imedi /  20 მაისი 2019, 16:54 / სანდო წყარო

ჩუგოშვილი: ოპოზიციისა და საზოგადოების სურვილები ერთმანეთს აცდენილია

თამარ ჩუგოშვილი

თამარ ჩუგოშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის სურვილები და საზოგადოების სურვილები ერთმანეთს ძალიან სერიოზულად არის აცდენილი. ჩუგოშვილის განცხადებას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„გუშინ, ჩვენი ოპონენტების გეგმები საკმაოდ კარგად გამოჩნდა ჩანაწერებიდან, ასევე ყოფილი პრეზიდენტის განცხადებიდან გამომდინარე. ისინი საუბრობდნენ, რომ მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა არჩევნების შედეგებს, მათთვის მთავარი იყო ადუღება ჯერ ზუგდიდის, შემდგომ აჭარის, შემდგომ კი მთელი საქართველოსი. 

როგორც ჩანს, ეს არის მათი გეგმა. მათი პრობლემა არის იმაში, რომ მათი სურვილები და საზოგადოების სურვილები ძალიან სერიოზულადაა ერთმანეთს აცდენილი. საქართველოს და ჩვენს მოსახლეობას სჭირდება სიმშვიდე, სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება. 

ცვლილებები დემოკრატიულ გარემოში ხდება არჩევნების გზით და მათ არ აქვთ ისეთი მხარდაჭერა, რომ ასეთი ცვლილებები მოახდინონ. ამ ფონზე ხელოვნური დაძაბულობების შექმნის მცდელობა ჩვენ გუშინაც ვიხილეთ, მაგრამ ეს მცდელობები სრული კრახით დასრულდა და ასეთივე კრახით დასრულდება მომავალშიც მსგავსი გამოხტომები. 

რაც არ უნდა იყოს მათი გეგმა, ჩვენს ქვეყანას აქვს ერთადერთი განვითარების გზა და ეს არის კანონისმიერი ცვლილებები, კანონისმიერი პროცესების წარმართვა და დემოკრატიული პროცესები. ეს არის ერთადერთი გზა და ფორმა, რითაც შეიძლება გარკვეული ცვლილებები ქვეყანაში მოხდეს. მათ ეს გზა არ აწყობთ იმიტომ, რომ სათანადო მხარდაჭერა ასეთი ცვლილებებისთვის არ აქვთ, ხოლო რა გზაც მათ აწყობთ, ასეთ გზას არ დაუშვებს არც ხელისუფლება და არც ქართველი ამომრჩეველი.

მისივე თქმით, ეს არის ძალიან მკაფიო და ნათელი - პირველი, რაც ჩვენ ქვეყანას სჭირდება, არის სტაბილურობა, სიმშვიდე და არა ქაოსი და არეულობა, რასაც ოპონენტები სთავაზობენ ჩვენს ქვეყანას და ქართულ საზოგადოებას“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

„ასეთი მუქარები სულ ისმის ყველა არჩევნების წინ და არჩევნების მერე და ვხედავთ, რომ არაფრით არ დასრულებულა. როგორც ჩანს, ამას ხვდება მათ შორის გაერთიანებულ ოპოზიციაში და „ნაციონალურ მოძრაობაში“ რამდენიმე ადამიანი, გუშინ ვიხილეთ ჩვენ ასეთი განცხადებები მათივე წარმომადგენლებისგან.

როგორც ჩანს, იქაც არიან ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ, რომ აღარ შეიძლება რევოლუციაზე, გადატრიალებაზე და ,,ადუღებაზე“ საუბარი იმიტომ, რომ ქვეყანა წავიდა წინ და ამას, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებს მიხეილ სააკაშვილი“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა.

ყველა სიახლე

რომან გოცირიძე

22 ოქტომბერი 2019, 15:23

საქართველო

გოცირიძე დაინტერესდა, როგორ გაასამართლებდა მიქაუტაძე არსენა მარაბდელს

პარლამენტში გიორგი მიქაუტაძე უსმენენ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი კანონმდებლების კითხვებს პასუხობს. რომან გოცირიძე დაინტერესდა, როგორ გაასამართლებდა მიქაუტაძე არსენა მარაბდელს. დეპუტატი დაინტერესდა რა დამოკიდბეულება აქვს კანდიდატს კანონიერებისა და სამართლიანობის შეპირისპირებასთან დაკავშირებით.

„პინოქიო“

22 ოქტომბერი 2019, 15:10

კულტურა

რობერტ ზემეკისი „პინოქიოს“ კინოვერსიას გადაიღებს

რობერტ ზემეკისი მულტფილმ „პინოქიოს“ ეკრანიზაციის თაობაზე სტუდია Disney-სთან მოლაპარაკებებს მართავს. Movieweb-ის ინფორმაციით, აღნიშნული ფილმი რეჟისორს, პოლ კინგს უნდა გადაეღო, მაგრამ მან პროექტი დატოვა. Warner Bros-სთან არსებული პროექტის დასრულებამდე, ახალი ფილმის დაწყება ზემეკისსაც არ სურდა, მაგრამ, როგორც ჩანს, გადაიფიქრა.

ალექსანდერ ვან დერ ბელენი

22 ოქტომბერი 2019, 14:56

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი ავსტრიის პრეზიდენტს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილმა ბორდერიზაციის პროცესზე, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასა და რუსეთიდან ავიარეისების შეჩერებაზე ისაუბრა. მხარეებმა ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, ვიზალიბერალიზაცია და ცირკულარული მიგრაციის მნიშვნელობის საკითხები განიხილეს.

ერდოღანი პუტინი

22 ოქტომბერი 2019, 14:47

მსოფლიო

სოჭში ერდოღანი-პუტინის შეხვედრა იმართება

თურქეთის პრეზიდენტი დღეს რუსეთში ჩავა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინს სოჭში შეხვდება. მხარეები ჩრდილოეთ სირიაში შექმნილ ვითარებას განიხილავენ და კრიზისიდან გამოსვლის გზებზე იმსჯელებენ. მოლაპარაკების დასრულების შემდეგ პუტინი და ერდოღანი ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.

ანდრეი რუდენკო

22 ოქტომბერი 2019, 14:37

საქართველო

რუდენკო: საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბარი ნაადრევია

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ განაცხადა. მის კომენტარს რუსული მედია ავრცელებს. „ეს საკითხი ივნისის ცნობილ მოვლენებამდე ნამდვილად განიხილებოდა. ამ ეტაპზე კი ვიზების გაუქმებაზე საუბარი ნაადრევია. აუცილებელია, მინიმუმ, კრიზისამდელ სიტუაციას დავუბრუნდეთ,“-აღნიშნა რუდენკომ.

მაია ცქიტიშვილი

22 ოქტომბერი 2019, 14:36

ეკონომიკა

ცქიტიშვილი: ვეცდებით დავარწმუნოთ მოსახლეობა, რომ რუსთავი-თბილისის ავტობანი საჭიროა

მოლაპარაკების გზით ვეცდებით, დავარწმუნოთ მოსახლეობა, რომ რუსთავი-თბილისის ავტობანი საჭიროა - ამის შესახებ რეგიონული განვითარების მინისტრმა ავტობანის მშენებლობასთან დაკავშირებით რამდენიმე მოსახლის პროტესტის საპასუხოდ განაცხადა. მაია ცქიტიშვილის თქმით, პროექტის რამდენიმე მონაკვეთზე მშენებლობა მიმდინარეობს.

თალიბები

22 ოქტომბერი 2019, 14:21

მსოფლიო

ავღანეთში თავდასხმას 15 სამართალდამცველი ემსხვერპლა

ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში თალიბების თავდასხმას 15 სამართალდამცველი ემსხვერპლა. შემთხვევა კუნდუზის პროვინციაში მდებარე ერთ-ერთ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მოხდა. ორმხრივი სროლისას 8 თალიბი მებრძოლიც დაიღუპა. ამასთან, დაჭრილია 2 ავღანელი პოლიციელი.

ჩვილი

22 ოქტომბერი 2019, 13:57

ძალოვნები

გარდაბანში 10 თვის ჩვილი გარდაიცვალა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 10 თვის ჩვილი გარდაიცვალა. როგორც imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, ამ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლითაა აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, შესაბამისი ექსპერტიზებია დანიშნული

ქუთაისში აქცია

22 ოქტომბერი 2019, 13:51

საქართველო

ქუთაისში 300-მდე ოჯახმა სოციალური დახმარების შეწყვეტა გააპროტესტა

ქუთაისში 300-მდე ოჯახს სოციალური დახმარება შეუჩერდა, რის გამოც სოციალურად დაუცველებმა აქცია გამართეს. სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა ორგანოს წარმომადგენლებისგან განმარტება მოითხოვეს, რასაც მცირე ხმაურიც მოჰყვა. მათი თქმით, სოციალური დახმარების თანხა არ დარიცხვიათ, დღეს კი გაიგეს, რომ საერთოდ შეუწყდათ.

ქართული ფილმების დღეები სეულში

22 ოქტომბერი 2019, 13:33

კულტურა

სეულში ქართული ფილმების დღეები გაიხსნა

ქართული ფილმების დღეები კორეის რესპუბლიკაში პირველად ტარდება და 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ღონისძიების ფარგლებში მაყურებელი ცნობილი ქართველი რეჟისორების ხუთ ფილმს ნახავს: გიორგი შენგელაიას „ფიროსმანს“, ლევან თუთბერიძის „მოირას“, რუსუდან გლურჯიძის „სხვების სახლს“, მარიამ ხაჭვანის „დედეს“ და ანა ურუშაძის „საშიშ დედას“.

აღაიანი

22 ოქტომბერი 2019, 13:15

ძალოვნები

აღაიანში 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულის ქმარს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

აღაიანში 7 თვის შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული არასრულწლოვანი გოგოს ქმარს ბრალი წაუყენეს. გამოძიება 140-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 16 წელს მიუღწეველთან სექსუალურ კავშირს გულისხმობს და 7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 26 სექტემბერს არასრულწლოვან დედას 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ნურიელ რუბინი

22 ოქტომბერი 2019, 13:08

ეკონომიკა

ნურიელ რუბინი: საქართველოში განხორცილებული ეკონომიკური რეფორმები მრავალი ქვეყნისთვის მაგალითია

ამის შესახებ თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ნიუ-იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა და გლობალური ფინანსების საკითხებში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ექსპერტმა, ნურიელ რუბინმა, განაცხადა.

გოდერძი ბერდელიძე

22 ოქტომბერი 2019, 12:50

სპორტი

გოდერძი ბერდელიძემ ატაცში პირველი ოქროს მედალი მოიპოვა

გოდერძი ბერდელიძემ, რუმინეთში მიმდინარე 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში, პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. ძალოსნობის ფედერაციის ინფორმაციით, ქართველმა ძალოსანმა ატაცში 123/125 კგ. დაძლია და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. მანამდე არჩილ მალაყმაძე ატაცში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

უეფა

22 ოქტომბერი 2019, 12:47

სპორტი

დღეს ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართება

დღევანდელ შეხვედრაში სამეფო კლუბს ტრავმის გამო ორი ლიდერი, ლუკა მოდრიჩი და გარეტ ბეილი ვერ დაეხმარებიან . ამავე ჯგუფში „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად „ბრიუგესთან“ ითამაშებს. ჩემპიონთა ლიგის ვიცეჩემპიონი „ტოტენჰემი“ კი წინა ტურში „ბაიერნთან“ დიდი ანგარიშით წაგების შემდეგ, საკუთარ მოედანზე „ცრვენა ზვეზდას“ მიიღებს.

დემონსტრაციები ბოლივიაში

22 ოქტომბერი 2019, 12:42

მსოფლიო

ბოლივიაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს დემონსტრაციების ფონზე ითვლიან

არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მოქმედი პრეზიდენტის მთავარმა კონკურენტმა, კარლოს მესამ, ოფიციალური შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა. რეგიონებში დემონსტრანტებმა საარჩევნო კომისიების ოფისებს ცეცხლი წაუკიდეს, ქვეყნის დედაქალაქში კი პოლიციას დაუპირისპირდნენ. არჩევნები ბოლივიაში 20 ოქტომბერს ჩატარდა.

აზერბაიჯანი

22 ოქტომბერი 2019, 12:37

მსოფლიო

Human Rights Watch აზერბაიჯანის მთავრობას დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

აზერბაიჯანიის ხელისუფლებას მოვუწოდებთ დაუყონებლივ გაათავისუფლოს აქციიის დროს დაკავებული მომიტინგეები, - ამის შესახებ Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის დირექტორმა, გიორგი გოგიამ განაცხადა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, დარბევის დროს აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გიორგი მიქაუტაძე

22 ოქტომბერი 2019, 12:28

საქართველო

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ

ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა 10-კაციან სიას, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს გასული წლის დეკემბერში წარუდგინა. მიქაუტაძის განმარტებით, ახალი კონსტიტუციის თანახამად იმოქმედეს და წარადგინეს ის აუცილებელი რაოდენობა, რომელიც საჭირო იყო უზენაეს სასამართლოში კრიზისის დასაძლევად.

დავით ნარმანია

22 ოქტომბერი 2019, 12:12

ეკონომიკა

დავით ნარმანია 2020 წლის ბოლოს ელექტროენერგიის საფასურის გაზრდას არ გამორიცხავს

„ამ ეტაპისთვის ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ჯერ ელექტროენერგიის ნაწილში ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის, თუმცა, თუ მომავალშიც ასე გაგრძელდება, ჰესები არ აშენდება და იმპორტი გაგვეზრდება, შესაძლებელია, რომ მომდევნო ტარიფის გაანგარიშებისთვის, 2020 წლის ბოლოს, ამის საჭიროება დადგეს"-განცხადა ნარმანიამ.

რედფორდების ოჯახი

22 ოქტომბერი 2019, 11:56

ტაბლოიდი

ბრიტანეთის ყველაზე დიდი ოჯახი 22-ე ბავშვს ელოდება

სიუ და ნოელ რედფორდების ოჯახში ახლა 11 გოგო და 10 ბიჭია. პირველი ბავშვი სიუმ 14 წლის ასაკში გააჩინა, ახლა ქალი 44 წლის არის. მშობლებმა პატარას სქესის გაგება არ მოისურვეს, თუმცა დედა ფიქრობს, რომ ბავშვი ბიჭია, რადგან ყოველთვის ეგონა, რომ 11 ბიჭი და 11 გოგო ეყოლებოდა. პატარა 2020 წლის აპრილში უნდა გაჩნდეს.

გიორგი გახარია

22 ოქტომბერი 2019, 11:46

ეკონომიკა

გახარია: საქართველოს თავისი სტრატეგიული მდებარეობით უზარმაზარი პოტენციალი აქვს ჰაბი გახდეს

ბიზნესზე მორგებული პოლიტიკით, ძლიერი რეგიონული და რეგიონს გარე სავაჭრო ურთიერთობებით, საქართველოს უზარმაზარი პოტენციალი აქვს, გახდეს ჰაბი და როგორც ისტორიულად, დღესაც განაგრძოს შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის ვაჭრობის ხელშესაწყობად, - განაცხადა გიორგი გახარიამ.