Imedi /  20 მაისი 2019, 17:19 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის ოჯახმა აღიარა რომ მაიამიში მრავალმილიონიანი ქონება აქვს

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

"ყოფილ პრეზიდენტს მრავალმილიონიანი ქონება აქვს მაიამიში და თავს გვაცოდებს, რომ ფული არ აქვს", - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მდინარაძის აზრით, რამდენიმე კვირიანი დუმილის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს და მის ოჯახს მოუწია აღიარება, რომ ეს მრავალმილიონიანი ქონება მათ ეკუთვნით ნამდვილად, ოღონდ რამდენიმე კვირა იფიქრეს ამაზე და ახლა მოიფიქრეს ახალი პიარ სტრატეგია, რომ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, თითქოს ბინა ეკუთვნის მის ბიძას და არა მას.

"ერთადერთი ეს იყო, რაც მოიფიქრეს იმიტომ, რომ იმდენად უტყუარი ინფორმაცია აღმოჩნდა, შეძენის ფაქტი ნამდვილად ვერ უარყვეს. მრავალმილიონიანი ქონება მაიამიში, რომელიც ეკუთვნის ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც თავს გვაცოდებს, რომ ფული არ აქვს და ევროპაში ხალხს ეხვეწება, რომ რაღაც გროშები ჩაურიცხონ, რათა კამპანია აწარმოოს - ეს რას ნიშნავს ალბათ ხალხმა უნდა განსაჯოს და ამას ლაპარაკიც არ სჭირდება. ყველაფერი ნათელია და ამას მიხეილ სააკაშვილის ცრემლები ვეღარ უშველის. არსებობს უტყუარი დადასტურებული ფაქტი, რომ ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რამდენიმე მილიონიან ქონებას ფლობს მაიამიში და ეს ქონება რა გზით არის მოპოვებული,  არის მარტივი კითხვა, რომელზეც თავად საზოგადოებას ექნება პასუხი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა თემურ ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის ფარული ჩანაწერი, სადაც თემურ ალასანია სააკაშვილს ფლორიდაში, მისთვის ნაყიდი ბინის შესახებ დეტალებს აცნობს. ჩანაწერში საუბარია, ასევე, სანდრა რულოვსზეც, რომელიც თითქოს ბინის გასაღებს ითხოვს, რომლის მიცემის სურვილიც სააკაშვილის ოჯახის წევრებს არ აქვთ. მოგვიანებით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში ქეთინო ალასანიას პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ეს თემურ ალასანიას პასუხი იყო ფლორიდაში ბინის შეძენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

როგორც თემურ ალასანიამ განმარტა, ფლორიდის ბინა ორიოდე წლის წინ ნიუ-იორკში გაყიდული ბინის სანაცვლოდ შეიძინა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა იურიდიული და ფინანსური მოთხოვნების სრული დაცვით გააფორმა. საცხოვრებლით ოჯახთან ერთად სარგებლობს. თუმცა, დას და დისშვილ მიხეილ სააკაშვილსაც იწვევს ხოლმე.

ყველა სიახლე

კლიმატის ცვლილება

26 ივნისი 2019, 00:58

მსოფლიო

გაერო: მსოფლიოს კლიმატური აპარტეიდი ემუქრება

ანგარიშის თანახმად, ისეთი ბუნებრივი მოვლენები როგორიც არის გვალვა, წყალდიდობები, შტორმები სულ უფრო გახშირდება. ანგარიშის თანახმად, 2030 წლისთვის მსოფლიოში კლიმატური ცლილებებისგან გამოწვეული პროცესების გამო 120 მილიონამდე ადამიანი შესაძლოა გაღარიბდეს.

მიანმარი

26 ივნისი 2019, 00:46

მსოფლიო

მიანმარის ხელისუფლებამ როჰინჯა მუსლიმებით დასახლებულ შტატში ინტერნეტი გათიშა

ხელისუფლების მფლობელობაში არსებულმა ტელესაკომუნიკაციო ოთხმა კომპანიამ კავშირგაბმულობის სამინისტროს მითითებით რაკჰაინის შტატში სადაც ძირითადად ეთნიკურ უმცირესობაში მყოფი როჰინჯა მუსლიმები ცხოვრობენ, ინტერნეტი გაუთიშა.

მარიხუანის ლეგალიზაცია

26 ივნისი 2019, 00:43

მსოფლიო

ილინოისში მარიხუანის ლეგალიზაცია მოხდა

ილინოისი გახდა აშშ-ის მე-11 შტატი, სადაც მარიხუანის ლეგალიზაცია მოხდა. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა ჯეი რობერტ პრიცკერმა განაცხადა. მისივე თქმით, ილინოისი, სადაც სრულწლოვანთათვის მარიხუანის მოხმარება სრულად ლეგალური გახდა, „დემოკრატიის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს“.

ნაომი კემპბელი

26 ივნისი 2019, 00:30

კულტურა

ნაომი კემპბელი: მოდის ინდუსტრიაში კანის ფერის თემა ისევ გამოწვევაა

სუპერმოდელ ნაომი კემპბელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოდის ინდუსტრიაში კანის მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული საკითხები გაუმჯობესდა, ძველებურად მაინც "დიდ საქმედ" ითვლება როდესაც მოდის ცნობილი ჟურნალების გარეკანზე ფერადკანიანია გამოსახული.

მამუკა ბახტაძე

26 ივნისი 2019, 00:13

საქართველო

მამუკა ბახტაძე: სტუმარმასპინძლობა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფასეულობაა

პრემიერის განმარტებით, ტურიზმს განსაკუთრებული ეკონომიკური დატვირთვის გარდა, მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, ვინაიდან საქართველოს სტუმრებს საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.

ოთარ დანელია

26 ივნისი 2019, 00:04

საქართველო

დანელია: გახარიას გადადგომით პოლიტიკური ამინდის შეცვლა უნდათ, მაგრამ არ გამოუვათ

ოთარ დანელიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ 20 ივნისის ღამეს მომხდარზე და შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, გიორგი გახარიას ხედავენ როგორც პოლიტიკურად ძლიერ ფიგურას, რაც მისი თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნის მთავარი მიზეზია.

საელჩო

26 ივნისი 2019, 00:01

საქართველო

ამერიკელი დიპლომატი ოჯახთან ერთად საქართველოში მოგზაურობის შესახებ წერს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოს მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ამერიკელი დიპლომატი ჯულიუს ცაი წერს, თუ რატომ არის საქართველოში გატარებული დრო მისთვის და მისი ოჯახისთვის ძვირფასი.

აქცია პარლამენტთან

25 ივნისი 2019, 23:54

საქართველო

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება და თუ გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას არ დატოვებს, საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე ხვალ 19:00 საათზე განახლდება.

დაპირისპირება

25 ივნისი 2019, 23:16

საქართველო

პარლამენტთან ორ ადგილზე დაპირისპირება მოხდა

პოლიციამ როგორც ვიდეოკადრებიდან ჩანს რამდენიმე პირი აქციაზე დააკავა ან ადგილიდან გაიყვანა. აქციის წამყვანებმა სამართალდამცველებს მომხდარზე რეაგირება სთხოვეს, აქციის მონაწილეებს კი სიმშვიდისკენ მოუწოდეს და განაცხადეს, რომ ისინი მშვიდობიან აქციას მართავენ.

აქცია პარლამენტთან

25 ივნისი 2019, 22:55

საქართველო

პარლამენტთან პუტინის თვალებდათხრილი ბანერი გაშალეს. ვიდეო

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა ბანერი გაშალეს, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია გამოსახული. ბანერზე პუტინს ცალ თვალზე საქართველოს დროშა, ცალზე კი უკრაინის დროშა აქვს გამოსახული, დროშები კი ცენტრში დაზიანებულია.

მამუკა ბახტაძე

25 ივნისი 2019, 22:47

საქართველო

პრემიერი მელიას საქმეზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ნაციონალების ლიდერებს აკისრებს

საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს, რომელთა უპასუხისმგებლო განცხადებებმა და ქცევებმა გამოიწვია ეს ძალიან მძიმე შედეგები. ასე შეაფასა პრემიერმა ნიკა მელიას ნიკა მელიას სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

მიხეილ სააკაშვილი

25 ივნისი 2019, 22:21

საქართველო

სააკაშვილი: მელია არ უნდა დავაჭერინოთ! ამოვიდა ყელში!

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი Facebook-ზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრისთვის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით წერს. "მელია არ უნდა დავაჭერინოთ არცერთ შემთხვევაში! ამოვიდა ყელში! Enough is enough!", - წერს სააკაშვილი.

შალვა ნათელაშვილი

25 ივნისი 2019, 22:18

საქართველო

პარლამენტთან აქციაზე შალვა ნათელაშვილს ბოთლი ესროლეს. ვიდეო

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეებმა სცენაზე გამომსვლელ ლეიბორისტული პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს ბოთლი ესროლეს. როგორც ჟურნალისტებს ნათელაშვილმა განუცხადა, ეს პროვოკატორები იყვნენ.

სტეფანი გრიშემი

25 ივნისი 2019, 22:01

მსოფლიო

მელანია ტრამპის თანაშემწე თეთრი სახლის პრესმდივანი გახდება

აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის თანაშემწე კომუნიკაციებისა და პერსონალის საკითხებში სტეფანი გრიშემი თეთრი სახლის პრესმდივანი გახდება. თეთრი სახლის პრესმდივნის ფუნქციების გარდა სტეფანი გრიშემი კომუნიკაციების დირექტორის პოსტსაც შეითავსებს და ამავდროულად მელანია ტრამპის წარმომადგენელიც იქნება.

გიორგი მარგველაშვილი

25 ივნისი 2019, 21:59

საქართველო

გიორგი მარგველაშვილი აქციის მონაწილეებს: კობახიძე ეტა რაზ, გახარია ეტა დვა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოვიდა. გუშინ აქციაზე მარგველაშვილის მეუღლე მაკა ჩიჩუა იყო მისული.

სანდრა რულოვსი

25 ივნისი 2019, 21:56

საქართველო

სანდრა რულოვსი: ხალხი გასაპროტესტებლად გავიდა, რა თქმა უნდა პარლამენტში შესვლა მოუნდებოდა

მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სანდრა რულოვსი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება. ის ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების მოთხოვნას და მის შესაძლო დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მელია პატიმრობას არ იმსახურებს.

აქცია

25 ივნისი 2019, 21:28

საქართველო

პარლამენტთან ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები, რომლებიც დახმარებას უწევენ აქციის მონაწილეს. რუსთაველის გამზირზე ორი ადამიანი მეორე დღეა შიმშილობს. დღეს პარლამენტთან აქცია ისევ განახლდა.

ჯორჯ მარტინი

25 ივნისი 2019, 21:28

კულტურა

ჯორჯ მარტინმა „ჩერნობილი“ შეაქო

ამერიკელმა მწერალმა ჯორჯ მარტინმა, რომლის რომანების მიხედვითაც სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ რამდენიმე სეზონი გადაიღეს, ბრიტანული HBO-ს მიერ გადაღებული მინი-სერიალი „ჩერნობილი“ შეაფასა. მან ასევე შეაქო ჯარედ ჰარისი, რომელმაც სერიალში მეცნიერი ვალერი ლეგასოვი განასახიერა.

აქცია პარლამენტთან

25 ივნისი 2019, 21:14

საქართველო

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაიკეტა

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, საავტომობილო გზა გადაიკეტა. აქციის ორგანიზატორებმა პოლიციას განუმარტეს, რომ მომიტინგეთა რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით გზის სავალი ნაწილის დაკავების აუცილებლობა გაჩნდა.

კლოდ კერნი

25 ივნისი 2019, 20:54

საქართველო

ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას მიესალმებიან

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი) 2020 წლის არჩევნების ნულოვანი ბარიერით და სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან.