imedi /  18 მაისი 2019, 19:27 / სანდო წყარო

მაშველებმა 80 მეტრის სიმაღლეზე სადენებს წამოდებული პარაპლანისტები ჩამოიყვანეს

პარაპლანერისტების ჩამოყვანა

პარაპლანერისტების ჩამოყვანა

სამთო მაშველებმა 80 მეტრის სიმაღლეზე სადენებს წამოდებული პარაპლანისტები უსაფრთხო ადგილზე უვნებლად ჩამოიყვანეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ყაზბეგი-გუდაურის მონაკვეთზე, ხევის მიმდებარედ, პარაპლანით მფრინავი 2 ტურისტის საფრენი აპარატი სადენებს შორის მოხვდა და იქიდან თავის დაღწევას ვეღარ ახერხებდნენ.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა ყაზბეგის სამთო-სამაშველო ჯგუფი, რომელმაც  ადგილობრივებთან ერთად, სამაშველო თოკებისა და სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით, საქართველოს 1 და უცხო ქვეყნის 1 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე უვნებლად ჩამოიყვანეს. 

სამაშველო ოპერაციაში ჩასართავად მზად იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.

ტურისტები თავს კარგად გრძნობენ. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

ყველა სიახლე

კარლ ჰარცელი

26 თებერვალი 2020, 14:37

საქართველო

კარლ ჰარცელი: ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის შესაძლებლობის ფანჯარა იხურება ძალიან ცოტა დრო დარჩა

„მე ვმუშაობ სხვა ფასილიტატორებთან, უნდა მოიძებნოს საერთო ტერიტორია ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის განსავითარებლად. ამ შესაძლებლობების ფანჯარა იხურება ძალიან ცოტა დრო დარჩა“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებების საკითხზე მედიასთან კომენტარი გააკეთა.

გიორგი გახარია

26 თებერვალი 2020, 14:25

ეკონომიკა

გიორგი გახარია: საქართველოს ბიზნესის განვითარებისთვის ევროკავშირის მხარდაჭერა სჭირდება

ევროპასთან დღეს ჩვენ გვაკავშირებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, გვაქვს წვდომა უზარმაზარ, მაღალი სტანდარტების ბაზართან და ეს ყველაფერი თანხმობაში მოდის ჩვენს პოლიტიკურ მისწრაფებასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2020“ განაცხადა.

შეტაკება ინდოეთი

26 თებერვალი 2020, 14:24

მსოფლიო

ინდოეთში მუსლიმებსა და ინდუისტებს შორის შეტაკებების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

შეტაკებები ჯერ კიდევ კვირას, კანონის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაიწყო, თუმცა შემდეგ დაპირისპირებამ რელიგიური ელფერი მიიღო და ინდუისტებსა და მუსლიმებს შორის კონფლიქტში გადაიზარდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 10 გარდცვლილის შესახებ.

დევნილები ბინების გადაცემა

26 თებერვალი 2020, 14:20

საქართველო

შიდა ქართლში 34 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ შიდა ქართლში 34 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა.

ზაალ უდუმაშვილი

26 თებერვალი 2020, 14:09

საქართველო

ზაალ უდუმაშვილი: მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმება არ არსებობს

სახელებსა და გვარებზე შეთანხმება არ არსებობს. პარტიის შიგნით ვინ რომელ კანდიდატებზე მსჯელობს, ეს მხოლოდ მათი საქმეა. ყველა პარტია ამ ეტაპზე მხოლოდ საკუთარ მონახაზს აკეთებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

26 თებერვალი 2020, 14:02

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: კვირაში შვიდი დღეა, დედამიწა მრგვალია, ხოლო ყირიმი უკრაინაა

„ჩემი გამოსვლა აშკარა და მარტივი ჭეშმარიტებებით, აქსიომებით მსურს დავიწყო. კვირაში შვიდი დღეა, დედამიწა მრგვალია, ხოლო ყირიმი უკრაინაა. ყირიმის დაბრუნება ჩვენი ეროვნული იდეის განუყოფელი ნაწილია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ეკატერინე ტიკარაძე

26 თებერვალი 2020, 13:59

საქართველო

ეკატერინე ტიკარაძე: მზად ვარ ჯანდაცვის კომიტეტში მოსმენაზე მივიდე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარლამენტის კომიტეტში მოსმენაზე მისასვლელად მზად არის. „მივმართე კომიტეტს თხოვნით, რომ გადაეტანათ ჩემი მოსმენის საათი და დავაფიქსირე მზაობა მივიდე კომიტეტში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ივანე მაჭავარიანი

26 თებერვალი 2020, 13:11

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: მიმაჩნია, რომ ანგარიშვალდებულების კუთხით ვაკეთებ იმაზე მეტს, ვიდრე რომელიმე მინისტრს გაუკეთებია

„ზუსტად 3 დღით ადრე რა კითხვებიც იყო გამოგზავნილი წერილში, წინსწრებით, ჩემი მინისტრის საათის მოხსენების დრო დავუთმე ამ კითხვებზე პასუხის გაცემას. თანდართული პრეზენტაციით. ამ დროს არცერთი ამ შეკითხვის გამოგზავნა არათუ არ განავრცო კითხვა, არც დაესწრო. ისხდნენ, მერე გავიდნენ. იქ ხომ შეიძლებოდა დისკუსია გამართულიყო. ეს ხომ იმის ნიშანია, რომ შინაარასობრივი ნაწილი არავის აინტერესებს. იმაზე დეტალურად რაღა უნდა მელაპარაკა, რაც მინისტრის საათში ვილაპარაკე“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

26 თებერვალი 2020, 13:03

საქართველო

გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართება

გამოცდების ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღე ყოველ ოთხშაბათს, 16:00 საათზე ტარდება. შესაბამისად, მომდევნო საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა დღესაა დაგეგმილი.

ივანე მაჭავარიანი

26 თებერვალი 2020, 13:00

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: მომდევნო წლების პრიორიტეტი სახელმწიფო საწარმოთა სექტორში დაგეგმილი რეფორმები იქნება

„მომდევნო წლების პრიორიტეტი ფისკალური კუთხით სახელმწიფო საწარმოთა სექტორში დაგეგმილი რეფორმები იქნება,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - "საქართველო და მსოფლიო 2020" წელს ფისკალურ რეფორმებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

გიორგი ხიშტოვანი

26 თებერვალი 2020, 12:57

ეკონომიკა

PMCG-ის დირექტორი: საქართველოს ეკონომიკა თითქმის ორჯერ გაიზარდა და 49 მილიარდ ლარს მიაღწია

„საქართველოს ეკონომიკა თითქმის ორჯერ გაიზარდა და 49 მილიარდ ლარს მიაღწია. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 13 273 ლარია. 2019 წლის მდგომარეობას, წინასწარი პროგნოზით თუ შევაფასებთ ზრდა 5.2%-ს შეადგენს. ეკონომიკური ზრდა უკანასკნელი წლების განმავლობაში სიჯანსაღით გამოირჩევა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში მდგრადი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაქვს“, - აცხადებს გიორგი ხიშტოვანი.

ლეშეკ ბალცეროვიჩი

26 თებერვალი 2020, 12:49

ეკონომიკა

ლეშეკ ბალცეროვიჩი: საქართველომ ბევრს მიაღწია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისა და ბიზნესის გახსნილობის კუთხით

თბილისში მიმდინარე ეკონომიკური კონფერენციის - „საქართველო და მსოფლიო 2020“ ფარგლებში, მისასალმებელი სიტყვით ლეშეკ ბალცეროვიჩი გამოვიდა. ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორმა და პოლონეთის ყოფილმა ვიცე-პრემიერმა მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკური ზრდის განმსაზღვრელ ფაქტორებზე ისაუბრა და ამ კუთხით, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.

ლია კრიალაშვილი

26 თებერვალი 2020, 12:44

საქართველო

ლია კრიალაშვილი მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს

კრიალაშვილს მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს აუცილებლად უნდა წაუყენონ ბრალი. მას პრეტენზიები აქვს საგამოძიებო უწყებასთან და აცხადებს, რომ წლებია ეს საქმე თაროზეა შემოდებული. რეალურად კი მისი განცხადებით, პოლკოვნიკის მკვლელობა სწორედ მერაბიშვილმა დაუკვეთა, ხოლო ბრძანების გამცემი ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იყო.

26 თებერვალი 2020, 12:40

საქართველო

„საქნახშირის" განცხადებით, ძიძიგურის შახტა სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ გაიხსნება

ტყიბულში მეშახტეთა გაფიცვის შესახებ სს „საქნახშირი" განცხადებას ავრცელებს. კომპანიის განმარტებით, ძიძიგურის შახტის ჩასასვლელის დროებითი დახურვის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია და მისი გაუქმება ან თანამშრომელთა შემცირება არ იგეგმება.

ალეკო ელისაშვილი

26 თებერვალი 2020, 12:36

საქართველო

ალეკო ელისაშვილი: „სამოქალაქო მოძრაობა“ საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე არავის შეთანხმებია

მისივე თქმით, ჯერ უნდა გაირკვეს, არჩევნები რა საარჩევნო მოდელით ჩატარდება და მაჟორიტარებთან დაკავშირებით საუბარი მერე უნდა დაიწყოს. „არანაირი შეთანხმება არ ყოფილა, თუ ვინმეს უნდა ასეთი გაუგებრობებით ბიძინა ივანიშვილს დაეხმაროს, ღმერთმა ხელი მოუმართოს. ასეთი მიუღებელი ნაბიჯები ეხმარება მხოლოდ „ქართულ ოცნებას“. ჩვენ ყველაფერს პასუხისმგებლობით ვუყურებთ და არ ვცანცარებთ პოლიტიკაში ყოფნით, ეს რაც მოვისმინეთ იყო სიცანცარე და სხვა არაფერი“, - განაცხადა ელისაშვილმა.

სერგი კაპანაძე

26 თებერვალი 2020, 12:36

საქართველო

სერგი კაპანაძე: მაჟორიტარულ კანდიდატებზე ოლქების ნაწილში არის შეთანხმება, ნაწილში - არა

„არანაირი გამზადებული სია არ არის. არასოდეს ყოფილა ამაზე ჩვენი მხრიდან საუბარი. საუბარი იყო იმაზე, რომ მუშაობა მიმდინარეობს მაჟორიტარულ კანდიდატებზე. ნაწილ ოლქებში არის შეთანხმება, ნაწილში - არა. ეს სამუშაო პროცესია. ჩვენ გვაქვს იმის მოლოდინი და ამბიცია, რომ მალე ეს სია შევათანხმოთ, რომელიც რეალურად არის დაინტერესებული ბიძინა ივანიშვილის წასვლით პოლიტიკიდან და ოპოზიციაში გადასვლით. ამიტომ, მგონია, რომ ეგ განცხადებები ცოტა ნაადრევი იყო. არავინ არავის არაფერს თავზე არ ახვევს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კორონავირუსი

26 თებერვალი 2020, 12:36

მსოფლიო

აშშ-ში, სან-ფრანცისკოში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ფრანცისკოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადაა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემის ცნობით, სან-ფრანცისკოში ამ დრომდე კორონავირუსის შემთხვევა არ გამოვლენილა. „გლობალური სურათი სწრაფად იცვლება, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა ქალაქის მერმა, ლეონიდ ბრიდმა.

გიორგი გახარია

26 თებერვალი 2020, 12:23

ეკონომიკა

გიორგი გახარია: ეკონომიკის საფუძველი თავისუფალი ბიზნესია, ძლიერი ქართული ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს

ეკონომიკის საფუძველი და ხერხემალი თავისუფალი ბიზნესია, ძლიერი ქართული ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ეკონომიკური კონფერენციის - „საქართველო და მსოფლიო 2020“ გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკის სისტემური გამოწვევა დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაა. კერძო სექტორსა და სახელმწიფო ინტერესს შორის დაბალანსებული პოლიტიკის გარეშე კი სერიოზული შედეგების მიღწევა შეუძლებელია.

26 თებერვალი 2020, 12:18

ძალოვნები

გურჯაანში საავადმყოფოს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთ-ერთი პაციენტის, მ.ბ.-ს ოთახს ესროლეს, სადაც ის მკურნალობის კურსს გადიოდა. სროლამდე ერთი დღით ადრე ამ პაციენტს თანასოფლელებთან კონფლიქტი მოუვიდა და ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის გამოც ის საავადმყოფოში მოხვდა.

გიორგი ვოლსკი

26 თებერვალი 2020, 12:16

საქართველო

გიორგი ვოლსკი: ოპოზიცია მაჟორიტარებზე შეთანხმდება თუ არა, ეს ჩემი საფიქრალი არ არის

„საზოგადოებამ უნდა იფიქროს, მართლები ვიყავით თუ არა, როცა ვამბობდით, რომ ეკლექტიკა და განსხვავება არ ქმნის საფუძველს იმისას, რომ თუ ოდესმე ეს გაერთიანებული ოპოზიცია რაღაც უპირატესობას მოიპოვებს, შექმნის სტაბილურ მთავრობას და მითუმეტეს სტაბილური მართვის სისტემას. ეს არის პრობლემა და არა ის, "ქართულ ოცნებას" უნდა თუ არა ხელისუფლების შენარჩუნება. ჩვენი პოზიცია პარტიული ინტერესიდან არ გამოდის და ეს დღევანდელმა ვითარებამ დაადასტურა“, - განაცხადა ვოლსკიმ.