Imedi /  24 მაისი 2019, 13:09 / სანდო წყარო

თბილისში საცხოვრებელი სახლის აივანი ჩამოინგრა. ვიდეო

ყაველაშვილის ქუჩა #10, თბილისი

ყაველაშვილის ქუჩა #10, თბილისი

თბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩის #10-ში ორსართულიანი სახლის აივანი და პარაპეტი ჩამოინგრა. 

როგორც Imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მომხდარიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მეხანძრე-მაშველები მივიდნენ და მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ამ ეტაპზე ადგილი შემოსაზღვრულია და იქ საპატრულო და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.

ვიდეოს ავტორი: რამაზ ზაქარიაძე

ყველა სიახლე

ზაზა სარალიძე

22 იანვარი 2020, 13:17

ძალოვნები

ზაზა სარალიძე გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმებაზე: მე წლებს არ ვითვლი, მთავარია სიმართლე ითქვას

„ჩემი პასუხი იქნება, რომ მე წლებს არ ვითვლი. არ მაინტერესებს, ვის რამდენს მიუსჯიან. ჩემთვის მთავარია, რომ სიმართლე ითქვას, მეტი არაფერი არ მაინტერესებს, მთავარია სიმართლე უნდა ითქვას საბოლოო ჯამში“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დელფინი

22 იანვარი 2020, 13:09

საქართველო

ბათუმში ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა

შემთხვევა "რვაფეხას" წინ სანაპიროზე დილით მოხდა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლორა და ფაუნას" ხელმძღვანელმა არჩილ გუჩმანიძემ განაცხადა, წელს დელფინის სანაპიროზე გამორიყვის მეექვსე შემთხვევა, გასულ წელს კი 120 ფაქტი დაფიქსირდა.

რაგბი

22 იანვარი 2020, 13:04

სპორტი

რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის კიდევ ორი კანდიდატი იბრძოლებს

ცოტა ხნის წინ, რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე გავრცელდა ოფიციალური განცხადება, სადაც წერია, რომ საკუთარი კანდიდატურა ბაჩო ხურციძემ და ირაკლი აბუსერიძემ ოფიციალურად დაარეგისტრირეს. ხურციძე წლების განმავლობაში რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.

რამაზ ჩინჩალაძე

22 იანვარი 2020, 13:01

ძალოვნები

ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ადვოკატი: ვითხოვთ სასჯელის არა გაუქმებას, არამედ შეცვლას

ვითხოვ სასჯელის არა გაუქმებას, არამედ შეცვლას,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, გუგა ბარბაქაძემ ლევან დადუნაშვილს ჭრილობა მიაყენა, თუმცა, წელის არეში და არასასიკვდილო.

რუსეთი პროკურატურა

22 იანვარი 2020, 12:57

მსოფლიო

რუსეთის ფედერაციის საბჭომ გენპროკურორად იგორ კრასნოვის დანიშვნას მხარი დაუჭირა

რუსეთის ფედერაციის საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე იგორ კრასნოვის დანიშვნას მხარი დაუჭირა. კრასნოვის კანდიდატურა საბჭოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წარუდგინა. მანამდე კრასნოვი საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა.

ტოჩინოშინი

22 იანვარი 2020, 12:41

ძალოვნები

ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოზე მეექვსედ დამარცხდა

ჰაცუ ბაშოს მეთერთმეტე დღე ტოჩინოშინისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. ლევან გორგაძე აღმოსავლეთის მეოთხე მაეგაშირა ოკინოუმთან დამარცხდა. თერთმეტი ბრძოლის შემდეგ ქართველი სუმოისტის ანგარიშზე ხუთი გამარჯვება და 6 მარცხია. დადებითი ბალანსის შესანარჩუნებლად გორგაძეს დარჩენილი ოთხი შეხვედრიდან მინიმუმ სამის მოგება სჭირდება.

ვასილ მაისურაძე

22 იანვარი 2020, 12:38

სპორტი

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს ვასილ მაისურაძე გაწვრთნის

49 წლის ფეხბურთის სპეციალისტი 2011 წლიდან 2020 წლამდე ქვეყნის სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. 2012 წელს საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სწორედ მისი მწვრთნელობის პერიოდში ითამაშა. ის ბოლოს 20-წლამდე ნაკების მწვრთნელი იყო.

თბილისის მერია ურბანული სამსახური

22 იანვარი 2020, 12:23

საქართველო

თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური მარტიდან ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებს

მიმდინარე წლის პირველი მარტიდან თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური მოქალაქეებს ერთი ფანჯრის პრინციპით - საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით მოემსახურება, - ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

აუტიზმი

22 იანვარი 2020, 12:16

საქართველო

აუტიზმის პროგრამა დამატებით 230 ბავშვს დააფინანსებს

თბილისის მერია „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამას“ აფართოებს და მასში დამატებით 230 ბენეფიციარს რთავს. მოლოდინის რეჟიმში მყოფი 230 ბავშვი პროგრამაში ეტაპობრივად წლის ბოლომდე ჩაერთვება.

სტეფ ბლოკი

22 იანვარი 2020, 12:14

საქართველო

სტეფ ბლოკი: ველით, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრ სტეფ ბლოკის განცხადებით, საქართველო უსაფრთხოების კუთხნით მნიშვნელოვანი ქვეყანაა და სტაბილურობის ფაქტორია არამდგრად რეგიონში ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და დემოკრატიულობა.

22 იანვარი 2020, 12:01

ძალოვნები

პროკურორი: დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა

დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ჯანაშიამ აღიარა დანაშაული და გამოძიებასთან ითამამშრომლა - ამის შესახებ საქმის პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ უზენაეს სასამართლოში ხორავას საქმის განხილვის დაწყებამდე განცხადება გააკეთა.

კახა კალაძე

22 იანვარი 2020, 11:55

საქართველო

თბილისის მერია გაფანტული სკლეროზის მკურნალობას დააფინანსებს

კახა კახალაძემ განაცხადა, რომ მარტიდან ახალი პროგრამა იწყება, რომელიც გაფანტული სკლეროზის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსებას ითვალისწინებს. მისი თქმით, წელს 180 ბენეფიციარის დაფინანსება იგეგმება, თითოეული პაციენტისთვის 24 ათასი ლარი გამოიყოფა.

პარლამენტი

22 იანვარი 2020, 11:47

საქართველო

პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია იწყება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტის შენობის წინ დღეს სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში მოწესრიგდება 9 აპრილის მემორიალიც.

22 იანვარი 2020, 11:41

მსოფლიო

ტრამპმა 7 ქვეყნის მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლის შეზღუდვა გადაწყვიტა

საუბარი არ არის ამ ქვეყნის მოქალაქეების აშშ-ში შესვლის სრულ აკრძალვაზე. შეზღუდვები შესაძლოა მხოლოდ ჩინოსნებს ან გარკვეული კატეგორიის ვიზის მქონდე პირებს. ამასთან, ამ ქვეყნის მოქალაქეებს შესაძლოა „მწვანე ბარათის“ გათამაშებაში მონაწილეობა აეკრძალოთ.

მიწისძვრა

22 იანვარი 2020, 11:37

საქართველო

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ოზურგეთი იყო. მიწისძვრის მაგნიტუდამ 3.3 შეადგინა. მიწისძვრა თბილისის დროით 11:24 საათზე დაფიქსირდა.

ჯეფ ბეზოსი

22 იანვარი 2020, 11:35

ტექნოლოგიები

The Guardian: ჯეფ ბეზოსის ტელეფონი საუდის არაბეთის პრინცისგან ფაილის მიღების შემდეგ გატეხეს

ციფრულმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ მობილური სავარაუდოდ 2018 წლის 1-ელ მაისს გატეხეს, როდესაც პრინცის ნომრიდან ვიდეოფაილი მივიდა. ამას წინ უძღოდა ბეზოსა და პრინცს შორის მესენჯერში მეგობრული საუბარი. აშშ-ში საუდის არაბეთის საელჩო ამ ცნობას აბსურდულს უწოდებს.

პაატა იმნაძე

22 იანვარი 2020, 11:12

საქართველო

პაატა იმნაძე: საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რეალური რისკი პრაქტიკულად არ არის

პაატა იმნაძის განმარტებით, კორონავირუსები ვირუსების დიდი ჯგუფია და პერიოდულად ახალი კორონავირუსები ჩნდება, რომლებიც ადამიანებზე ძირითადად ცხოველებიდან გადადის. ამის მაგალითად, პაატა იმნაძეს მოჰყავს 2012 წელს საუდის არაბეთი, სადაც ადამიანებს ვირუსი აქლემებისგან გადაედოთ.

22 იანვარი 2020, 10:49

ძალოვნები

თბილისის აეროპორტში 8,1 კგ მარიხუანა აღმოაჩინეს

18 იანვარს საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი”, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, 8,1 კილოგრამი „მარიხუანა“ გამოვლინდა. რისკის საფუძველზე აღნიშნული ბარგი ექვემდებარებოდა საბაჟო კონტროლს, რის შედეგადაც სამართალდარღვევის ფაქტი დადგინდა.

ბერნარ არნო

22 იანვარი 2020, 10:41

ეკონომიკა

Louis Vuitton-ის მფლობელმა უცნობი ვირუსის გამო უმდიდრესების სიაში პირველი ადგილი დაკარგა

სიას სათავეში ისევ Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია, რომელიც 17 იანვარს არნოს უკან იყო. 21 იანვრისთვის ბეზოსის ქონება 489 მილიონი დოლარით - 116,1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. თავის მხრივ არნოს ქონება 3.7 მილიარდით - 112,9 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

კორონავირუსი

22 იანვარი 2020, 10:25

მსოფლიო

ჩინეთი: კორონავირუსმა შესაძლოა მუტაცია განიცადოს და ფართოდ გავრცელდეს

ჩინეთში ახალი უცნობი ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა. როგორც ჩინეთის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები აცხადებენ, ვირუსმა შესაძლოა, მუტაცია განიცადოს და უფრო ფართოდ გავრცელდებს. ასევე გაზრდილია ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობაც - ბოლო მონაცემებით 440 შემთხვევაა დადასტურებული.