imedi /  24 მაისი 2019, 09:59 / სანდო წყარო

დისციპლინური კომისია დღეს სტუდენტს მოუსმენს, რომელიც ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბათუმის უნივერსიტეტის დისციპლინური კომისია დღეს იმ სტუდენტს მოუსმენს, რომელიც უნივერსიტეტის ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

"საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია და შესაბამისად, კომისიის პასუხისმგებლობა არის მაღალი. კომისია გმობს ფაქტს. უნივერიტეტის რეაგირება იყო ადეკვატური. ლექტორს შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა. დისციპლინურ კომისიას დაგვევალა საკითხის შესწავლა და შესაბამისი წინადადების წარდგენა ადმინისტრაციის მიმართ. ჩვენი ვალდებულებაა, ყველა საკითხი მოვიძიოთ, შევაჯეროთ, დავადგინოთ იყო თუ არა ფაქტი, არის თუ არა დარღვევა ან რა ტიპის დარღვევაა და შესაბამისად, რა სახის სახდელი უნდა დაეკისროს. კომისია იქნება პრინციპული, ღია და გამჭვირვალე“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ ანზორ ბერიძემ.

ბსუს-ს ლექტორი ომარ მახარაძე უკრაინაშია ოფიციალური ვიზიტით და საქართველოში 28 მაისს დაბრუნდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ლექტორის მიერ სტუდენტის სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე გამოძიება დაიწყო. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

მანამდე სტუდენტმა ლექტორი სექსუალური ხასიათის მიმოწერასა და შევიწროებაში დაადანაშაულა. გამოცემა „ბათუმელებთან“ ის ამბობს, რომ ლექტორი სოციალურ ქსელში სწერდა და „თამამი სელფების“ გაგზავნაზე მის დაყოლიებას ცდილობდა.

ყველა სიახლე

ლევან ვასაძე

20 ივნისი 2019, 16:06

საქართველო

ვასაძე ქუცნაშვილს: იდიოტი მეგონე, მოღალატე ყოფილხარ

ბიზნესმენი ლევან ვასაძე პარლამენტში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება. ვასაძე ზაქარია ქუცნაშვილს დღეს მომხდარის გამო პარლამენტის დეპუტატის მანდატის დატოვებისკენ მოუწოდებს. "ზაქრო, სულ იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე", - თქვა ლევან ვასაძემ.

არჩილ თალაკვაძე

20 ივნისი 2019, 15:59

საქართველო

თალაკვაძე არ გამორიცხავს რომ გავრილოვმა კობახიძის სავარძელი თვითნებურად დაიკავა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ რუსეთის დუმას დეპუტატს, სერგეი გავრილოვს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი თვითნებურად დაეკავებინა. ამის შესახებ თალაკვაძემ პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხდა.

სერგეი გავრილოვი

20 ივნისი 2019, 15:55

საქართველო

გავრილოვი: რუსული დელეგაცია ვიზიტის ვადებს არ შეამცირებს

„ჩვენ სამუშაო განწყობა გვაქვს და მხარს გვიჭერენ ასამბლეის წევრები, დაწყებული იორდანიიდან, დამთავრებული ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლებით. ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება და არაფრის შემცირებას არ ვაპირებთ, სანამ დღის წესრიგს არ განვიხილავთ,“-აღნიშნა გავრილოვმა.

ქუთაისი

20 ივნისი 2019, 15:50

საქართველო

ქუთაისში ელექტრომობილების პრეზენტაციის შემდეგ დაგეგმილი კონცერტი აღარ ჩატარდება

ელექტრომობილების პრეზენტაციის შემდეგ დაგეგმილი კონცერტი ქუთაისში აღარ ჩატარდება. კონცერტის ჩაშლის მიზეზი ქუთათელ-გაენათელი მიტროპილიტის მეუფე კალისტრატეს გარდაცვალებაა. ღონისძიებაზე მხოლოდ ელექტრომობილების პრეზენტაცია გაიმართება.

აქცია ბათუმში

20 ივნისი 2019, 15:45

საქართველო

„რუსეთუმეებო, ყარხართ“ - ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

აქციის მონაწილეების თქმით, რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ოკუპანტ ქვეყანას წარმოადგენს, რომელიც პირადად აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას. მათივე თქმით, გავრილოვი აფხაზეთის ომის მონაწილეა. მოქალაქეები მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

20 ივნისი 2019, 15:33

ვიდეო

სასტუმრო რედისონთან დაპირისპირება მოხდა

აქცია

20 ივნისი 2019, 15:31

საქართველო

რუსი დეპუტატების წინააღმდეგ აქციაზე წყლის ბოთლი ისროლეს. ფოტო და ვიდეო

სასტუმრო "რადისონთან" მოქალაქეების ერთი ნაწილი მეორეს დაუპირისპირდა, იყო სიტყვიერი დაპირისპირება და წყლის ბოთლის სროლის ფაქტიც. აქცია მანამდე პარლამენტთან გაიმართა, მოგვიანებით კი "რადისონთან" გადაინაცვლეს, სადაც რუსი დეპუტატები არიან. მოქალაქეებმა დეპუტატების დეპორტაცია მოითხოვეს.

Facebook

20 ივნისი 2019, 15:24

ტექნოლოგიები

უნგრეთში Facebook-ის ექაუნთები დაიბლოკა

ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, სოციალურმა მედიაგიგანტმა Facebook-ისა და Instagram-ის გვერდები დაბლოკა. მისი განმარტებით, ექაუნთი მის გარშემო 30-40 ადამიანს დაებლოკა. გამოცემის ინფორმაციით, Facebook-ის გვერდი დაებლოკა რამდენიმე მედიაგამოცემას. Facebook-ს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. უცნობია ექაუნთების დაბლოკვის მიზეზიც.

სერგეი გავრილოვი

20 ივნისი 2019, 15:15

საქართველო

სერგეი გავრილოვი: რუსეთსა და საქართველოს შორის ყველა მოლაპარაკება ჩაშლის პირასაა

მისევე თქმით, რუსი დეპუტატების საქართველოში ჩასვლამდე გავრცელდა ყალბი ამბავი იმის შესახებ, თითქოს ის აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის ომებში მონაწილეობდა. გავრილოვი ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ სამხედრო კონფლიქტში არასდროს მიუღია მონაწილეობა. „საქართველოსა და რუსეთს ძმური მართლმადიდებლური კავშირები აერთიანებს"- აცხადებს გავრილოვი.

მამუკა მდინარაძე

20 ივნისი 2019, 15:09

საქართველო

მამუკა მდინარაძე: ვიცოდით რომ სხდომა ბერძენ კოლეგას უნდა წაეყვანა

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმდჯომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, გუშინ გვიან ღამე მან და სხვებმაც იცოდნენ, რომ დღევანდელი ასამბლეის სხდომა ბერძენ კოლეგას უნდა წაეყვანა ეს სხდომა. ამის შეასხებ მდინარაძემ "ქრონიკის" ეთერში თქვა.

20 ივნისი 2019, 14:47

საქართველო

სუსი: რუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიას გადაუფრინა

როგორც უწყებაში აცხადებენ, ოკუპანტების ვერტმფრენმა ოკუპირებულ ტერიტორიას გადაუფრინა. „ნებისმიერი ასეთი ქმედება არღვევს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საკითხი მწვავედ დგება როგორც IPRM-ის, ისე ჟენევის ფორმატებში“, - აცხადებენ სუს-ში.

ირაკლი კობახიძე

20 ივნისი 2019, 14:35

საქართველო

ირაკლი კობახიძემ პარლამენტში მომხდარის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველასთვის ძალიან მძიმე სანახავი იყო ის, რაც ვიხილეთ ჩვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბაქოში ოფიციალური ვიზიტისას ჟურნალისტებთან თქვა.

20 ივნისი 2019, 14:28

საქართველო

აშშ-ის საელჩო: ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია

„შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს გვერდით დგომას იძულებით გადაადგილებული ადამიანების მხარდასაჭერად, რათა დავეხმაროთ მათ იარების მოშუშებასა და ტკივილის შემსუბუქებაში. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი რჩება“, - ნათქვამია განცხადებაში.

საპროტესტო აქცია ქუთაისში

20 ივნისი 2019, 14:27

საქართველო

რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტი ქუთაისში გააპროტესტეს

„ვაპროტესტებთ რუსი დეპუტატების საქართველოში, მით უმეტეს პარლამენტში ვიზიტს. წარმოუდგენელი რამ მოხდა დღეს. დაუშვებელია, ის რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათდა ადამიანი, რომელიც დასცინოდა ქართველ ხალხს. ქართველი ხალხი არ დაუშვებს პრორუსული ძალების გაბატონებას. ჩვენ უნდა დავანახოთ, რომ ოკუპანტების წინააღმდეგ ვართ“ - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

ირაკლი კობახიძე

20 ივნისი 2019, 14:21

საქართველო

საპარლამენტო ოპოზიცია ირაკლი კობახიძის გადადგომას მოითხოვს

საპარლამენტო ოპოზიცია "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარისგან ირაკლი კობახიძისგან პასუხისმგებლობის აღებას და თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ. ამის შესახებ დღეს განცხადება დავით ბაქრაძემ და ნიკა მელიამ გააკეთეს.

მამუკა ბახტაძე

20 ივნისი 2019, 14:12

საქართველო

მამუკა ბახტაძე: უმძიმესი სანახავია პარლამენტის მთავარი ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი

„ეს ფაქტი ზიანს აყენებს ჩვენი თავისუფლების იდეას, აზიანებს ქართულ პარლამენტარიზმს! სრულად ვიზიარებ ქართული საზოგადოების სამართლიან პროტესტს და მივმართავ ამის ორგანიზატორებს - დაუყოვნებლივ განუმარტონ საზოგადოებას მომხდარის მიზეზები და მოახდინონ მკაცრი რეაგირება მომხდარზე!“, - წერს საქართველოს პრემიერმინისტრი.

ირაკლი ღარიბაშვილი

20 ივნისი 2019, 14:08

საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილი: რა საჭირო იყო ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის დასმა პარლამენტის სპიკერის სკამზე

"ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივნის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელი და სამარცხვინოა პარლამენტში მომხდარი ფაქტი. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიასთანდაკავშირებით განაცხადა.

20 ივნისი 2019, 14:07

საქართველო

აქციის მონაწილეები რუსი დეპუტატების დეპორტაციას მოითხოვენ

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილმა სასტუმრო „რედისონთან“ გადაინაცლეს, სადაც დეპუტატები არიან. მათ დეპუტატების დეპორტაცია მოითხოვეს. სასტუმროში დაპირისპირებაც მოხდა. იმას მიზეზი ის გახდა, რომ დემონსტრანტები შენობაში არ შეუშვეს.

Facebook Libra

20 ივნისი 2019, 13:59

ტექნოლოგიები

Facebook-ს კრიპტოვალუტის პროექტის შეჩერებისკენ მოუწოდებენ

Libra-ს პრეზენტაციას კრიტიკა მოჰყვა ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლებისგან. Facebook-ის ციფრული ვალუტა 2020 წლიდან გამოჩნდება ბაზარზე. მისი მეშვეობით ანგარიშსწორება Facebook-ის აპლიკაციებით, მათ შორის WhatsApp-ითაც იქნება შესაძლებელი. Libra-ს მეშვეობით ანგარიშსწორება საბანკო ანგარიშის ქონის გარეშეც იქნება შესაძლებელი.

კახაბერ ოქრიაშვილი

20 ივნისი 2019, 13:54

საქართველო

უმრავლესობის წევრი კახაბერ ოქრიაშვილი პარლამენტში მომხდარის გამო ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს

წალკისა და დმანისის მაჟორიტარი კახაბერ ოქრიაშვილი ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. მისი თქმით, ის ბაქოდან უერთდება საღამოს ღირსების აქციას და მოუწოდებს ხელისუფლების ყველა შტოს, შეუერთდნენ ამ აქციას. პარლამენტში მომხდარი ინციდენტის ოპოზიციის ნაწილი ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს.