imedi /  22 მაისი 2019, 11:57 / სანდო წყარო

თბილისის ისტორიულ ნაწილში გარკვეული სამშენებლო რეგულაციები ამოქმედდება

უახლოეს მომავალში თბილისის ისტორიული ნაწილის დამცავი ზონების რეგლამენტის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სამშენებლო მიმართულებით, ძველი თბილისის ნაწილში გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება. 

„თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით, გარკვეული რეგულაციები შემოგვაქვს. ძველი თბილისის არეალი, ქალაქის ისტორიული ნაწილი ის ტერიტორიაა, რომელსაც გაფრთხილება აუცილებლად სჭირდება. უნდა მოწესრიგდეს სიმაღლეებთან დაკავშირებული პრობლემები, მორფოლოგია, იერსახე - ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ის მიმართულებებია, რომელიც ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან არაერთი კომუნიკაცია გვქონდა. იმისთვის, რომ ძველი თბილისი გადავარჩინოთ და შევინარჩუნოთ ის, რითაც ვამაყობთ, აუცილებელია, ამ რეგულაციების განხორციელება. ყველა ევროპულ ქალაქში, რომელსაც ისტორიული ნაწილი აქვს, ყველგან მსგავსი დამოკიდებულებაა. უახლოეს დღეებში გვექნება პრეზენტაცია, რომელზეც ექსპერტებს, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს მოვიწვევთ. პროექტის განხორციელებაზე ექსპერტთა სხვადასხვა ჯგუფი მუშაობდა, რისთვისაც მინდა, მათ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის ისტორიული ნაწილის დამცავი ზონების რეგლამენტის პროექტი წინა პერიოდებში (2006-2007) განხორციელებული დაფარვითი ინვენტარიზაციისა და ისტორიულ კულტურული საყრდენი გეგმის საფუძველზე დამუშავდა.

რეგლამენტი ისტორიულ ქალაქში ჩარევების ძირითად წესებს და პრინციპებს, მათ შორის სიმაღლეებს, მოცულობებს, მასშტაბს, მორფოლოგიასა და იერსახეს განსაზღვრავს, რაც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განსაზღვრულ რეგულაციებს ჩაანაცვლებს. 

დოკუმენტის მომზადების პროცესში, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, დარგის ექსპერტებთან არაერთი სამუშაო შეხვედრა და განხილვა გაიმართა, მათ შორის, ხელოვნებათმცოდნეებთან და არქიტექტორებთან. პროექტის მომზადებაში ასევე, ჩართული იყვნენ მერიის შესაბამისი სამსახურები, საბჭო და თბილისის განვითარების ფონდი. 

ამ პროცესში სამუშაო ჯგუფს უდიდესი დახმარება გაუწია საფრანგეთის ისტორიული ქალაქების ასოციაციამ და  საფრანგეთის საელჩომ. 2018 წლის ოქტომბერში განხორციელებული ვიზიტისას, საფრანგეთის ისტორიული ქალაქების გამოცდილების ჭრილში რეგლამენტის პროექტი განიხილეს.

ფრანგმა ექსპერტებმა კონკრეტული რეკომენდაციები და სამოქმედო გეგმა წარმოადგინეს, რომლის საფუძველზეც, მერია ერთობლივ მუშაობას განაგრძობს, როგორც რეგულაციების, ასევე, მართვის სტრუქტურის დახვეწისა და საკონსერვაციო გეგმების მომზადება-განხორციელების მიზნით.

ყველა სიახლე

ჟან-კლოდ იუნკერი

22 ოქტომბერი 2019, 15:53

მსოფლიო

იუნკერი Brexit-ს დროისა და ენერგიის ხარჯვად მიიჩნევს

შესაბამისი განცხადება დიპლომატმა თანამდებობაზე 5-წლიანი ყოფნის შეჯამებისას გააკეთა. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლაზე მოლაპარაკებების გამო, ბრიუსელი მოსახლეობის სიცოცხლის გაუმჯობესებაზე ნაკლებად იყო ფოკუსირებული.

მეკარე

22 ოქტომბერი 2019, 15:47

სპორტი

თურქი მეკარე მატჩის დაწყებიდან მე-11 წამზე გააძევეს. ვიდეო

თურქეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-8 ტურში კურიოზული შემთხვევა მოხდა. „ქონიასპორსა“ და „მალათიასპორს“ შორის გამართულ შეხვედრაში მასპინძელთა მეკარე გააძევეს. სერკან კირიტალიმ წითელი ბარათი თამაშის დაწყებიდან მე-11 წამზე მიიღო. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მეკარემ საჯარიმო მოედნის ხაზი ბურთიანად გადაკვეთა.

რომან გოცირიძე

22 ოქტომბერი 2019, 15:23

საქართველო

გოცირიძე დაინტერესდა, როგორ გაასამართლებდა მიქაუტაძე არსენა მარაბდელს

პარლამენტში გიორგი მიქაუტაძე უსმენენ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი კანონმდებლების კითხვებს პასუხობს. რომან გოცირიძე დაინტერესდა, როგორ გაასამართლებდა მიქაუტაძე არსენა მარაბდელს. დეპუტატი დაინტერესდა რა დამოკიდბეულება აქვს კანდიდატს კანონიერებისა და სამართლიანობის შეპირისპირებასთან დაკავშირებით.

„პინოქიო“

22 ოქტომბერი 2019, 15:10

კულტურა

რობერტ ზემეკისი „პინოქიოს“ კინოვერსიას გადაიღებს

რობერტ ზემეკისი მულტფილმ „პინოქიოს“ ეკრანიზაციის თაობაზე სტუდია Disney-სთან მოლაპარაკებებს მართავს. Movieweb-ის ინფორმაციით, აღნიშნული ფილმი რეჟისორს, პოლ კინგს უნდა გადაეღო, მაგრამ მან პროექტი დატოვა. Warner Bros-სთან არსებული პროექტის დასრულებამდე, ახალი ფილმის დაწყება ზემეკისსაც არ სურდა, მაგრამ, როგორც ჩანს, გადაიფიქრა.

ალექსანდერ ვან დერ ბელენი

22 ოქტომბერი 2019, 14:56

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი ავსტრიის პრეზიდენტს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილმა ბორდერიზაციის პროცესზე, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასა და რუსეთიდან ავიარეისების შეჩერებაზე ისაუბრა. მხარეებმა ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, ვიზალიბერალიზაცია და ცირკულარული მიგრაციის მნიშვნელობის საკითხები განიხილეს.

ერდოღანი პუტინი

22 ოქტომბერი 2019, 14:47

მსოფლიო

სოჭში ერდოღანი-პუტინის შეხვედრა იმართება

თურქეთის პრეზიდენტი დღეს რუსეთში ჩავა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინს სოჭში შეხვდება. მხარეები ჩრდილოეთ სირიაში შექმნილ ვითარებას განიხილავენ და კრიზისიდან გამოსვლის გზებზე იმსჯელებენ. მოლაპარაკების დასრულების შემდეგ პუტინი და ერდოღანი ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.

ანდრეი რუდენკო

22 ოქტომბერი 2019, 14:37

საქართველო

რუდენკო: საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბარი ნაადრევია

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ განაცხადა. მის კომენტარს რუსული მედია ავრცელებს. „ეს საკითხი ივნისის ცნობილ მოვლენებამდე ნამდვილად განიხილებოდა. ამ ეტაპზე კი ვიზების გაუქმებაზე საუბარი ნაადრევია. აუცილებელია, მინიმუმ, კრიზისამდელ სიტუაციას დავუბრუნდეთ,“-აღნიშნა რუდენკომ.

მაია ცქიტიშვილი

22 ოქტომბერი 2019, 14:36

ეკონომიკა

ცქიტიშვილი: ვეცდებით დავარწმუნოთ მოსახლეობა, რომ რუსთავი-თბილისის ავტობანი საჭიროა

მოლაპარაკების გზით ვეცდებით, დავარწმუნოთ მოსახლეობა, რომ რუსთავი-თბილისის ავტობანი საჭიროა - ამის შესახებ რეგიონული განვითარების მინისტრმა ავტობანის მშენებლობასთან დაკავშირებით რამდენიმე მოსახლის პროტესტის საპასუხოდ განაცხადა. მაია ცქიტიშვილის თქმით, პროექტის რამდენიმე მონაკვეთზე მშენებლობა მიმდინარეობს.

თალიბები

22 ოქტომბერი 2019, 14:21

მსოფლიო

ავღანეთში თავდასხმას 15 სამართალდამცველი ემსხვერპლა

ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში თალიბების თავდასხმას 15 სამართალდამცველი ემსხვერპლა. შემთხვევა კუნდუზის პროვინციაში მდებარე ერთ-ერთ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მოხდა. ორმხრივი სროლისას 8 თალიბი მებრძოლიც დაიღუპა. ამასთან, დაჭრილია 2 ავღანელი პოლიციელი.

ჩვილი

22 ოქტომბერი 2019, 13:57

ძალოვნები

გარდაბანში 10 თვის ჩვილი გარდაიცვალა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 10 თვის ჩვილი გარდაიცვალა. როგორც imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, ამ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლითაა აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, შესაბამისი ექსპერტიზებია დანიშნული

ქუთაისში აქცია

22 ოქტომბერი 2019, 13:51

საქართველო

ქუთაისში 300-მდე ოჯახმა სოციალური დახმარების შეწყვეტა გააპროტესტა

ქუთაისში 300-მდე ოჯახს სოციალური დახმარება შეუჩერდა, რის გამოც სოციალურად დაუცველებმა აქცია გამართეს. სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა ორგანოს წარმომადგენლებისგან განმარტება მოითხოვეს, რასაც მცირე ხმაურიც მოჰყვა. მათი თქმით, სოციალური დახმარების თანხა არ დარიცხვიათ, დღეს კი გაიგეს, რომ საერთოდ შეუწყდათ.

ქართული ფილმების დღეები სეულში

22 ოქტომბერი 2019, 13:33

კულტურა

სეულში ქართული ფილმების დღეები გაიხსნა

ქართული ფილმების დღეები კორეის რესპუბლიკაში პირველად ტარდება და 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ღონისძიების ფარგლებში მაყურებელი ცნობილი ქართველი რეჟისორების ხუთ ფილმს ნახავს: გიორგი შენგელაიას „ფიროსმანს“, ლევან თუთბერიძის „მოირას“, რუსუდან გლურჯიძის „სხვების სახლს“, მარიამ ხაჭვანის „დედეს“ და ანა ურუშაძის „საშიშ დედას“.

აღაიანი

22 ოქტომბერი 2019, 13:15

ძალოვნები

აღაიანში 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულის ქმარს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

აღაიანში 7 თვის შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული არასრულწლოვანი გოგოს ქმარს ბრალი წაუყენეს. გამოძიება 140-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 16 წელს მიუღწეველთან სექსუალურ კავშირს გულისხმობს და 7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 26 სექტემბერს არასრულწლოვან დედას 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ნურიელ რუბინი

22 ოქტომბერი 2019, 13:08

ეკონომიკა

ნურიელ რუბინი: საქართველოში განხორცილებული ეკონომიკური რეფორმები მრავალი ქვეყნისთვის მაგალითია

ამის შესახებ თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ნიუ-იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა და გლობალური ფინანსების საკითხებში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ექსპერტმა, ნურიელ რუბინმა, განაცხადა.

გოდერძი ბერდელიძე

22 ოქტომბერი 2019, 12:50

სპორტი

გოდერძი ბერდელიძემ ატაცში პირველი ოქროს მედალი მოიპოვა

გოდერძი ბერდელიძემ, რუმინეთში მიმდინარე 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში, პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. ძალოსნობის ფედერაციის ინფორმაციით, ქართველმა ძალოსანმა ატაცში 123/125 კგ. დაძლია და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. მანამდე არჩილ მალაყმაძე ატაცში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

უეფა

22 ოქტომბერი 2019, 12:47

სპორტი

დღეს ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართება

დღევანდელ შეხვედრაში სამეფო კლუბს ტრავმის გამო ორი ლიდერი, ლუკა მოდრიჩი და გარეტ ბეილი ვერ დაეხმარებიან . ამავე ჯგუფში „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად „ბრიუგესთან“ ითამაშებს. ჩემპიონთა ლიგის ვიცეჩემპიონი „ტოტენჰემი“ კი წინა ტურში „ბაიერნთან“ დიდი ანგარიშით წაგების შემდეგ, საკუთარ მოედანზე „ცრვენა ზვეზდას“ მიიღებს.

დემონსტრაციები ბოლივიაში

22 ოქტომბერი 2019, 12:42

მსოფლიო

ბოლივიაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს დემონსტრაციების ფონზე ითვლიან

არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მოქმედი პრეზიდენტის მთავარმა კონკურენტმა, კარლოს მესამ, ოფიციალური შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა. რეგიონებში დემონსტრანტებმა საარჩევნო კომისიების ოფისებს ცეცხლი წაუკიდეს, ქვეყნის დედაქალაქში კი პოლიციას დაუპირისპირდნენ. არჩევნები ბოლივიაში 20 ოქტომბერს ჩატარდა.

აზერბაიჯანი

22 ოქტომბერი 2019, 12:37

მსოფლიო

Human Rights Watch აზერბაიჯანის მთავრობას დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

აზერბაიჯანიის ხელისუფლებას მოვუწოდებთ დაუყონებლივ გაათავისუფლოს აქციიის დროს დაკავებული მომიტინგეები, - ამის შესახებ Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის დირექტორმა, გიორგი გოგიამ განაცხადა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, დარბევის დროს აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გიორგი მიქაუტაძე

22 ოქტომბერი 2019, 12:28

საქართველო

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ

ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა 10-კაციან სიას, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს გასული წლის დეკემბერში წარუდგინა. მიქაუტაძის განმარტებით, ახალი კონსტიტუციის თანახამად იმოქმედეს და წარადგინეს ის აუცილებელი რაოდენობა, რომელიც საჭირო იყო უზენაეს სასამართლოში კრიზისის დასაძლევად.

დავით ნარმანია

22 ოქტომბერი 2019, 12:12

ეკონომიკა

დავით ნარმანია 2020 წლის ბოლოს ელექტროენერგიის საფასურის გაზრდას არ გამორიცხავს

„ამ ეტაპისთვის ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ჯერ ელექტროენერგიის ნაწილში ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის, თუმცა, თუ მომავალშიც ასე გაგრძელდება, ჰესები არ აშენდება და იმპორტი გაგვეზრდება, შესაძლებელია, რომ მომდევნო ტარიფის გაანგარიშებისთვის, 2020 წლის ბოლოს, ამის საჭიროება დადგეს"-განცხადა ნარმანიამ.