Imedi /  19 მაისი 2019, 13:57 / სანდო წყარო

12:00 საათისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში 24 საჩივარია შესულია

12:00 საათისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 24 საჩივარი, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა განაცხადა. ანა მიქელაძის განმარტებით, აქედან ყველაზე ბევრი საჩივარი, კერძოდ - 13 ზუგდიდში დაფიქსირდა.

„საჩივრები ძირითადად შეეხება პროცედურულ ხარვეზებს. მაგალითად, დაფიქსირდა შემდეგი ხასიათის ხარვეზები:

№67-ე ზუგდიდის საარჩევნო ოლქში რამდენიმე საარჩევნო უბანზე ცესკოს აკრედიტაციის გარეშე მედიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ფაქტის დაფიქსირებისთანავე ყველა მათგანს კომისიამ დაატოვებინა საარჩევნო უბანი.

№67-ე ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №82-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა პროცედურული ხარვეზი საკონტროლო ფურცლის შევსებისას. კერძოდ, საკონტროლო ფურცელი, რომელიც არის თვითკოპირებადი, ერთი ასლის შევსების ნაცვლად, კომისიის წევრებმა შეავსეს ცალ-ცალკე და ორ მათგანს დაარტყეს ბეჭედი. თუმცა, კანონმდებლობის მიხედვით, საკონტროლო ფურცელს არ ერტყმება კომისიის ბეჭედი. შედგა შესაბამისი აქტი და კომისია მოახდენს რეაგირებას. რაც მთვარია, გადასატანი ყუთის სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლები ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ საკუთარი ნების გამოხატვას.

მარნეულში, 68-ე და 49-ე საარჩევნო უბნებიდან მიღებული ინფორმაციით, ორ დამკვირვებელს დაატოვებინეს უბნები კომისიის მუშაობის ხელის შეშლისა და სამაგიდო სიებში არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავების მცდელობისთვის. 68-ე უბანი დაატოვებინეს დამკვირვებელს ორგანიზაცია „ერთობიდან“, ხოლო 49-ე უბანი - დამკვირვებელს ორგანიზაციიდან „საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირი“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცესკოს პრესსპიკერმა ასევე გააკეთა განმარტება ამომრჩეველთა სიის სურათებიან ვერსიასთან დაკავშირებით.

„დამატებით გაცნობებთ, რამდენადაც გრძელდება ამ საკითხზე ინტერპრეტაციები, საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე სურათიანი საარჩევნო სიების მოთხოვნის უფლება აქვთ პოლიტიკურ პარტიებს, საინიციატივო ჯგუფებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ამომრჩეველთა სიის სურათებიანი ვერსია გაცემულია 6 საინიციატივო ჯგუფსა და 5 პარტიაზე“,-აღნიშნა მიქელაძემ.

დღეს საქართველოში მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნებია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

19 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.

ყველა სიახლე

მიხეილ სააკაშვილი

26 ივნისი 2019, 08:22

მსოფლიო

სააკაშვილის პარტია რადის არჩევნებში მონაწილეობას შეძლებს

კიევის მეექვსე სააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაავალა უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხელმეორედ განიხილოს პარტიის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და დაარეგისტრიროს კანდიდატები.

ღვინო

26 ივნისი 2019, 08:06

ეკონომიკა

DW: ევროპაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა გაიზარდა

ევროპელი მეღვინეები აღნიშნავენ, რომ ქართული ღვინო საკმაოდ ხარისხიანია და „როსპოტრებნადზორის“ მიერ ქართული ღვინის შესახებ გაკეთებული განცხადებები „პოლიტიკურად მოტივირებულია“.

ნიკა მელია

26 ივნისი 2019, 08:00

საქართველო

პარლამენტში ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნაზე იმსჯელებენ

09:00 საათზე საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება, რომელზე დასწრების საშუალება თავად ნიკა მელიას და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებს ექნებათ.

კლიმატის ცვლილება

26 ივნისი 2019, 00:58

მსოფლიო

გაერო: მსოფლიოს კლიმატური აპარტეიდი ემუქრება

ანგარიშის თანახმად, ისეთი ბუნებრივი მოვლენები როგორიც არის გვალვა, წყალდიდობები, შტორმები სულ უფრო გახშირდება. ანგარიშის თანახმად, 2030 წლისთვის მსოფლიოში კლიმატური ცლილებებისგან გამოწვეული პროცესების გამო 120 მილიონამდე ადამიანი შესაძლოა გაღარიბდეს.

მიანმარი

26 ივნისი 2019, 00:46

მსოფლიო

მიანმარის ხელისუფლებამ როჰინჯა მუსლიმებით დასახლებულ შტატში ინტერნეტი გათიშა

ხელისუფლების მფლობელობაში არსებულმა ტელესაკომუნიკაციო ოთხმა კომპანიამ კავშირგაბმულობის სამინისტროს მითითებით რაკჰაინის შტატში სადაც ძირითადად ეთნიკურ უმცირესობაში მყოფი როჰინჯა მუსლიმები ცხოვრობენ, ინტერნეტი გაუთიშა.

მარიხუანის ლეგალიზაცია

26 ივნისი 2019, 00:43

მსოფლიო

ილინოისში მარიხუანის ლეგალიზაცია მოხდა

ილინოისი გახდა აშშ-ის მე-11 შტატი, სადაც მარიხუანის ლეგალიზაცია მოხდა. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა ჯეი რობერტ პრიცკერმა განაცხადა. მისივე თქმით, ილინოისი, სადაც სრულწლოვანთათვის მარიხუანის მოხმარება სრულად ლეგალური გახდა, „დემოკრატიის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს“.

ნაომი კემპბელი

26 ივნისი 2019, 00:30

კულტურა

ნაომი კემპბელი: მოდის ინდუსტრიაში კანის ფერის თემა ისევ გამოწვევაა

სუპერმოდელ ნაომი კემპბელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოდის ინდუსტრიაში კანის მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული საკითხები გაუმჯობესდა, ძველებურად მაინც "დიდ საქმედ" ითვლება როდესაც მოდის ცნობილი ჟურნალების გარეკანზე ფერადკანიანია გამოსახული.

მამუკა ბახტაძე

26 ივნისი 2019, 00:13

საქართველო

მამუკა ბახტაძე: სტუმარმასპინძლობა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფასეულობაა

პრემიერის განმარტებით, ტურიზმს განსაკუთრებული ეკონომიკური დატვირთვის გარდა, მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, ვინაიდან საქართველოს სტუმრებს საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.

ოთარ დანელია

26 ივნისი 2019, 00:04

საქართველო

დანელია: გახარიას გადადგომით პოლიტიკური ამინდის შეცვლა უნდათ, მაგრამ არ გამოუვათ

ოთარ დანელიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ 20 ივნისის ღამეს მომხდარზე და შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, გიორგი გახარიას ხედავენ როგორც პოლიტიკურად ძლიერ ფიგურას, რაც მისი თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნის მთავარი მიზეზია.

საელჩო

26 ივნისი 2019, 00:01

საქართველო

ამერიკელი დიპლომატი ოჯახთან ერთად საქართველოში მოგზაურობის შესახებ წერს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოს მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ამერიკელი დიპლომატი ჯულიუს ცაი წერს, თუ რატომ არის საქართველოში გატარებული დრო მისთვის და მისი ოჯახისთვის ძვირფასი.

აქცია პარლამენტთან

25 ივნისი 2019, 23:54

საქართველო

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება და თუ გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას არ დატოვებს, საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე ხვალ 19:00 საათზე განახლდება.

დაპირისპირება

25 ივნისი 2019, 23:16

საქართველო

პარლამენტთან ორ ადგილზე დაპირისპირება მოხდა

პოლიციამ როგორც ვიდეოკადრებიდან ჩანს რამდენიმე პირი აქციაზე დააკავა ან ადგილიდან გაიყვანა. აქციის წამყვანებმა სამართალდამცველებს მომხდარზე რეაგირება სთხოვეს, აქციის მონაწილეებს კი სიმშვიდისკენ მოუწოდეს და განაცხადეს, რომ ისინი მშვიდობიან აქციას მართავენ.

აქცია პარლამენტთან

25 ივნისი 2019, 22:55

საქართველო

პარლამენტთან პუტინის თვალებდათხრილი ბანერი გაშალეს. ვიდეო

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა ბანერი გაშალეს, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია გამოსახული. ბანერზე პუტინს ცალ თვალზე საქართველოს დროშა, ცალზე კი უკრაინის დროშა აქვს გამოსახული, დროშები კი ცენტრში დაზიანებულია.

მამუკა ბახტაძე

25 ივნისი 2019, 22:47

საქართველო

პრემიერი მელიას საქმეზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ნაციონალების ლიდერებს აკისრებს

საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს, რომელთა უპასუხისმგებლო განცხადებებმა და ქცევებმა გამოიწვია ეს ძალიან მძიმე შედეგები. ასე შეაფასა პრემიერმა ნიკა მელიას ნიკა მელიას სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

მიხეილ სააკაშვილი

25 ივნისი 2019, 22:21

საქართველო

სააკაშვილი: მელია არ უნდა დავაჭერინოთ! ამოვიდა ყელში!

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი Facebook-ზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრისთვის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით წერს. "მელია არ უნდა დავაჭერინოთ არცერთ შემთხვევაში! ამოვიდა ყელში! Enough is enough!", - წერს სააკაშვილი.

შალვა ნათელაშვილი

25 ივნისი 2019, 22:18

საქართველო

პარლამენტთან აქციაზე შალვა ნათელაშვილს ბოთლი ესროლეს. ვიდეო

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეებმა სცენაზე გამომსვლელ ლეიბორისტული პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს ბოთლი ესროლეს. როგორც ჟურნალისტებს ნათელაშვილმა განუცხადა, ეს პროვოკატორები იყვნენ.

სტეფანი გრიშემი

25 ივნისი 2019, 22:01

მსოფლიო

მელანია ტრამპის თანაშემწე თეთრი სახლის პრესმდივანი გახდება

აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის თანაშემწე კომუნიკაციებისა და პერსონალის საკითხებში სტეფანი გრიშემი თეთრი სახლის პრესმდივანი გახდება. თეთრი სახლის პრესმდივნის ფუნქციების გარდა სტეფანი გრიშემი კომუნიკაციების დირექტორის პოსტსაც შეითავსებს და ამავდროულად მელანია ტრამპის წარმომადგენელიც იქნება.

გიორგი მარგველაშვილი

25 ივნისი 2019, 21:59

საქართველო

გიორგი მარგველაშვილი აქციის მონაწილეებს: კობახიძე ეტა რაზ, გახარია ეტა დვა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოვიდა. გუშინ აქციაზე მარგველაშვილის მეუღლე მაკა ჩიჩუა იყო მისული.

სანდრა რულოვსი

25 ივნისი 2019, 21:56

საქართველო

სანდრა რულოვსი: ხალხი გასაპროტესტებლად გავიდა, რა თქმა უნდა პარლამენტში შესვლა მოუნდებოდა

მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სანდრა რულოვსი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება. ის ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების მოთხოვნას და მის შესაძლო დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მელია პატიმრობას არ იმსახურებს.

აქცია

25 ივნისი 2019, 21:28

საქართველო

პარლამენტთან ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები, რომლებიც დახმარებას უწევენ აქციის მონაწილეს. რუსთაველის გამზირზე ორი ადამიანი მეორე დღეა შიმშილობს. დღეს პარლამენტთან აქცია ისევ განახლდა.