Imedi /  18 მაისი 2019, 11:09 / სანდო წყარო

ზალკალიანი ევროსაბჭოში: რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კვლავ ხელყოფს

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1129-ე სხდომის მონაწილეებს მიმართა.

მისი თქმით, ორი ათწლეულის განმავლობაში, საქართველომ ძირეული ტრანსფორმაცია განიცადა და აღმავალი გზით მიმავალ ქვეყნად ჩამოყალიბდა, თუმცა ის ჯერ კიდევ საფრთხეების წინაშე დგას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რუსეთი, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევით, კვლავ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასა და ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციას.

ოკუპირებულ რეგიონებში ყოველდღიურად ირღვევა მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის ქალების, ბავშვებისა და ხანდაზმულების ფუნდამენტური უფლებები. სიცოცხლისა და თავისუფლების უფლებამ ყოველგვარი ღირებულება დაკარგა და დაუსჯელობის სინდრომმა ფესვი მყარად გაიდგა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ამ კონტექსტში, მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სასტიკად მოკლული საქართველოს მოქალაქეები გაიხსენა“: „გასული წლის მინისტერიალზე საქართველომ ქართველი იძულებით გადაადგილებული პირების, არჩილ ტატუნაშვილის, დავით ბაშარულისა და გიგა ოთხოზორიას სასტიკ მკვლელობათა საკითხი დააყენა. მაგრამ ამ ტრაგიკულ სიას ბოლო არ უჩანს! მას ახლახან საქართველოს მოქალაქე - ირაკლი კვარაცხელია დაემატა, რომელიც აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ მოქმედ რუსულ ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა“.

ზალკალიანმა განაცხადა, რომ ერთიან საერთაშორისო ძალისხმევას, ამ ურთულესი გამოწვევების ფონზე, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. აღნიშნულ კონტექსტში, ევროპის საბჭო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხების აქტუალურობის შენარჩუნების თვალსაზრისით. „ჩვენ, წევრი სახელმწიფოები, წინ უნდა აღვუდგეთ ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებს და არ დავუშვათ კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა“, - თქვა მინისტრმა და იმედი გამოთქვა, რომ ევროპის საბჭო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების წვდომას უზრუნველყოფენ.

„ნაკისრი ვალდებულებების სრული და უპირობოდ შესრულება საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთ-ერთ მთავრ პრიორიტეტად უნდა აქციოს“ - განაცხადა ზალკალიანმა და რუსეთს „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულებისა და საქართველოდან თავისი სამხედრო შენაერთების გაყვანისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეის მიერ რუსეთის წინააღმდეგ 2014 წელს დაწესებული სანქციები ეფექტიანი და მართებული ზომაა და საქართველო ახალი სისტემის ამოქმედებას, ვერ დაეთანხმება.

„დღეს როდესაც კრიტიკულ გზაჯვარედინზე ვდგავართ, გადამწყვეტი მნიშვნელობა საერთო პოზიციის შენარჩუნებასა და ერთიან ძალისხმევას ენიჭება. როდესაც საქმე პრინციპებსა და ღირებულებებს ეხება, ნებისმიერი დათმობა დაასუსტებდა ორგანიზაციას და ხელს შეუწყობდა ორმაგი სტანდარტების დამკვიდრებას. ჩვენ უნდა დავიცვათ ის პრინციპები და ღირებულებები, რომლებსაც 70 წლის წინ ევროპის საბჭო დაეფუძნა“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1129-ე სხდომა 2019 წლის 17 მაისს, ჰელსინკში გაიმართა.​

ყველა სიახლე

Instagram IGTV

24 მაისი 2019, 00:45

ტექნოლოგიები

Instagram-ის IGTV-ს ამიერიდან ჰორიზონტალური ვიდეოების მხარდაჭერა აქვს

Instagram-ის ექსპერიმენტი დასრულდა. ამიერიდან IGTV-ზე ვიდეოს ვერტიკალურად ყურება შესაძლებელი აღარ იქნება. Instagram-მა ხანგრძლივი ვიდეოს ატვირთვის პლატფორმა მომხმარებლებს 2018 წლის ივნისში შესთავაზა. IGTV-ზე 4k რეზოლუციისა და 60 წუთის ხანგრძლივობის ვიდეოს ატვირთვაა შესაძლებელი.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი

24 მაისი 2019, 00:29

საქართველო

თელ-ავივი-ბათუმის დაგვიანებული ავიარეისი ბათუმის აეროპორტში დაეშვა

თელ-ავივი-ბათუმის რეისის თვითმფრინავი დღისით, გამოფრენიდან მალევე კვლავ თელ-ავივში დაჯდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, იძულებითი დაშვების მიზეზი მარცხენა ძრავის გადახურება გახდა. თვითმფრინავის ბორტზე 180 ადამიანი იმყოფებოდა, მგზავრებს შორის საქართველოს მოქალაქე არ იყო.

დროშა

24 მაისი 2019, 00:14

საქართველო

აშშ-ის 2020 ფისკალური წლის თავდაცვის ბიუჯეტში საქართველოც ნახსენებია

კანონპროექტი აშშ-ის თავდაცვაზე 750 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. დოკუმენტი ჯერ სენატმა უნდა განიხილოს, შემდეგ კი მას ხელს პრეზიდენტი მოაწერს. დოკუმენტში საქართველოზეცაა ლაპარაკი.

Google-ის ასისტენტი

23 მაისი 2019, 23:58

ტექნოლოგიები

საკვების შეკვეთა მიმწოდებელი კომპანიის აპლიკაციის გარეშეც შესაძლებელია

Google-ის ინფორმაციით, საკვების შეკვეთა პირდაპირ საძიებო ველიდან, Google Maps-იდან ან Google-ის ხმოვანი ასისტენტიდან არის შესაძლებელი. Google-ის საძიებო ველსა და Google Maps-ში ფუნქცია ღილაკი Order Online-ის დახმარებით მუშაობს, რომელიც კონკრეტული საკვები ობიექტის ძიებისას გამოჩნდება ეკრანზე.

ჰასან როუჰანი

23 მაისი 2019, 23:45

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ირანი არ დაემორჩილება აშშ-ის ზეწოლას, თუნდაც დაბომბონ

ამ განცხადების ფონზე ირანის უზენაესი სამხედრო მეთაური, გენერალი მოჰამად ბაგერი ამბობს, რომ ნებისმიერი მტრის „ავანტიურას“ გამანადგურებელი პასუხს გასცემენ. ირანი აშშ-სთან მოლაპარაკებებს არ აპირებს. ტრამპი ირანთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში

23 მაისი 2019, 23:29

საქართველო

​საქართველოს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებს შორის შეხვედრისას ძირითადი ყურადღება ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს დაეთმობა. ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში დავით ზალკალიანს, სალომე ზურაბიშვილსა და მამუკა ბახტაძეს შეხვდება.

მოწყალების თხოვნა

23 მაისი 2019, 23:15

მსოფლიო

უგანდის დედაქალაქის ქუჩებში მიუსაფარი ბავშვების დახმარება აკრძალეს

ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, კამპალას ქუჩებში საშუალოდ 15 ათასი ბავშვი ცხოვრობს. მათი ასაკი 7-დან 17 წლამდე მერყეობს. კანონის დამრღვევს 6-თვემდე ვადით პატიმრობა ან $11-ის ოდენობის ჯარიმა ემუქრება. კანონი ფულის გარდა საკვები პროდუქტების დახმარებასაც კრძალავს.

თვითმფრინავი

23 მაისი 2019, 23:00

ეკონომიკა

ტექნიკური პრობლების მიუხედავად თელ-ავივი-ბათუმის ავიარეისი მაინც სრულდება

თელ-ავივი-ბათუმის რეისის თვითმფრინავი დღისით, გამოფრენიდან მალევე კვლავ თელ-ავივში დაჯდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, იძულებითი დაშვების მიზეზი მარცხენა ძრავის გადახურება გახდა. თვითმფრინავის ბორტზე 180 ადამიანი იმყოფებოდა.

ინტერპოლი

23 მაისი 2019, 22:44

მსოფლიო

პედოფილიის საერთაშორისო სქემის გამოძიებისას ინტერპოლმა 9 ადამიანი დააკავა

კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (Interpol) ცხრა ადამიანი ტაილანდში, ავსტრალიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში დააკავა. გამოძიება 2017 წელს დაიწყო და მსოფლიოს მასშტაბით დაფარული „შავი ვების“ 63 ათასზე მეტ მომხმარებელზე იყო ფოკუსირებული.

სალომე ზურაბიშვილი

23 მაისი 2019, 22:28

საქართველო

ზურაბიშვილი: პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხს

„თანამედროვე ევროპული საქართველო თავის მოსახლეობას ისეთ სამუშაო გარემოს უნდა უქმნიდეს, რომ ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და ჯანმრთელობა ეფექტურად იყოს დაცული“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი. ჭიათურაში მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ.

Wikipedia

23 მაისი 2019, 22:14

ტექნოლოგიები

Wikipedia თურქეთს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივის

მიზეზი თურქეთში ონლაინ ენციკლოპედიის წვდომაზე ორწლიანი შეზღუდვაა. Wikimedia-ს ფონდი აცხადებს, რომ საჩივარი სასამართლოში ქვეყანაში ონლაინ ენციკლოპედიის დაბლოკვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების დარღვევის გამო შეიტანეს. Wikipedia თურქეთში 2017 წელს დაიბლოკა.

ლევან იზორია

23 მაისი 2019, 22:00

ძალოვნები

იზორია საქართველოში ამერიკული ბაზების არსებობას მიესალმება

ასევე ძალოვანმა მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისგან თავი შეიკავა. ლაპარაკია იმ განცხადებაზე, რომელიც ზურაბიშვილმა რამდენიმე კვირის წინ, “ამერიკის ხმის” ჟურნალისტთან გააკეთა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

23 მაისი 2019, 21:45

სპორტი

ბასილაშვილი ლიონის ტურნირის ნახევარფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალში ანგარიშით 6:4, 6:4 ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა დაამარცხა და ლიონის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. ლიონის ტურნირი 19-25 მაისს იმართება. ტურნირის საპრიზო ფონდი 586,140 ევროა.

23 მაისი 2019, 21:30

კულტურა

„მზის გოგონების“ ჩვენება თბილისში სპეციალური კომისიისთვის გაიმართება

„მზის გოგონები“ საფრანგეთის, საქართველოს და ბელგიის კოპროდუქციაა, რომლის მსოფლიო პრემიერა 2018 წელს კანის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში შედგა. საქართველოს მხრიდან ფილმის პროდიუსერია ვლადიმერ კაჭარავა.

Facebook

23 მაისი 2019, 21:17

ტექნოლოგიები

Facebook-მა 3 მილიარდი ყალბი ანგარიში წაშალა

ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში Facebook-მა 3 მილიარდზე მეტი ყალბი ექაუნთი წაშალა. ეს იმაზე მეტია ვიდრე სოცქსელს აქამდე გაუკეთებია. ცნობილი გახდა, რომ 7 მილიონზე მეტი პოსტი „სიძულვილის ენას“ ემსახურებოდა. ანგარიში 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

პოლიცია

23 მაისი 2019, 20:53

ძალოვნები

პოლიციამ „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის გამო 2 ადამიანი დააკავა

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (ჯგუფურად ძალადობა) და სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის უკანონო ხელის შეშლა) მიმდინარეობს.

ჯონ უოლკერ ლინდი

23 მაისი 2019, 20:52

მსოფლიო

აშშ-ში „ამერიკელი თალიბანის“ სახელით ცნობილი დამნაშავე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ლინდმა ციხეში 17 წელი გაატარა. ავღანეთში, 2001 წელს დაკავებულს 20-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტთან კავშირშია ეჭვმიტანილი. მისმა ვადაზე ადრე გათავისუფლებამ უკმაყოფილება გამოიწვია. მათ შორის ერთ-ერთი იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

ძაღლი

23 მაისი 2019, 20:25

ტაბლოიდი

აშშ-ში ჯანმრთელი ძაღლი პატრონს საფლავში ჩააყოლეს

გამოცემის ინფორმაციით, მძიმე ავადმყოფმა, შინაური ცხოველის პატრონმა გარდაცვალებამდე ანდერძი დატოვა, რომ ძაღლი მასთან ერთად დაეკრძალათ. ქალის გარდაცვალებიდან 2 კვირაში ჯანმრთელი ძაღლი თავშესაფრიდან გამოიყვანეს, დააძინეს, კრემაცია ჩაუტარეს და პატრონის გვერდით დაკრძალეს.

პოლიცია

23 მაისი 2019, 20:16

ძალოვნები

წყალტუბოში „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ისინი 7 თვის ბავშვის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ოჯახში მივიდნენ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაკავებულის ახლობლებმა და მეზობლებმა "რუსთავი 2-ს" კომენტარზე უარი უთხრეს, ხოლო როდესაც ოპერატორი და ჟურნალისტი მანქანაში სხდებოდნენ, მათ რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

ფოტოგრაფია

23 მაისი 2019, 20:16

კულტურა

უკრაინა ქართული ფოტოგრაფიის დღეებს მასპინძლობს

25 ფოტოგრაფის 60 ექსპოზიცია ”სიყვარულით საქართველოდან” კიევში, ლვოვსა და როვნოში 23-30 მაისს გამოიფინება. „გვსურს, ამ გამოფენით განსხვავებული კუთხით გავაცნოთ საქართველო უკრაინელებს - არა ტრადიციული ეთნოგრაფიული პასაჟებით“, - განაცხადეს საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციაში.