარდერი სტუდენტებს ვალის გადახდაში დაეხმარება

ბიზნესმენი აშშ-ის ქალაქ ატლანტაში მდებარე ვაჟთა კოლეჯს ეწვია. სმიტის თმით, ის გახსნის ფონდს, რომელიც ისტორიულად აფროამერიკული კოლეჯის სტუდენტებს ვალს გადაუხდის. ჯერჯერობით უცნობია, რა თანხა დასჭირდება 396 ბოლოკურსელის ვალის გადახდას. სავარაუდოდ, მილიარდელს რამდენიმე მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს.

სტანისლავ კარჩევსკი

20 მაისი 2019, 16:26

საქართველო

საქართველოს დღეს პოლონეთის სენატის მარშალი ეწვევა

დაგეგმილია პოლონეთის სენატის მარშალის შეხვედრა საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. სტანისლავ კარჩევსკი, დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს და ლეხ კაჩინსკის მემორიალს გვირგვინებით შეამკობს.

20 მაისი 2019, 16:23

მსოფლიო

ირანის საგარეო მინისტრი ტრამპს: პატივი ეცით ისტორიას

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჯავად ზარიფმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „გენოციდის მაპროვოცირებელი“ ფრაზების გამოყენებისგან თავის შეკავება ურჩია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ტრამპმა Twitter-ზე დაწერა, რომ თუ ირანს ბრძოლა სურს, ეს ქვეყნისთვის ოფიციალური დასასრული იქნება.

შრი-ლანკის პოლიცია

20 მაისი 2019, 16:21

მსოფლიო

შრი-ლანკაზე ტერაქტების საქმეზე 89 ადამიანი დააკავეს

ამის შესახებ ადგილობრივი მედია პოლიციის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება. „მათგან 69-სთან მიმართებაში გამოძიებას სისხლის სამართლის დანაშაულის სამმართველო აწარმოებს, კიდევ 20-თან მიმართებაში კი ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველო მუშაობს“, - განაცხადა ადგილობრივი პოლიციის პრესმდივანმა რუვან გუნასეკარამ.