imedi /  22 მაისი 2019, 12:29 / სანდო წყარო

ექიმის ვარაუდით, ბავშვებში ტყვიის მომატების მიზეზი შესაძლოა სკოლებსა და საბავშვო ბაღებში გამოყენებული საღებავები იყოს

სკოლა

ოტორინოლარინგოლოგმა ხათუნა ჩიტიძემ განაცხადა, რომ ბავშვების სისხლში ტყვიის დონის მომატების ერთ-ერთი მიზეზი სკოლებისა და საბავშვო ბაღების კედლების ტყვიის შემცველი საღებავებით შეღებვა იყოს. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

"ტყვია მძიმე მეტალია, რომლის მოხვედრა სისხლში სერიოზულ პრობლემებს იწვევს. აზიანებს ნერვული უჯრედის მემბრანას, დნმ-ის სტრუქტურას, ცვლის კონფიგურაციას. ასე რომ, ბევრი მუტაციის შედეგი შეიძლება გახდეს.

ნომერი პირველი ფაქტორი, რომელიც ტყვიის მატებას გვაძლევს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, არის საღებავები. საღებავები, რომლითაც იღებება ჩვენი საცხოვრებელი, სამუშაო გარემო, სკოლები, ბაღები, სადაც ჩვენი შვილები და შვილიშვილები სწავლობენ. დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, გარემოს დაცვის ორგანიზაციასთან ერთად იბრძვის იმ საღებავების ამოღებისთვის, რომელიც ტყვიას შეიცავს. კარგი და მნიშვნელოვანი იქნება საქართველოშიც ამ რეგულაციების შემოღება. სკოლები, ბაღები ყოველწლიურად იღებება საღებავებით და სულ უფრო მეტი კონცენტრაციის მიღება ხდება ბავშვთა ასაკში ამ მეტალისა“, - აღნიშნა ხათუნა ჩიტიძემ.

ექიმის განმარტებით, ტყვია იწვევს სმენის დაქვეითებას, რაც მომატებულია ბოლო წლებში. ტყვიის კონცენტაციისგან დაქვეითებული სმენის აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორც ხათუნა ჩიტაძემ აღნიშნა, სმენის დაქვეითება ადრეულ ასაკში იწვევს მეტყველების დაქვეითებასაც.

"მნიშვნელოვანი გახლავთ ტყვიის კონცენტრაციის განსაზღვრა, ვინაიდან ტყვიას ადვილად იღებს ორგანიზმი, მაგრამ მის განდევნას ორგანიზმიდან დიდი დრო სჭირდება. რამოდენიმე კვირა სჭირდება, რომ ტყვია სისხლიდან გამოიდევნოს, რამდენიმე თქვე, რომ რბილი ქსოვილებიდან და რამდენიმე წელი, რომ ძვლოვანი სტრუქტურიდან გამოიდევნოს“, - განაცხადა ხათუნა ჩიტაძემ.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საღებავების ხარისხი, რომლითაც სკოლებისა და საბავშვო ბაღების კედლები იღებება, სისტემატურად მოწმდება.

სააგენტოში განაცხადეს, რომ 2017 წლიდან მოქმედებს რეგულაცია, რომლის მიხედვით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტო მკაცრად ამოწმებს სამშენებლო და სარეაბილიტაციო მასალათა ხარისხს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობის მცირედი, ბავშვების 16%-ში კი შედარებით მაღალი მატებაა.

ყველა სიახლე

ბადრი პატარკაციშვილი

19 ოქტომბერი 2019, 20:45

კულტურა

ხელოვნების მუზეუმში ბადრი პატარკაციშვილისადმი მიძღვნილი ინსტალაცია გაიხსნა

19 ოქტომბერს, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ლიკა პატარკაციშვილის ინსტალაცია გაიხსნა, რომელიც შვილმა მამას - ბადრი პატარკაციშვილს მიუძღვნა. გამოფენა ვიზუალურად ავტორის ემოციებს ირეკლავს და ყვება ბადრი პატარკაციშვილის სიცოცხლის ბოლო თვეების ისტორიას,

დემონსტრაცია ბარსელონაში

19 ოქტომბერი 2019, 20:43

მსოფლიო

მადრიდი ბარსელონასთან მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს

მადრიდს მოლაპარაკებების თხოვნით კატალონიის პრეზიდენტმა კიმ ტორამ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დემონსტრაციის შემდეგ მიმართა, რომელშიც ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. თუმცა ქვეყნის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პედრო სანჩესმა მის წინადადებას უარით უპასუხა.

გორის გვირაბი

19 ოქტომბერი 2019, 19:53

საქართველო

გორის გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

შეზღუდვის მიზეზი გვირაბში დაგეგმილი ვენტილატორის დამონტაჟებაა. ამის გამო 11:00-დან 18:00 საათამდე, აღნიშნული საავტომობილო გვირაბის მარცხენა მხარეს (თბილისის მიმართულება) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. აღნიშნულ პერიოდში ავტომობილები გვირაბის შემოვლით გზაზე იმოძრავებენ.

რუსეთი ოკუპანტია

19 ოქტომბერი 2019, 19:47

საქართველო

ქუთაისში მოსკოვის თეატრის გასტროლები გააპროტესტეს

აქციის მონაწილეებმა მესხიშვილის თეატრში მოსკოვის „ნიკიტკის კარიბჭის“ თეატრის გასტროლები გააპროტესტეს. მათი თქმით, მიუღებელია მოსკოვის თეატრის სტუმრობა, იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ოკუპაცია მიმდინარეობს.

ილია სულამანიძე

19 ოქტომბერი 2019, 19:28

სპორტი

ილია სულამანიძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა

მაროკოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის, ქართველმა ძიუდოსტმა ილია სულამანიძემ ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, ქართველი (-100კგ) კატეგორიაში იაპონელ მეტოქეს დაუპირსპირდა.

კვენტინ ტარანტინო

19 ოქტომბერი 2019, 19:27

კულტურა

ტარანტინომ თავისი ფილმის გადაკეთებაზე უარი განაცხადა

საუბარია ფილმზე „ერთხელ ჰოლივუდში“, რომლის 25 ოქტომბერს დაგეგმილი პრემიერის გადადების მიზეზი მსახიობ ბრიუს ლის ქალიშვილი გახდა. მან ჩინეთის რადიოსა და ტელევიზიის ეროვნულ ადმინისტრაციაში საჩივარი შეიტანა, რადგან არ მოეწონა როგორ არის ასახული ფილმში მამამისი. ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე გაიმართა.

შინდისი

19 ოქტომბერი 2019, 19:15

კულტურა

ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია

ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოვების ცერემონიალი დასრულდა. ქართული კინოცენტრის ინფორმაციით, კინოფესტივალის გრან პრი დიმიტრი ცინცაძის ფილმს „შინდისი“ გადაეცა. თავად დიმიტრი ცინცაძე საუკეთესო რეჟისორის პრიზით დაჯილდოვდა.

კახა კალაძე

19 ოქტომბერი 2019, 18:50

საქართველო

კალაძე: უნდა გავაკონტროლოთ ერთმანეთი რომ ჩვენი დაუდევრობით სხვა ოჯახები არ დავაზიანოთ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებებით, გაზის გამათბობლებთან დაკავშირებით შემოწმებები გამკაცრებულია, თუმცა თავად მოსახლეობამაც უნდა გამოიჩინოს მაქსიმალური ყურადღება, რომ გურამიშვილის გამზირზე მომხდარი მძიმე შემთხვევის მსგავსი კიდევ არ განმეორდეს.

თემთა პალატა

19 ოქტომბერი 2019, 18:28

მსოფლიო

ბრიტანეთის პარლამენტმა Brexit-ის გადავადებას მისცა ხმა

ამგვარად, პარლამენტის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის მთავრობამ ჯერ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლისთვის აუცილებელი კანონმდებლობა უნდა მიიღოს და მხოლოდ ამის შემდეგ გაიტანოს კენჭისყრაზე ბრიუსელთან მიღწეული შეთანხმების პროექტი.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა

19 ოქტომბერი 2019, 18:26

კულტურა

ფრანკფურტის ბაზრობის მესამე დღეს ქართული ლიტერატურა ევროპარლამენტარმა შეაფასა

ფრანკფურტში წიგნის ბაზრობა გრძელდება. მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ლიტერატურული პლატფორმის მესამე დღე საქართველოს დელეგაციისთვის საკმაოდ დატვირთული იყო. ქართულ ლიტერატურაში მიმდინარე პროცესები გერმანიის წარმომადგენელმა ევროპარლამენტში, მიქაელ გალერმა შეაფასა,

სირია

19 ოქტომბერი 2019, 18:06

მსოფლიო

თურქეთი და ქურთები ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ

ანკარა აცხადებს, რომ ბოლო 36 საათის განმავლობაში ქურთებმა ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიაზე 14 „პროვოკაციული“ თავდასხმა განახორციელეს. თავის მხრივ, ქურთული დაჯგუფებები აცხადებენ, რომ თურქეთმა ქალაქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის და დაჭრილების გასაყვანად უსაფრთხო დერეფნის უზრუნველყოფა ვერ შეძლო.

ჯაზის და ღვინის ფესტივალი

19 ოქტომბერი 2019, 17:43

კულტურა

წინანდალი ჯაზის და ღვინის ფესტივალს მასპინძლობს

ფესტივალი წინანდლის მამულში მიმდინარეობს. სტუმრებს ქართველი მეღვინეების მიერ წარდგენილი ღვინის და სხვადასხვა კერძების დაგემოვნება შეუძლიათ. ფესტივალის მუსიკალური ნაწილი იტალიურმა ბენდმა Sugar Pie And Candyman გახსნა. ფესტივალი „Jazz and Wine“ უკვე მესამედ ტარდება.

ჰილარი კლინტონი

19 ოქტომბერი 2019, 17:08

მსოფლიო

კლინტონი: რუსეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დემოკრატ კანდიდატს ამზადებს

შესაბამისი განცხადება კლინტონმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს გააკეთა. ის აცხადებს, რომ კრემლს წინასაარჩევნო კამპანიაში მესამე სერიოზული კანდიდატის გამოჩენა სურს, რაც ლიბერალთა ხმებს გაყოფს და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპს პოსტის შენარჩუნებაში დაეხმარება.

ჯეინ ფონდა

19 ოქტომბერი 2019, 16:48

ტაბლოიდი

ჯეინ ფონდა საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ისევ დააპატიმრეს

ცნობილი მსახიობი ჯეინ ფონდა საპოტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ისევ დააპატიმრეს. გამოცემა Hollywoodreporter-ის ცნობით, ის კლიმატის ცვლილებების გასაპროტესტებლად კვლავ აქციას მართავდა და მასთან ერთად მსახიობი სემ უოტერსტონი დააპატიმრეს,

გიორგი გახარია

19 ოქტომბერი 2019, 16:35

საქართველო

გახარია მედვედევს პასუხობს

„მსგავსი განცხადებები პირველად არ მოგვისმენია, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არავის წინააღმდეგ არის მიმართული“, - ასე აფასებს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია რუსი კოლეგის განცხადებას, რომლის თანახმად რუსეთი ბირთვული ქვეყანაა და მის სამეზობლოში ნატოს ბაზების განთავსებაზე დადებითი რეაქცია ვერ ექნება.

დამბის გარღვევა რუსეთი

19 ოქტომბერი 2019, 16:24

მსოფლიო

რუსეთში დამბის გარღვევის შედეგად სულ ცოტა 15 ადამიანი დაიღუპა

ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია 15 ადამიანი, დაშავებულია 14. კიდევ 13 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, რადგან სამართალდამცველების ვარაუდით დამბაზე შესაძლოა უსაფრთხოების ზომებს არ იცავდნენ.

გიორგი გახარია

19 ოქტომბერი 2019, 16:15

საქართველო

გახარია: ვდგამთ ნაბიჯებს რომ მოქალაქეებმა თავიანთ მიწაზე მშვიდად ცხოვრება განაგრძონ

პრემიერმინისტრმა ატოცში განვითარებულ მოვლენებზე ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ ისაუბრა. იორგი გახარიას თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერით ყველაფერი კეთდება, რომ თითოეულ მოქალაქეს თავის მიწაზე ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა მიეცეს.

ჩხოროწყუ სულუგუნი

19 ოქტომბერი 2019, 16:14

საქართველო

ჩხოროწყუში რეკორდული სიდიდის სულუგუნი დაამზადეს. ვიდეო

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ჩხოროწყუობა“ აღინიშნება. დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრში მოწყობილი იყო მეგრული ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები და ხელოვანთა ნამუშევარების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

19 ოქტომბერი 2019, 15:52

მსოფლიო

ერდოღანი: თურქეთი ტრამპის წერილს ვერ დაივიწყებს

თურქეთის ლიდერის ამ განცხადებას ამერიკული CNBC-ი ავრცელებს. სტამბულში, ჟურნალისტებთან საუბრისას ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთი სათანადო პასუხს გასცემს, როდესაც შესაბამისი დრო დადგება. ამ საკითხის დღის წესრიგში წამოწევას კი ახლა ორი ქვეყნის ლიდერს შორის ურთიერთპატივისცემა უშლის ხელს.

კახა კალაძე

19 ოქტომბერი 2019, 15:15

საქართველო

კალაძე გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულებს შეხვდა

თბილისის მერი გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულებს შეხვდა. კახა კალაძის განცხადებით, მერიამ დროებითი საცხოვრებლებით უზრუნველყო 15 ოჯახი და ისინი სხვადასხვა სასტუმროებში გადანაწილდნენ. გამგებლის ინფორმაციით, კორპუსი სადაც აფეთქება მოხდა საცხოვრებლად სულ მცირე 1 კვირა ვერ გამოდგება.