imedi /  23 მაისი 2019, 12:27 / სანდო წყარო

პრემიერმინისტრი: სამედიცინო სერვისებით საქართველო გახდება ლიდერი ქვეყანა რეგიონში

მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე

„სამედიცინო სერვისების მიწოდებით საქართველო გახდება ლიდერი ქვეყანა რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმინისტრმა სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის, AMEE-ის ცენტრის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც ამ წარმატებაში წვლილი შეიტანა. „საქართველო ხდება სამედიცინო განათლების საერთაშორისო ცენტრი, რაც ამავე დროს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია იმისკენ, რომ ჩვენ ეფექტურად ვიყოთ ინტეგრირებული საერთო ევროპულ სივრცეში. AMEE-ს აქვს ორი რეგიონული ცენტრი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი იქნება მესამე, რომელიც ჩვენი რეგიონის გარდა დაფარავს ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერმინისტრის შეფასებით, საქართველოს აქვს პოტენციალი, დაახლოებით ორი მილიარდის სამედიცინო სერვისი შესთავაზოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს.

„ჩვენ მოვახდინეთ მოთხოვნადი სამედიცინო პროფესიების იდენტიფიცირება, რომლებზეც 10 წლის შემდეგ კიდევ უფრო მეტი მოთხოვნა იქნება. სწორედ ამიტომ, თქვენს უნივერსიტეტს აქვს განსაკუთრებული დატვირთვა და პასუხისმგებლობა. ერთის მხრივ, ჩვენი მომავალი თაობებისთვის იმის უზრუნველყოფა, რომ მათ მიიღონ უმაღლესი ხარისხის განათლება და მეორეს მხრივ, მოამარაგონ ჩვენი ეკონომიკა ისეთი პროფესიონალებით, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საქართველოში შევქმნათ ძალიან წარმატებული სამედიცინო სფერო, რომლითაც იამაყებს არა მხოლოდ საქართველო და ჩვენი მოქალაქეები, არამედ ის გახდება ხარისხის გარანტი ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვისაც. ვფიქრობ, AMEE-ის დღევანდელი გადაწყვეტილებით ამ ნაბიჯის განხორციელება თითოეულ ჩვენგანს კიდევ უფრო გაუადვილდება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

„მე ძალიან ბევრი კრიტიკაც მომისმენია ჩემი ინიციატივის, რომლის მიხედვითაც ჩვენი ბიუჯეტის მეოთხედი უნდა მივმართოთ განათლებისკენ. რა თქმა უნდა, ქვეყანაში, რომელიც ჯერ კიდევ ებრძვის სიღარიბეს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე გაბედული ნაბიჯი, რაც კი ჩვენ გადაგვიდგამს დღიდან ჩვენი დამოუკიდებლობისა. ამავე დროს, ღრმად მწამს, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა და გარანტი იმისთვის, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო იქნება წარმატებული 21-ე საუკუნეში. ბუნებრივია, სამედიცინო საზოგადოება, ისევე, როგორც იყო ეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში, იქნება ამ პროგრესის ავანგარდში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველოში AMEE-ის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ძირითადი მიზანი იქნება სამედიცინო განათლების თანამედროვე მეთოდოლოგიების გაზიარება, თემატური ტრენინგების ჩატარება რეგიონის უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალის, სამედიცინო განათლების ექსპერტების და სხვა დაინტერესებული სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის.

ყველა სიახლე

15 სექტემბერი 2019, 10:31

ეკონომიკა

ხელისუფლება აჭარაში ფერმერებს ყინვის რისკისგან ციტრუსის დაზღვევას სთავაზობს

აჭარის რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს ციტრუსის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა გააცნეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს საშუალებას აძლევს ციტრუსი საშემოდგომო ყინვის რისკისგანაც დააზღვიონ. დაზღვევის პოლისის თანამონაწილეობა სახელმწიფოს მხრიდან 70%-ს შეადგენს.

გამოფენა „რედისონ ქოლექშენში

15 სექტემბერი 2019, 10:17

კულტურა

წინანდლის ,,რადისონ ქოლექშენი" ხათუნა მაისურაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

,,კლასიკური მუსიკა ფერებით" - ამ სახელწოდების პერსონალურ გამოფენას წინანდლის ,,რადისონ ქოლექშენი" მასპინძლობს. საგამოფენო სივრცეში ხათუნა მაისურაძის 30-მდე ძველი და ახალი ფერწერული ტილოა წარმოდგენილი. მხატვრის ინსპირაცია მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გახდა, რომელიც ჭავჭავაძეების მამულში 8 სექტემბერს დაიწყო და 22 სექტემბრამდე გრძელდება.

თავდასხმა ნავთობტერმინალებზე

15 სექტემბერი 2019, 10:07

ეკონომიკა

აფეთქებების შედეგად საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვება 50%-ით შემცირდა

საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა აბდელ აზიზ ალ-საუდმა განაცხადა, რომ ნავთობტერმინალებსა და ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის შედეგად ნავთობის მოპოვება 50%-ით შემცირდა. ამის შესახებ ადგილობრივი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SPA იუწყება.

ECOWAS-ის სამიტი

15 სექტემბერი 2019, 09:20

მსოფლიო

დასავლეთ აფრიკის ქვეყნები ტერორიზმთან საბრძოლველად 1 მილიარდ დოლარს გამოყოფენ

დასავლეთ აფრიკის ქვეყნები რეგიონში ტერორიზმთან საბრძოლველად 1 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. სააგენტო Magrib Arab Press-ის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება ბურკინა-ფასოს დედაქალაქ უაგადუგუში დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობის (ECOWAS) სამიტზე მიიღეს.

ანსუ ფატი

15 სექტემბერი 2019, 09:05

სპორტი

„ბარსელონას“ 16 წლის ფეხბურთელმა მორიგი რეკორდი დაამყარა

„ბარსელონას“ 16 წლის ფეხბურთელი ანსუ​ ფატი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში საკუთარ აქტივში გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა. „ვალენსიასთან“ მატჩში გვინეა-ბისაუელმა შემტევმა ანგარიში უკვე მე-2 წუთზე გახსნა, კიდევ ხუთ წუთში კი მისი პასით „ვალენსია“ ფრენკი დე იონგმა დაამწუხრა.

კანადის პოლიცია

15 სექტემბერი 2019, 08:51

მსოფლიო

კანადაში სროლას მსხვერპლი მოყვა

კანადაში, ონტარიოს პროვინციის ქალაქ მისისოგაში სროლის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა ხუთი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი CBC ავრცელებს. ინციდენტი საღამოს, ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა მოკლული მოზარდი და ხუთი დაჭრილი, მათ შორის ერთი ქალი და კიდევ ოთხი მოზარდი აღმოაჩინეს.

სეკინატ იბრაჰიმოვა

15 სექტემბერი 2019, 08:36

ტაბლოიდი

ჩეჩნეთის მოსახლეობა კადიროვს ჯადოქრებთან ბრძოლისთვის მადლობას უხდის

ჩეჩნეთის მოსახლეობა რესპუბლიკის პრეზიდენტს რამზან კადიროვს ჯადოქრებთან ბრძოლისთვის მადლობას უხდის. რუსული მედიის ინფორმაციით, ასე ეხმაურება რესპუბლიკის მოსახლეობა სეკინატ იბრაჰიმოვას დაკავებას, რომელიც პოლიციამ ჯადოქრობაში დაადანაშაულა. ჯადოქრის დაკავებას ადგილობრივმა ტელევიზიამ სიუჟეტი მიუძღვნა.

15 სექტემბერი 2019, 08:19

მსოფლიო

მექსიკელმა კრიმინალისტებმა ჭაში დამარხული 44 ადამიანის იდენტიფიცირება შეძლეს

კრიმინალისტებმა მექსიკაში, ხალისკოს შტატში ჭაში დამარხული 44 ცხედრის იდენტიფიცირება შეძლეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ქალაქ გვადალახარას მახლობლად ცხედრებით სავსე 119 შავი ტომარა რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს, მას შემდეგ რაც ადგილობრივებმა უსიამოვნო სუნი იგრძნეს.

ედვარდ სნოუდენი

15 სექტემბერი 2019, 01:05

მსოფლიო

რა წერია ედვარდ სნოუდენის მოგონებების წიგნში. მთავარი

ახლა ის რუსეთში ცხოვრობს, რომელმაც მას თავშესაფარი და ცხოვრების უფლება მისცა. წიგნში „Permanent Record“ („პირადი საქმე“) სნოუდენი პირველად დეტალურად ყვება მოვლენების საკუთარ ვერსიას. ზოგიერთი დასავლური გამოცემა წიგნს გამოქვეყნებამდე გაეცნო და სნოუდენთან ინტერვიუც ჩაწერა.

მაიკლ პომპეო

15 სექტემბერი 2019, 00:50

მსოფლიო

პომპეომ ირანი საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე თავდასხმაში დაადანაშაულა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ ირანის ხელისუფლება საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებსა და ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმაში დაადანაშაულა. ამის შესახებ აშშ-ის პირველმა დიპლომატმა Twitter-ზე დაწერა.

სალმონელა

15 სექტემბერი 2019, 00:41

მსოფლიო

აშშ-ში მოსახლეობას აფრთხილებენ ქათმებს არ აკოცონ

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს - ნუ კოცნიან თავიანთ ქათმებს, - წერს CNN. კერძოდ, გაფრთხილება ქათმებისთვის სპეციალური სივრცის გამოყოფის აუცილებლობას გულისხმობს, რათა სალმონელას დაავადების გავრცელებას ხელი არ შეეწყოს.

გვირგვინი

15 სექტემბერი 2019, 00:24

კულტურა

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი სერიალ „გვირგვინის“ გადაღებებში ჩარევას უარყოფს

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი სერიალ „გვირგვინის“ გადაღებებში ჩარევას უარყოფს, - წერს CNN. სამეფო ოჯახმა ეს განმარტება მას შემდეგ გააკეთა, როცა სცენარისტმა პიტერ მორგანმა მედიასთან განაცხადა, რომ სერიალთან დაკავშირებით პერიოდულად „ძალიან მაღალი რანგის ადამიანებს“ ხვდება.

15 სექტემბერი 2019, 00:13

ტაბლოიდი

აშშ-ში კაცი თვითმფრინავთან შეჯახებას სასწაულებრივად გადაურჩა. ვიდეო

აშშ-ში, ფლორიდის შტატის ქალაქ ბოკა-რატონში კაცი სასწაულებრივად გადაურჩა თვითმფრინავთან შეჯახებას, რომელიც აეროდრომზე ავარიულად ეშვებოდა. ინციდენტი გარე სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. აეროდრომის თანამშრომელს ანგარიდან ნაგავი გაჰქონდა, რა დროსაც მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი Piper PA-28 ავარიულად ეშვებოდა.

ტუნისი

14 სექტემბერი 2019, 23:46

მსოფლიო

ტუნისის პრეზიდენტობისთვის 26 კანდიდატი იბრძოლებს

15 სექტემბერს ტუნისში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში 26 კანდიდატი მონაწილეობს. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს. ერთ-ერთი კანდიდატის, მოქმედი პრემიერმინისტრის იუსეფ ჩაჰედის თქმით, ქვეყანამ მთავარი აქცენტი უსაფრთხოებაზე და ეკონომიკურ რეფორმებზე უნდა გადაიტანოს.

პლანეტა სატურნი

14 სექტემბერი 2019, 23:31

ტექნოლოგიები

NASA-მ პლანეტა სატურნის ახალი ფოტო გამოაქვეყნა

NASA-მ პლანეტა სატურნის ახალი ფოტო გამოაქვეყნა, - წერს Mashable. კერძოდ, 20 ივნისს, როცა სატურნი დედამიწას უახლოეს მანძილზე მოუახლოვდა, ჰაბლის ტელესკოპმა მისი ახალი ფოტო გადაიღო. ახალი ფოტო NASA-ს იმ პროექტის ნაწილია, რომელიც მზის სისტემას იკვლევს და მეცნიერებს ეხმარება აჩვენოს, თუ როგორ ვითარდება ის.

დათვი

14 სექტემბერი 2019, 22:59

მსოფლიო

სომხეთში დათვი პოლონელ ტურისტებს დაესხა თავს

სომხეთში, არაგაწის მთაზე დათვი პოლონელ ტურისტებს დაესხა თავს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 14:26 საათზე პოლონეთის მოქალაქე მარგო ჟ.-სგან შემოვიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მას და მის საქმროს ​არაგაწიც მთაზე დათვი დაესხა თავს.

14 სექტემბერი 2019, 22:45

კულტურა

სერიალი „მეგობრები“ არ განახლდება

სერიალი „მეგობრები“ არ განახლდება, - წერს Fox News. როგორც სერიალის შემქმნელებმა მართა კაუფმანმა და დევიდ კრეინმა სატელევიზიო ფესტივალზე განაცხადეს, შოუ ტელეეკრანებზე აღარ დაბრუნდება. „მეგობრების“ პირველი სერია 1994 წლის 22 სექტემბერს გავიდა.

მიწისძვრა

14 სექტემბერი 2019, 22:37

მსოფლიო

ინდონეზიის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიის სანაპიროსთან 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 23:21 საათზე მოხდა. მიწისძვრის კერა ქალაქ ლაუვუიდან 108 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

არჩილ თალაკვაძე

14 სექტემბერი 2019, 22:03

საქართველო

თალაკვაძე: პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობას გავზრდით

„ქართული ოცნება“ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობასა და თანაბარ შესაძლებლობებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. მისასალმებელია, რომ გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში ორივე ვიცე-პრემიერი არის ქალი, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვაზე განაცხადა.

ევგენი კუზნეცოვი

14 სექტემბერი 2019, 22:02

სპორტი

კოკაინის მოხმარების გამო რუსი ჰოკეისტი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა „ვაშინგტონ კაპიტალსის“ ფორვარდი ევგენი კუზნეცოვი, რომლის ანალიზებშიც კოკაინის კვალი აღმოჩნდა. ინფორმაცია ამის შესახებ NHL-ის ვებგვერდზე გავრცელდა.