Imedi /  17 მაისი 2019, 12:49 / სანდო წყარო

სურსათის სააგენტომ ხილ-ბოსტნეულში პესტიციდების ნარჩენების ნორმა შეამოწმა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ინსპექტორები ახლად შემოსულ ხილსა და ბოსტნეულს ამოწმებენ. პესტიციდების ნარჩენების კვლევის მიზნით, დედაქალაქსა და რეგიონებში, სარეალიზაციო ობიექტებიდან ადგილობრივი და იმპორტირებული სურსათის ნიმუშები აიღეს, რომლებიც კვლევისთვის აკრედიტებულ ლაბორატორიას გადაეცა. კერძოდ, შემოწმდა კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, ხახვი, ნიორი, ახალი კარტოფილი, სტაფილო, კომბოსტო და მარწყვი.

უწყების ინფორმაციით, გამოკვლეული ხილ-ბოსტნეულიდან პესტიციდების ნარჩენების ნორმასთან შეუსაბამობა არც ერთ ნიმუშში არ გამოვლენილა.

სურსათის ეროვნული სააგენტო პესტიციდების ნარჩენების კვლევას ხილსა და ბოსტნეულში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ატარებს. 

ყველა სიახლე

22 ივლისი 2019, 09:16

საქართველო

დღეს იუსტიციის საბჭოში მოსამართლეობის სამ კანდიდატს მოუსმენენ

დღეს საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 3 კანდიდატს: მამუკა ვასაძეს,მაია ვაჩაძესა და თამარ ზამბახიძეს მოუსმენენ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, დიმიტრი გვრიტიშვილი გასაუბრებების ნორმალურ რეჟიმში წარმართვას ვერ უზრუნველყოფს.

დონალდ ტრამპი

22 ივლისი 2019, 09:06

მსოფლიო

ტრამპი დემოკრატ კონგრესმენ ქალებს ისრაელისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს

პრეზიდენტს გაცხადებაში არ დაუკონკრეტებია რის გამო უნდა მოიხადონ ბოდიში კანონმდებელმა ქალებმა. რამდენიმე კონგრესმენ ქალზე დონალდ ტრამპმა განცხადება გასულ კვირასაც გააკეთა, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ ამერიკა არ მოსწონთ, შეუძლიათ იმ ქვეყნებში წავიდნენ, საიდანაც ჩავიდნენ.

მოჰამედ ჯავად ზარიფი

22 ივლისი 2019, 08:58

ეკონომიკა

ირანი: აშშ-ის სანქციები „ეკონომიკური ტერორიზმია“

ზარიფმა ვაშინგტონის სანქციების პოლიტიკას ძალადობრივი უწოდა და განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიზანი ირანელი ხალხის დაშინებაა. „ამას არ შეიძლება ეწოდოს სანქციები, ეს სანქციები არ დაუწესებიათ კანონის აღსრულების დასაცავად. ფაქტობრივად, სანქციები კანონს არღვევს“, - განაცხადა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

22 ივლისი 2019, 08:51

მსოფლიო

უკრაინული მედია პრემიერმინისტრობის სავარაუდო კანდიდატებს ასახელებს

სხვადასხვა სააგენტოების ცნობით, ამ თანამდებობაზე განიხილება „ნაფტოგაზის“ ტოპმენეჯერი ანდრეი კობოლევი, ასევე იური ვიტრენკო, უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალექსანდრ დანი-ლიუკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდში უკრაინის წარმომადგენელი ვლადისლავ რაშკოვანი.

დავიდ დე ხეა

22 ივლისი 2019, 08:42

სპორტი

დავიდ დე ხეა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მეკარე გახდა

ის "მანჩესტერ იუნაიტედთან" 6-წლიან კონტრაქტს დათანხმდა და გასამრჯელოს სახით £117 მილიონს მიიღებს. 28 წლის დე ხეა "იუნაიტედის" ღირსებას 2011 წლიდან იცავს, ამ სეზონში კი პრემიერლიგის 38 მატჩში 50 გოლი გაუშვა.

22 ივლისი 2019, 08:17

მსოფლიო

ჰონგ-კონგში Yuen Long-ის სადგურს თავს დაესხნენ

მათ ადამიანებს სადგურსა და მატარებლებში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 45 ადამიანი დაშავდა, ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლება ამ თავდასხმის აღკვეთაში დროულად არ ჩაერია და პოლიცია ადგილზე მხოლოდ ერთი საათის შემდეგ მივიდა.

22 ივლისი 2019, 08:00

მსოფლიო

უკრაინაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ზელენსკის პარტია იმარჯვებს

უკრაინის ცესკოს მონაცემებით, დათვლილია ბიულეტენების 35.51 პროცენტი და ხმების 42.18% ზელენსკის პარტიამ მიიღო. მეორე ადგილზეა პუტინთან აფილირებული ვიქტორ მედვედჩუკის „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ - მას ხმების 12.69% აქვს.

პეტრონასის კოშკები

22 ივლისი 2019, 00:55

მსოფლიო

საკულტო ნაგებობების არქიტექტორი სეზარ პელი გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებული შტატებიდან მალაიზიის ჩათვლით სეზარ პელის მემკვიდრეობას შორის არის ისეთი ნაგებობები როგორიცაა: დასავლეთ ჰოლივუდში მდებარე მრავალფუნქციური ცენტრი Pacific Design Center; პეტრონასის კოშკები კუალალუმპურში, რომელმაც ცეზარ პელის Aga Khan Award-ის ჯილდო მოუტანა.

ბოსნია

22 ივლისი 2019, 00:40

მსოფლიო

ბოსნია და ჰერცოგოვინაში 1992 წელს მოკლული 86 ადამიანის ნეშტი დაკრძალეს

მათთვის პატივის მისაგებად მემორიალზე ასობით ადამიანი შეიკრიბა. ქალაქ კორიჩანში კაცებისა და მოზარდების მასობრივი სამარხი 2017 წელს აღმოაჩინეს. 1992 წელს 200-მდე ბოსნიელი მუსლიმი სერბმა პოლიციელებმა ჩაცხრილეს. მათგან დღემდე მხოლოდ 181 ადამიანის ნეშტის პოვნა მოხერხდა.

22 ივლისი 2019, 00:39

მსოფლიო

სირიაში ავიაიერიშს ჟურნალისტი ემსხვერპლა

ფოტორეპორტიორი ანას ალ-დიაბი „ფრანს პრესთან“ (AFP) თანამშრომლობდა. მაშველებისა და ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ინფორმაციით, ჟურნალისტი რუსეთის ავიადარტყმას ემსხვერპლა. იდლიბის რეგიონში საჰაერო თავდასხმის დროს სულ 18 ადამიანი დაიღუპა.

მიგრანტები

22 ივლისი 2019, 00:15

მსოფლიო

საკრუიზო გემმა ხმელთაშუა ზღვაში 111 მიგრანტი გადაარჩინა

მიგრანტების გემი იტალიისკენ მიემართებოდა, თუმცა საბერძნეთის კუნძულ პელოპონესიდან 40 საზღვაო მილის დაშორებით ჩაძირვა დაიწყო. არ კონკრეტდება თუ რომელი ქვეყნის მიგრანტები იმყოფებოდნენ გემზე. ყველა გადარჩენილი მიგრანტი ქალაქ კალამატის პორტში გადმოსვეს. მიგრანტებს შორის 33 არასრულწლოვანია.

ერაყი

21 ივლისი 2019, 23:53

საქართველო

ქართველი დედის ისტორია, რომელსაც ერაყში შვილი წაართვეს და ქვეყნიდან გააძევეს

საქართველო ოფიციალურ ბაღდადთან ორი წელია მოლაპარაკებებს აწარმოებს 4 წლის მოქალაქის დაბრუნებასთან დაკავშირებით. საქმე ეხება დედა-შვილის ისტორიას, რომელსაც შვილი წაართვეს და ერაყიდან გააძევეს. ამის შესახებ სიუჟეტი "იმედის კვირამ" მოამზადა.

სანდრა ოუ

21 ივლისი 2019, 23:22

ტაბლოიდი

გრეის ანატომიის მსახიობი ფასანაურს სტუმრობდა

ABC-ის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ სერიალს მსოფლიო მასშტაბით რამდენიმე მილიონიანი აუდიტორია ჰყავს და ტელეკომპანიის ისტორიაში ის ყველაზე რეიტინგულ სერიალად ითვლება. 14 წელია, რაც სერიალი სატელევიზიო ეთერში გადის. მსახიობის საქართველოში ყოფნის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა კომპანიამ გაავრცელა.

21 ივლისი 2019, 22:51

მსოფლიო

ალკოჰოლურმა ინტოქსიკაციამ კოსტა-რიკაში 19 ადამიანი იმსხვერპლა

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, 32-დან 72 წლამდე ასაკის 14 კაცი და 5 ქალი დაიღუპა ქვეყნის მასშტაბით, რაც ივნისის დასაწყისიდან პერიოდს მოიცავს. მთავრობამ დაახლოებით 30 000 ბოთლის კონფისკაცია განახორციელა იმ ეჭვით, რომ სასმელი მოწამლულია. 14 კაცი და 5 ქალი დაიღუპა ქვეყნის მასშტაბით, რაც ივნისის დასაწყისიდან პერიოდს მოიცავს.

გერმანია

21 ივლისი 2019, 22:46

მსოფლიო

გერმანიაში Open Beatz-ის ფესტივალზე კაცი ეშმაკის ბორბლიდან გადავარდა და დაიღუპა

ბავარიაში (გერმანია) Open Beatz Festival-ზე 31 წლის კაცი ეშმაკის ბორბლიდან გადავარდა. პოლიცია მომხდარის მიზეზებს იძიებს. კაცი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მიღებული დაზიანებების გამო მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

სალომე ზურაბიშვილი

21 ივლისი 2019, 22:10

საქართველო

​პრეზიდენტის ადმინისტრაცია უცხოეთში სასწავლებლად წასული სტუდენტების ერთიან ბაზას ქმნის

პრეზიდენტის ადმინისტრაცია უცხოეთში სასწავლებლად წასული სტუდენტების ერთიან ბაზას ქმნის. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურბიშვილმა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის 30 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაზე განაცხადა.

პერუ, უბინას ვულკანი

21 ივლისი 2019, 22:01

მსოფლიო

პერუში უბინას ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ფერფლმა დასახლებული პუნქტები დაფარა. ფოტო

საგანგებო სიტუაციების ცენტრის თანახმად (COEN), ვულკანის ფერლმა ანდების სახელმწიფოთა სამხრეთ რეგიონში 617 სკოლა და 20 სამედიცინო პუნქტი დაფარა. ვულკანი გასულ ხუთშაბათს ამოიფრქვა, შედეგად კი ფერფლის მასის სიმაღლემ ხუთ კილომეტრს მიაღწია, რომელიც შემდეგ ქარმა გაფანტა.

მიხეილ სააკაშვილი

21 ივლისი 2019, 21:36

მსოფლიო

ეგზიტპოლი: სააკაშვილის პარტიამ უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 0,4% მიიღო

უკრაინის რადის ვადამდელ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის პარტიამ "ახალ ძალთა მოძრაობამ" საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა. ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, სააკაშვილის პარტიამ ხმათა 0.4% მიიღო. ვადამდელ არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა - 40%-ზე მეტი ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიამ მოიპოვა.

რივალდო

21 ივლისი 2019, 21:34

სპორტი

რივალდო საქართველოში ჩამოვიდა

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რივალდო საქართველოშია. აჭარაბეთის ინფორმაციით, რივალდო ფილმში „არენა“ მიიღებს მონაწილეობას. გადაღებები წყალტუბოში გაიმართება. რივალდოსთან ერთად ფილმში სხვა ცნობილი ადამიანებიც მიიღებენ მონაწილეობას. „საინტერესო გამოცდილებაა და ქართველ ვარსკვლავებთან ერთად მასში მონაწილეობა დიდი პატივია“.

ვოლოდიმირ ზელენსკი

21 ივლისი 2019, 21:17

მსოფლიო

უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში ზელენსკის პარტია იმარჯვებს. მთავარი

უკრაინის უმაღლესი რადის ვადამდელ არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა - 40%-ზე მეტი ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიამ „ხალხის მსახურმა“ მოიპოვა. ასეთია ეგზიტპოლის შედეგები, რომელიც საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოქვეყნდა.