imedi /  23 მაისი 2019, 10:53 / სანდო წყარო

სალომე ზურაბიშვილი: მე არ მექნება დიალოგი პუტინთან

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

მე არ მექნება დიალოგი პუტინთან, მხოლოდ შევახსენებ, რომ მან დაარღვია ყველა ვალდებულება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა. ინტერვიუ სრულად სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა.

კითხვაზე - რას ეტყოდით პუტინს, პრეზიდენტი პასუხობს: „ რას მეტყოდა მე ბატონი პუტინი, ეს არის საინტერესო. მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი. დღეს ყველა ევროპელი პარტნიორის პრობლემა რუსეთთან ურთიერთობაში არის ის, რომ რუსეთი არასწორად იქცევა საერთაშორისო საზოგადოების წევრებთან, პატივს არ სცემს არაფერს. ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ის ზოგადად ასე იქცევა. ასე რომ, რა ტიპის დიალოგი უნდა იყოს ასეთ პირობებში? მე არ მექნება დიალოგი პუტინთან, მე მხოლოდ შევახსენებ, რომ მან დაარღვია ყველა ვალდებულება". 

სალომე ზურაბიშვილმა რუსეთთან გაყინულ კონფლიქტზე კითხვის პასუხად კი განაცხადა, რომ ეს არა გაყინული კონფლიქტები, არამედ ოკუპირებული ტერიტორიებია. 

 „რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, დიახ, ეს მთავარი პრობლემაა. ეს მთავარი პრობლემაა ყოველდღე, ტრაგედიაა არა მხოლოდ იმ მოსახლეობისთვის, რომელიც საოკუპაციო ხაზის ჩვენს მხარეს ცხოვრობს, არამედ იმ მოსახლეობისთვისაც, რომელიც საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს იმყოფება, ასევე, სამასი ათასი ლტოლვილისთვის, რომლებიც ჩვენ გვყავს და ხელისუფლებისთვის, რომელსაც უწევს ყოველდღიური შეხება პრობლემასთან, როდესაც ხდება ადამიანის გატაცება და საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს გადაყვანა და ჩვენ არ ვიცით, როდის და როგორ დააბრუნებენ ამ ადამიანს; საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, რაც საკმაოდ სტრესულია და ყოველდღიური სხვადასხვა სახის პროვოკაციები", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი ესტონეთში ვიზიტით 16 მაისს ჩავიდა.

ყველა სიახლე

იგორ დოლგოვი

19 ივნისი 2019, 20:51

საქართველო

უკრაინის ელჩმა რუსი დეპუტატის გამოსვლისას ცერემონიების სასახლე პროტესტის ნიშნად დატოვა

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში მართლმადიდებლობის საპარალამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესია საზეიმო ინაუგურაციით გაიხსნა. სიტყვით უკვე გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. წაიკითხეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვაც.

19 ივნისი 2019, 20:40

საქართველო

„თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ აქციაზე სასულიერო პირებიც გამოჩნდნენ

„თბილისი პრაიდი“ დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ დახურულ სივრცეში. ამ ღონისძიების კულმინაცია კი „ღირსების მარში“ იქნება. მორიგი ვიდეომიმართვა ჩაწერა ლევან ვასაძემ, რომელიც კომბლებზე უარს ამბობს, თუმცა, თუ ლგბტ თემი და მათი უფლებადამცველები ქუჩაში გამოვლენ, მაინც იმუქრება.

19 ივნისი 2019, 20:38

კულტურა

გურჯაანში ფერმწერთა სიმპოზიუმი დასრულდა

გურჯაანში ფერმწერთა ერთკვირიანი სიმპოზიუმი დღეს დასრულდა. ცნობილმა მხატვრებმა ნამუშევრები სხვადასხვა თემაზე შექმნეს, მათ შორის დამთვალიერებელმა იხილა როგორც კონცეპტუალური, ისე რეალისტური მიმდინარეობა.

19 ივნისი 2019, 20:33

ტექნოლოგიები

ამერიკელმა მეცნიერებმა საშიში ბაქტერია აღმოაჩინეს

ამერიკელმა მეცნიერებმა ზღვის სანაპიროზე ადამიანისთვის საშიში ბაქტერია Vibrio vulnificus-ი აღმოაჩინეს. ბაქტერია ადამიანის ორგანიზმში ზღვის პროდუქტებიდან ხვდება ან ცურვისას ღია ჭრილობის დროს ქსოვილებში ადვილად იჭრება.

ვან გოგის რევოლვერი

19 ივნისი 2019, 20:00

კულტურა

აუქციონზე € 162 500 გაიყიდა რევოლვერი, რომლითაც ვან გოგმა თავი მოიკლა

პარიზში, აუქციონზე ჰოლანდიელი მხატვრის ვან გოგის თვითმკვლელობის იარაღი € 162 500 გაიყიდა. აუქციონის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რევოლვერი მოსალოდნელზე სამჯერ ძვირად გაიყიდა. მყიდველი კერძო კოლექციონერია და ნივთის შესყიდვა ტელეფონით მოხდა.

19 ივნისი 2019, 19:38

მსოფლიო

Turkish Airlines-ის მგზავრს კვებითი ალერგიის გამო თვითმფრინავი დაატოვებინეს

ბრიტანელი მგზავრი TURKISH AIRLINES-ს დისკრიმინაციაში ადანაშულებს. ჯოშ სილვერის უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ კვებითი ალერგიის გამო ბორტზე არ დაუშვეს. 25 წლის კაცი მეგობარ გოგოსთან ერთად ანტალიიდან გეთვიკში ბრუნდებოდა.

ლუის ენრიკე

19 ივნისი 2019, 19:32

სპორტი

ესპანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ლუის ენრიკემ დაკავებული თანამდებობა დატოვა. „ფურია როხას“ თავკაცის პოსტზე ენრიკეს მისივე ასისტენტი რობერტ მორენო შეცვლის, რომელიც ენრიკეს არყოფნაში ეროვნულ გუნდს უკანასკნელ მატჩებში ხელმძღვანელობდა.

ოჯახური ძალადობა

19 ივნისი 2019, 19:02

მსოფლიო

გერმანიაში ოჯახური ძალადობისგან კაცების დაცვის პროგრამა ამოქმედდება

გერმანიის ფედერალური მიწების, ბავარიისა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მთავრობებმა ოჯახური ძალადობისგან კაცების დაცვის პროგრამა გაასაჯაროვეს. პირველ ეტაპზე ცხელი ხაზი და ონლაინკონსულტაცია ამოქმედდება, შემდეგ კი ძალადობის მსხვერპლთათვის თავშესაფრები და საკონსულტაციო ცენტრები გაიხსნება. პროგრამის ავტორები იმედოვნებენ, რომ საბოლოო ჯამში ეს ტაბუირებული საკითხი საზოგადოებრივი განხილვის საგანი გახდება.

იბრაჰიმ ალ-ასაფი

19 ივნისი 2019, 18:57

მსოფლიო

საუდელი მინისტრი ჰაშაღის მკვლელობასთან დაკავშირებით გაეროს დასკვნას უარყოფს

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯამალ ჰაშაღის მკვლელობასთან დაკავშირებით გაეროს დასკვნას არ ეთანხმება. Reuters-ის ცნობით, მინისტრმა Twitter-ზე დაწერა, რომ ანგარიში გარკვეულ წინააღმდეგობებს შეიცავს. დიპლომატის შეფასებით, ბრალდებები უსაფუძვლოა.

ავიაკატასტროფა

19 ივნისი 2019, 18:54

მსოფლიო

ბელგიაში ტურისტული ვერტმფრენი ჩამოვარდა

პროვინცია ფლამანდიის ბრაბანტში ტურისტული ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაუჩნდა. ვერტმფრენში ორი ადამიანი იყო, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ უცნობია. შემთხვევა ბრიუსელისა და ლიეჟის დამაკავშირებელ სამანქანო გზასთან მოხდა.

19 ივნისი 2019, 18:54

ეკონომიკა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონაცემებით, დღეს სავალუტო ვაჭრობისას ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით დაახლოებით 2 თეთრით გაუფასურდა.

ნეიმარი

19 ივნისი 2019, 18:39

სპორტი

ნეიმარი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონზე სამ მატჩს გამოტოვებს

ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სამ მატჩს გამოტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. UEFA მატჩების გამოტოვების ინიციატივით აპრილში გამოვიდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ დღეს განაცხადა.

19 ივნისი 2019, 18:28

თემა

მორცხვი ვარ. რა ვქნა?

თუ თქვენ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნაზე ფიქრიც კი დისკომფორტს გიქმნით, თითები გეყინებათდა ფიზიკურად ცუდად ხდებით იმის წარმოდგენაზეც კი, რომ თქვენი კოლეგების წინაშე პრეზენტაციით უნდა წარდგეთ, თქვენ მარტო არ ხართ. ამის მიზეზი შეიძლება იყოს სიმორცხვე. რატომ არის ადამიანი მორცხვი? რა განაპირობებს ხასიათის ამ თავისებურებას და შეიძლება თუ არა მისგან განკურნება?

ბერნარ არნო

19 ივნისი 2019, 18:28

ეკონომიკა

Louis Vuitton-ის მფლობელი მსოფლიოს მესამე უმდიდრესი ადამიანი გახდა

Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემებით, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონებას ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება, ფრანგი ბიზნესმენის ქონება 100,4 მილიარდი დოლარია. არნოს ქონება საფრანგეთის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 3%-ია.

ხევი-უბისას მონაკვეთი

19 ივნისი 2019, 18:28

ეკონომიკა

რიკოთზე ხევი-უბისას მონაკვეთზე 4 ზოლიანი გზის დაგება დაიწყო

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთზე გზის დაგების სამუშაოები დაიწყო. პროექტი, ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს.აშენდება 35 ახალი ხიდი და 20 გვირაბი.

19 ივნისი 2019, 18:28

საქართველო

„თბილისი პრაიდის“ ოფისთან გამაფრთხილებელი აქცია ტარდება

ბიზნესმენ ლევან ვასაძის მხარდამჭერები გამაფრთხილებელ აქციას მართავენ. ისინი მოითხოვენ, დაიხუროს „თბილისი პრაიდის“ ოფისი და ასევე არ ჩატარდეს დაგეგმილი ღონისძიებები. ლგბტ-პრაიდთან დაკავშირებით საპატრიარქო უკვე მესამე განცხადებას ავრცელებს.

მარიხუანა

19 ივნისი 2019, 18:23

ტექნოლოგიები

კვლევა: ამერიკელ ორსულ ქალებში მარიხუანის მოხმარება გაორმაგდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ორსულებში მარიხუანის მოხმარება გაორმაგებულია. მას განსაკუთრებით აქტიურად მოიხმარენ ორსულობის პირველ ტრიმესტრში. თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ ქალების უმეტესობა მარიხუანას იქამდე მოიხმარდა, სანამ გაიგებდა რომ ორსულად იყო. ამის შესახებ სახელმწიფო კვლევაში წერია.

19 ივნისი 2019, 17:59

ეკონომიკა

საქართველოში აგროსეტორის განვითარებისთვის €2 მილიონიანი პროექტი დაიწყო

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინფორმაციით, საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი ახალი პროექტი დაიწყო. პროექტის ბიუჯეტი €2 მილიონია და ფონდი ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის (ADC) აფინანსებს.

19 ივნისი 2019, 17:56

საქართველო

სენატში გაკეთებულ განცხადებებს თბილისში აფასებენ

მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ ეს იყო პარტნიორ ქვეყანაში გაკეთებული მნიშვნელოვანი გზავნილები, რომლის ავტორები იყვნენ არა მხოლოდ სენატორები, არამედ იმ აკადემიური წრეების წარმომადგენლები, რომელთა აზრი ვაშინგტონის დღის წესრიგისთვის გადამწყვეტია.

გამოცდები

19 ივნისი 2019, 17:54

საქართველო

ცნობილია როდიდან შეძლებენ აბიტურიენტები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას

აპლიკანტი რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტის მისამართითა და ცენტრის მიერ გაგზავნილი ხუთნიშნა კოდით ვებგვერდზე online.naec.ge შევიდეს. პირად გვერდზე (რომელზეც გაიარა რეგისტრაცია, აირჩია ჩასაბარებელი საგნები და ა.შ.) აპლიკანტმა უნდა გამოიყენოს ღილაკი - "დაბეჭდეთ ბარათი".