Imedi /  18 მაისი 2019, 11:47 / სანდო წყარო

ზურაბიშვილი: საქართველოს ევროპის გარდა მომავალი არ აქვს

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ლენარტ მერის უსაფრთხოების კონფერენციის (LMC) ღია დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა რუსული აგრესიის, ოკუპაციის, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეუქცევადობისა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა. 

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო საკუთარ წარსულს მთლიანად ევროპულ წარსულად მიიჩნევს, თავს ძველ ქრისტიანულ ქვეყანად თვლის, ზოგჯერ უძველეს ევროპელადაც მოიხსენიებს და სწორედ, ეს განაპირობებს ჩვენს დღევანდელობასა და გარკვეულწილად, ჩვენს ქცევასაც.

თუმცა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო დიდი გაურკვევლობის შუაგულშია და ამდენად, მისი მომავალი შესაძლოა, ძალიან არასახარბიელოდ გამოიყურებოდეს.

,,ევროკავშირშიც გაურკვევლობაა, არ არის გარკვეული მისი მომავლის განვითარების ფორმები და ვისთან ერთად მოხდება ამ მომავლის შექმნა. გაფართოების გზით, თუ მის გარეშე, როგორი იქნება მისი ურთიერთობა დიდ სახელმწიფოებთან.

დღევანდელი გადმოსახედიდან, ევროკავშირი რუსეთისაგან ძალიან იზოლირებულია, რომელიც ძალის გამოყენებით მის გაყოფას ცდილობს. ასევე, ჩინეთი ცდილობს მის გაყოფას. ხანდახან არსებობს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან გაუგებრობა - ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამიტომ არ არის ნათელი ევროპის მომავალი.

თუ შევხედავთ საქართველოს, აქ უფრო მეტი გაურკვევლობაა: ომით, იმ ფაქტით, რომ ჩვენ გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია, ტერიტორიების 20% -ის ოკუპაციით, ჩვენი სახლების მიღმა და  დედაქალაქიდან 30 კილომეტრში გავლებული საოკუპაციო ხაზით. 

რუსეთს არ შეუცვლია საკუთარი დამოკიდებულება და არც მისი შეცვლის მზაობა ჩანს. პირიქით, რუსეთი განაგრძობს აგრესიის და პროვოკაციის გზას. 

პროვოკაციით და აგრესიით გადაადგილდება საოკუპაციო ხაზზე. აშენებს სამხედრო ბაზებს, მიჰყვება რუსიფიკაციის პოლიტიკას, რაც მე-19 საუკუნესა და მაშინდელ რუსიფიკაციას გვახსენებს.

რუსეთის მხრიდან ასევე ხორციელდებოდა მუქარა, როცა საქართველომ თავის ტერიტორიაზე ნატოსთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო. ჩვენ ვერაფერს მოვიმოქმედებდით, რადგან უკვე ვიხილეთ, რისი გაკეთება შეუძლია მას. ყველაფერი ეს არ გამოიყურება ძალიან პერსპექტიულად. შესაბამისად, მომავალი საკმაოდ გაურკვეველია.

რუსეთის სამეზობლოს ირგვლივ არსებული გარემო ძალიან ნათელია. რეგიონში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, შავი ზღვის სხვა მხარესაა.

შავი ზღვაც გარკვეულწილად დაუცველია. მიმდინარეობს მსჯელობა, რომ შავი ზღვა ევროპასთან დამაკავშირებელი  ზღვა გახდეს, რასაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ამ დაუცველობამ.

ჩვენ ასევე ახლოს ვართ ახლო აღმოსავლეთის რეგიონებთან. ჩვენთვის არ არის ნათელი თუ რა მომავალი ექნებათ მათ. 

ჩვენთან ახლოს მდებარეობს თურქეთი, რომლის პერსპექტივა ევროკავშირის წევრობაზე კვლავ არ არის ნათელი. ჩვენ არ ვიცით თუ რომელ გზას აირჩევენ ისინი. ყოყმანობენ, რომ დაუახლოვდნენ რუსეთსაც.

ჩვენ კი, კვლავ ვცდილობთ განვვითარდეთ, გავაძლიეროთ ჩვენი დემოკრატია, ეკონომიკა, კავშირები ევროკავშირთან, რაც ასევე გაურკვეველია. თუ წარმოვიდგენთ ისეთ სურათს, რომ შესაძლოა, უცებ დავკარგოთ ევროპული პერსპექტივა, ასევე, ნატოს სოლიდარობის პერსპექტივა და თუ ეს ორი ძალა რამენაირად შესუსტდება, ჩვენ დავრჩებით მარტო და იზოლირებულნი, სამომავლო პერსპექტივის გარეშე.

ვფიქრობ, რომ იგივე შეიძლება ითქვას ევროპაზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ გარკვეულ პოპულისტურ მოძრაობას და სკეპტიციზმს, ეჭვებს და კითხვებს, თუ ევროპული საზოგადოებრივი აზრი, ერთი წამით წარმოიდგენს, რა იქნება ევროკავშირისა, ან ნატოს გარეშე, მე ვთვლი, რომ ეს იქნება ძალიან ბნელი სამყარო.

შესაბამისად, თქვენი პანელის სახელწოდების საწინააღმდეგოდ, მე ვთვლი, რომ ჩვენ სხვა მომავალი არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი საერთო მომავალი, რომელიც ჩვენი ერთადერთი ალტერნატივა და ჩვენი ერთადერთი პერსპექტივაა, რაზეც საკმაოდ ნათლად ვართ ჩამოყალიბებული. ჩვენი მოსახლეობის 85%,-ს მტკიცედ სწამს, რომ ეს ვერ  და არ შეიცვლება,  რადგან სხვა პერსპექტივა არ არსებობს. ამიტომ, ჩვენ ვართ ისინი, ვინც ყველაზე მეტად გჭირდებათ. ჩვენ ვართ პატარა ენთუზიასტები თქვენს საზღვრებს გარეთ და მზად ვართ გადმოვადგილდეთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

,,მე, პირადად ძალიან მრცხვენია ევროკავშირის სახელით, რომ ვერ შევძელით საქართველოსათვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება, მაგრამ ეს პერსპექტივა ჩვენთვის ძალიან ნათელია" - აღნიშნა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა იური ლუიკიმ უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთ პანელზე,  რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი, ესტონეთის პრეზიდენტთან და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან ერთად, გამოდიოდა. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა კი ხაზი გაუსვა ჩვენს ქვეყნებს შორის ძლიერ და მდიდარ სამხედრო თანამშრომლობას.

,,ჩვენთვის დიდი პატივია ერთად ვიყოთ ავღანეთში, 600 ქართველ სამხედრო მოსამსახურესთან ერთად,  ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მათ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.როდესაც იქ ხარ იზიარებ და გამოძრავებს საერთო ღირებულებები, გრძნობ საერთო ფესვებს, კულტურას, ენთუზიაზმს, ცოდნას და საერთო ხედვას თუ რატომ ვართ იქ და ვიცავთ ამ ღირებულებებსა და მშვიდობას", - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

კონფერენციის მონაწილეები რამდენიმე დღის განმავლობაში ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპის პერსპექტივებთან მიმართებაში უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.

კონფერენციაში მომხსენებლებად მონაწილეობდნენ ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პირები, მინისტრები, პარლამენტის წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტალინში, ლენარტ მერის უსაფრთხოების კონფერენციის (LMC) ღია დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისიებას ესტონეთის პრეზიდენტი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლეიერნი ესწრებოდნენ. კონფერენცია ცნობილი ესტონელი მწერლის, რეჟისორისა და საზოგადო მოღვაწის ლენარტ მერის სახელს ატარებს, რომელიც 1992—2001 წლებში ესტონეთის პრეზიდენტი იყო.

ღია დისკუსიას ,,ერთი წარსული - ბევრი მომავალი" მოდერაციას ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იური ლუიკი უწევდა.

​საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთში ოფიციალური ვიზიტი 16 მაისს დაიწყო.

ყველა სიახლე

19 ივნისი 2019, 17:59

ეკონომიკა

საქართველოში აგროსეტორის განვითარებისთვის €2 მილიონიანი პროექტი დაიწყო

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინფორმაციით, საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი ახალი პროექტი დაიწყო. პროექტის ბიუჯეტი €2 მილიონია და ფონდი ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის (ADC) აფინანსებს.

გამოცდები

19 ივნისი 2019, 17:54

საქართველო

ცნობილია როდიდან შეძლებენ აბიტურიენტები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას

აპლიკანტი რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტის მისამართითა და ცენტრის მიერ გაგზავნილი ხუთნიშნა კოდით ვებგვერდზე online.naec.ge შევიდეს. პირად გვერდზე (რომელზეც გაიარა რეგისტრაცია, აირჩია ჩასაბარებელი საგნები და ა.შ.) აპლიკანტმა უნდა გამოიყენოს ღილაკი - "დაბეჭდეთ ბარათი".

ფესტივალი

19 ივნისი 2019, 17:44

კულტურა

თბილისის ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალი იწყება

ZEG – Tbilisi Storytelling Festival აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, რომლებიც საზოგადოებას გაუზიარებენ ამბის გადმოცემის თავიანთ უნიკალურ ხერხს. კინო, მედია, ფოტოგრაფია, განათლება, ლიტერატურა, მეწარმეობა, პარფიუმერია- ამ სფეროების შესახებ არაერთი დისკუსია გაიმართება.

19 ივნისი 2019, 17:33

ძალოვნები

საგამოძიებო სამსახურმა ერთ თვეში პასუხისგებაში 23 მეწარმე მისცა

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ ვაჟა ფანოზიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ფიქტიურად, ყალბად შექმნილი აქტივის ოდენობა აღემატება 85 000 000 ლარს. რის შედეგადაც, სახელმწიფო ბიუჯეტს ათეულობით მილიონი ლარის ზიანი მიადგა.

19 ივნისი 2019, 17:24

ტექნოლოგიები

უკრაინაში მსოფლიოში პირველად მაწანწალა კატებს დაითვლიან

უკრაინაში, ქალაქ ლვოვში, მსოფლიოში პირველად მაწანწალა კატებს დაითვლიან. აქამდე მსოფლიოს არცერთ ქალაქში მსგავსი პრეცედენტი არ მომხდარა. ქალაქ ლვოვის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ამისთვის სპეციალური ალგორითმი შეიმუშავეს. მოამზადეს აპლიკაცია და ინტერესი უკვე მსოფლიოს 15-მა ქვეყანამ გამოხატა.

მატს ჰუმელსი

19 ივნისი 2019, 17:20

სპორტი

ჰუმელსი „ბაიერნიდან“ „დორტმუნდში“ მეორედ გადავიდა

30 წლის მცველმა ფეხბურთის თამაში 1995 წელს, 7 წლის ასაკში მიუნხენის „ბაიერნში“ დაიწყო, 2009 წელს კი მიუნხენელთა ერთ-ერთი მთავარი კონკურენტის, „ბორუსიას“ ფეხბურთელი გახდა. „ბორუსიას“ რიგებში 7-წლიანი ასპარეზობის შემდეგ ჰუმელსი „ბაიერნში“ დაბრუნდა, სადაც 3 სეზონი გაატარა.

აშშ-ის საელჩო თბილისში

19 ივნისი 2019, 17:19

საქართველო

საქართველოში აშშ-ის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში თავის მოქალაქეებს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილ "ღირსების მარშთან" დაკავშირებით აფრთხილებს. საელჩო ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ მოსალოდნელი საფრთხის გამო 22 ივნისს თავი აარიდონ საჯარო თავშეყრის ადგილებს.

19 ივნისი 2019, 17:09

საქართველო

აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე რიჟვაძის მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა რიჟვაძეს რეპლიკებით გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინა, რის გამოც ბაგრატიონი რეგლამენტის დარღვევაში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დაადანაშაულა და სხდომის დატოვება მოსთხოვა.

დაჩიან ჩოლოში

19 ივნისი 2019, 16:59

მსოფლიო

ევროპარლამენტის ლიბერალური პარტიის ლიდერი რუმინეთის ექსპრემიერი გახდა

ევროპარლამენტის ლიბერალური ფრაქციის „ევროპის განახლების“ ახალი ლიდერი რუმინეთის ექსპრემიერი და სოფლის მეურნეობის საკითხებში ყოფილი ევროკომისარი დაჩიან ჩოლოში გახდა. ჩოლოშმა 65 ხმა მიიღო. ის ფავორიტი კანდიდატი მას შემდეგ გახდა, რაც მას მხარი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის დელეგაციამ დაუჭირა მხარი.

19 ივნისი 2019, 16:57

სპორტი

კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი ფიბა-ევროპის იურიდიული კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს

ქართველიშვილი მაისში ფიბა-ევროპის აღმასრულებელ საბჭოს წევრადაც მიიღეს, რაც საქართველოს კალათბურთის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან თბილისი ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი ჯგუფის მატჩების მასპინძლობის კანდიდატია. ამავე სხდომაზე კი ჩვენი ქვეყნის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული საშეჯიბრო კომისიის წევრად დაამტკიცეს.

სმარტფონი

19 ივნისი 2019, 16:57

ტექნოლოგიები

ისრაელში შექმნეს პროგრამა რომლითაც iPhone-ისა და სხვა სმარტფონების გატეხვაა შესაძლებელი

ისრაელური კომპანია Cellebrite ირწმუნება, რომ გამოუშვა მოწყობილობა, რომლითაც iPhone-ისა და iPad-ის ნებისმიერი მოდელის, ასევე Android-ის პლატფორმების მქონე მობილურების გატეხვა შეუძლია. მოწყობილობის სახელწოდებაა UFED Premium-ი და ის ხელმისაწვდომი იქნება 11 ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოებისთვის.

 კიანუ რივზი

19 ივნისი 2019, 16:56

კულტურა

ფანებს სურთ რომ კიანუ რივზი Time-მა წლის ადამიანად დაასახელოს

ამერიკელი მსახიობის კიანუ რივზის ფანები მოითხოვენ, რომ ის ჟურნალ Time-ის ვერსიით, ის წლის ადამიანად დასახელდეს. შესაბამისი ინფორმაცია პორტალ Screen Rant -ზე, ხოლო პეტიცია ვებგვერდ Change.org-ზე გამოქვეყნდა. პეტიცია ერთი კვირის წინ გავრცელდა და ამ დროისთვის 4 ათასი ადამიანი აწერს ხელს.

დონალდ ტრამპი

19 ივნისი 2019, 16:54

მსოფლიო

ტრამპი ამომრჩევლებს კიბოს განკურნებას დაჰპირდა. ვიდეო

აშშ-ის პრეზიდენტის 2020 წლის არჩევნებისთვის, დონალდ ტრამპი საარჩევნო კამპანიის დროს მოსახლეობას კიბოს განკურნებას, აივ-ინფექციის შემთხვევათა აღმოფხვრასა და ამერიკელების მარსზე გამგზავრებას დაჰპირდა.

ლაბერჟის ტბა, კანადა

19 ივნისი 2019, 16:51

ტექნოლოგიები

მეცნიერები: სამყაროს აღსასრულის ვადებმა 70 წლით გადმოიწია

ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კანადის არქტიკულ ნაწილში მარადიულმა ყინულმა დნობა სავარაუდო ვადაზე 70 წლით უფრო ადრე დაიწყო. გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, ამის გამო ფერბენქსის უნივერსიტეტის მეცნიერები თვლიან, რომ გლობალური კლიმატური კრიზისი უფრო მალე დაიწყება.

ტურბულენტობა

19 ივნისი 2019, 16:32

მსოფლიო

კოსოვო-შვეიცარიის რეისზე თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში აღმოჩნდა. ვიდეო

ინციდენტის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. ALK Airlines-ის თვითმფრინავი რეისს პრიშტინადან ბაზელის მიმართულებით ასრულებდა. ვიდეოში ჩანს, რომ მგზავრების ნაწილი ტირის, ყვირის, ნაწილი კი ლოცულობს. თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში დაფრენამდე 20 წუთით ადრე აღმოჩნდა.

მიხეილ სააკაშვილი

19 ივნისი 2019, 16:22

ტაბლოიდი

სააკაშვილმა ზელენსკის მიბაძა და მოცეკვავე შადრევანში შეიჭრა. ვიდეო

ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზენელსკის მიბაძა და მოცეკვავე შადრევანში შეიჭრა."მარიუპოლში შადრევნები ცხადია კარგია, მაგრამ არც ოდესაშია ნაკლები",- წერს სააკაშვილი.

ნანა კოსტავა

19 ივნისი 2019, 16:15

საქართველო

ქუთაისის საკრებულოში ნანა კოსტავა დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება

31 მაისს ნანა კოსტავა, ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ ფრაქციის თავმჯდომარეობიდან მოხსნეს. ის ასევე გარიცხეს მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოდან. იმავე დღეს ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა, რომ ის საკრებულოს მანდატს დატოვებდა. თუმცა, მოგვიანებით განაცხადა, რომ საკრებულოს დატოვება ამომრჩევლების თხოვნით გადაიფიქრა.

ხოსე ბაეზი

19 ივნისი 2019, 16:06

მსოფლიო

ადვოკატი ჰარვი ვაინშტეინის დაცვაზე უარს ამბობს

ადვოკატი ხოსე ბაეზი გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ჰოლივუდელი პროდიუსერის ჰარვი ვაინშტეინის დაცვაზე უარს ამბობს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იუწყება. „ბატონი ვაინშტეინი ისე იქცევა, რომ მისი ეფექტური დაცვა ძალიან რთულდება. ის ასევე ითხოვს ისეთი ქმედებების ჩატარებას, რომელთა დაკავშირებითაც ჩვენს შორის პრინციპიალური უთანხმოება არსებობს“, - განაცხადა ბაეზმა.

გურამ ფალავანდიშვილი

19 ივნისი 2019, 16:05

საქართველო

გურამ ფალავანდიშვილმა „თბილისი პრაიდის“ ოფისთან გამაფრთხილებელი აქცია დააანონსა

„ჩვენ ვთხოვთ მთავრობას, რომ დალუქოს სიბინძურის და დესტაბილიზაციის ბუდე. ჩვენ სახლში არავის ვუვარდებით , მაგრამ როცა ოფისიდან იგეგმება ერის შეურაცხმყოფელი და გარყვნილი პროექტები. ეს ოფისი უნდა დაიხუროს. ეს მოთხივნა ჯდება კანონის ფარგლებში, რადგან ბავშვები უნდა იყვნენ დაცულები მავნე ზეგავლენისგან "-განაცხადა ფალავანდიშვილმა.

Tesla

19 ივნისი 2019, 15:59

ტაბლოიდი

შვედმა ვიდეობლოგერმა Tesla-ს Model 3 პიკაპად გააკეთა. ვიდეო

Tesla-ს მოდელების შემადგენლობაში უკვე სამი ავტომობილია, კიდევ სამი ავტომობილი დაანონსებულია და შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში გაიყიდება. მათ შორის სატვირთო მანქანა Tesla Semi-ც კი არის, თუმცა Tesla-ს ჯერ არ გამოუშვია პიკაპი, რომლის პროტოტიპის წარდგენის პირობაც ილონ მასკს აქვს დადებული.