imedi /  20 მაისი 2019, 08:04 / სანდო წყარო

დღეს თბილისში შვიდი საბავშვო ბაღი არ იმუშავებს

თბილისში დღეს შვიდი საბავშვო ბაგა-ბაღი არ იმუშავებს. დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განაცხადეს, რომ მიზეზი სანიტარულ-სადეზინფენქციო სამუშაოების ჩატარებაა.

სამუშაოები იმ ბაღებში ჩატარდება, სადაც საარჩევნო უბნები იყო განთავსებული. ეს ბაღებია: 144-ე, 150-ე, 155-ე, მე-3, 170-ე, 152-ე და 172-ე საბავშვო ბაღები.

სააღმზრდელო პროცესი აღნიშნულ ბაღებში 21 მაისიდან აღდგება.

სკოლებში, რომლებშიც საარჩევნო უბნები იყო განთავსებული, სწავლის პროცესი არ შეფერხდება.

ყველა სიახლე

 iPhone XR

26 თებერვალი 2020, 15:04

ტექნოლოგიები

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სმარტფონი დასახელდა

ანალიტიკოსებმა iPhone XR -ი 2019 წელს ყველაზე პოპულარული სმარტფონი დასახელდა. ინფორმაციას კომპანია Omdia-ზე დაყრდნობით AppleInsider-ი წერს. კომპანიის გათვლებით, Apple-მა 46,3 მილიონი iPhone XR გაყიდა. მეორე ადგილზეა iPhone 11, რომლის 37,3 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. მესამე ადგილზეა Samsung Galaxy A10, ამ მოდელის 30,3 ცალი გაიყიდა. გამოცემის ცნობით, ასევე ყველაზე პოპულარული სმარტფონების ათეულში მოხვდა Xiaomi-ის ბრენდი Redmi.

სამეგრელო-ზემო სვანეთი  usaid

26 თებერვალი 2020, 14:54

ეკონომიკა

სამეგრელო-ზემო სვანეთში USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ახალი მიმართულება წარადგინეს

როგორც სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორმა განაცხადა, საგრანტო პროგრამის მიზანია იმ ინოვაციური იდეების მოიძიება და დაფინანსებაა, რომლებსაც შეუძლია მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მიერ შერჩეულ ერთ ან რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ღირებულებათა ჯაჭვზე.

26 თებერვალი 2020, 14:46

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: სტრუქტურული გაუმჯობესების კუთხით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით

კონფერენციის ფარგლებში ივანე მაჭავარიანმა მონაწილეობა მიიღო პანელში: „საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოდელი – სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის დაბალანსებული ინტერესები“. მასთან ერთად, პანელის სპიკერებად მოწვეულები იყვნენ ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლეშეკ ბალცეროვიჩი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი.

ხანძარი

26 თებერვალი 2020, 14:44

ძალოვნები

სოფელ მატნის მახლობლად ხანძარია

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის მახლობლად ხანძარია. როგორც „ქრონიკას“ ადგილობრივებმა უთხრეს, ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან, დაახლოებით 10 კილომეტრში, რამდენიმე საათის წინ გაჩნდა და ტყის მასივზე გავრცელდა. ტერიტორია, სადაც ხანძარი განჩნდა, რთულად მისასვლელია და მეხანძრე-მაშველების ორი ეკიპაჟი სტიქიის ზონაში მისვლას ამ წუთებში ცდილობს.

კორონავირუსი საფრანგეთი

26 თებერვალი 2020, 14:40

მსოფლიო

საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

გარდაცვლილი 60 წლის კაცია. ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 25 თებერვალს საფრანგეთის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კლინიკებიდან კორონავირუსით დაავადებული ყველა პაციენტი გაწერეს.

კარლ ჰარცელი

26 თებერვალი 2020, 14:37

საქართველო

კარლ ჰარცელი: ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის შესაძლებლობის ფანჯარა იხურება, ძალიან ცოტა დრო დარჩა

„მე ვმუშაობ სხვა ფასილიტატორებთან, უნდა მოიძებნოს საერთო ტერიტორია ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის განსავითარებლად. ამ შესაძლებლობების ფანჯარა იხურება ძალიან ცოტა დრო დარჩა“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა.

გიორგი გახარია

26 თებერვალი 2020, 14:25

ეკონომიკა

გიორგი გახარია: საქართველოს ბიზნესის განვითარებისთვის ევროკავშირის მხარდაჭერა სჭირდება

ევროპასთან დღეს ჩვენ გვაკავშირებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, გვაქვს წვდომა უზარმაზარ, მაღალი სტანდარტების ბაზართან და ეს ყველაფერი თანხმობაში მოდის ჩვენს პოლიტიკურ მისწრაფებასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2020“ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

26 თებერვალი 2020, 14:25

საქართველო

ეკატერინე ტიკარაძე: უკვე ყველა ღონისძიება გავატარეთ, რაც მოსახლეობისთვის დაავადების გავრცელების რისკს ამცირებს

უკვე ყველა ღონისძიება გავატარეთ, რაც მოსახლეობისთვის დაავადების გავრცელების რისკს ამცირებს, - ამის შესახებ დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომელმაც ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ რისკებზე კომენტარი გააკეთა. მისივე თქმით, საკითხი პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი და სახელმწიფო სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ, რათა რისკები მოიხსნას.

შეტაკება ინდოეთი

26 თებერვალი 2020, 14:24

მსოფლიო

ინდოეთში მუსლიმებსა და ინდუისტებს შორის შეტაკებების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

შეტაკებები ჯერ კიდევ კვირას, კანონის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაიწყო, თუმცა შემდეგ დაპირისპირებამ რელიგიური ელფერი მიიღო და ინდუისტებსა და მუსლიმებს შორის კონფლიქტში გადაიზარდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 10 გარდცვლილის შესახებ.

დევნილები ბინების გადაცემა

26 თებერვალი 2020, 14:20

საქართველო

შიდა ქართლში 34 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ შიდა ქართლში 34 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა.

ზაალ უდუმაშვილი

26 თებერვალი 2020, 14:09

საქართველო

ზაალ უდუმაშვილი: მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმება არ არსებობს

სახელებსა და გვარებზე შეთანხმება არ არსებობს. პარტიის შიგნით ვინ რომელ კანდიდატებზე მსჯელობს, ეს მხოლოდ მათი საქმეა. ყველა პარტია ამ ეტაპზე მხოლოდ საკუთარ მონახაზს აკეთებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

26 თებერვალი 2020, 14:02

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: კვირაში შვიდი დღეა, დედამიწა მრგვალია, ხოლო ყირიმი უკრაინაა

„ჩემი გამოსვლა აშკარა და მარტივი ჭეშმარიტებებით, აქსიომებით მსურს დავიწყო. კვირაში შვიდი დღეა, დედამიწა მრგვალია, ხოლო ყირიმი უკრაინაა. ყირიმის დაბრუნება ჩვენი ეროვნული იდეის განუყოფელი ნაწილია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ეკატერინე ტიკარაძე

26 თებერვალი 2020, 13:59

საქართველო

ეკატერინე ტიკარაძე: მზად ვარ ჯანდაცვის კომიტეტში მოსმენაზე მივიდე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარლამენტის კომიტეტში მოსმენაზე მისასვლელად მზად არის. „მივმართე კომიტეტს თხოვნით, რომ გადაეტანათ ჩემი მოსმენის საათი და დავაფიქსირე მზაობა, მივიდე კომიტეტში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ივანე მაჭავარიანი

26 თებერვალი 2020, 13:11

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: მიმაჩნია, რომ ანგარიშვალდებულების კუთხით ვაკეთებ იმაზე მეტს, ვიდრე რომელიმე მინისტრს გაუკეთებია

„ზუსტად 3 დღით ადრე რა კითხვებიც იყო გამოგზავნილი წერილში, წინსწრებით, ჩემი მინისტრის საათის მოხსენების დრო დავუთმე ამ კითხვებზე პასუხის გაცემას. თანდართული პრეზენტაციით. ამ დროს არცერთი ამ შეკითხვის გამოგზავნა არათუ არ განავრცო კითხვა, არც დაესწრო. ისხდნენ, მერე გავიდნენ. იქ ხომ შეიძლებოდა დისკუსია გამართულიყო. ეს ხომ იმის ნიშანია, რომ შინაარასობრივი ნაწილი არავის აინტერესებს. იმაზე დეტალურად რაღა უნდა მელაპარაკა, რაც მინისტრის საათში ვილაპარაკე“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

26 თებერვალი 2020, 13:03

საქართველო

გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართება

გამოცდების ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღე ყოველ ოთხშაბათს, 16:00 საათზე ტარდება. შესაბამისად, მომდევნო საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა დღესაა დაგეგმილი.

ივანე მაჭავარიანი

26 თებერვალი 2020, 13:00

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: მომდევნო წლების პრიორიტეტი სახელმწიფო საწარმოთა სექტორში დაგეგმილი რეფორმები იქნება

„მომდევნო წლების პრიორიტეტი ფისკალური კუთხით სახელმწიფო საწარმოთა სექტორში დაგეგმილი რეფორმები იქნება,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - "საქართველო და მსოფლიო 2020" წელს ფისკალურ რეფორმებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

გიორგი ხიშტოვანი

26 თებერვალი 2020, 12:57

ეკონომიკა

PMCG-ის დირექტორი: საქართველოს ეკონომიკა თითქმის ორჯერ გაიზარდა და 49 მილიარდ ლარს მიაღწია

„საქართველოს ეკონომიკა თითქმის ორჯერ გაიზარდა და 49 მილიარდ ლარს მიაღწია. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 13 273 ლარია. 2019 წლის მდგომარეობას, წინასწარი პროგნოზით თუ შევაფასებთ ზრდა 5.2%-ს შეადგენს. ეკონომიკური ზრდა უკანასკნელი წლების განმავლობაში სიჯანსაღით გამოირჩევა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში მდგრადი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაქვს“, - აცხადებს გიორგი ხიშტოვანი.

ლეშეკ ბალცეროვიჩი

26 თებერვალი 2020, 12:49

ეკონომიკა

ლეშეკ ბალცეროვიჩი: საქართველომ ბევრს მიაღწია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისა და ბიზნესის გახსნილობის კუთხით

თბილისში მიმდინარე ეკონომიკური კონფერენციის - „საქართველო და მსოფლიო 2020“ ფარგლებში, მისასალმებელი სიტყვით ლეშეკ ბალცეროვიჩი გამოვიდა. ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორმა და პოლონეთის ყოფილმა ვიცე-პრემიერმა მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკური ზრდის განმსაზღვრელ ფაქტორებზე ისაუბრა და ამ კუთხით, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.

ლია კრიალაშვილი

26 თებერვალი 2020, 12:44

საქართველო

ლია კრიალაშვილი მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს

კრიალაშვილს მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს აუცილებლად უნდა წაუყენონ ბრალი. მას პრეტენზიები აქვს საგამოძიებო უწყებასთან და აცხადებს, რომ წლებია ეს საქმე თაროზეა შემოდებული. რეალურად კი მისი განცხადებით, პოლკოვნიკის მკვლელობა სწორედ მერაბიშვილმა დაუკვეთა, ხოლო ბრძანების გამცემი ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იყო.

26 თებერვალი 2020, 12:40

საქართველო

„საქნახშირის" განცხადებით, ძიძიგურის შახტა სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ გაიხსნება

ტყიბულში მეშახტეთა გაფიცვის შესახებ სს „საქნახშირი" განცხადებას ავრცელებს. კომპანიის განმარტებით, ძიძიგურის შახტის ჩასასვლელის დროებითი დახურვის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია და მისი გაუქმება ან თანამშრომელთა შემცირება არ იგეგმება.