imedi /  19 მაისი 2019, 22:57 / სანდო წყარო

სანდრა რულოვსი: არ დაგვჭირდება მეორე ტური, ჩვენ პირველი ტური გვაქვს მოგებული

სანდრა რულოვსი

სანდრა რულოვსი

"ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციური გაერთიანების ზუგდიდის მერობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ მეორე ტური საჭირო არ იქნება, რადგან პირველივე ტურში იმარჯვებს. ამის შესახებ სანდრა რულოვსმა განმუხურში განაცხადა. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს.

სანდრა რულოვისის თქმით, ამ განცხადების საფუძველს აძლევს "ძალიან კარგი ციფრები", რაც უბნებიდან მისდის.

"არ დაგვჭირდება მეორე ტური, პირველი ტური გვაქვს მოგებული. მე უკვე მომდის უბნებიდან ძალიან კარგი ციფრები. ისინი არიან შეშინებულები. ჯერ აცხადებენ ხურჩას და სხვა მუნიციპალიტეტებს, სადაც აქვთ ოდნავ უკეთესი სიტუაცია, მაგრამ ძირითადად ყველგან ჩვენ ვართ წინ და ალბათ ამიტომ აცხადებენ, რომ ყველგან მეორე ტურია", - თქვა სანდრა რულოვსმა.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ მედიას არჩევნების პირველადი შედეგები გააცნო. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის ხულოს ოლქებში პირველივე ტურში იმარჯვებენ მმართველი პარტიის კანდიდატები. 

საქართველოში პარლამენტისა და საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნებზე კენჭისყრის პროცედურა დასრულდა. საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა.

ყველა სიახლე

პარლამენტი

21 ივნისი 2019, 00:43

საქართველო

სპეცრაზმმა პარლამენტთან ისევ ცრემლმდენი გაზი გაუშვა. ფოტო

პარლამენტის შენობის წინ სპეცდანიშნულების რაზმმა ისევ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ისვრიან რეზინის ტყვიებსაც, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ საბოლოოდ დადასტურებული არ არის.

პარლამენტი

21 ივნისი 2019, 00:33

საქართველო

რა ვითარება იყო პარლამენტთან ცრემლმდენი გაზის გაშვების შემდეგ. ვიდეო

ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობასთან სამართალმდაცველებმა ცრემლმდენი გაზი გაუშვეს. როგორც ვიდეოკადრებიდან ჩანს, არიან დაშავებული მოქალაქეები, თუმცა მათი რაოდენობა ჯერ ცნობილი არ არის. გარკვეულ მომენტში აქცია დაიშალა, თუმცა ამ ეტაპზე პარლამენტის წინ ხალხი ისევ გროვდება.

სალომე ზურაბიშვილი

21 ივნისი 2019, 00:32

საქართველო

ზურაბიშვილი: მიუღებელია უცხო ქვეყნის მოქალაქე პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ არსებული ინფორმაციით ცრემლმდენი გაზი გაუშვეს.შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაახლოებით ორი საათით ადრე აქციის მონაწილეების მიმართ გაფრთხილება გაავრცელა.

21 ივნისი 2019, 00:08

საქართველო

ევროკავშირის წარმომადგენლობა მხარეებს მოუწოდებს, ყველა შემთხვევაში კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედონ

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და აშშ საელჩოს განცხადებას ავრცელებენ. „ჩვენთვის სრულიად გასაგებია, რომ დღეს ბევრი ადამიანი შეურაცხყოფილად გრძნიობს თავს. მოვუწოდებთ მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, თავი შეიკავონ და ყველა შემთხვევაში იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში“.

აშშ-ის საელჩო თბილისში

21 ივნისი 2019, 00:04

საქართველო

აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ ყველა მხარეს შეინარჩუნონ სიმშვიდე

"ყურადღებით ვაკვირდებით ამ საღამოს თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს. გვესმის ის ტკივილი, რომელსაც დღეს უამრავი ადამიანი განიცდის. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში", - აღნიშნულია განცხადებაში.

21 ივნისი 2019, 00:00

საქართველო

პარლამენტთან ცრემლმდენი გაზი გაუშვეს. ფოტო და ვიდეო

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ არსებული ინფორმაციით ცრემლმდენი გაზი გაუშვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაახლოებით ორი საათით ადრე აქციის მონაწილეების მიმართ გაფრთხილება გაავრცელა.

ნინო ლომჯარია

20 ივნისი 2019, 23:56

საქართველო

ომბუდსმენი: საზოგადოების პროტესტი და მღელვარება სამართლიანია, მაგრამ ძალადობა მიუღებელია

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „საზოგადოების პროტესტი და მღელვარება სამართლიანია, მაგრამ ძალადობა მიუღებელია! შევახსენებ აქციის მონაწილეებს, რომ აქციის დროს ძალადობა ცდება შეკრების და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს!“ - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

აქცია

20 ივნისი 2019, 23:55

საქართველო

აქციაზე რამდენიმე მოქალაქე შეუძლოდ გახდა. ვიდეო

პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციაზე რამდენიმე მოქალაქე შეუძლოდ გახდა, მათთვის პირველადი დახმარების აღმოჩენას მოქალაქეები ცდილობენ. ცოტა ხნის წინ აქციაზე დაძაბული ვითარება იყო, არსებული ინფორმაციით 10-მდე სპეცრაზმელი დაშავდა.

დავით ზურაბიშვილი

20 ივნისი 2019, 23:54

საქართველო

დავით ზურაბიშვილი: პარლამენტში შევარდნის მცდელობა არის კატეგორიულად მიუღებელი

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, პარლამენტში შევარდნის მცდელობა არის კატეგორიულად მიუღებელი. „ასეთი საპროტესტო ტალღის გაბანძება თუ უნდა ვინმეს, ამაზე უკეთესს ვერც ვერაფერს მოიფიქრებ“, - წერს ზურაბიშვილი.

20 ივნისი 2019, 23:51

საქართველო

ბრიტანეთის საელჩო: მოვუწოდებთ მხარეებს შეინარჩუნონ სიმშვიდე

"თვალყურს ვადევნებთ თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს.კარგად გვესმის დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოების გულისტკივილი. მოვუწოდებთ მხარეებს შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ კანონის ფარგლებში,"- წერია საელჩოს განცხადებაში.

მამუკა ბახტაძე

20 ივნისი 2019, 23:51

საქართველო

ბახტაძე: საქმე გვაქვს ვიწრო პოლიტიკურ ინტერესთან

ერი,რომელიც იბრძვის მთავარი ფასეულობისთვის, განსაკუთრებით მიუღებელი იყო ის, რაც დღეს მოხდა. ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს პარლამენტში განვითარებული მოვლენები, თუმცა შემდგომ განვითარებულ მოვლენებს უკვე ძალადობა უწოდა.

20 ივნისი 2019, 23:49

საქართველო

თადუმაძე და მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 შერჩეულ კანდიდატს შორის არიან

ზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137 კანდიდატიდან 50 კანდიდატი შეირჩა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს ფარული კენჭისყრის პროცედურა გაიმართა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი ხელმძღვანელობდა. პროცესში არ მონაწილეობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე.

20 ივნისი 2019, 23:47

საქართველო

რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობასთან სტუდენტები აქციას მართავენ

ისინი აპროტესტებენ ოკუპაციას, თბილისში რუსი დეპუტატების სტუმრობას, ასევე რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას. ამბობენ იმასაც, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციას პოლიტიკური ძალები თავიანთი ინტერესებისთვის იყენებენ, რაც მათთვის მიუღებელია.

პარლამენტი

20 ივნისი 2019, 23:40

საქართველო

საია: პარლამენტში შეჭრის მცდელობას და პოლიციელებისთვის ბოთლების სროლას არანაირი გამართლება არ აქვს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის განცხადებით, პარლამენტის შენობის წინ იყო ერთი მხარე, რომლებსაც გულწრფელი პროტესტი ჰქონდათ და რომლებიც კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდნენ, თუმცა იყო მეორე მხარეც , კერძოდ კი პარლამენტში შეჭრის მცდელობა.

აქცია პარლამენტთან

20 ივნისი 2019, 23:30

საქართველო

პარლამენტის წინ სიტუაცია დაიძაბა. ვიდეო

პარლამენტის წინ სიტუაცია ისევ დაიძაბა, აქციის მონაწილეები ქვებს და ბოთლებს ისვრიან. ისინი პარლამენტის შენობის შიდა ტერიტორიაზე შესვლას ცდილობენ, რომელსაც პოლიცია აკონტროლებს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შეჭრა ცოტა ხნის წინაც სცადეს, თუმცა მაშინ სამართალდამცველების დახმარებით სიტუაცია განიმუხტა.

ჰუბერტ ქნირში

20 ივნისი 2019, 23:28

საქართველო

საქართველოში გერმანიის ელჩი პარლამენტში მივიდა

პარლამენტში საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შეეცდება, ვითარებაში გაერკვეს.“მთავარია, მშვიდობა და მშვიდობიანად მოგვარდეს ვითარება“,- აღნიშნა ელჩმა. მანამდე მან განცხადება გაავრცელა და ყველა მონაწილეს მოუწოდა დაიცვან სიმშვიდე და არ მიმართონ ძალადობას.

პატრული

20 ივნისი 2019, 23:26

საქართველო

პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს წყალი დაურიგეს. ვიდეო

ცოტა ხნის წინ აქციაზე დაძაბული ვითარება იყო, არსებული ინფორმაციით 10-მდე სპეცრაზმელი დაშავდა, ასევე ცუდად გახდა ერთი პოლიციელი. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობდნენ. პარლამენტში იმყოფება პრემიერი მამუკა ბახტაძე, შს მინისტრი გიორგი გახარია.

არჩილ თალაკვაძე

20 ივნისი 2019, 23:20

საქართველო

თალაკვაძე: სახელმწიფო პარლამენტზე შტურმს არ დაუშვებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტთან მიმდინარე მოვლენები შეაფასა. „ოპოზიციას ვაფრთხილებთ, რომ ზღვარს ნუ გადავლენ. პოლიცია ორგანიზებულად მუშაობს თუმცა პოლიტიკოსები აქეზებენ პარლამენტის შტურმისაკენ ჩვენს მოქალაქეებს,“- განაცხადა თალაკვაძემ.

20 ივნისი 2019, 23:19

საქართველო

გორში წარწერა „რუსეთი ოკუპანტია“ გამოჩნდა

ამ ფაქტს წინ უძღოდა სამოქალაქო აქტივისტების მიერ გამართული აქცია. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმ კედელთან შეიკრიბნენ, რომელსაც აგვისტოს ომის ნაკვალევი ამჩნევია.

ჰუბერტ ქნირში

20 ივნისი 2019, 23:13

საქართველო

გერმანიის ელჩი: მოვუწოდებ ყველა მონაწილეს, დაიცვან სიმშვიდე და არ მიმართონ ძალადობას

"ჩვენ დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს სიტუაციის დაძაბვას დღეს საღამოს საქართველოს პარლამენტის წინ. მოვუწოდებ ყველა მონაწილეს, დაიცვან სიმშვიდე, არ მიმართონ ძალადობას და ყველა საჭირო საკითხი დღის შუქზე განიხილონ,"- თქვა ელჩმა.