imedi /  22 მაისი 2019, 11:54 / სანდო წყარო

კალაძე: ბაღებში კვებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს

კახა კალაძე

კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მერიამ კომპანია „ნილთან“ ხელშეკრულება გაწყვიტა, საბავშვო ბაღების კვების რაციონის კალორაჟი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდა. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ორი დღის წინ ჩვენ გავწყვიტეთ ხელშეკრულება კომპანია „ნილთან“, რომელიც კვებით ამარაგებდა ბაღებს. ეს კომპანია ჯეროვნად ასრულებდა თავის უფლებამოსილებას, თუმცა ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჰქონდათ სერიოზული ხარვეზები მოწოდებასთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ გამოესწორებინათ, ბოლოს რამდენჯერმე იყო შეხვედრები და მიმართვა ჩვენი მხრიდან, რომ დაფიქსირებული ხარვეზები და ეს ყველაფერი, რაც კატეგორიულად მიუღებელი იყო ჩვენთვის, გამოესწორებინათ.

თუმცა კომპანიამ ეს ვერ შეძლო და ჩვენ გავწყვიტეთ ხელშეკრულება. ამის მიუხედავად, მინდა აღსაზრდელების მშობლებს ვუთხრა ყოველგვარი პასუხისმგებლობით და გულწრფელობით, რომ არანაირი პრობლემა არ არსებობს კვებასთან დაკავშირებით. დღეს კვებით მომარაგებას უზრუნველყოფენ თავად ბაღები, სანამ ხელშეკრულება გაფორმდება. ჩვენ გვაქვს რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკებები დაჩქარებული წესით და ვფიქრობთ, რამდენიმე დღეში შევძლებთ ხელშეკრულების გაფორმებას და ჩვეულებრივად გაგრძელდება კვების მიწოდება შერჩეული კომპანიის მხრიდან.

დღეს ამას ყოველგვარი პრობლემების გარეშე ბაღები ახორციელებენ. თქვენ იცით, რომ კვების რაციონზე ბევრი ვიმუშავეთ, ამაში დაგვეხმარნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩემი მოადგილე და ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელიც იყვნენ ჩართული და შემიძლია ვთქვა, რომ კალორაჟი შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს. ამიტომ მშობლებს მინდა ვუთხრა, რომ ამ მიმართულებით პრობლემა არ ყოფილა და არც იქნება სამომავლოდ. ჩვენთვის ბავშვების ჯანსაღი კვება არის პრიორიტეტი“, - განაცხადა კალაძემ.

ყველა სიახლე

ბაქო პოლიცია

19 ოქტომბერი 2019, 21:19

მსოფლიო

სამართალდამცველებმა ბაქოში 60 დემონსტრანტი დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, 42 დაკავებული მალევე გაათავისუფლეს, დანარჩენების საქმეებს კი სასამართლო განიხილავს. დაკავებულთა შორის ოპოზიციის ლიდერი ალი კერიმლიც არის. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მიტინგის ჩატარების ნებართვა ერთ-ერთ სტადიონზე გასცა, ოპოზიციამ კი აქციის ჩატარება ქალაქის ცენტრში გადაწყვიტა.

ბადრი პატარკაციშვილი

19 ოქტომბერი 2019, 20:45

კულტურა

ხელოვნების მუზეუმში ბადრი პატარკაციშვილისადმი მიძღვნილი ინსტალაცია გაიხსნა

19 ოქტომბერს, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ლიკა პატარკაციშვილის ინსტალაცია გაიხსნა, რომელიც შვილმა მამას - ბადრი პატარკაციშვილს მიუძღვნა. გამოფენა ვიზუალურად ავტორის ემოციებს ირეკლავს და ყვება ბადრი პატარკაციშვილის სიცოცხლის ბოლო თვეების ისტორიას,

დემონსტრაცია ბარსელონაში

19 ოქტომბერი 2019, 20:43

მსოფლიო

მადრიდი ბარსელონასთან მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს

მადრიდს მოლაპარაკებების თხოვნით კატალონიის პრეზიდენტმა კიმ ტორამ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დემონსტრაციის შემდეგ მიმართა, რომელშიც ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. თუმცა ქვეყნის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პედრო სანჩესმა მის წინადადებას უარით უპასუხა.

გორის გვირაბი

19 ოქტომბერი 2019, 19:53

საქართველო

გორის გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

შეზღუდვის მიზეზი გვირაბში დაგეგმილი ვენტილატორის დამონტაჟებაა. ამის გამო 11:00-დან 18:00 საათამდე, აღნიშნული საავტომობილო გვირაბის მარცხენა მხარეს (თბილისის მიმართულება) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. აღნიშნულ პერიოდში ავტომობილები გვირაბის შემოვლით გზაზე იმოძრავებენ.

რუსეთი ოკუპანტია

19 ოქტომბერი 2019, 19:47

საქართველო

ქუთაისში მოსკოვის თეატრის გასტროლები გააპროტესტეს

აქციის მონაწილეებმა მესხიშვილის თეატრში მოსკოვის „ნიკიტკის კარიბჭის“ თეატრის გასტროლები გააპროტესტეს. მათი თქმით, მიუღებელია მოსკოვის თეატრის სტუმრობა, იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ოკუპაცია მიმდინარეობს.

ილია სულამანიძე

19 ოქტომბერი 2019, 19:28

სპორტი

ილია სულამანიძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა

მაროკოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის, ქართველმა ძიუდოსტმა ილია სულამანიძემ ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, ქართველი (-100კგ) კატეგორიაში იაპონელ მეტოქეს დაუპირსპირდა.

კვენტინ ტარანტინო

19 ოქტომბერი 2019, 19:27

კულტურა

ტარანტინომ თავისი ფილმის გადაკეთებაზე უარი განაცხადა

საუბარია ფილმზე „ერთხელ ჰოლივუდში“, რომლის 25 ოქტომბერს დაგეგმილი პრემიერის გადადების მიზეზი მსახიობ ბრიუს ლის ქალიშვილი გახდა. მან ჩინეთის რადიოსა და ტელევიზიის ეროვნულ ადმინისტრაციაში საჩივარი შეიტანა, რადგან არ მოეწონა როგორ არის ასახული ფილმში მამამისი. ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე გაიმართა.

შინდისი

19 ოქტომბერი 2019, 19:15

კულტურა

ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია

ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოვების ცერემონიალი დასრულდა. ქართული კინოცენტრის ინფორმაციით, კინოფესტივალის გრან პრი დიმიტრი ცინცაძის ფილმს „შინდისი“ გადაეცა. თავად დიმიტრი ცინცაძე საუკეთესო რეჟისორის პრიზით დაჯილდოვდა.

კახა კალაძე

19 ოქტომბერი 2019, 18:50

საქართველო

კალაძე: უნდა გავაკონტროლოთ ერთმანეთი რომ ჩვენი დაუდევრობით სხვა ოჯახები არ დავაზიანოთ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებებით, გაზის გამათბობლებთან დაკავშირებით შემოწმებები გამკაცრებულია, თუმცა თავად მოსახლეობამაც უნდა გამოიჩინოს მაქსიმალური ყურადღება, რომ გურამიშვილის გამზირზე მომხდარი მძიმე შემთხვევის მსგავსი კიდევ არ განმეორდეს.

თემთა პალატა

19 ოქტომბერი 2019, 18:28

მსოფლიო

ბრიტანეთის პარლამენტმა Brexit-ის გადავადებას მისცა ხმა

ამგვარად, პარლამენტის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის მთავრობამ ჯერ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლისთვის აუცილებელი კანონმდებლობა უნდა მიიღოს და მხოლოდ ამის შემდეგ გაიტანოს კენჭისყრაზე ბრიუსელთან მიღწეული შეთანხმების პროექტი.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა

19 ოქტომბერი 2019, 18:26

კულტურა

ფრანკფურტის ბაზრობის მესამე დღეს ქართული ლიტერატურა ევროპარლამენტარმა შეაფასა

ფრანკფურტში წიგნის ბაზრობა გრძელდება. მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ლიტერატურული პლატფორმის მესამე დღე საქართველოს დელეგაციისთვის საკმაოდ დატვირთული იყო. ქართულ ლიტერატურაში მიმდინარე პროცესები გერმანიის წარმომადგენელმა ევროპარლამენტში, მიქაელ გალერმა შეაფასა,

სირია

19 ოქტომბერი 2019, 18:06

მსოფლიო

თურქეთი და ქურთები ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ

ანკარა აცხადებს, რომ ბოლო 36 საათის განმავლობაში ქურთებმა ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიაზე 14 „პროვოკაციული“ თავდასხმა განახორციელეს. თავის მხრივ, ქურთული დაჯგუფებები აცხადებენ, რომ თურქეთმა ქალაქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის და დაჭრილების გასაყვანად უსაფრთხო დერეფნის უზრუნველყოფა ვერ შეძლო.

ჯაზის და ღვინის ფესტივალი

19 ოქტომბერი 2019, 17:43

კულტურა

წინანდალი ჯაზის და ღვინის ფესტივალს მასპინძლობს

ფესტივალი წინანდლის მამულში მიმდინარეობს. სტუმრებს ქართველი მეღვინეების მიერ წარდგენილი ღვინის და სხვადასხვა კერძების დაგემოვნება შეუძლიათ. ფესტივალის მუსიკალური ნაწილი იტალიურმა ბენდმა Sugar Pie And Candyman გახსნა. ფესტივალი „Jazz and Wine“ უკვე მესამედ ტარდება.

ჰილარი კლინტონი

19 ოქტომბერი 2019, 17:08

მსოფლიო

კლინტონი: რუსეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დემოკრატ კანდიდატს ამზადებს

შესაბამისი განცხადება კლინტონმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს გააკეთა. ის აცხადებს, რომ კრემლს წინასაარჩევნო კამპანიაში მესამე სერიოზული კანდიდატის გამოჩენა სურს, რაც ლიბერალთა ხმებს გაყოფს და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპს პოსტის შენარჩუნებაში დაეხმარება.

ჯეინ ფონდა

19 ოქტომბერი 2019, 16:48

ტაბლოიდი

ჯეინ ფონდა საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ისევ დააპატიმრეს

ცნობილი მსახიობი ჯეინ ფონდა საპოტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ისევ დააპატიმრეს. გამოცემა Hollywoodreporter-ის ცნობით, ის კლიმატის ცვლილებების გასაპროტესტებლად კვლავ აქციას მართავდა და მასთან ერთად მსახიობი სემ უოტერსტონი დააპატიმრეს,

გიორგი გახარია

19 ოქტომბერი 2019, 16:35

საქართველო

გახარია მედვედევს პასუხობს

„მსგავსი განცხადებები პირველად არ მოგვისმენია, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არავის წინააღმდეგ არის მიმართული“, - ასე აფასებს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია რუსი კოლეგის განცხადებას, რომლის თანახმად რუსეთი ბირთვული ქვეყანაა და მის სამეზობლოში ნატოს ბაზების განთავსებაზე დადებითი რეაქცია ვერ ექნება.

დამბის გარღვევა რუსეთი

19 ოქტომბერი 2019, 16:24

მსოფლიო

რუსეთში დამბის გარღვევის შედეგად სულ ცოტა 15 ადამიანი დაიღუპა

ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია 15 ადამიანი, დაშავებულია 14. კიდევ 13 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, რადგან სამართალდამცველების ვარაუდით დამბაზე შესაძლოა უსაფრთხოების ზომებს არ იცავდნენ.

გიორგი გახარია

19 ოქტომბერი 2019, 16:15

საქართველო

გახარია: ვდგამთ ნაბიჯებს რომ მოქალაქეებმა თავიანთ მიწაზე მშვიდად ცხოვრება განაგრძონ

პრემიერმინისტრმა ატოცში განვითარებულ მოვლენებზე ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ ისაუბრა. იორგი გახარიას თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერით ყველაფერი კეთდება, რომ თითოეულ მოქალაქეს თავის მიწაზე ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა მიეცეს.

ჩხოროწყუ სულუგუნი

19 ოქტომბერი 2019, 16:14

საქართველო

ჩხოროწყუში რეკორდული სიდიდის სულუგუნი დაამზადეს. ვიდეო

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ჩხოროწყუობა“ აღინიშნება. დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრში მოწყობილი იყო მეგრული ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები და ხელოვანთა ნამუშევარების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

19 ოქტომბერი 2019, 15:52

მსოფლიო

ერდოღანი: თურქეთი ტრამპის წერილს ვერ დაივიწყებს

თურქეთის ლიდერის ამ განცხადებას ამერიკული CNBC-ი ავრცელებს. სტამბულში, ჟურნალისტებთან საუბრისას ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთი სათანადო პასუხს გასცემს, როდესაც შესაბამისი დრო დადგება. ამ საკითხის დღის წესრიგში წამოწევას კი ახლა ორი ქვეყნის ლიდერს შორის ურთიერთპატივისცემა უშლის ხელს.